ვინ იყო XIX საუკუნის ყველაზე სახელგანთქმული ფირალი

ისტორია

ვინ იყო XIX საუკუნის ყველაზე სახელგანთქმული ფირალი

2016 მარ 24 13:52:14

ცნობილი გურული ფირალის სისონა  დარჩიას დაბადების თარიღია, დაახლოებით, 1860 წელი. იყო საშუალო ტანის, შავგრემანი, შავ წვერ-ულვაშიანი. სხვადასხვა მონაცემებით, მუშაობდა ბათუმის ქარხნებში, მაგრამ დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს. ჰყავდა ძმები, ვასილა, კოხტა და სოლომონი. სისონა ფირალად მეზობლის დაჭრის შემდეგ გავარდა. ერთხელ უბრალო შელაპარაკების გამო ვასილამ დუქანში სცემა მეზობელი გიგო ჩხარტიშვილი.

ჩხარტიშვილმა შური იძია და ოზურგეთში ცოლის მოსაყვანად ჩასული კოხტა აცემინა. დარჩიების მამა სესიკამ ახალ წელს დღონაურის ეკლესიაში ხანჯალი დაარტყა გიგო ჩხარტიშვილს.

გაქცეულ ჩხარტიშვილს სესიკა და სისონა დარჩიები გამოედევნენ. სისონამ სესიკას რევოლვერით ესროლა, მაგრამ მამამისს მოარტყა. ამ ინციდენტის შემდეგ ვასილა და სისონა დარჩიები ფირალად გავარდნენ, ხოლო კოხტა და სოლომონი დაიჭირეს და ციხეში გარდაიცვალნენ. ეს მოხდა 1886 წელს. ამის შემდეგ დაჭერამდე სისონა დარჩიამ ორი წელი იფირალა.

დარჩიები თავად ესე გურიელის მამულში ცხოვრობდნენ, მისი ყმები იყვნენ და მის სათუთუნეში მუშაობდნენ. დარჩიებს გურიელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთხანს გაფირალებული სისონა მასთან ათევდა ღამეს. მაგრამ გურიელიც აჰყვა მილიციას თავის უკეთ გამოსაჩენად და დარჩიების დევნა დაიწყო.სამაგიეროდ, სისონამ და ვასილამ გურიელის ცოლი და ქალიშვილი გაიტაცეს ჯუმათში.

დარჩიამ პირველი თავდასხმა ესე გურიელის მოურავ ანდრია ჩიკაშუაზე მოაწყო. ანდრია ჩიკაშუა ფირალის მიერ მოკლული პირველი მოურავი იყო. ესე გურიელმა და მაზრის უფროსმა დაგოროვმა შეკრიბეს "ზემსკაია სტრაჟა" და გამოუდგნენ ფირალებს, მაგრამ უშედეგოდ. სისონა და ვასილა დარჩიებს ნასაკირალის გადასასვლელზე "საბაჟო" ჰქონდათ მოწყობილი და გამვლელ-გამომვლელს ფულს ართმევდნენ.

სისონა დარჩიას სახელით ბევრი ავაზაკობდა და ყაჩაღობდა. ერთხელ სტრაჟამ დარჩიას სახელით ექიმი გაძარცვა, ჯუმათის მონასტრის ბერი ამბერკი ჩხარტიშვილი კი სისონად მიიღეს და მოკლეს. ცნობილია შემთხვევა, როდესაც სახეახვეულმა ყაჩაღებმა სისონა და ვასილ დარჩიების სახელით გაძარცვეს აცანელი მექოთნეები, წაართვეს სპილენძის ფული.

ეს გაიგო სისონამ, მოძებნა ყაჩაღები და მაგრად გალახა, ერთს კი ყურის ბიბილო მოაჭრა _ როდის იყო ჩვენ ხალხს ვძარცვავდითო. ერთ ოზურგეთელ ვაჭარს მიუვიდა წერილი, დარჩიას მიერ ხელმოწერილი, რომელიც მისგან ფულს ითხოვდა. ვაჭარმა შეატყობინა პოლიციას, რომელმაც ფული მიიტანა დანიშნულ ადგილას და თან უყარაულა დარჩიას, მაგრამ ფულის ასაღებად დარჩია კი არ მივიდა, არამედ სულ სხვა კაცი.

სისონა რამდენიმეჯერ დაიჭირეს, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა გაქცევას. ერთხელ სისონა თავად ჩაბარდა ხელისუფლებას. ის ბათუმიდან ოზურგეთში გადაიყვანეს, საიდანაც ნაცადი ხერხით, ბორკილების გატეხვით გაიქცა. ესე გურიელმა სისონას ბიძა, ყალბი ფულის მჭრელი და მისი ძმა ვასილა დააჭერინა სისონას მისატყუებლად. დარჩია დაიჭირეს კიდეც. სისონა და ვასილა დარჩიებს 12 წელი კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ ექვსი თვის თავზე ისინი გაიქცნენ. დარჩიებმა სატუსაღოში გვირაბი გათხარეს და სამშვიდობოზე გასულები ფირალ ვლადიმერ ჟღენტთან დაიმალნენ.

გაქცევიდან ოთხი თვის შემდეგ დარჩიების რძალმა აღათიამ და გურიელის მოურავმა მიხეილ ნინიძემ მილიციას შეატყობინეს, რომ დარჩიები მეგობარ, უვადო კატორღამისჯილ ილარიონ დათუნაიშვილთან ერთად იმალებოდნენ ჯუმათში, საკუთარ სახლში. თავდასხმის ორგანიზატორი იყო ესე გურიელი. მაზრის უფროსმა 60 პოლიციელთან ერთად ალყა შემოარტყა სახლს, სადაც ფირალები საუზმობდნენ. მიმხდურებმა ატეხეს სროლა.

ფირალებმა ოთხი კაცი მოკლეს, მათ შორის ნინიძე, დაიჭრა გურიელის ვაჟი ლევანი. ვასილა დაიჭრა და მილიციამ მოკლა, დათუნაიშვილი კოჭში დაიჭრა და დაიჭირეს, სისონა დარჩიამ კი გაქცევა მოახერხა. მიუხედავად საშიშროებისა, სისონა ძმის დაკრძალვაზე მივიდა, რაც ასახულია მის შესახებ ხალხურ ლექსში.

XIX საუკუნის ბოლოსთვის სისონა დარჩია ყველაზე სახელგანთქმული ფირალი იყო. დარჩია მხოლოდ გურიით არ შემოფარგლებოდა, ის სამეგრელოსა და ქვემო იმერეთშიც ყაჩაღობდა.მისი ისე ეშინოდათ, რომ 10-15 პოლიციელიც კი თავს არ ესხმოდა, სოფლის ყარაულები კი იარაღს მალავდნენ მისი შიშით.

დარჩიას ჰყავდა ამხანაგი მიხეილ ანთაძე, რომელიც შპიონი იყო. ანთაძის ხელით დარჩია პრისტავს ქრთამს აძლევდა, რათა ამ უკანასკნელს არ შეეწუხებინა. ერთხელ გუბერნატორისგან პრისტავმა მოთხოვნა მიიღო, რომ დარჩია აუცილებლად დაეჭირა, თორემ თანამდებობას დაკარგავდა. პრისტავი მოურიგდა ანთაძეს. მან დარჩია სუფსის ხიდთან მიიყვანა, უთხრა, მხოლოდ პრისტავი იქნება, გესვრის და აგაცილებსო.

ხიდთან დარჩიას 10-12 კაცი დახვდა. მან მდინარეში ნაბადი გადააგდო. ჩასაფრებულებს ნაბადი ადამიანი ეგონათ და სროლა აუტეხეს. ამასობაში დარჩიამ გაქცევა მოასწრო. დარჩია გადაურჩა პრისტავ ჯაფარიძის თავდასხმას ლანჩხუთში. ერთხელ ის დაუსხლტა დიდ რაზმს, ნაბადი ჩააცვა ხბოს და ხანჯლით დაჭრა. მდევრებს ნაბდიანი ხბო დარჩია ეგონათ. დარჩიამ მათ გზაკვალი აუბნია და გაიქცა.

გარდაიცვალა 1891 წელს. მისი სიკვდილის შესახებ სამი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით ის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით ლესაში. მეგობრის, ვლადიმერ ჟღენტის მოგონებით სიფილისით გარდაიცვალა ლესაში, ვახტანგ გურიელის მამულში. მესამე ვერსიით ის ანაკლიაში იყო, როცა თავს დაესხნენ. დარჩია გრიგოლეთში გაიქცა, გზაში ავად გახდა და ბიძაშვილმა, ალექსანდრე დარჩიამ ხაჯალიამდე მიიყვანა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

დარჩიას სიკვდილი გამოიყენეს ბოქაულმა და მამასახლისმა. მათ დარჩია მათ მიერ მოკლულად გამოაცხადეს. დარჩიას გვამს თოფი ესროლეს, მაგრამ რამდენიმე დღის მკვდარს სისხლი არ წამოუვიდა, ამიტომ მამალი დაკლეს და სისხლი დაასხეს. მამასახლისმა ჯვარი, ბოქაულმა კი მედალი მიიღო, მაგრამ მალე ყველაფერი გამოაშკარავდა და თაღლითებს ჯილდოები ჩამოართვეს. დარჩიას გვამი დღონაურის ეკლესიაში დაკრძალეს, საიდანაც დაიწყო მისი გაფირალება.

სისონა დარჩიას ცხოვრებაზეა ნაწილობრივ დაფუძნებული ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა "სიმონა".

ირაკლი მახარაძე,  "გურული ფირალები"




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...