ის, რაც გურიის შესახებ უნდა იცოდეთ

gurianews.com

ისტორია

ის, რაც გურიის შესახებ უნდა იცოდეთ

2016 თებ 4 15:40:22

ჩვენი ტრადიციული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდების უმრავლესობამ გურიის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ამიტომ, ჩვენი გაზეთი აგრძელებს სტატიების ციკლს, რომლიდანაც ჩვენი შესანიშნავი კუთხის შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ. 

ყირიმის ომის დროს გურია ბრძოლების ერთ-ერთი ასპარეზი იყო. 1853 წლის 15 ოქტომბერს შეკვეთილში წმინდა ნიკოლოზის საგუშაგოს თავს დაესხა თურქთა რეგულარული ჯარი და სახალხო ლაშქარი ბეგ თავდგირიძის მეთაურობით, სულ 5 ათასი კაცი. მათ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსი ეგერები და გურულთა სახალხო ლაშქარი, სულ 500 კაცი, აქედან 345 გურული. გურულებს მამა-შვილი გიორგი და ესე გურიელები მეთაურობდნენ.

7 საათი მიდიოდა ბრძოლა, სასიკვდილოდ დაჭრილმა გიორგი გურიელმა სარდლობა 16 წლის შვილს ესეს გადაულოცა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს და გმირულად დაიღუპნენ გიგინეიშვილი და წითლიძე.

1854 წლის მაისში გურიაში ქაქუთიდან შევიდა ოსმალთა 34 ათასიანი მხედრობა. მათ მუშირ-სელიმ ფაშა სარდლობდა. კორპუსში შედიოდნენ ჰასან-ბეგი თავდგირიძე და ეგვიპტის ლივა ფაშა. გენერალ-ლეიტენანტმა ივანე ანდრონიკაშვილმა უკან დაიხია. სელიმ-ფაშა კორპუსის ერთი ნაწილით, 12 ათასი კაცით უკან დაედევნა ანდრონიკაშვილს, გადალახა მდინარე სუფსა, ბრძოლით გადაკვეთა აკეთი, მამათი, ლანჩხუთი და შეუტია თავად მაჭუტაძეების სასახლეს ნიგოითში. 27 მაისს პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ ერისთავი მოულოდნელად დაესხა მათ თავს და გაიმართა ნიგოითის ბრძოლის სახელით ცნობილი შეტაკება.

ერისთავმა მძიმე დარტყმა მიაყენა ოსმალებს, ბრძოლაში დაიღუპა ჰასან-ბეგი. ბრძოლა და ჰასან-ბეგ თავდგირიძის სიკვდილი ასახულია ხალხურ სიმღერაში"ხასანბეგურა". თურქებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3 ათასი მებრძოლი დაკარგეს, ერისთავის რაზმმა _ 600. სელიმ-ფაშას ძირითადმა კორპუსმა უკან იბრუნა პირი და ჩოლოქისკენ დაიხია, მაგრამ მას ივანე ანდრონიკაშვილი წამოეწია და გაიმართა გადამწყვეტი ჩოლოქის ბრძოლა.

რუს-ქართველთა ჯარის განკარგულებაში იყო 11 ბატალიონი (ქვეითი), 4 ასეული (დონელი კაზაკები), მილიციის 6 ქვეითი და 5 ცხენოსანი ასეული (იმერეთისა) და 6 ქვეითი რაზმი (გურიისა), სულ 10 ათასი ჯარისკაცი. თურქთა ჯარი, რომელსაც სინანფაში (სელიმ-ფაშა) სარდლობდა, 35 ათასი ჯარისკაცს ითვლიდა. გენერალი ანდრონიკაშვილმა მტერზე სწრაფი იერიშის მიტანა გადაწყვიტა.

4 ივნისს დილით "გურიის რაზმმა" მტრის მოწინავე რაზმი დაამარცხა, მდ. ჩოლოქისაკენ დაეშვა და თურქებს უკანდასახევი გზა მოუჭრა, შემდეგ ჩოლოქი გადალახა და მტრის პირისპირ დადგა. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ რუს-ქართველთა მხედრობა ბრძოლაში ჩაება და, მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, დიდი მსხვერპლით წინ მიიწევდა. კავალერიის ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ ჯარის სხვა ნაწილებიც ფართო შეტევაზე გადავიდნენ. 

ხელჩართულ ბრძოლაში თურქები შედრკნენ და უკან დაიხიეს. რუს-ქართველთა ცხენოსნებმა მტერს ქობულეთამდე სდიეს. მტერმა დაკარგა 4 ათასი მებრძოლი, 15 ქვემეხი, 36 დროშა და 3 ბანაკი, ქართველთა ჯარმა _ 1500 კაცი. ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის ქართული მილიცია წმ. გიორგის დროშით დააჯილდოეს. ჩოლოქის ბრძოლაში გამარჯვებამ ჩაფუშა მტრის ცდა, სურამის გზით შეეერთებინა ახალციხე-ახალქალაქისა და ბათუმის კორპუსები.

1877-1878 წლებში გურიაში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. ომის დროს მთელ საქართველოში რუსის ჯარის დასახმარებლად დიდი მოძრაობა და ფართო აგიტაცია-პროპაგანდა გაჩაღდა.

1876 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის მაზრის მცხოვრებთაგან შემდგარი მოხალისეთა მილიცია. ნაცვლად გაწვეული ათასი ადამიანისა, შეიკრიბა სამი ათასი მოხალისე. გენერალი კოლუბიაკინი იტყობინებოდა, რომ გურიის მილიცია ომში მუდამ წინ იყო და საკუთარ მხრებზე გადაიტანა ომის მთელი სიმძიმე.

ცნობილია 16 ლიხაურელი გლეხი, რომლებიც მოხალისეებად ჩაეწერნენ მილიციაში და 1877 წლის 23 ოქტომბერს, ბათუმის მიმართულებით შეტევის დროს დაიღუპნენ.

გურულები მონაწილეობდნენ ბრძოლებში ციხისძირის, ქობულეთის, ჩაქვის, არდაგანისა და ყარსის მიდამოებში. ბევრი გურული მილიციაში არამხოლოდ პატრიოტული მოსაზრების გამო ეწერებოდა, არამედ იმიტომაც, რომ მილიციის წევრობა იძლეოდა უპირატესობებს. მილიციის წევრი დაცული იყო პრისტავის თვითნებობისგან, არ იხდიდა გზის საერთო ბეგარას.

ამ ომის შეშემდეგ ბერლინის კონგრესის შედეგად რუსეთმა ქვემო გურია და აჭარა შეიერთა, მაგრამ ოზურგეთის მაზრის საზღვრები იგივე დარჩა, ქვემო გურია ბათუმის ოლქში მოექცა. 

XIX საუკუნის 80-იან წლებში ფართოდ გავრცელდა ფირალობა. ცნობილი ფირალები იყვნენ ნიკოლოზ მეხუზლა, სისონა დარჩია, დათულია სურგულაძე (მაკვანეთიდან), გოგია ლომჯარია (წითელმთიდან), დათა მიქელაიშვილი (მელექედურიდან).

1880 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ვერაფერი გააწყო, ფირალებთან საბრძოლველად გაიგზავნა "მესამე ქვეითი გურიის დრუჟინის სოტნა", რომელიც ცოტა ხანს ოზურგეთში გაჩერდა, შემდეგ კი ჯარისკაცები იმ სოფლებში ჩააყენა, სადაც ფირალები იყვნენ. ამ საშუალებით რამდენიმე ტყეში გავარდნილიც შემოირიგეს და ოთხი თვის განმავლობაში მაზრაში სიმშვიდემაც დაისადგურა, მაგრამ სიმშვიდე მალევე დაირღვა.

1882 წელს დაძაბული ვითარების გამო გურია გუბერნატორმა შემოიარა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ ფირალების მფარველი სასტიკად დაისჯებოდა. ამან შედეგი გამოიღო, გუბერნატორს რამდენიმე ფირალი გადასცეს, ხოლო ორი ფირალი მოკლეს. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, ფირალების რიცხვი შემცირების ნაცვლად, იზრდებოდა. 1882 წელს მთავარმმართებელმა დონდუკოვ-კორსაკოვმა ოზურგეთის უეზდი ადმინისტრაციული და პოლიციური კუთხით ჩამოაშორა ქუთაისის გუბერნიას და ბათუმის სამხედრო გუბერნატორს განკარგულებაში გადასცა.

წესრიგის აღსადგენად მაზრაში გაიგზავნა სამეხდრო გუბერნატორის განკარგულებაში მყოფი ხოპერის კაზაკთა პოლკის ორი ასეული, ხოლო ქობულეთში _ ერთი ბატალიონი. ამგვარად, ფირალობის განვითარებამ გურიაში გამოიწვია სოფლებში ჯარის ჩაყენება, ეგზეკუციის გამოყენება, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, უფრო შეავიწროვა და ეკონომიკურად დასცა. მთავრობის მიერ გატარებულმა სასტიკმა ზომებმა დროებით შეანელა ფირალობის აღმავლობა, მაგრამ 1888 წლიდან ფირალობა ისევ ძლიერი ტემპით განვითარდა.

გურია გადაიქცა ფირალების სათარეშო ასპარეზად და მთავრობის საექსპერიმენტო ადგილად. 1887 წლიდან დააწესეს ხევისთავების ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებდა და მალევე გადააგდეს. იმავე წლიდან შემოიღეს სალდათად გაყვანა, და სათემო დარაჯობა. ამ ზომებმა ფირალობა ვერ შეაჩერა, სამაგიეროდ ხალხი უფრო შეაწუხა.

მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. პურეული მარცვლოვანებიდან მოდიოდა სიმინდი და ღომი. გურიაში, ისევე როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში ღომი თანდათან განდევნა სიმინდმა. შედარებით მცირედ იყო გავრცელებული ვაზი, ბრინჯი და თამბაქო. 1879-1912 წლებში გურიაში ბურღვით სამუშაოებს ნავთობის აღმოსაჩენად ეწეოდნენ ბრუნგე პლაშკოვსკის, ოლდენბურგელი პრინცის, ბელგიელი მრეწველის, მანთაშევის, გენრიხ მატ-ტარტის, ვიქტორიო სკოლოს, გუმმელის სკოტისა და გუსტავ ზიბერტის ამხანაგობანი.

სტატიაში გამოყენებულია "ვიკიპედიას" მასალები


ნახვა: 442


 ახალი ამბები
  • მამაჩემს სახე აქვს დასერილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, - ალიოღლები ყაჩაღურ თავდასხმას იხსენებენკასპის რაიონის სოფელ ფერმაში სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ალიოღლების ოჯახს თავს დაესხა. წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. ყაჩაღებმა ისინი ჯერ დააბეს, შემდეგ აწამეს და თანხა ისე გამოსძალეს, _ ამის შესახებ რუსთავი2-თან ალიოღლუების ოჯახის წევრები საუბრობენ. „სამი კაცი დაგვესხა თავს. ნიღბებით. xხელები დაგვიბეს. შეგვიყვანეს სხვა ოთახში, ყველაფერი დახიეს, რაღაცას ეძებდნენ. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს. რაც გვქონდა ოქრო და ფული მივეცით, 2000 ლარამდე იყო თანხა. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო, იმ დღესვე მოგჭრით თავსო. ამბობდნენ, რომ გამოგვაგზავნეს, ვიცით, რომ ფული გაქვთო,“, _ ამბობს საბინა ... ...
  • ,,ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილია წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინების გამო“ ,,სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილია მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინების გამო, რასაც ვემიჯნები და ვგმობ“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ  განაცხადა. კილაძის თქმით, ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, რელიგიური შეურაცხყოფის ადგილი არ არის, ამიტომ მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარებაა აუცილებელი. ,,ვფიქრობ, დემოკრატიულ-სამართლებრივ საზოგადოებაში  რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ადგილი არ არის, ეს არის ცალსახად დასაგმობი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილი არის მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინებით, რასაც ვემიჯნები და ვგმობ. რაც შეეხება სამართლებრივ ჩარჩოს, ვფიქრობ,  არის გარკვეული სამუშაო ჩასატარებელი. გარკვეული  რეგულაციები ისე არის მოსაქცევი, რომ რელიგიის თავისუფლება და  სიტყვის თავისუფლება ერთმანეთთან  წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. მგონია, რომ ისე, როგორც ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია, ამ ბალანსს დავიცვათ“, _ განაცხადა ... ...
  • ,,მანდატურს სკოლის დირექტორი აღარ დანიშნავს,, _ ცვლილებები ,,ზოგადი განათლების შესახებ “ კანონშიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კომიტეტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომლის მიხედვითაც მანდატურს უფლებამოსილება უფართოვდება. აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, სასწავლო დაწესებულებებისთვის სავალდებულო ხდება  შიდა და გარე პერიმეტრზე  კამერების დამონტაჟება. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟების ვალდებულება, როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე. მეორე, კოორდინაციის გაზრდა სამინისტროებს შორის, რაც  მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თუ არსებობს სკოლის გარეთ კონფლიქტის  გაგრძელების საფუძველი და საშიშროება შსს-მ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აირიდოს. იზრდება ასევე, მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ, იცვლება მანდატურის დანიშვნის წესი და მას დანიშნავს მანდატურის სამსახური, მას აღარ დანიშნავს სკოლის დირექტორი, რაც, გარკვეულწილად, გაზრდის მის უფლებამოსილებას, თუმცა, ამ უფლებამოსილების გაზრდის ფონზე ეს კანონპროექტი იცავს იმ ბალანსს, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მეორე მხრივ, მოსწავლის ინტერესების დაცვას შორის“, _  განაცხადა  ... ...
  • რა ხდება გარდაბანის საჯარო სკოლაშისოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მეშვიდეკლასელზე ძალადობას ასახავს, გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია მოყვა. მოსწავლეების მშობლები სკოლის დირექციას მოძალადე ბავშვების სკოლიდან გარიცხვას სთხოვენ, თუმცა, დირექტორი ამბობს, რომ მას მოსწავლეების გარიცხვის უფლება არ აქვს. როგორც „გურია ნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნატა ასათიანმა განუცხადა, ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობენ, გარკვეული  ზომების მიღება კი გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. „ვიდრე გამოძიება არ დასრულდება მანამდე ჩვენ ქმედებებს ვერ გავახორციელებთ. ფსიქოლოგები მუშაობენ, როგორც ძალადობის მსხვერპლ, ასევე, მოძალადე ბავშვებთან. საქმის კურსშია სოცმუშაკიც“, _  ამბობს ასათიანი. საგამოძიებო მოქმედების და ფაქტის მოკვლევის მნიშვნელობაზე საუბრობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, ფაქტზე რეაგირება ვიდეოს გავრცელებისთანავე მოხდა, თუმცა, რადგან არც ერთი ბავშვი მზრუნველობამოკლებული არ არის, სოციალური მომსახურების სააგენტოც პროცესში ჩართული აღარ არის. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს   მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბავშვებთან სკოლის ფსიქოლოგები მუშაობენ.  „ყველა სტრუქტურას აქვს თავის კომპეტენცია. სააგენტომ მოახდინა იდენტიფიცირება, გადაამისამართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.  ბავშვებთან სკოლის ფსიქოლოგები მუშაობენ. განათლების სამინოსტროს აქვს მანდატურის სამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია ძლიერი ფსიქოლოგებით და მიმდინარეობს გამოძიება“,_ამბობს ის. ეთერ ცხაკაია ასევე აღნიშნავს, რომ ბავშვებთან ფსიქოლოგი თვენახევარია, დაახლოებით, რაც მუშობს.  „ამ ბავშვების ქცევაში, სავარაუდოდ, რაღაც შეამჩნიეს, რის გამოც,  უკვე თვე ნახევარია ფსიქოლოგები მუშაობენ“,_ ამბობს ცხაკაია. როგორც ცნობილია, ვიდეო, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მე-7 კლასელზე ძალადობას ასახავს სექტემბერშია გადაღებული, თუმცა, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. „გურია ნიუსმა“  სოციალური მომსახურების სააგენტოს   მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მანდატურის სამსახურთან გადაამოწმა. როგორც მანდატურის სამახურში ამბობენ, გამოძიების პროცესის დასრულებამდე კომენტარს ვერ ... ...
  • ,,რომ მიმაჩნდეს, გუნდიდან უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი“- ფოფხაძე პარტიის დატოვებაზემმართველი გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე ,,ქართული ოცნების“ დატოვებას ამ ეტაპზე არ აპირებს _ ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ ,,გურია ნიუსს“ განუცხადა.  ,,ქართული ოცნების“  წევრის თქმით, უმრავლესობაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთან ერთადაც წარსულში იბრძოდა და მომავალშიც მათთან ერთად  ბრძოლას აპირებს. ,,ჩვენ ველოდებით უმრავლესობის სხდომას, ველოდებით იმ მოტივაციით, რომ  სხდომაზე რაღაც საკითხებზე ჩამოვყალიბდებით და ერთმანეთთან უფრო გულწრფელი და ღია ვიქნებით. არა მგონია, რომ წინასწარი ემოციური ფონის შექმნა გამართლებული იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ზედმეტი მსჯელობა ამ შეკრებას დააზარალებს. ჩვენი  მიზანია, შევთანხმდეთ ძირითად  ფუნდამენტურ პრინციპებზე, იმ პრინციპებზე, რამაც გაგვაერთიანა. რომ მიმაჩნდეს უნდა გავიდე გუნდიდან, აქამდე გავიდოდი. ახლა ველოდები უმრავლესობის სხდომას. უმრავლესობაში ძალიან ბევრი თანამებრძოლი მყავს, რომელთან ერთადაც ვიბრძოდი და ვიბრძოლებ მომავალში“, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

კაზუარი - საშიში ფრინველი დედამიწაზე

კაზუარი - ერთადერთი სახეობაა კაზუარისებრთა...

როგორ შევაწყვეტინოთ ბავშვს ტირილი?

ბევრი ახალგაზრდა მშობელი შეშფოთებულია იმის...

22 წლის მოდელი აუქციონზე ქალიშვილობას ყიდის

22 წლის პორტუგალიელი მოდელი აუქციონზე...

რა სარგებელი მოაქვს საღეჭ რეზინს

 აშშ-ში, მშრალი კანონის დროს, არომატული...

ახალგაზრდობის ელექსირი

ცოტა ხნის წინ მღრნელებზე ჩატარებული...

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გენეტიკაზე უფრო...
კარმიდამო ჩემი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...

გრძელდება თხილის პლანტაციების შეწამვლა გულის სიდამპლის წინააღმდეგ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება  თხილის...

ფლორა გულის სამსახურში

თქვენი "გულის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ...

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო,...