საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვებგვერდიდან: "იყო კრიზისის უმძიმესი წლებიც"

gurianews.com

ისტორია

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვებგვერდიდან: "იყო კრიზისის უმძიმესი წლებიც"

2016 აპრ 27 22:12:33

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ერთერთი უძველესი ბოტანიკური დაწესებულებაა, რომელმაც თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო. მათ შორის იყო როგორც აღმავლობისა და განვითარების ნათელი პერიოდები, ისე კრიზისის უმძიმესი წლებიც" _ ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამავე გვერდიდან ვიგებთ, რომ მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში (1636 წლიდან), დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული, რომლებიც საქართველოს სამეფო კარს ეკუთვნოდა.

მათ შესახებ პირველი, არც თუ მდიდარი ცნობები, მოცემულია ფრანგი მოგზაურის, შარდენის ჩანაწერებში (1672). საქართველოს სამეფო კარის ბაღი ნ. კეცხოველის (1956), მ. გოგოლიშვილისა და ვ. სხიერელის (1986), მ. შენგელიას(1988) გამოკვლევებით, ბოტანიკური ბაღის ფუნქციასაც ასრულებდა.

1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის გადაწვის დროს, ბაღი თითქმის მთლიანად განადგურდა.

1801 წლიდან, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, საქართველოს სამეფო კარის ბაღი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და „სახელმწიფო სახაზინო ბაღი ეწოდა“.

1809 წლიდან კი, კავკასიის მმართველის განკარგულებით, იგი ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობისა და მანუფაქტურის მრეწველობის წამახალისებელ საზოგადოებას გადაეცა, რათა აქ მოწყობილიყო სააფთიაქო ბაღი სამკურნალო მცენარეების მოსაშენებლად, თუმცა, აქ, სამკურნალო მცენარეების გარდა, გაშენებული იყო ვაზი, ხეხილი და დეკორატიული მცენარეები, ჰქონდათ სანერგეც.

1845 წლის 1 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით სამეფო ბაღს „თბილისის ბოტანიკური ბაღი“ ეწოდა, მებაღის შტატიც დაუმტკიცდა და სათანადო პროფილის ამოცანების შესრულებაც დაევალა.

მაგრამ, პირველ ხანებში მას არ გააჩნდა საჭირო დაფინანსება, არც საკმარისი რაოდენობის მუშახელი ჰყავდა, რის გამოც ძალიან ნელა ვითარდებოდა და საინტროდუქციო საქმიანობაც ინტენსიურად ვერ ტარდებოდა. ამის მიუხედავად, თითქმის საუკუნის განმავლობაში, იგი ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო კავკასიაში.

1856 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა, ბარიატინსკიმ თბილისის ბოტანიკური ბაღი ხაზინისათვის არარენტაბელურ დაწესებულებად მიიჩნია და მოქალაქეთა დასასვენებელ და სასეირნო ბაღად გადააქცია. მას ბოტანიკური ბაღის სტატუსი 1860 წელს დაუბრუნდა კარლ ბერის შუამდგომლობით.

1883 წელს, ცნობილი დენდროლოგის, ი. მედვედევის ინიციატივით, ბაღის მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რასაც მოჰყვა მოსაზღვრე მიწების შესყიდვით ბაღის ფართობის გაზრდა.

1845-46 წლებში ბაღში გაიყვანეს სარწყავი სისტემა. 1886 წელს მოეწყო მუზეუმი.

1887 წელს გამოიცა ბოტანიკური ბაღის ღია გრუნტის მცენარეთა პირველი კატალოგი (მედვედევის ხელმძღვანელობით). 1892 წლიდან დაიწყეს კავკასიის მცენარეების ჰერბარიუმის შეგროვება. ამავე წელს ჩაეყარა საფუძველი ბიბლიოთეკას.

ბოტანიკური ბაღის თავდაპირველი მიზანი იყო რეგიონისათვის ეკონომიკური და დეკორატიული მცენარეების შემოტანა (ინტროდუქცია), გამრავლება, გაშენების ტექნოლოგიის დამუშავება და გავრცელება.ასეთი მცენარეების ნერგების გავრცელება ბაღმა 1850 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ნერგების გაცემა მოსახლეობაზე უფასოდ ხდებოდა.

1845 წლიდან ბოტანიკურ ბაღს ხელმძღვანელობდნენ სხვადასხვა სწავლული მებაღეები, რომლებიც სამეცნიერო საქმიანო-ბასაც ეწეოდნენ. 1899 წლიდან ბოტანიკური ბაღის დირექტორი გახდა ადოლფ როლოვი. სწორედ მისი დირექტორობის პერიოდში ბაღი გადაიქცა მსხვილ სამეცნირო დაწესებულებად, სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიითა და კაბინეტებით, რომელიც, ამავე დროს, ბოტანიკის ინსტიტუტის ფუნქციასაც ასრულებდა.

ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა კოლექციების გაშენებას 1900 წლიდან საფუძვლად დაედო სრულიად ახალი მეთოდი, რომე-ლიც დღესაც კოლექციების განლაგების ძირითად პრინციპადაა მიჩნეული ბოტანიკურ ბაღებში.

1902-1916 წლებში როლოვის მიერაა დაარსებული ბოტანიკური ბაღის ყველა სამეცნიერო განყოფილება და ლაბორატორია, ყველა რეგიონული გეოგრაფიული განყოფილება და საცდელი სადგური სამხრეთ კავკასიაში.

მისივე ინიციატივით დაარსდა პერიოდული გამოცემები: Вестник Тифлисскаго Вотаническаго Сада და თბილისის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო-გამოყენებითი განყოფილებების ჩანაწერები (1919). 1905 წლამდე ბაღში შრომების მხოლოდ ერთი კრებული _ Труды Тифлисскаго Вотаническаго Сада გამოდიოდა.

როლოვის შემდეგ სხვადასხვა დროს ბაღს ხელმძღვანელობდნენ პეტრე ჟუკოვსკი, ვასილ გულისაშვილი, მამია გოგოლიშვი-ლი და სხვა მეცნიერები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1934 წელს თბილისის ბოტანიკური ბაღი რამდენიმე დამოუკიდებელ სამეცნიერო ორგანიზაციად დაშალეს, მას კი გაუუქმეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სტატუსი. მხოლოდ 1943 წლიდან დაუბრუნდა ბაღს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სტატუსი და გადავიდა მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში.

დღეს ბოტანიკური ბაღის ფართობი 98 ჰექტარია. დაახლოებით 40 ჰა ნარგაობებს, გზებსა და შენობებს უკავია, 58 ჰა ბუნებ-რივ მცენარეულობას. ადგილობრივი ფლორა საკმაოდ მდიდარია, აქ თავმოყრილია უმაღლეს მცენარეთა 800-მდე სახეობა, რაც თბილისის ფლორის თითქმის ნახევარს შეადგენს. ბოტანიკური ბაღის ბუნებრივი მცენარეულობა მდიდარია საქართველოს ფლორის ენდემური იშვიათი და გადაშენებადი სახეობებით. ადგილობრივი მცენარეულობის ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია ბაღის სხვადასხვა რელიეფური და მიკროკლიმატური პირობებით.

ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექცია მთლიანად 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს ითვლის. აქედან 1000-მდე სახეობა მერქნიანი მცენარეა, დანარჩენი _ ბალახოვანი. აქ გაშენებულია შემდეგი კოლექციები: კავკასიის მცენარეთა კოლექცია, ხმელთაშუაზღვეთის მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი ტყეების ხეებისა და ბუჩქების კოლექცია, წიწვოვანი ხეების კოლექცია, კედრნარი, ფიჭვების კოლექცია, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ფართოფოთლოვანი ტყეების ხეებისა და ბუჩქების კოლექცია, ცენტრალური აზიისა და ირანის მლაშობების მცენარეების კოლექცია, თურქესტანული მცენარეების განყოფილება, პომოლოგიური ბაღი. ხოლო ადგილობრივი მცენარეულობის შენარჩუნების, დეგრადირებული ცენოზების აღდგენის, ბაღზე ბოტანიკურ-გეოგრაფიული და ეკოლოგიური დაკვირვებების მიზნით 1902 წლიდან ბაღის ზედა ნაწილში გამოყოფილია ნაკრძალი ტერიტორიები.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს კავშირი აქვს სახვადასხვა ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებთან თესლების დელექტუ-სისა (თესლების სია) და სამეცნიერო ლიტერატურის გაცვლის საშუალებით.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში (R)ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.  თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?