მიტოვებული სასაფლაოები და კორონავირუსი

გიორგი გირკელიძის ბლოგი

მიტოვებული სასაფლაოები და კორონავირუსი

28 აპრ. 2020, 16:08:40

ჩემს მახსოვრობაში პირველი წელია, როდესაც არც მამაჩემის, ბებია-ბაბუას, ძმის და ძმისშვილების საფლავზე აღდგომის მეორე დღეს არ გავსულვარ _ სასაფლაოებზე გასვლასა და საფლავებზე წითელი კვერცხის გადაგორებაში ხელი მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსმა შეგვიშალა. ვერავინ  წარმოიდგენდა თუ ეს დღე როდესმე დადგებოდა.

ბებიაჩემი ვენერა ტრადიციების მოყვარული ადამიანი იყო. როდესაც ბაბუაჩემი გიორგი გარდაიცვალა, საცხოვრებლად სოფელ შემოქმედში გადმოვიდა.

იგი აღდგომამდე ერთი თვით ადრე იჭერდა თადარიგს:

“ერთი დღე ითხოვს მიცვალებული ჩვენგან საკურთხს და მეტი ჩვენ რა შეგვიძლია, რომ არ შევასრულოთ!“ _ იცოდა თქმა.

მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღეს, როდესაც აღდგომას აღვნიშნავდით, აუცილებლად მივდიოდით მორიგეობით ჯერ ზემოხეთში, მეორე დღეს კი შემოქმედის სასაფლაოზე.

ეს ტრადიცია  გაგრძელდება თუ არა, კორონავირუსის ხელშია.

ყველამ კარგად იცის ჩვენი დამოკიდებულება ტრადიციების მიმართ... წელს იმდენად დააპაუზა კორონავიურისმა მსოფლიო, რომ სასაფლაოებზე გამსვლელი, ფაქტობრივად, არავინ იყო.

მიუხედავად სურვილისა და ტრადიციის მიმართ პატივისცემისა, სასაფლაოები მიტოვებული აღმოჩნდა.

რელიგიურ ლიტერატურაში საფლავზე გასვლის აუცილებლობის შესახებ არსად არაფერი წერია...

“აღდგომიდან მეცხრე დღეს, თომას კვირის სამშაბათს მიცვალებულთა მოხსენიება და საფლავთა კურთხევა აღესრულება ხდება. ამ დღეს ადამიანები იხსენებენ გარდაცვლილთა სულებს, გადიან საფლავებზე, ანთებენ სანთელს. მიცვალებულთა სახელზე ეკლესიისა და უპოვარი ადამიანებისთვის შესაწირს გასცემენ.

დღეს ხალხში კიდევ არსებობს აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გასვლის არასწორი წესი. სასულიერო პირთა თქმით, აღდგომის დღესასწაულზე ქრისტიანს გლოვა არ შეშვენის.

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს კი საფლავზე გასვლა ასევე ხალხის მიერ შემოღებული ტრადიციაა, მაგრამ იქ მიცვალებულს არ იხსენიებენ, უბრალოდ ახარებენ, რომ ქრისტე აღდგა! მიცვალებულისათვის ლოცვა და პანაშვიდის გადახდა ამ დღეს არ არის მიღებული.

ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის მოხსენიება ხდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს“ (www.ambioni.ge).

კორონავირუსმა, შეიძლება ითქვას, ეს წესები წელს დაალაგა.

როგორც 10 დღის წინ, დღესაც სასაფლაოებთან იდგა პოლიცია და ჯარი; ადამიანების მცირე ნაწილმა კი ეკლესია-მონასტრებში საკურთხი მიიტანა; სასულიერო პირებმა დიდი პანაშვიდი გადაიხადეს და მრევლს უთხრეს, რომ წელს საფლავების კურთხევა არ შედგებოდა.

ეს დღე ყოველთვის გამახსენდება, რადგან პირველად ჩემს მეხსიერებაში საფლავზე წითელი კვერცხის გადაგორება ვერ მოვახერხე...

კიდევ რას გვიმზადებს სამყარო, ამას დრო გვიჩვენებს...

ადამიანებს შემდგომ აღდგომამდე ბევრ რამეზე მოგვიწევს დაფიქრება... თუნდაც იმაზე, რომ როგორ მომავალში გვინდა ცხოვრება...




 ახალი ამბები
  • რაზე მოიხსნება შეზღუდვები 8 ივნისიდან„8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება გაიხსნება. 8 ივნისიდან გაიხსნება ასევე სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ სპეციალური ნებართვა“,_ განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ. პრემიერის განცხადებითვე, 8 ივნისიდან ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. როგორც მან აღნიშნა, აუციელებელი პირობა ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას პირბადის ... ...
  • რა დაწესებულებები ამუშავდება 1 ივნისიდან „1 ივნისიდან მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, ღია და დახურული ბაზრობები. ასევე 1 ივნისიდან ამუშავდება ღია სივრცის მქონე რესტორნები“,_ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ... ...
  • როდიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაპრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპოტის მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგება. როგორც გახარიამ აღნიშნა, აუცილებელი იქნება მგზავრობისას პირბადის ... ...
  • 29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნებაპრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება. პრემიერის განვხადებით, 29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება, მაგრამ აუციელებელი იქნება პირბადის ... ...
  • ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ოკუპირებულ ცხინვალშიც გაიმართებაოკუპირებულ ცხინვალში 24 ივნისს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი აღინიშნება, ისევე როგორც მოსკოვში. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება. უწყების ცნობით, ბიბილოვმა 24 ივნისს წითელ მოედანზე გასამართ აღლუმზე დასწრების მიწვევა მიიღო რუსეთის პრეზიდენტისგან. კორონავირუსის პანდემიის გამო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მოსკოვში 9 მაისს ვერ ჩატარდა. კრემლის ლიდერმა აღლუმი 24 ივნისისთვის გადაიტანა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?