ურეკში აღმოჩენილი ოქროს სამკაულები არმაზის ხევისა და ბორის სამკაულებს უტოლდება

ისტორია

ურეკში აღმოჩენილი ოქროს სამკაულები არმაზის ხევისა და ბორის სამკაულებს უტოლდება

2016 აპრ 21 18:26:33

 დაბა ურეკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მეტრზე მდებარეობს. ოზურგეთიდან 24 კილომეტრით დაშორებული დაბა  ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფას და სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. ურეკს დაბის სტატუსი 1953 წელს მიენიჭა.

ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის სუბტროპიკულია, იცის თბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,8°C) და ცხელი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22,6°C).

გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, ნევროზის სამკურნალოდ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და სილიანი პლაჟი. პლაჟის სილა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად არის აღიარებული.

არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება, რომ ურეკი ნიშნავს, ტყიან გაუვალ ადგილს, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმი "ნა-ეკ-ურ-ა" ამტკიცებს ურეკის განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.

ურეკი ძველი დროიდანვე დასახლებული პუნქტი იყო. მდინარე სუფსის შესართავთან სხვადასხვა დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების რამდენიმე განძი, რომელიც ცნობილია ურეკის განძის სახელით.

მათ შორის აღსანიშნავია შუა ბრინჯაოს ხანის იარაღის განძი. შეიცავდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულების უშუალო პროტოტიპებს. ადრინდელი ბრინჯაოს ცულების ნიშნების მქონე იარაღს (ყუამილიან-ყუადაქანებულ ცულებს და სხვ), ადრეულ თოხებსა და ა. შ. ურეკში აგრეთვე აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის კოლხური ცულები და ძვ. წ. XVI-XIV სს კოლხური ცული (დაცულია სანქტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმში).

დათარიღებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ. წ. XVIII, XVII სს. (დ. ქორიძე და ა. რამიშვილი), ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი (ო. ჯაფარიძე), ძვ. წ. XV, XIV სს. (თ. მიქელაძე). განძი მნიშვნელოვანია კოლხური ბრინჯაოს პერიოდიზაციის, წარმომავლობისა და ტიპოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით. ძირითადი ნაწილი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, მცირე ნაწილი ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.

1942 წელს ზღვისპირა დიუნის ყრილში ნაპოვნია გვიანანტიკური ხანის ნივთების განძი. განძს სამარხისეულ ინვენტარად მიიჩნევენ (ნ. ხოშტარია). განძი შეიცავს პოლიქრომული სტილის ოქროს სამკაულებს, რომლებიც არმაზის ხევისა და ბორის სამკაულს უტოლდება. იქვე იყო III ს-ის ოქროსა და ვერცხლის რომაული მონეტები. განძი დათარირებულია (ა. აფაქიძე) III საუკუნის დასასრული IV საუკუნის დასაწყისით. ძირითადი ნაწილი დაცულია ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

1948 წელს ურეკში აღმოჩნდა ვერცხლის ჭურჭელი (ლანგარი, კოვზი, ლამბაქი, 2 სურა და სხვ.), რომელიც, სავარაუდოდ (ნ. ხოშტარია), აღნიშნულ განძს განეკუთვნება.

1946 წელს ურეკში აღმოჩნდა ძვ. წ. VIII-VII სს განძი (ბრინჯაოს კოლხური ცული, სატევარი, დანისპირი, სეგმენტისებრი იარაღი, ლახტისთავი და აბზინდა, ზოდი და თიხის ტოლჩა), დაცულია ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. 1948 წელს ამ მუზეუმს გადაეცა კოლხური და არქაული ცული (2 ც.) და ადრეული თოხი, რომელიც დიუნზე აღმოჩნდა. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში დაცულია სხვადასხვა დროის ბრინჯაოს იარაღი.

დიუნებში დადგინდა კულტურული ფენების არსებობა და მათი მსგავსება მდინარე ხობის შესართავისა და აფხაზეთის სანაპიროს ნამოსახლარებთან. ნაპოვნია ბრინჯაოს ხანის დასასრულის კერამიკა, თიხის ორკაპა სადგრები, ანტიკური ხანის კრამიტი, ძვ.წ. V-IV სს იმპორტული შავლაქიანი კერამიკა, ცხოველის მცირე ზომის ქანდაკება, საწაფები. ურეკის კერამიკაში დადგენილია ჭარბი რაოდენობით მაგნეტიტის შემცველობა, რაც მის ადგილობრივ დამზადებაზე მეტყველებს.

1949-50 წლების გათხრების (ნ. ხოშტარია) დროს დადგინდა დიუნების ხასიათი, კულტურული ფენებიხ განლაგება, სტრუქტურა და ასაკი (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრული _ I ათასწლეულის დასაწყისი). შეიმჩნევა ანტიკური ხანის კულტურული ფენების არსებობაც. დასახლების ინტენსივობას ხსნიან (ნ. ხოშტარია) ზღვისპირა ქვიშებში მაგნეტიტის არსებობით.

გამოყენებულია ვიკიპედიას მასალები



 ახალი ამბები
  • დეპუტატი თინა ბოკუჩავა ზუგდიდის #9 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანესრამდენიმე წუთის წინ ინცოდენტი მოხდა ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე. დეპუტატი თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც კომისიის წევრებმა განმარტეს, ამის მიზეზი ბოკუჩავას პირადობის მოწმობის არ ქონა გახდა. ბოკუჩავა ამბობს, რომ მას აქვს პარლამენტარის საშვი, რომელ #9 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ირინე კარტოზიას თქმით, ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა ... ...
  • გიორგი ვაშაძე: დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდშიძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ განართულ ბრიფინგზე. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ელოდება. „საარჩევნო უბნები დაიხურა, ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში. ასევე, რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ველოდებით“, – განაცხადა ... ...
  • ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა 45.5%_მა მიიღო მონაწილეობაოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის 60/01/03 ოლქში საკუთარი არჩევანი 2013 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩევლის 45.5 პროცენტია. ამ ოლქში სულ 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თენიეშვილის თქმით, არჩევნებჯს პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა: _ პროცესი მშვიდად ჩატარდა. რაც შეეხება აქტივობას, საშუალო მაჩვენებელია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენიეშვილმა. ამ დროისთვის ოზურგეთში ყველა უბანი დაკეტილია და ხმის დათვლის პროცედურა ... ...
  • ზუგდიდში საარჩევნო უბნების კურთხევა დაიწყესამ წუთებში, ზუგდიდში, სასულიერო პირები საარჩევნო უბნებში დადიან _ ისინი იქ ხატებით შედიან და უბნებს აკურთხებენ როგორც გავარკვიეთ, საარჩევნო უბნების კურთხევის ინიციატორი ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი დეკანოზი ფრიდონია (ასათიანი). მამაომ უკვე აკურთხა რამდენიმე უბანი და როგორც მან მედიასთან განაცხადა, ხალხის კურთხევა მისი ვალია. აღსანიშნავია, რომ მამაოს უბანზე შესვლა კანონდარღვევაა, რადგან ის არაუფლებამოსილი პირია, თუმცა, მას არც ერთ საარჩევნო უბანზე პრობლემა არ შექმნია. უნდა ითქვას ისიც, რომ დამკვირვებლები, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს, უბნებიდან გამოაძევეს კომისიის მუშაობაში ხელისშეშლის მოტივით. ფოტო: ... ...
  • ძიძიგური: "ვფიქრობ, ზუგდიდი არ გააკეთებს არჩევანს დესტაბილიზაციის სასარგებლოდ""ზუგდიდში არჩევნები ხასიათდება ძალიან მაღალი აქტივობით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევნის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი", _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, “ის პროვოკაციები, რაც ხდება ზუგდიდში, არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისთვის თუ, რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც მხოლოდ დესტაბილიზაცია, „ქალაქის ადუღება“,  „შეტევა“ აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება. ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები, ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იცნობს. იმ დაპირებებს, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს. არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა დამე მინდა მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, ვინც არ მისულა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას. ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და ადუღების სასარგებლოდ“, _ განაცხადა ძიძიგურმა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...