საბჭოთა პარტიული მოღვაწე გურიიდან, რომლის საფლავი ტერორისტებმა ააფეთქეს

gurianews.com

ისტორია

საბჭოთა პარტიული მოღვაწე გურიიდან, რომლის საფლავი ტერორისტებმა ააფეთქეს

2016 მაი 12 13:29:26

ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე ფილიპე მახარაძე  1868 წლის 9 მარტს, დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ფაშარში (კარისყურეში). ესაა ამჟამინდელი სოფელი გონებისკარი, სადაც შემორჩენილია სახლი, რომელშიც ფილიპე მახარაძე დაიბადა. მის მამას, მღვდელ ესე მახარაძეს განათლება ჰქონდა მიღებული, ამიტომ 10 წლის ფილიპე 1877 წელს მშობლებმა სასწავლებლად მიაბარეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს იქ სწავლობდნენ ეგნატე ნინოშვილი და სილიბისტრო ჯიბლაძე.

1884 წელს, მახარაძე გადავიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის თვითგანვითარების წრეებში მახარაძემ შეისწავლა დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის, ბელინსკის, პისარევის და სხვათა თხზულებანი.

სემინარიის ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა არ მიეცათ მოსწავლეებისთვის საშუალება აკრძალული წიგნების კითხვისა და წრეების მოწყობისა, მაგრამ სემინარიის ადმინისტრაციის რეჟიმს საწინააღმდეგო შედეგები მოჰქონდა _ დაიწყო მოსწავლეთა მღელვარება. 1886 წლის 24 მაისს, მოსწავლე იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა რექტორი ჩუდეცკი. ამ აქტს მოჰყვა მოსწავლეთა მასიური გარიცხვა, რომელთა სიაში იყო ფილიპე მახარაძეც, მაგრამ ინსპექტორის თავდებობით იგი დატოვეს სემინარიაში.

1889 წელს მახარაძე გადავიდა სემინარიის უკანასკნელ მე-6 კლასში, ამ დროს იგი სათავეში ჩაუდგა სემინარიის მოსწავლეთა მოძრაობას, რომელიც მიმართული იყო ახლადდანიშნული რექტორის მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ. მას დაუწერეს ნიშანი 4 და დაუხშეს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. მახარაძემ ს. მიქაძემ, ვლ. დარჩიაშვილმა და სხვებმა გაგზავნეს საბუთები ვარშავის ვეტერიანრულ ინსტიტუტში, საიდანაც მიიღო დადებითი პასუხი ჩარიცხვის შესახებ და 1891 წლის აგვისტოში გემ "პუშკინით" ოდესიდან ვარშავაში გაემგზავრა.

ვარშავაში ის გაეცნო "შრომის განთაისუფლების" ჯგუფის მუშაობას, გაეცნო მარქსიზმისა და სოციალ-დემოკრატიის იდეებს. ინსტიტუტში სწავლა მახარაძეს არ დაუსრულებია. 1891 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და დაიწყო პროპაგანდსტული მუშაობა ვარშავის მუშებს შორის.

ის ვარშავიდან საქართველოში აგზავნიდა სოციალ-დემოკრატიულ ლიტერატურას და საკუთარ წერილებს: "მწარე ფიქრები», "წერილები ჩვენი ცხოვრების შესახებ", "უთავბოლობის ნაყოფი". 1893 წლის აპრილში ვარშავის ჟანდარმერიამ გაანადგურა ქალაქის არალეგალური წერეები. მახარაძე დააპატიმრეს და მოათავსეს ალექსანდრეს ციტადელში. ორი წლის შემდეგ, 1895 წელს, ის საქართველოში გადაასახლეს.

1896-97 წლებში მახარაძე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა სიღნაღის მაზრაში და არალეგალურად ჩადიოდა თბილისში. ის ჩაერთო მესამე დასის საქმიანობაში და 1897-1900 წლებში დაუახლოვდა სტალინს, ალექსანდრე წულუკიძეს,ლადო კეცხოველს. წულუკიძესთან ერთად მახარაძე 1901 წლის დასაწყისში მუშაობდა ბათუმში, მუშებთან. 1901 წელს თბილისში მონაწილეობა მიიღო პირველი მაისის დემონსტრაციაში, რის გამოც კვლავ დააპატიმრეს. 1902 წელს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა ქუთაისში.

იქ წულუკიძესთან ერთად მუშაობდა იმერეთისა და გურიის კომიტეტებთან. 1903 წელს მახარაძემ მონაწილეობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების კავკასიის პირველ ყრილობაში, სადაც შეიქმნა კავკასიის საკავშირო კომიტეტი, რომლის წევრადაც ისიც აირჩიეს. ამ პერიოდში ქართულად თარგმნა ლენინის ნაშრომი "სოფლის ღარიბებს". 1905 წელს იყო ფაქტობრივი რედაქტორი ჟურნალ "მოგზაურისა". 1905 წლის დამლევს ის დააპატიმრეს და მოათავსეს მეტეხის ციხეში, საიდანაც 1906 წლის მაისში გაათავისუფლეს.

1906 წელს გაემგზავრა ბერლინში. იქ დაუკავშირდა სერგო ორჯონიკიძეს. 1907 წელს დაბრუნდა თბილისში და მონაწილეობდა 1905-07 წლების რევოლუციურ გამოსვლებში. 1907 წელს მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთ "დროსა" და "თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურულ ბიუროში".

რევოლუციური მოღვაწეობისათვის ცარიზმი დევნიდა მახარაძეს და ის არაერთხელ დააპატიმრეს. 1908 წელს გადაასახლეს ასტრახანის გუბერნიაში, სადაც დაჰყო 1911 წლამდე. 1911-13 წლებში იყო დონბასში, 19134-14 წლებში იყო ბაქოში და რედაქტორობდა ჟურნალ "ჩვენ წყაროს". 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მახარაძე დააპატიმრეს და გადაასახლეს ყუბის მაზრაში, 1915 წელს კი გადაასახლეს ბაქოს გუბერნიაში, საიდანაც გაიქცა ქუთაისში, 1916 წელს კი _ თბილისში. 1917 წელს იყო გაზეთ "კავკასიელი მუშის" და "ბრძოლის" რედაქტორი.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ მახარაძე ბოლშევიკურმა ბიურომ გაგზავნა პეტროგრადში აპრილის კონფერენციაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ოქტომბერში მახარაძემ მონაწილეობა მიიღო პარტიის სამხარეო ყრილობის მუშაობაში და შევიდა პარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტის შემადგენლობაში. 1918 წლის მაისის დამლევს, მენშევიკური მთავრობის დამყარების დროს მახარაძე აღმოჩნდა არარეგალურ მდგომარეობაში. ის გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც გადატანილი იყო რსდმპ კავკასიის სამხარეო კომიტეტის მთელი მუშაობა.

ამ დროს ფილიპე მახარაძე იყო თერგის ოლქის ფინანსთა კომისარი. 1919 წელს ის იყო შეიარაღებული აჯანყების მზადების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1919 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, მაგრამ 1920 წლის თებერვალში გაიქცა. ის ფარულად, ოსეთის გავლით გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდეგ კვლავ დაბრუნდა საქართველოში არალეგალური მუშაობისთვის. 1920 წლის ივნისში მან მოახერხა მოსკოვში კომინტერნის მეორე კონგრესზე გამგზავრება.

1921 წლის თებერვალში იყო წითელი არმიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საქართველოს ოკუპაციის დროს. 16 თებერვალს დაინიშნა საქართველოს რევკომის თავმჯდომარედ. ამავდროულად ის იყო საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის რეალურად საბჭოთა საქართველოს მმართველი აღმოჩნდა.

მახარაძემ მხარი დაუჭირა საქართველოს ავტონომიის შენარჩუნებას საბჭოთა კავშირის და არა ამიერკავკასიის სსრ-ს შემადგენლობაში და ამ პოზიციით დაუპირისპირდა სერგო ორჯონიკიძეს. მახარაძეს ქართულ ნაციონალურ-უკლონიზმში დასდეს ბრალი და იმავე წლის 7 ივლისს გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

ამის შემდგომ მახარაძე სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობს იკავებდა: იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1921-23 წწ), ცაკ-ის თავმჯდომარე (1922 წ.), ამიერკავკასიის რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე (1929-1930 წწ.).

1931 წლიდან მახარაძე გახდა საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. ამავე დროს 1936 წლამდე, ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლამდე, იყო ამ რესპუბლიკის ცაკის ერთერთი თავმჯდომარე. 1938-1941 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

გარდაიცვალა 1941 წელს. დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში. 1987 წელს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს უცნობმა ტერორისტებმა ააფეთქეს ფილიპე მახარაძის საფლავი. კომუნისტური პარტიის მაშინდელი გენ-მდივნის ჯუმბერ პატიაშვილის ბრძანებით საფლავი 12 საათში აღადგინეს.

 თუმცა, მოგვიანებით, 1989 წელს ის, მიხა ცხაკაიასა და სილიბისტრო თოდრიასთან ერთად გადაასვენეს ხუდადოვის სასაფლაოზე. მახარაძისა და ცხაკაიას ადგილას 2008-09 წლებში ანა კალანდაძე და ნოდარ დუმბაძე დაკრძალეს.

1934-1989 წლებში მის სახელს ატარებდა ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის რაიონი. ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე, რკინიგზის სადგურის წინ 1958 წლის 21 მარტს დაიდგა მისი ძეგლი, ხოლო 1957 წელს მის მშობლიურ სოფელში გაიხსნა სახლ-მუზეუმი. მუზეუმი ამჟამად არ ფუნქციონირებს, თუმცა სახლის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. მახარაძის სახელი დღესაც ეწოდება ერთ-ერთ ქუჩას კურორტ ბახმაროში და სოფელ ფილიპოვკას ჯავახეთში.

მახარაძე ავტორია რამდენიმე ნაშრომისა. მოღვაწეობდა ლიტერატურულ კრიტიკაში. დაწერილი აქვს წერილები "კრიტიკული განხილვა" (1896), "ხალხური პოეზია და ბ-ნი მელიტონ კელენჯერიძე" (1897), "დანიელ ჭონქაძე და მისი დრო" (1904), "ეგნატე ნინოშვილის დრო, ცხოვრება და შემოქმედება" (1930), "მაქსიმ გორკი" (1932), "მხცოვანი მწერალი ვასილ ბარნოვი" (1934).

მახარაძეს აგრეთე დაწერილი აქვს ბოლშევიკური პარტიის ისტორიასთან დაკავშირებული ნაშრომები: "1905 წელი ამიერ-კავკასიაში" (1925), "ამიერკავკასიაში რევოლუციური მოძრაობის ნარკვევები" (1927) და "რჩევები და ბრძოლა საქართველოში საბჭოთა ძალაუფლებისათვის"

მახარაძე მიეკუთვნებოდა იმ იშვიათ ადრეულ ბოლშევიკთა რიცხვს, რომლებიც სტალინურ წმენდას გადაურჩნენ.

მახარაძე დაქორწინებული იყო მასწავლებელ და რევოლუციონერ ნინო სმოლნიაკოვაზე. სმოლნიკოვას მოწაფეთა შორის იყო ვლადიმერ მაიაკოვსკიც. სმოლნიაკოვა თან ახლდა მახარაძეს 1908 წლის გადასახლებიდან და აგრეთვე რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა. მათი შვილი, არჩილ მახარაძე საბჭოთა ინჟინერ-პოლკოვნიკი იყო.

გამოყენებულია ვიკიპდიას მასალები


ნახვა: 115


 ახალი ამბები
  • ელჭექი, სეტყვა, წყალმოვარდნები _ როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. "18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", _ ნათქვამია ეროვნული სააგენტოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ... ...
  • რა უნდა გაითვალისწინონ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმასაქართველოში ნადირობის სეზონი დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას, თან უნდა იქონიონ დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართულია 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 15 თებერვლამდე. სამინისტროს ნორმატიულ აქტში ცვლილებაა. ხანძრების გამო, სანადიროდ ნებადართული ადგილები შემცირდა. საქართველოში, დღეისათვის, 40 000-ზე მეტი მონადირეა რეგისტრირებული. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ ... ...
  • ოზურგეთში აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შემოაბრძანეს ოზურგეთში აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შემოაბრძანეს. ხატს მორწმუნეები ქალაქის ცენტრში გალობით დახვდნენ და ეპარქიის სამღვდელოების მიერ  დოქსოლოგიის შესრულების შემდეგ, ხატი ოზურგეთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს. დღეს ხატს ბახმაროს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გადააბრძანებენ. ფერისცვალების დღესასწაულის შემდეგ კი ხატის მოლოცვა მომლოცველებს ჩოხატაურის წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში ... ...
  • ქალი ფრინველის ფეხებზე - "ლურჯი ვეშაპის" მსგავსი ახალი სახიფათო თამაში "მომო" ინტერნეტ სივრცეშისაშიში ქალი სახელად "მომო," უკვე საქართველოშია. ბოლო რამდენიმე კვირაა მან მსოფლიოს ინტერნეტსივრცე დაიპყრო. საშიში „მომოს“ შესახებ ვიდეომასლა ქართულ ენაზეც არის. "მომო" ტოკიოს ვანილას გალერეის ექსპონატის პროტოტიპია - ქალი ფრინველის ფეხებზე. კავშირს საშიშ ინტერნეტ ბოტთან მობილური ტელეფონით ამყარებენ, შემდეგ კი აგზავნის საშიშ ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებს. "მომო" იძლევა მითითებებსაც და უკანასკნელი დავალება მისგან, მსგავსად "ლურჯი ვეშაპისა" თვითმკვლელობაა. „მომოსთან“ კონტაქტობენ საქართველოშიც. "კურიერის" რეპორტაჟის გმირი ამბობს, რომ ხშირად ინტერნეტ ბოტი მოზარდებს აშანტაჟებს და მათ სუიციდს აიძულებს. ჯერჯერობით, დაუდგენელია საშიშ ინტერნეტთამაშის უკან რეალური პიროვნებაა თუ ვირუსი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს უკავშირდება. მსგავსი სახიფათო თამაშებისთვის მოწყვლად ჯგუფებს ძირითადად არასრულწლოვნები წარმოადგენენ.  ფსიქოლოგები მოუწოდებენ მშობლებს, შეეცადონ დაამყარონ შვილებთან მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობები, რადგან მოიპოვონ მათი ნდობა და ისაუბრონ მათ გატაცებებსა თუ შიშებზე. საქართველოში ბავშვებმა „მომოს“ შესახებ ბევრი იციან. ზოგი მონსტრს ინტერესის გამო თავადაც უკავშირდება, თუმცა, ინტერნეტ ბოტის შესახებ არაფერი იცის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. წყარო: ... ...
  • თვითმკვლელობა ოზურგეთში _ შანტაჟი ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებითა და ვიდეოკადრებითრამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 15 წლის ნ.ბ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...