ვინ იყო ჩოხატაურელი თბილისის მერი, რომელსაც გურიის პრეზიდენტს უწოდებდნენ

gurianews.com

ისტორია

ვინ იყო ჩოხატაურელი თბილისის მერი, რომელსაც გურიის პრეზიდენტს უწოდებდნენ

2016 აპრ 21 16:42:23

ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი ბენიამინ ჩხიკვიშვილი 1881 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყვავისტყეში დაიბადა. ჩხიკვიშვილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა.

დაამთავრა ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებელი. აქიურად იყო ჩართული მეოცე საუკუნის დასაწყისის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. 1905 წელს იყო გურიაში მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ნესტორ კალანდარიშვილთან ერთად უძღვებოდა ნასაკირალის ბრძოლას. გურიის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ იყო მისი მმართველი. ჰქონდა დიდი გავლენა.

მის განკარგულებაში იყო საგანგებო მატარებელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბათუმიდან და სამტრედიიდან აგზავნინდნენ გურიაში. დადიოდა დაცვით, ფლობდა ორატორულ ნიჭს. მისი თაოსნობით 1905 წელს დაშლილ იქნა ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოწვეულ იქნა "გურიის დროებითი პარლამენტი", რომლის თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან მიიღო 958 ხმა. მას უწოდებდნენ გურიის პრეზიდენტს და გურიის მეფესაც.

რევოლუციის დამარცხების შემდეგ ჩხიკვიშვილი გურიიდან გაიქცა. 1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლო პროცესზე ბენია ჩხიკვიშვილს ოთხი წელი კატორღა მიუსაჯეს.

მოგვიანებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს ეკავა თბილისის მერის თანამდებობა (1919-20 წლებში). 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1920 წელს იყო ქუთაისის, შემდეგ კი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი, რა თანამდებობაზეც დარჩა მთავრობის ემიგრაციაში წასვლამდე.

1921 წლის მარტში დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩხიკვიშვილი მენშევიკური მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გაიქცა ემიგრაციაში საფრანგეთში. იქ იყო ლევილ-სიურ-ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის მეპატრონე.

1924 წლის მაისში ჩხიკვიშვილი დაბრუნდა საქართველოში რათა მონაწილეობა მიეღო 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. ის 25 ივლისს დააპატიმრეს აჯანყების სხვა მეთაურებთან, გოგიტა ფაღავასთან, ნოე ხომერიკთან, ვასო ნოდიასთან, გიორგი წინამძღვრიშვილთან ერთად. დაპატიმრებულები დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე.


ნახვა: 948


 ახალი ამბები
  • ელჭექი, სეტყვა, წყალმოვარდნები _ როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. "18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", _ ნათქვამია ეროვნული სააგენტოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ... ...
  • რა უნდა გაითვალისწინონ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმასაქართველოში ნადირობის სეზონი დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას, თან უნდა იქონიონ დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართულია 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 15 თებერვლამდე. სამინისტროს ნორმატიულ აქტში ცვლილებაა. ხანძრების გამო, სანადიროდ ნებადართული ადგილები შემცირდა. საქართველოში, დღეისათვის, 40 000-ზე მეტი მონადირეა რეგისტრირებული. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ ... ...
  • ოზურგეთში აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შემოაბრძანეს ოზურგეთში აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შემოაბრძანეს. ხატს მორწმუნეები ქალაქის ცენტრში გალობით დახვდნენ და ეპარქიის სამღვდელოების მიერ  დოქსოლოგიის შესრულების შემდეგ, ხატი ოზურგეთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს. დღეს ხატს ბახმაროს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გადააბრძანებენ. ფერისცვალების დღესასწაულის შემდეგ კი ხატის მოლოცვა მომლოცველებს ჩოხატაურის წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში ... ...
  • ქალი ფრინველის ფეხებზე - "ლურჯი ვეშაპის" მსგავსი ახალი სახიფათო თამაში "მომო" ინტერნეტ სივრცეშისაშიში ქალი სახელად "მომო," უკვე საქართველოშია. ბოლო რამდენიმე კვირაა მან მსოფლიოს ინტერნეტსივრცე დაიპყრო. საშიში „მომოს“ შესახებ ვიდეომასლა ქართულ ენაზეც არის. "მომო" ტოკიოს ვანილას გალერეის ექსპონატის პროტოტიპია - ქალი ფრინველის ფეხებზე. კავშირს საშიშ ინტერნეტ ბოტთან მობილური ტელეფონით ამყარებენ, შემდეგ კი აგზავნის საშიშ ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებს. "მომო" იძლევა მითითებებსაც და უკანასკნელი დავალება მისგან, მსგავსად "ლურჯი ვეშაპისა" თვითმკვლელობაა. „მომოსთან“ კონტაქტობენ საქართველოშიც. "კურიერის" რეპორტაჟის გმირი ამბობს, რომ ხშირად ინტერნეტ ბოტი მოზარდებს აშანტაჟებს და მათ სუიციდს აიძულებს. ჯერჯერობით, დაუდგენელია საშიშ ინტერნეტთამაშის უკან რეალური პიროვნებაა თუ ვირუსი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს უკავშირდება. მსგავსი სახიფათო თამაშებისთვის მოწყვლად ჯგუფებს ძირითადად არასრულწლოვნები წარმოადგენენ.  ფსიქოლოგები მოუწოდებენ მშობლებს, შეეცადონ დაამყარონ შვილებთან მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობები, რადგან მოიპოვონ მათი ნდობა და ისაუბრონ მათ გატაცებებსა თუ შიშებზე. საქართველოში ბავშვებმა „მომოს“ შესახებ ბევრი იციან. ზოგი მონსტრს ინტერესის გამო თავადაც უკავშირდება, თუმცა, ინტერნეტ ბოტის შესახებ არაფერი იცის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. წყარო: ... ...
  • თვითმკვლელობა ოზურგეთში _ შანტაჟი ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებითა და ვიდეოკადრებითრამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 15 წლის ნ.ბ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...