ოტია იო­სე­ლი­ა­ნი სა­კუ­თარ ეზოში დაკ­რძა­ლეს

gurianews.com

ისტორია

ოტია იო­სე­ლი­ა­ნი სა­კუ­თარ ეზოში დაკ­რძა­ლეს

1970 იან 1 04:00:00

ოტია იოსელიანის დაკრძალვა

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოტია იოსელიანი 19 ივლისს, საკუთარ ეზოში დაკრძალეს. ის ჯერ გელათის ტაძარში გადაასვენეს, სადაც დილიდანვე მიმდინარეობდა პანაშვიდი. მწერალი გელათიდან 15:00 საათზე გამოასვენეს.

ოტია იოსელიანი 81 წლის ასაკში, 14 ივლისს გარდაიცვალა. ეზოში დაკრძალვის გადაწყვეტილება ოჯახმა მწერლის ანდერძის საფუძველზე მიიღო.

პოეტმა ერეკლე საღლიანმა "გურია ნიუსთან" საუბარში თქვა, რომ "თავის დროზე დავით კლდიაშვილმა მოიტანა საქართველოს ეს საოცარი კუთხე _ იმერეთი ქართულ მწერლობაში და ოტია იოსელიანი პირდაპირ არის მისი სულიერი მემკვიდრე: _ ოტიას შეეძლო მიწის გულის ყუნწში ამოეკითხა მთელი საიდუმლოებანი. ამ კაცისთვის ბუნება იყო დიდი წიგნი, კითხულობდა ამ წიგნს და შემდგომ სიბრძნეს, რომელსაც ამ ბუნებასთან ურთიერთობაში იღებდა, გადაჰქონდა თავის მოთხრობებში, იმ ნაწარმოებებში, რომელთაც დავიწყება არ უწერია.

გივი ბერიკაშვილი, მსახიობი: _ კიდევ ერთი შეუდარებელი კაცი დავკარგეთ, სულითა და ხორცით ქართველი. ოტია ყველა თაობის მწერალი იყო, ემსახურებოდა დრამატურგიასაც, მის ზღაპრებზე გაიზარდა თაობები. ოტია იოსელიანი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის დიდი კაცი.

დათო ტურაშვილი, მწერალი: _ ბატონი ოტია არ იყო მარტივი ადამიანი, ჰქონდა, განსხვავებული ცხოვრების წესი, თუმცა, ვინც უყვარდა, მათთვის ადვილი ადამიანი იყო. მე მქონდა ბედნიერება. ურთიერთობა მქონოდა მასთან _ პირველი პიესა მის სახლში დავწერე და ჩემთვის ეს ფაქტი ძალიან ძვირფასია. დიდი დანაკლისია მისი გარდაცვალება ქართული თანამედროვე ლიტერატურისთვის.

პოეტის დაკრძალვაზე ოზურგეთიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა. მისი მეგობარი, ოზურგეთელი ბადრი ინგოროყვა იმ წლებს იხსენებს, რომელიც ოტია იოსელიანთან აკავშირებდა:

_ 2002 წელს ბატონი ოტია იოსელიანი ოზურგეთში იმყოფებოდა. ძალიან კარგი და გულთბილი შეხვედრები ჰქონდა. ამავე წელს ჩემი დაბადების დღეს მასთან გადავიხადე, ძალიან მეგობრული, განათლებული და კეთილშობილი ადამიანი დავკარგეთ, _ გვითხრა ბადრი ინგოროყვამ.

ოზურგეთელმა გია თავბერიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა: _ ბატონ ოტია იოსელიანთან ერთხელ სუფრასთან მოვხვდი და მშვიდობის სადღეგრძელო არ დალია _ ვიცი, გურულებისთვის ეს სადღეგრძელო რასაც ნიშნავს, მაგრამ სანამ აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დავიბრუნებთ, მანამდე მშვიდობის სადღეგრძელოს ვერ დავლევო.

დაკრძალვაზე დღეს უამრავი ხალხი მივიდა, ისინი ჩვენთან საუბრისას ამბობდნენ, რომ ოტია იოსელიანი მათ სათქმელს თავად ამბობდა და ამის გამო ხალხის სიყვარული დაიმსახურა.


ნახვა: 1054


 ახალი ამბები
  • ე.წ. მუხიანის აგარაკებზე 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. მას შემდეგ რაც მამაკაცთან დაკავშირება შვილმა ვერ შეძლო მეზობლებმა ფანჯარა შეამტვრიეს და კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არ არის გამორიცხული ის რამდენიმე დღის დაღუპული იყოს. სიკვდილის მიზეზს ექსპერტები იკვლევენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ... ...
  • ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების თოვის, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე იკრძალება  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ... ...
  • საზარელი ავარია თბილისში დაახლოებით, ერთი საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. კინო საქართველოსთან, 25-წლამდე ბიჭს, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა, "volksvagenis" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. როგორც თვითმხილველმა "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. "საშინელების შემსწრე გავხდი, შოკში ვარ, ერთიანად დაკეცილი იყო, ხელ-ფეხი მომტვრეული ჰქონდა", _ თქვა მან. მისივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე ... ...
  • შსს-მ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ზ., ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტზე ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, გ.ზ.-მ მაღაზიის შესასვლელი კარის მინა დააზიანა და მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.ზ. სოფლიდან რამდენიმე დღით გაუჩინარდა. ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მხილებული პირი გამოკითხეს, რომელმაც სოფელ შემოქმედში, ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი აღიარა და ჩადენილის მოტივად ანგარიშსწორება დაასახელა. გ.ზ.-მ გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, აღნიშნული მაღაზიის მეპატრონის კუთვნილი სხვა ობიექტიდან დედამისი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მან მომხდარი ასეთი ფორმით გააპროტესტა. გამოძიება აფეთქებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • "მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარიაამ წუთებში, თბილისში,  ე.წ. "მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი სახურავიდან გაჩნდა.  თბილისის სახანძრო სამსახურის უფროსის, ანდრო გუჯაბიძის თქმით, ხანძარი საავადმყოფოს უმოქმედო ნაწილში გაჩნდა. ადგილზე მუშაობს 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მისივე თქმით, დაშავებული არავინაა და ხანძარი რამდენიმე წუთში იქნება ... ...

არქივი

ზაფრანი

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...

ლედი გაგა დეპრესიაში ჩავარდა

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...