საშოვარს შეწირული არდადეგები

გიორგი გირკელიძის ბლოგი

საშოვარს შეწირული არდადეგები

2019 ნოე 14 21:26:42

წლების წინ, როცა სკოლაში დავდიოდი, დიდი არდადეგების შემდეგ პირველი სასკოლო დავალება თემის მომზადება იყო “როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები“. ჩვენც ვწერდით სად დავისვენეთ, რამდენი ახალი მეგობარი შევიძინეთ, რა წავიკითხეთ ან რა ფილმი ვნახეთ.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ამ თემის დაწერაზე აღარ მიფიქრია, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი გავხდი, არაერთხელ დამიწერია იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც სწავლის დროს სკოლაში დადიან, არდადეგებზე კი, სამუშაოდ  მეზობელ თურქეთში გადადიან.

ეს ბავშვები ბევრს არ ლაპარაკობენ  მედიასთან, სხვა საფიქრალი და სხვა ოცნებები აქვთ. არიან ისეთებიც, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ და  პარალელურად მუშაობას გეგმავენ. ამის შესახებ ისე მიყვებიან, გეგონებათ, მათი მომავალი ზეცაში დაიწერა და გზიდან გადახვევა არ შეიძლება.

ხშირია შემთხვევები, როცა  ზაფხულის  არდადეგები დაწყებული არ არის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლიდან კი ადამიანები ჩაის საკრეფად თურქეთში გადასვლას იწყებენ. მშობლებს ბავშვები თან მიჰყავთ. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ბავშვები მშობლიურ სოფელში დატოვოს, არაფერს ვამბობ დასასვენებლად წასვლის  ფუფუნებაზე.

თუ ადრე ბავშვებს სამუშაოდ წასვლის სურვილი არ ჰქონდათ,  ახლა  ამ მხრივ სხვა მდგომარეობაა.

“ჯიბის ფულისთვის გადავდივართ,“ - მეუბნება მეთერთმეტე კლასელი ბიჭი ნიკა (ნიკა, პირობითი სახელია), რომელიც უკვე წლებია,  დასვენების ნაცვლად, თურქეთში სამუშაოდ დადის.

მასთან ერთად, ინტერვიუზე, კიდევ ორი მეთერთმეტეკლასელი დამთანხმდა.

“დღის განმავლობაში ორ საათს ვმუშაობ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ,“ - ვხვდები, რომ ამით მძიმე შრომის შემსუბუქეში ჩემი დარწმუნება სურს. ამაში, მალევე ვრწმუნდები - იქვე მყოფი მისი მეგობარი მეუბნება, რომ სამუშაო დილის 5 საათზე იწყება და დასვენებისთვის მხოლოდ    2 საათი აქვს. ბავშვების უმრავლესობა ინტერნეტით, თამაშით, ქალაქში სიარულით დაღლილი თაობაა, რომელიც მეორე დილის 5 საათამდე იძინებს იმ იმედით, რომ  ხელფასს მალე აიღებს.

“კი, არ გვეხალისება ჩაის კრეფა,  არც გვსიამოვნებს, მაგრამ  ჩვენი ფული გვაქვს და ჩვენ თითონ ვყიდულობთ ტანსაცმელს, ტელეფონს, სხვადასხვა ნივთს, რაც გვჭირდება“; “სწავლას გავაგრძელებ, მაგრამ მუშაობას თავს არ დავანებებ, რადგან ჩემი ფული მაქვს. სწავლის დამთავრებისას მანქანა მინდა ვიყიდო.“ “ისეთებს ნახავთ სამუშაოზე, რომ მათთვის, დამატებითი დატვირთვა არ შეიძლება, მაგრამ რა ქნან, უჭირს ხალხს. აქ უნდა იყვნენ და დაისვენონ. არის შემთხვევები მშობლებს სპეციალურად მოჰყავთ შვილები, რათა  აჩვენონ, რა მდგომარეობაში უწევთ  მუშაობა. არ ამუშავებს, აჩვენებს ყოველდღიურ საქმეს და მერე არჩევნის გაკეთებას ურჩევს: მუშაობა ჯობია თუ სწავლა...“ - მეუბნებიან ჩემი რესპონდენტები.

თქვენთვის ბავშვობა რასთან ასოცირდება? - ამ კითხვაზე მხოლოდ ერთმა მიპასუხა:

“ ბავშვობა ტკბილი მოგონება უნდა იყოს და არა ჩაის ბუჩქებში გატარებული წლები. მაგრამ...“

რესპონდენტები ჩქარობენ, აშკარად გაურბიან კითხვებს. საუბრის დროს  იცინიან. ეს სიცილი უფრო ნერვიულია, ვიდრე  ბუნებრივი... რა უნდა თქვა ქვეყანაში, სადაც კანონმდებლები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიდი ნაწილი სხვა საქმეებით არიან დაკავებული და ყველაზე პატარა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის  დრო აღარ რჩებათ.

თურქეთში სამუშაოდ მოსიარულე არასრულწლოვნებიდან 76.7% სკოლაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია (არ არის დარეგისტრირებული 17% და სკოლის ასაკის აღარ არის 5.8%). მათში სკოლის რეგულარული გაცდენის ტენდენცია არ იკვეთება, რადგან 65% გაკვეთილებს თითქმის არ აცდენს. სასწავლო პროცესში ნაკლებად ჩართული არასრულწლოვნების თითქმის ნახევარი (47%) სკოლაში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ოჯახის სამეურნეო საქმეებშია ჩართული. ასევე აღსანიშნავია, რომ 14.5%-ს სწავლის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული. ასეთია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგი, რომელიც 2015 წელს, გურიის რეგიონში ჩატარდა.

კვლევაში ასევე წერია, რომ თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილებას არასრულწლოვნები პირველად, ძირითადად, 15-17 წლის ასაკში იღებენ (86% შემთხვევაში). პირველი ვიზიტისას ისინი საზღვარს, როგორც წესი, მშობელთან, ან ოჯახის სხვა წევრთან ერთად კვეთენ, თუმცა, მომდევნო ვიზიტებისას მშობელთან ერთად საზღვრის გადაკვეთის პროცენტული წილი თანდათან იკლებს და პირველ ვიზიტთან შედარებით, მესამე ვიზიტისას მშობლის თანხლება 20%-ით, მეხუთე ვიზიტისას კი – 40%-ით მცირდება. საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვნებს შემთხვევათა 15% არ აქვთ მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (საზღვრის გადაკვეთის შესახებ), რაც მათ ყოფნას თურქეთის ტერიტორიაზე თავიდანვე არალეგალურს ხდის.

არასრულწლოვნების დროებითი შრომითი მიგრაციის ძირითადი ადგილი თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქებია – ორდუ და რიზე, რომლებიც საქართველოს საზღვართან მეტ–ნაკლებად ახლოსაა. ისინი ამ ქალაქებში, როგორც წესი, მიკროავტობუსით ან ავტობუსით მიემგზავრებიან. არასრულწლოვნების სამუშაო ვადა უფრო ხშირად 3-4 კვირაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თითოეული ვიზიტის შემდეგ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა რჩება სამუშაოდ უფრო მეტი დროის განმავლობაში.

და ბოლოს, ახლა შემოდგომა და სწავლის დროა; ეს დრო მანამ გაგრძელდება, ვიდრე ჩაის კრეფის ახალი სეზონი დადგება. ოზურგეთელი ბავშვები ისევ მოემზადებიან თურქეთში გადასასვლელად. სკოლაში მისულები კი, ზაფხულის ისტორიების ნაცვლად, იმ ამბებზე მოჰყვებიან, რომელიც მათ და მათ თანატოლებს ჩაის პლანტაციებში გადახდათ.

ფოტო ეკუთვნის: www.rizevizyon.com




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეების მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველა პირს სასტუმროდან გასვლისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ისინი ჯანმრთელები არიან. სასტუმრო საკარანტინო ზონაში მომდევნო ნაკადის მისაღებად მზად ... ...
  • "თანხას ორ ოჯახზე გადავანაწილებ" _ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ხელფასზე უარს ამბობსზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია კუთვნილ ხელფასზე უარს ამბობს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ეს თანხა 2 ოჯახზე გადანაწილდება. "მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს! მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე. დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება. 397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე", _ წერს ... ...
  • საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს კორონავურუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაუდატურა. "გუშინ დაუდასტურდა. ამ დროისთვის იგი ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. ჩემი მეუღლე არის ინფექციონისტი და შესაბამისად, ყველა ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება", _ ამბობს ... ...
  • სამტრედიაში აგრარული ბაზარი დაიხურააგრარული ბაზრით მოსარგებლე მოსახლეობას დღეს დილით საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდა. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, აგრარული ბაზარი დაეხურა. ამ ფაქტმა მყიდველებზე მეტად ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიების მეპატრონეები გააღიზიანა. ,,გავეფრთხილებინეთ მაინც, პარასკევს პროდუქტის ახალ პარტიას აღარ მივიღებდით, რა უნდა ვქნათ ახლა. გვეუბნებიან 21 აპრილამდე დაკეტილები უნდა იყოთო, მანამდე მალფუჭადი პროდუქტები ხომ გაგვიფუჭდება და დავიქცევით", _ "გურია ნიუსთან" სამტრედიის აგრარული ბაზარის ტერიტორიაზე განთავსებული 10-ვე მაღაზიის მეპატრონის სათქმელს ამბობდა ამირან რამიშვილი. ,,გურია ნიუსს" საწინააღმდეგო უთხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანგო ცაგურიას განმარტებით, ყველა მაღაზიის მეპატრონე მათ გუშინ გააფრთხილეს: ,,ყველა მათგანს გუშინვე მივეცით გაფრთხილება. ჰქონდათ საშუალება, გუშინ და დღეს მაღაზიებიდან გაეტანათ მალფუჭადი პროდუქტები. ამას ხელისუფლება ისევ ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებს, რომ არ მივიღოთ მარნეულისა და ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტების მაგალითები". სამტრედიაში აგრარული ბაზრის დახურვას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით ... ...
  • "არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე" _ ნატო ჯიბუტის მორიგი მოწოდება ჩოხატაურელებსჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მოსახლეობას მორიგ რეკომენდაციას აძლევს. ჩემო ძვირფასებო! აქამდე მოწოდებული მესიჯები სოციალური დისტანცირების და სახლში დარჩენის შესახებ ისევ ძალაშია, ისევ არ კარგავს აქტუალობას, მაგრამ ახლა დაგვემატა კიდევ ერთი აუცილებელი ქმედება – სიცხის გაზომვა! ნუ დაველოდებით სხვას, სანამ მოვლენ და გაგვიზომავენ სიცხეს, ყოველდღე დღეში ორჯერ დილით და საღამოთი ოჯახის ყველა წევრს ვუზომავთ სიცხეს, მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში, რასაც პირველი ვაკეთებთ, ესაა ოჯახის ექიმთან სატელეფონო კავშირი და მასთან დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რასაც ჩვენ ანამნეზს ვეძახით, რაიმე ინფორმაციის დამალვა ისევ თქვენთვისაა საზიანო. ჩვენი კვალიფიციური ოჯახის ექიმები მოგცემენ სწორ და საჭირო მითითებებს, რომლებსაც ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა. დარწმუნებული იყავით, მთელი ჯანდაცვის სისტემა თქვენ გვერდითაა, არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე, ოღონდ შევასრულოთ ყველა აუცილებელი მითითება, სწორედ ახლაა აუცილებელი თქვენი სწორი ქმედებები, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავდების გავრცელება! #ხალხის ქმედება ყველაზე მნიშვნელოვანია,# ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...