ვინ იყო რუსეთის პირველი მოწვევის დუმის ჩოხატაურელი დეპუტატი, რომელმაც ჩუდეცკიზე თავდასხმა დააფინანსა

ისტორია

ვინ იყო რუსეთის პირველი მოწვევის დუმის ჩოხატაურელი დეპუტატი, რომელმაც ჩუდეცკიზე თავდასხმა დააფინანსა

2016 ივლ 20 16:55:56

ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე რამიშვილი  დაიბადა 1859 წლის 7 ივნისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში.

1871 წელს ჩაირიცხა ოზურგეთის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, დაუახლოვდა რევოლუცინერ სილიბისტრო ჯიბლაძესა და მომავალ მემარცხენე ბელეტრისტ ეგნატე ნინოშვილს.

1878-85 წლებში ჯიბლაძესთნ ერთად სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. გახდა მემარცხენე ხალხოსნური იდეების მიმდევარი.

გოლა ჩიტაძესთან ერთად, მონაწილეობას იღებდა „ქარგალთა კავშირის” მეცადინეობებსა და სემინარიის შიგნით წარმოებულ რევოლუციურ საქმიანობაში. მან დააფინანსა თავდასხმა სემინარიის რექტორ ჩუდეცკიზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხულმა მოსწავლემ, იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით მოკლა.

1886 წელს გახდა სოფლის მასწავლებელი წინამძღვრიანთკარის კერძო სკოლაში. ოც წელიწადზე მეტ ხნის განმავლობაში იყო მასწავლებელი იმპერიის სხვადასხვა დასახლებაში. 1887-93 წლებში ასწავლიდა მის მიერვე დაარსებულ და აშენებულ სურების სკოლაში. თაოსნობდა გურიის სახალხო ბიბლიოთეკის გახსნას.

1892 წლის 25 დეკემბერს ისიდორე რამიშვილი დაესწრო ქართველ მესამე დასელთა პირველ კონფერენციას ყვირილაში. 1897-1903 წლებში ასწავლიდა ბათუმის სკოლაში.

ამავდროულად იყო ადგილობრივი მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ბათუმის ბაზრის ცენტრში გახსნა ბიბლიოთეკა. საგანმანათლებლო რევოლუციური წრეების ორგანიზატორი. 1901 წელს მეთაურობდა ბათუმის როტშილდის ქარხნის მასობრივ გაფიცვას.

1903 წელს გადაასახლეს ჯერ კავკავში, შემდეგ პეტროვსკში. 

1905 წლის რევოლუციიის დროს იყო თბილისში სომეხ-თათართა შეტაკების საწინააღმდეგო კამპანიის ლიდერი.

1906 წელს მონაწილეობდა რსდმპ სტოკჰოლმის ყრილობაზე. იყო რუსეთის პირველი მოწვევის დუმის დეპუტატი, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი და პირველი ქართველი დეპუტატი, რომელიც დუმის ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა. 1907-08 წლებში იყო რსდმპ-ს ლონდონის ყრილობის დელეგატი ბაქოდან. ხელმძღვანელობდა ბაქოს მენშევიკური ჯგუფს. 1909-14 წლებში გადასახლებული იყო ასტრახანის გუბერნიაში, ხოლო 1914-17 წლებში _ სამარაში.

1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი. 1917-18 წლებში იყო აზერბაიჯანის შრომის მინისტრი.

1918-19 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წლის აპრილში გენერალ მაზნიაშვილს ეხმარებოდა გურიაში შეჭრილი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შემდეგ კი იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი აფხაზეთში.

1922 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნაძალადევის კლუბში გამართულ მიტინგზე გამოვიდა ანტისტალინისტური სიტყვით, რის გამოც დაიჭირეს და 15 წელი გაატარა გადასახლებაში მოსკოვის გუბერნიაში, ასტრახანში, ბაქოში, ტაშკენტში, ხოდჟენტში, ვლადიკავკაზში. 1937 წელს ბერიას ბრძანებით დახვრიტეს თბილისში.




 ახალი ამბები
  • „დაისაჯოს ზვიად გამსახურდიას მკვლელი“_აქცია პროკურატურასთანსაქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები მხარდამჭერებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავენ. ისინი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. ცოტნე გამსახურდიას განცხადებით,  საჭიროა გამოძიების დროულად დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ხანდაზმულობიდან გამომდინარე დაიხურება. პროკურატურასთან კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები რამდენიმე დღეა ... ...
  • „2003 წელს სააკაშვილს გაუმართლა, დღეს „ნაციონალების“ ვერც ერთი სცენარი იმუშავებს“ _ ცინცაძე „დღეს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციისთვის სიმბოლოდ იქცა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცინცაძემ. მისი თქმით, 2003 წელს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გაუმართლა და ხელისუფლებაში მოსვლა მარტივად შეძლო, თუმცა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, იმავე სცენარის გახორციელება ვერ გაამართლებს. „მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მისი ოპონენტი აბსოლუტურად დაუძლურებული ხელისუფლება იყო, რომლის მუშაობით თითქმის ყველა სტრუქტურა  უკმაყოფილო იყო.  2003 წელს მიხეილ სააკაშვილს გაუმართლა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება  შეძლო. დღეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, მართალია, მოქმედი  პარლამენტარები ინტელექტუალური დონით ათჯერ ჩამორჩებიან შევარდნაძის დროს მოქმედ პარლამენტარებს, მაგრამ 2003 წელს სააკაშვილის მიერ გახორციელებული  სცენარი ვეღარ იმუშავებს. საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი სცენარი ვეღარ იმუშავებს“. პოლიტოლოგის თქმით, 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვის სადავეების შენარჩუნება გაუჭირდება. „ქვეყანაში, სადაც ცხოვრება უფრო და უფრო ძვირდება, საზოგადოება ახალი ლიდერის გამოჩენას ელოდება, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჩანს. 2020 წელს უკმაყოფილო ელექტორატი ფეთქებად ძალად გადაიქცევა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვის სადავეების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება“, _ აღნიშნა ცინცაძემ.   ... ...
  • რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში დაპირისპირება მოჰყვათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მან საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.  დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით იაშვილის ახლობელმა, სანთებელა ისროლა, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორს, დავით მეფარიძეს მოხვდა. მანდატურები მოქალაქეების დამშვიდებას ... ...
  • "როცა მანდარინის მყიდველის მოლოდინი ცრუვდება, ახალი წლის მოლოდინი ჯოჯოხეთია"გოგორეთი სოფელ მერიის ერთ-ერთი უბანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან სამას მეტრზე მდებარე სოფლის განაპირა კუთხე მთის წვერზე მოქცეული ჩიხის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ახლა აქ მრავალ ოჯახს ტონობით მოკრეფილი მანდარინი შინ აქვს, ყუთებში დაფასოებული თუ გროვებად თავმოყრილი და როგორც თავად გვეუბნებიან, დალპობას უფრო ელოდებიან, ვიდრე მყიდველს. _ რამ მოგიყვანათ აქ? ნახევარი საუკუნეა ოჯახის რძალი ვარ და ამ კუთხეში შემოსული ჟურნალისტი არ მინახავს. გვიშველით რამეს? გვქონდეს იმედი, რომ დაწერთ, ვინმე იფიქრებს ჩვენი გასაჭირის მოგვარებაზე? წელს მანდარინის პლანტაციების შეწამვლა მოვახერხეთ. საჭირო უფრო მეტი იყო, მაგრამ, რაც შევძელით, ის ვქენით. ძვირია შესაწამლი საშუალებები. მოსავალიც საუკეთესოა, მაგრამ რად გვინდა? დღეს მოვიდა პირველი კლიენტი. ახარისხებენ და ხუთი ტონიდან, ორი ე. წ. "ენესია" _ ასეთს ათ თეთრად იბარებენ. კარგი ხარისხის სამოც თეთრად მიაქვთ. რა გვრჩება? ბანკის ვალებს გავისტუმრებთ და პურის ფულიც აღარაა ჩვენთვის. ჩვენ გასაღების ბაზარი გვჭირდება. მოსავლის ერთიანად გაყიდვა, რადგან ყოველდღე ლპება მოკრეფილი ნაყოფი. რაღაც უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ, რომ გვეშველოს, _ გვეუბნება პირველივე შემხვედრი, ადგილობრივი მკვიდრი ზოია დანელია. ქალბატონის სახლში კახეთიდან ჩამოსულ მყიდველებს, რომლებსაც ხუთას კილოგრამამდე მანდარინის ყიდვა სურდათ, გავესაუბრეთ, თუ სად მიჰქონდათ ტვირთი და აქვთ თუ არა ხელსაყრელი ბაზარი. ვასილ სოთიროვი და გოჩა არაქელოვი, თელავის მკვიდრები: "კახეთის ერთადერთი საშველი რუსეთის ბაზარია. წელს ყურძენი და ატამი გაიტანა ხალხმა და შედარებით, ამოიუნთქა. გლეხკაცისთვის ეს არის საშველი და არა პოლიტიკა, რასაც მთავრობამ ხალხის სასიკეთოდ უნდა მიხედოს. აზერბაიჯანის საზღვარზე ახლა საბაჟო გადასახადი მოუმატეს და ესეც პრობლემაა. ჩვენ ახლა შიდა ბაზარზე ვყიდით, კილოგრამს ლარად. პურის ფულია, უბრალოდ. თავი რომ გადავირჩინოთ შიმშილისგან, ეგაა, სხვა არაფერი". გოგორეთის უბნის კიდევ ერთი მკვიდრის, ზაურ დანელიას ოჯახში, დიასახლისი მანანა დანელია საკუთარ გასაჭირზე გვესაუბრა: _ ახლა მოკრეფილი გვაქვს ათი ტონა მანდარინი. ხედავთ, ზოგი ყუთებშია, ზოგიც გროვებად გვიყრია. ველოდებით კლიენტს, ვეძებთ, ამბავს ვკითხულობთ. გულხელდაკრეფილი არ გავჩერდებით, რადგან ნაყოფი ყოველდღე ლპება. წელს ამინდებმაც ხელი შეუწყო, შევწამლეთ კიდეც და საუკეთესო ხარისხის მოსავალია, მაგრამ უფრო გულსაკლავია ის ფაქტი, რომ ვერ ვყიდით. გარკვეულ ნაწილს რომ ვიღაც წაიღებს, ეს არ არის საშველი _ უნდა ხერხდებოდეს მოსავლის ერთიანად ჩაბარება. ფასიც უფრო მაღალი უნდა იყოს. ათ ტონაში რომ სამ ტონას "ენესად" ჩააბარებ და კიდევ ან ჩააბარებ და ან ვერა, ზარალის მეტი რა გამოგდის ადამიანს? თუ შევძელით, სადმე უნდა წავიღოთ. ესეც პრობლემაა. მთავრობისგან დახმარებას ვითხოვთ. პირველად გხედავთ, რომ ვიღაცა ამ გორზე ამოვიდა და ხალხის გასაჭირი იკითხა. მადლობას გიხდით, რომ გვესტუმრეთ, თუმცა, ისიც ვიცი, რომ არც თქვენს დაწერილს მიაქცევს ვინმე ყურადღებას, ასეა ეს ქვეყანა. სანამ უნდა ვიძახოთ, რომ კომუნისტების მსგავსად მაინც მოხედონ ხალხს?! იტყვის ახლა ვიღაც, რა დროს კომუნისტებიაო, მაგრამ გლეხს სახლში არ ულპებოდა მანდარინი, არ შიოდა, არ კანკალებდა მევალეების შიშით და წლის მოსავლის გარანტირებული ზარალით _ აი, ეს იყო. დანარჩენი არ მაინტერესებს. ხელისუფლება იმიტომ გვჭირდება, რომ ჩვენც მოგვხედოს და ქვეყანასაც. ახალი წელი მოდის და როცა მანდარინის მყიდველის მოლოდინი ცრუვდება, ახალი წლის მოლოდინიც ჯოჯოხეთია. ამას ჩვენ გარდა, ვერავინ გაიგებს, _ გვეუბნება ქალბატონი მანანა. გოგორეთის უბნის მკვიდრი შოთა მარგალიტაძე საუბრობს უამრავ პრობლემაზე, რაც სოფელს გააჩნია, თუმცა, ახლა აქცენტს მაინც ციტრუსოვანთა მოსავლის აღებასა და თანმხლებ გასაჭირზე აკეთებს, რადგან მოსავლის კრეფის სეზონია და არსებობს ზარალის საფრთხე: _ გოგორეთში არის ციტრუსოვანთა პლანტაციების მასივში შესასვლელი გზის პრობლემა. ექვსი წელია, მოხრეშვას ვითხოვთ _ არ გეგონოთ, ასფალტი გვინდოდეს აქ თერთმეტ ოჯახს საკუთრებაში აქვს მანდარინის ნაკვეთები. ადრე კოლმეურნეობის ფართობი იყო. მისასვლელი გზა ისეა გაფუჭებული, რომ არაერთხელ, მოკრეფილი მანდარინის გადმოზიდვისას, სატვირთო მანქანა ორმოებად ქცეულ გზაზე იფლობა. ამა წინათ, შუაღამისას ჩავარდა და ხელით გადმოვცალეთ ტონობით მანდარინი. როგორ ვიწვალეთ, კაცმა არ იცის! შეგვპირდნენ ამ გზის მოხრეშვას, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. წელს, ასე თუ ისე, რაღაც მოვახერხეთ, მაგრამ ამ გზის ასე დატოვება არანაირად არ შეიძლება. გვეგონა, ამ სეზონზეც მოახერხებდნენ. რა უნდა ას მეტრამდე გზის მოხრეშვას?! ორმოც მეტრამდეა ის ადგილი, რომელიც მთლიანად დაზიანებულია. ასფალტს ხომ არ ვითხოვთ _ უნდა გაკეთდეს ისე, რომ სატვირთო მანქანამ გაიაროს და ტვირთი შეფერხების გარეშე გადავიტანოთ. ჯერ გაყიდვა ჭირს და ახლა ტალახში ჩაყრილი სიმწრით მოკრეფილი მანდარინის ცქერა როგორია? ამ გზის საკითხი, სხვათა შორის, შარაშენიძე რომ პირველად დანიშნეს გამგებლად, მაშინაც დავსვით. ასასვლელი აღმართი მერაბ ჭანუყვაძის გამგებლობისას გაკეთდა. განსაკუთრებით საშიში და ძალიან დაზიანებულია ორმოცმეტრიანი მანძილი, _ გვეუბნება შოთა მარგალიტაძე და კიდევ ერთ პრობლემაზე _ სატვირთო ტრანსპორტის უქონლობაზე საუბრობს: _ კომუნისტების დროს სოფელში ტრაქტორებს და სატვირთო მანქანებს ვერ დათვლიდი. ახლა იმ დროიდან შემორჩენილი "გაზ 66" გვყავს, "დაპაჩინკებული" საბურავებით _ ასე ვცხოვრობთ ოცდამეერთე საუკუნეში. ადრე ამ სატვირთოს ხუთი ტონა მანდარინის გადატანა შეეძლო. ახლა საბურავების გამო ვუფრთხილდებით და ტონანახევარს თუ მოვათავსებთ ზედ. კიდე რომ დაზიანდეს ამ მანქანის საბურავები, უკვე შეკეთებას არ დაექვემდებარება. აქაურები კიდევ მრავალ პრობლემაზე საუბრობენ: _ გოგორეთის უბანში, ისევე, როგორც სოფელ მერიაში, ჯერ არ არის შეყვანილი გაზი. ამ მხრივაც ერთი "ბედნიერი" გამონაკლისი ვართ. თუმცა, შეგვპირდნენ, რომ მომავალ წელს აუცილებლად მოხდება გაზიფიცირება და ვნახოთ, _ ამბობენ ისინი. აქაურ მკვიდრთა პრობლემაა ციტრუსოვანთა თუ თხილის პლანტაციების შესაწამლი პესტიციდებისადმი ხელმიუწვდომლობა: _ პესტიციდები ძვირია. ამიტომ იძულებული ვართ, იმდენჯერ შევწამლოთ, რამდენი წამლის ყიდვასაც შევძლებთ და არა იმის მიხედვით, რამდენი სჭირდება პლანტაციას. მანდარინის გასაღების საიმედო ბაზარი რომ არსებობდეს და გამოზოგილივით არ ვყიდდეთ, საწუწუნო რა გვექნება? ერთიან ფულს როცა ავიღებთ, ჯერ პესტიციდებს ვიყიდით, ურომლისოდაც მოსავალს ვერ მივიღებთ. ასეთ არათანაბარ პირობებში კი შესაწამლ პრეპარატებზე ვიფიქროთ თუ პურის ფულზე? _ გვეუბნებიან ისინი და გვაწვდიან საგანგებოდ მომზადებულ სიას ჩამონათვალით, თუ რა ჯდება ერთ ჰექტარ ფართობზე ციტრუსოვანთა შეწამვლა, როცა დაქირავებული პირის მეშვეობით უნდა შესრულდეს სამუშაოები და სოფელში უკვე მუშახელიც აღარ არის. ერთ ჰექტარ ციტრუსოვანთა ბაღის შესაწამლი დანახარჯები, 1 000 ძირზე გაანგარიშებით შეადგენს 4 300 ლარს. მასში ეტაპობრივად შედის შემდეგი სამუშაოები: სასუქის შეტანა, სამჯერ წამლობა, საგაზაფხულო შემობარვა, სამჯერ გაცელვა წლის მანძილზე და კრეფა 10 ტონის მიხედვით, მკრეფავების და მზიდავის თანხის გადახდით. _ მოსავალმა ეს უნდა აანაზღაუროს და ერთი ამდენი მაინც უნდა დაგრჩეს. სხვანაირად რა აზრი აქვს შრომას? "თხა ვიყიდე, თხა გავყიდე" გამოგივა. მით უფრო, როცა ვიღაცეები, თან თანამდებობის პირები, ამბობენ, თურმე, ერთ ჰექტარ ფართობს სჭირდება წელიწადში 150 ლარის პესტიციდი. 500 ლარის მარტო წამალი არ ჰყოფნის. არანაკლებ სჭირდება თხილსაც, _ გვეუბნება შოთა მარგალიტაძე. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, გოგორეთის პლანტაციებთან მისასვლელი გზის პრობლემის შესახებ ამბობენ, რომ გზის შეკეთება ახალი წლიდან განახლდება: "რთული საგზაო მონაკვეთების მოხრეშვა-დაგრეიდერება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი წლიდან განახლდება" . "გურია ნიუსი" სტატიაში გაჟღერებულ უმწვავეს პრობლემებს, როგორც გოგორეთში, ისე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, კვლავ ... ...
  • "დგომა აკრძალულია" _ გადაინაცვლებს თუ არა დავა სასამართლოშიქალაქ ოზურგეთში, შპს "ჭალა საყდარის" დირექტორი ზურაბ გობრონიძე, როგორც "გურია ნიუსთან" აცხადებს, იჯარის მფლობელია და დიდი ხანია, სამართალს ეძებს _ იგი აკონკრეტებს იჯარით აღებული ტერიტორიის ადგილსამყოფელს, სადაც დადგეს საგზაო ნიშანი _ "დგომა აკრძალულია". გობრონიძეს იჯარით აქვს აღებული ქალაქ ოზურგეთში ერისთავისა და რამიშვილის ქუჩაზე არსებული 150 კვმ ფარ _ 2007 წელს, მაშინაც კოტე შარაშენიძე იყო გამგებელი, ერისთავის ქუჩაზე პარკირებისთვის აღებული მქონდა 90 კვმ. ტერიტორია, სადაც 2013 წელს დამიდგეს ურნები. ამიტომ დროიდან ვერ ვსარგებლობდი. იჯარას 2018 წლის მაისში გაუვიდა ვადა და, ფაქტობრივად, ექვსი წლის განმავლობაში ვერ ვისარგებლე ამ ტერიტორიით, გადასახადს კი ვიხდიდი. ხელშეკრულებაში წერია, რომ ხელი უნდა შეეწყოს მოიჯარეებს, ანუ დამირღვიეს ეს პირობა. ამის შემდეგ, პარკირებისთვის იჯარით ავიღე ფართობები 20 წლის ვადით _ 2032 წლამდე. ამათგან ერთ-ერთზე, რამიშვილის ქუჩაზე, რომელიც საჯარო რეესტრის შენობასა და სასტუმრო "გურიას" შორის მდებარეობს (60 კვმ.), ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული, რომელიც საჯარო რეესტრშია გატარებული. სანამ ამ ტერიტორიის სარგებლობას დავიწყებდი, დააყენეს საგზაო ნიშანი _ "დგომა აკრძალულია". მივმართე მერიას და ვუთხარი, რომ, სანამ ნიშანს დგამდნენ, უკვე გაცემული იყო ჩემზე ეს ტერიტორია. არც მკითხეს, არც დამიძახეს. უკიდურეს შემთხვევაში, უნდა გაუქმებულიყო ეს ხელშეკრულება და ალტერნატიული ფართი უნდა მოეცათ. აქაც იგივე ვალდებულება დამირღვიეს _ 2013 წლიდან უკვე ვეღარ ვსარგებლობ. მე ვითხოვ პასუხს, რომელიც დღემდე ვერ მივიღე, _ ამბობს ზურაბ გობრონიძე. როგორც ზურაბ გობრონიძე განმარტავს, ერისთავისა და რამიშვილის ქუჩებზე, ის სულ 150 კვმ. მიწის ფართს ფლობს იჯარით და აქ ამკრძალავი ნიშანი მისი ნებართვის გარეშე არ უნდა დაედგათ, სანამ ალტერნატიულ ფართს არ მისცემდნენ. დანარჩენ შემთხვევაში კი, უნდა აუნაზღაურონ ის თანხა, რაც ამ ფართის სარგებლობის შემთხვევაში მიიღებდა. ის აცხადებს, რომ დაანგარიშებული აქვს კიდეც, რამდენი ეკუთვნის და, უკიდურეს შემთხვევაში, სასამართლოს მიმართავს. ზურაბ გობრონიძეს ხელთ აქვს დოკუმენტაცია _ განცხადება, პასუხები და უპასუხოდ დატოვებული განცხადებების პირველი პირი თუ ქსეროასლები, რაც ამ ხნის მანძილზე დავის პროცესში დასჭირდა. ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უპასუხოდ დატოვებული განცხადების თაობაზე საუბრობს, რომელიც 2018 წლის იანვარში წარადგინა, მანამდე კი 2017 წელს ჰქონდა განცხადება შეტანილი მერიაში, როცა ქალაქ ოზურგეთის მერი ჯერ კიდევ ბეგლარ სიორიძე იყო. გობრონიძე ამბობს, რომ მაშინ სიორიძე სრულყოფილად გაეცნო გობრონიძის განცხადებას და პირდებოდა დახმარებას, თუმცა, ეს პროცესი ვერ დასრულდა. მალე მერის პოსტზე კონსტანტინე შარაშენიძე მოვიდა და გობრონიძე დაუსრულებელი საქმის სამართლიანად დამთავრებას უკვე ახალ მერთან ითხოვს. კერძოდ, 2018 წელს, როცა მერიას განცხადებით მიმართა, ითხოვდა, რამიშვილის და ერისთავის ქუჩაზე არსებულ, იჯარით აღებულ ტერიტორიებს დანიშნულებისამებრ რაკი ვერ იყენებს, მოხდეს ამ ტერიტორიების ჩამოწერა და შეცვლა ახალი ტერიტორიებით. გობრონიძე ამბობს, რომ ეს საკითხი მაინც არ გაიტანეს საკრებულოს სხდომაზე და დღემდე უპასუხოდაა დატოვებული. იგი საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მუდამ იყო კეთილსინდისიერად გადამხდელი მოიჯარე, მისი ორგანიზაცია მრავალჯერაა დაჯილდოებული ნაციონალური ბიზნესრეიტინგის კავშირის მიერ, ერთხელ _ ვერცხლის და ორჯერ ბრინჯაოს მედლით. "გურია ნიუსმა" ზურაბ გობრონიძის საქმესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას კითხვით მიმართა. მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან კი მივიღეთ პასუხის ტექსტი, რომელიც მერიიდან გობრონიძეს აპრილში გაუგზავნეს:  "შპს "ჭალა საყდარის" დირექტორს, ზურაბ გობრონიძეს! თქვენ მიერ, ქალაქ ოზურგეთის მერიაში 2017 წლის 14 ივნისს შეტანილია #21 წერილი, რომელიც ეხება ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომების იჯარით აღების საკითხს. გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის განაშენიანების გეგმის შესაბამისად, აპირებს ავტოსადგომის მოწყობისა და მომსახურების საკითხი განახორციელოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ამდენად, ამ ეტაპზე თქვენი თხოვნა ვერ დაკმაყოფილება", _ პასუხს ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე. ალექსანდრე სურგულაძემ "გურია ნიუსთან" თქვა, რომ მას ზურაბ გობრონიძესთან ამ თემაზე საუბარიც ჰქონდა: _ მე არ ვარ დაინტერესებული და არც არავინ მერიაში, რომ ზურაბ გობრონიძეს საქმიანობაში ხელი შეეშალოს. იმ ტერიტორიებზე, რომელიც მას იჯარით აქვს, დღემდე აგრძელებს საქმიანობას. სადაც დაუმთავრდა იჯარის ვადა, იქ მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. მე, კანონიერების ფარგლებში, ყოველთვის მზად ვარ დიალოგისთვის. ასევე, ზურაბ გობრონიძეს, თუ ჩვენი პასუხი არ ან ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია ცივილური ფორმა გამოიყენოს და მიმართოს სასამართლოს, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

“ყვითელი პრესის“ სათავეებთან

დღეს ყველამ იცის, რომ ტერმინი:...

მონტე-კრისტოს მისტიკა

ალექსანდრე დიუმა სანამ ახალ რომანზე...

იან ფლემინგის “ოქროს თვალი“

როდესაც ”აგენტ 007”-ის წიგნის ავტორი,...

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...