102 წლის ,,ესპანელი ლედი", იგივე ,,ისპანკა"


ისტორია

102 წლის ,,ესპანელი ლედი", იგივე ,,ისპანკა"

6 დეკ. 2020, 14:18:24

ამას წინათ ისევ გადავიკითხე ელენე ნიკოლაიშვილის ,,მოთხრობები გურიის ახლო წარსულიდან”, სადაც ვინმე ფაცია კვაჭაძე-სალუქვაძე (სოფელი არჩეული), იგონებდა თუ როგორ გადაიტანა ე.წ. ,,ისპანკა”, იგივე გრიპი: ,,ისპანკა გამევიარე მე... რუმ გათენდებოდა, ეგერ კივილი, ეგერ კივილი, ეგერ კივილი! ვერ იტანდა ხალხი, კტებოდა ხალხი. იმისანა ქალები დასწყვიტა ჩვენ კუთხეში, მადლი იყო სანახავათ. ტილოში ხოვდენ. მაშვინ დამემართა მაგი ცხრამეტ წელში. წყტება ხალხი ტყულათაი, ქალი, კაცი, ბაღანაი. ვისაც დიემართა, კტება! ვერ უშველეს ვერკაც, ვერასფელობამდინ ვერ უშველეს... დაი მყავდა ჩემს უნცროსი, დავწეით ერთათ, ერთ ლოგინზე, გუუწევ ფეხს იწობა იი, წავაკარეფ ფეხს, აა, ცხელი ხარ, ვიწობი, მიჩივა, ერთქამეც ველაპარიკებით ასთე, ვნახეთ გრადუზი, ვიწობით. მეიტანა დედაჩვენმა ტილო, გაწურა და გაგხოვ შითო, არ მოხვიდე, თვარა მოკლავ-მეთქი, უთხარი; მაკანკალეგფს-მეთქი, უთხარი სიცივიზგან, ტილო რაღათ მიდამეთქი?! იმანაც ისთე უთხრა: ცეცხლი მინდა, ისთე ვკტები სიცივისგანო. სიცხე კი ქვონდა და გვციოდა, აი ცანცალი ქი ქვონდა და ქი ვიწობოდით, არ დავანებეთ და მაინც აი ტილო თავზე მაინც დაგვადუა და გადაგვიკონა, ტანზე გამოგვიცუალა...
გევიდა ერთი სამივოთხი დღეი და მევითხუე ჟავე. ბიჟო, ქ’არ გადავსჩით ორივე! ხალხს უკვირდა, რაფერ გადარჩაო. ორივე სუქან-სუქანი ვიყაით, ხორცვანი, ქი გადავშჩით, ყველას გუუკვირდენ. რა ხალხი დაწყტაო და აგინი ამ ქუხნაში, აი ბაღნები ქი გადარჩა აგერო”.

,,ისპანკა” მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1918-20 წლებში მძვინვარებდა, როგორც ამბობენ, დაავადდა დაახლოებით 550 მილიონი ადამიანი (პლანეტის ლამის 30%) და 50 მილიონი კი გარდაიცვალა (Eშ ციფრი დაზუსტებული არ არის. მსხვერპლი ბევრად მეტი იყო, ვიდრე პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვი. ინფექციამ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მუსრი გაავლო უამრავ ქვეყანას მთელ მსოფლიოში; სამოამ დაკარგა მცხოვრებთა 22%, ესპანეთმა 12,3, აშშ-მ 6,5 %. ალასკაზე ერთ დასახლებაში სახელად ბრევიგ-მიშენ, სადაც 80 ადამიანი ცხოვრობდა, 72 გრიპმა იმსხვერპლა... (საინტერესოა, რომ ეპიდემიას მხოლოდ ორი ადგილი გადაურჩა – ბრაზილიასთან მდებარე კუნძული მარაჟო და წმინდა ელენეს კუნძული, სადაც ნაპოლეონი იყო თავის დროზე გადასახლებული).

ბევრი სპეციალისტი ,,ესპანურ გრიპს” კოვიდს ადარებს, პირველ რიგში იმ ზომებთან დაკავშირებით, რასაც კაცობრიობა ცდილობდა და ცდილობს ინფექციის შესაჩერებლად.
პირველი ტალღა ინფექციისა 1918 წელს დაატყდა მსოფლიოს, შემდეგ გაქრა, მეორე ტალღა უფრო ძლიერი იყო, თუმცა ისიც მალე გაქრა, ხალხიც მოდუნდა, გადავრჩითო და მოულოდნელად 1919 წლის შემოდგომაზე ვირუსმა ბევრად უფრო ძლიერი და მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა ადამიანებს.

..ისპანკას” ესპანეთთან არაფერი აკავშირებს, სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ საიდან წამოვიდა ვირუსი, დოკუმენტურად კი პირველი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზასში დაფიქსირდა 1918 წლის მარტში და აქედან მოედო მსოფლიოს. მაშინ ბევრი ქვეყანა ჩაბმული იყო პირველ მსოფლიო ომში და ცენზურის გამო ამ ეპიდემიის შესახებ არაფერს წერდნენ (მაგ., პრეზიდენტ ვუდრო უილსონს არასოდეს უხსენებია ,,ესპანური გრიპი”, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იღუპებოდნენ და თავადაც 1919 წლის აპრილში დაავადდა პარიზში ყოფნისას). ესპანეთი კი ნეიტრალური ქვეყანან გახლდათ და პრესაში ყველაფერი დაუფარავად იბეჭდებოდა, მათ შორის ამბები მეფის ალფონსო XIII-ის ავადმყოფობის შესახებაც. სწორედ ესპანეთში გამოქვეყნდა პირველად ცნობა ამ ვერაგ დაავადებაზე. უცხოელმა მკითხველმა კი, რომელიც ღია ინფორმაციას ღებულობდა ესპანური მედიიდან, სრულიად უსაფუძვლოდ ირწმუნა, რომ ინფექციის გავრცელების წყარო ესპანეთი იყო და ამიტომ მას შეარქვეს ,,ესპანური გრიპი”, სხვანაირად კი ,,ესპანელი ლედი”. რუსეთში ის ,,ისპანკად” მონათლეს და ყოფილ იმპერიაში ამ სახელით დამკვიდრდდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელებს გრიპის გამავრცლებლად საფრანგეთი მიაჩნდათ და მას ,,ფრანგული გრიპი” უწოდეს.

საქართველოც ვერ აცდა ამ ინფექციას, თუმცა ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის სიტყვებით ,,ახლად არჩეულმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა (ერობებმა), სანიტარული რაზმების ორგანიზებით, მეტნაკლები წარმატებით შეძლეს პრობლემის დაძლევა.

ერობებმა დაიწყეს საექიმო პერსონალის მობილიზება და კოორდინირება. პერიოდულად ეწყობოდა სამაზრო ექიმთა ყრილობები, სადაც ხდებოდა გამოცდილების შეჯერება და სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა. მალევე კანონით განისაზღვრა საერობო მედიცინის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის მოდელს დაეფუძნა. მაზრები დაიყო სამედიცინო უბნებად, მოეწყო კლინიკები და ამბულატორიები. დაკომპლექტდა სამაზრო ექიმთა შტატი, რომელიც მაზრის მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა და ხელფასს ერობის ბიუჯეტიდან იღებდა. მოსახლეობას მხოლოდ მედიკამენტების ხარჯის გაღება უწევდათ, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, რადგან უმეტესობა ეკონომიკური კრიზისის, ეპიდემიების მასშტაბისა და ფარმაცევტული ბაზრის შეზღუდულობის გამო ვერ ახერხებდა წამლების შეძენას, ერობათა დიდმა ნაწილმა თავადვე დაიწყო მედიკამენტებით მომარაგების საქმის მოწყობა.“

ამბულატორიების ქსელის განვითარებამ რეალურად შეასუსტა „ისპანკის“ გავრცელების მასშტაბი, საქართველოში მსხვერპლის რიცხვი ბევრად დაბალი იყო, ვიდრე თუნდაც მეზობელ ქვეყნებში.

ახლა მოვუსმინოთ ცნობილ კატო მაყაშვილს (ამონარიდი მისი დღიურიდან): ,,1918 წლის 30 ენკენისთვეს ქეთოსთან წავედი და ავად დამიხვდა. მასაც შეხვდა ახალმოდური ავადმყოფობა - „ისპანკა... დღეს მესამე დღეა, რაც ავდექი. 3 კვირა ლოგინში ვიწექი. ამ ახალმა ავადმყოფობამ ჩემზედაც სინჯა თავისი ძალა. ერთხელ 10 დღე ვიწექი, მოვრჩი, ავდექი. მეორედ კიდევ გავცივდი და უფრო საშინელი რამ დამემართა. მთელ ჩემს სხეულს დაუარა ამ „ისპანკად“ წოდებულმა სატკივარმა. სიცხე დიდი მქონდა, 40 გრადუსზე მეტი. ძალიან და ძალიან დავიტანჯე. ორი დღე სულ გაუნძრელად ვიწექი, რადგანაც ყველა ძვლები მტკიოდა. ეპიდემიაა თბილისში. ერთი სახლი არ არის, რომ ავადმყოფი არ იყოს იქ... ამ მოკლე ხანში ძალიან ბევრი მოკვდა. გაფრთხილება უნდა. ჩვენთან: მე, დედა და კატუნა ვიწექით. დედაკაცი არა გვყავდა. მამა სამსახურში არ დადიოდა და გვივლიდა. სადილსაც ის აკეთებდა, მაგრამ ვაი იმ სადილს, სუფის მაგივრათ რაღაც ფაფას აკეთებდა.“
,,ისპანკას” ბევრი იუმორით შეხვდა და ლექსიც კი უძღვნა:
შიმშილ-სიცივე, ციებ-ცხელება,
სურდო, სახადი, ინფლუენცია,
ფილტვის ანთება...… დღეს შეკავშირდენ,
და შექმნეს ერთი კოალიცია,
მყის თავმჯდომარედ დასვეს ისპანკა,
გადასცეს მთელი ძალაუფლება,
და რაც გვეწვია, მკაცრობს, ბრძანებლობს
დაიწყო ხალხის მუსვრა, აკლება;
დღეს ანგარიში არ აქვს მის მსხვერპლსა,
მრავლად გასწყვიტა ქალი, კაცია,
ვინ იცის, რამდენ სასარგებლო პირთ
უდროოდ უყო ლიკვიდაცია;
გოდებს ქალაქი, მოსთქვამს სოფელი,
გაქრა ქეიფი, გაქრა ლხინები,
სადაც არ წახვალ, გლოვა ზარია,
სჩანს კუბოები, ბალდახინები.
დღეს აფთიაქებს და მეკუბოებს
უღიმის ბედი, დაუდგათ დარი,
ვეღარ აუდის საქმეს ვერც ერთი
და ჩაიმსაქნეს ოხრად ქანქარი.
ავტორი ლუკ-ოღლი, ,,ეშმაკის მათრახი”, #20 1920.
დე ჟავიუ, როგორც იტყვიან.

იმ დღეებში ძალზედ გამკაცრებული იყო ზომები, უმეტეს ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა. მაგრამ შეზღუდვები ბევრად უფრო მკაცრი იყო, ვიდრე დღეს. ვინც რეჟიმს არღვევდა და პირბადეს არ ატარებდა მხოლოდ ჯოხებით არ ტყეპავდნენ, როგორც ინდოეთში, ან კიდევ ჯარიმას ახდევინებდნენ. აშშ-ში პანდემიის დროს სახლის ფანჯრიდან ქუჩაში გადაფურთხებისათვის მოქალაქეს ხუთწლიანი პატიმრობა გარანტირებული ჰქონდა. ერთხელ სან-ფრანცისკოს მერს ნიღაბი მოძვრა, ეს დაინახა იქვე მდგარმა პოლიციელმა და მაშინვე ჯარიმა გამოუწერა (თბილის-ქალაქის პატივცემულ მერს მსგავსი ხიფათი პოლიციისაგან ნაღდად არ ელოდება, რადგან მსგავსი რამ ბუნებაში ვერ მოხდება – ნიღაბის მოძრობას არ ვგულისხმობ, არამედ ჯარიმის გამოწერას, ვინც ვერ მიხთა). სხვა პოლიციელმა კი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ქუჩის პატრულირებას ახდენდა, რევოლვერიდან სამი კაცი ადგილზე მიაწვინა, რადგან ისინი პირბადის გარეშე იყვნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციელის შენიშვნას და წინააღმდეგობაც გაუწიეს.

მაშინ, ისევე როგორც დღეს, ფრონტის წინა ხაზზე მედიცინის მუშაკები იდგნენ, მათ ყოველდღიურად სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ, მაგრამ არა მხოლოდ ვირუსისაგან, არამედ ჰომო საპიენსისაგან. ბევრი დაავადებული მდიდარი ადამიანი თითქოსდა ერთჯერადი პროცედურის ჩასატარებლად ექთნებს იძახებდა, სახლში ატყვევებდა და მხოლოდ ავადმყოფობის სიმპტომების გაუჩინარების შემდეგ ათავისუფლებდა. პანდემიის დასრულების მერე ამ ნიადაგზე რამდენიმე სასამართლო პროცესიც კი გაიმართა.
საინტერესოა, რომ ,,ისპანკა” ისევე უეცრად გაქრა, როგორც წარმოიშვა და ამის ახსნა სპეციალისტებს დღემდე არ აქვთ.
ალბათ საჭიროა, რომ ,,ესპანური გრიპის” მაგალითზე კაციობრიობამ დასკვნები გამოიტანოს, რათა დღეს იგივე შეცდომები არ გაიმეოროს (თუმცა ბევრი შეცდომა უკვე დაშვებულ იქნა). 102 წლის წინ დაწყებული პანდემიის შედეგად უპირველესად დაზარალდნენ ღარიბი ქვეყნები და ღარიბი მოსახლეობა, ასევე ის ქვეყნები, რომელთაც არ შემოიღეს მკაცრი კარანტინი, ან კიდევ დროზე ადრე გააუქმეს ის. ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი მაშინაც და დღესაც გამოავლინა ავსტრალიამ, ამიტომაც ის ყველაზე უფრო ნაკლებად დაზარალდა, როგორც მსხვერპლთა რიცხვით, ასევე ეკონომიურადაც.

და ბოლოს, დიდი შანსი იყო რომ მსოფლიოს არ ეყოლებოდა მიკი მაუსი, დონალდ დაკი ან კიდევ შვიდი ჯუჯა. ამ კინოგმირების ,,მამა” უოლტ დისნეი ევროპის საომარ ფრონტზე გასამგზავრებლად ემზადებოდა, როცა ვირუსის მძიმე ფორმა შეეყარა. ის ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს დიდი ხნით. როცა გამომჯანმრთელდა, მსოფლიო ომი დასრულებული იყო, ასე რომ ის სიკვდილს გადაურჩა, როგორც ,,ისპანკისაგან” ასევე, დიდი ალბათობით, საომარ ველზე და დაგვიტოვა ანიმაციური შედევრები.




 ახალი ამბები
  • “იადონის” უხუცესი წევრი, გურამი ღლონტი გარდაიცვალაგარდაიცვალა მომღერალი, ფოლკლორული ანსამბლის “იადონის” უხუცესი წევრი, გურამი ღლონტი, _ ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი ავრცელებს. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ბატონი გურამის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ... ...
  • „ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, მის შემადგენლობაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა და ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება. ყრილობა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 14:00 საათზე ... ...
  • "საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი"ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს - ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე, _ ამის შესახებ ინფორმაციას თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. შეფასება კომპლექსურია და ეფუძვნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.). ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და ... ...
  • როდემდე გაგრძელდება სწავლა ჩოხატაურში დისტანციურადჩოხატაურში სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა. „ორშაბათიდან სწავლა განახლდება ჩოხატაურში დისტანციურად. საკლასო ოთახებში კი 1 თებერვლის შემდეგ შევალთ“,_ გვითხრა ... ...
  • ,"ჰელფები“ უკვე საქართველოს მასშტაბით“რუტინად გვექცა უკვე  ყოველი  დილა _  7-ის ნახევარზე ვიწყებთ  მუშაობას  ბაზარში გასვლით, მერე საწყობში მიტანა, აწონვა, დახარისხება, განაწილება. ცალკე ჯგუფი მუშაობს ბაზების შექმნაზე. ჯგუფი იღებს ინფორმაციას შემოსული შეტყობინებებიდან. შეძლებისდაგვარად ვამოწმებთ, რა სჭირდებათ, რა უჭირთ და ვადგენთ მისამართებს. მერე დახარისხებული  კალათები მიდის საწყობიდან და ნაწილდება სხვადასხვა მისამართზე“, _ ყვება სამოქალაქო აქტივისტი და საქველმოქმედო პროექტის „ჰელფების“ დამფუძნებელი გიგა მაქარაშვილი. „ჰელფების“ ჯგუფი 26 იანვრიდან დადის ოჯახებში და ეხმარება მათ საჭირო ნივთებით და სხვადასხვა პროდუქტებით. გიგას თქმით, 26 ნოემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ისინი იყვნენ  2 762 ოჯახში და დაეხმარნენ  თითქმის 12 000 ადამიანს. მათ შორის 110 ოჯახს გურიაში. სადაც ძალიან მძიმე სიტუაციაა, როგორც მთელს საქართველოში. „ ჰელფების“ ჯგუფები ყოველდღიურად  150-120 ოჯახს ეხმარებიან. „ყველა რეგიონში ვართ. დაახლოებით 250 სოფელი და ყველა ქალაქი მოიცვა ჩვენმა კამპანიამ ამ ეტაპისთვის. 2 500-ზე მეტი „ჰელფია“  ჩართული. დღეში, მინიმუმ, 70-ზე  მეტი ადამიანი  მუშაობს დილიდან საღამომდე დიდი ენთუზიაზმით, რომ ეს პროექტი შედგეს. ყოველდღიურად ჩავდივართ რუსთავში. სხვა ქალაქებში გვყავს ჩვენი მეგობარი „ჰელფები“, რომლებსაც ვუგზავნით თანხას და ისინი უწევენ ორგანიზებას პროდუქტების შეძენას, დახარისხებას. შემდეგ ჩვენგან გადაგზავნილ მისამართებზე  ხდება კალათების განაწილება. ქუთაისში და ბათუმში სამ-სამი ჯგუფები გვყავს , რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ.  ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას კარანტინის დასრულებამდე “, _ ამბობს გიგა მაქარაშვილი. შეგახსენებთ,  რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა  საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი: „დავწერე, რომ შემეძლო ნებისმიერ რამეში დავხმარებოდი _ ეს იქნებოდა ნაგვის გატანა, დალაგება, ინფიცირებული ბავშვების გამხიარულება თუ სხვა რაიმე საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ გამომეხმაურა. თუმცა, გამომეხმაურნენ  ადამიანები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს.  ზოგმა ხელთათმანები მომიტანა, ზოგმა _ სადიზენფექციო ხსნარი,  ხალათები, კომბინეზონები. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი მოხალისედ ჩართულიყო ჩვენს აქტივობაში.  ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი საქველმოქმედო პროექტის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....