ქართველი მწერალი, რომელიც საფრანგეთში ქუჩებს გვიდა

ისტორია

ქართველი მწერალი, რომელიც საფრანგეთში ქუჩებს გვიდა

2016 აგვ 2 12:54:05

XIX საუკუნის ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი (ნამდვილი სახელი ეგნატე თომას ძე ინგოროყვა), დაიბადა 1859 წლის 17 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში.

ეგნატეს მამა, თომა, საბატონო ყმა იყო. გლეხთა წრიდან იყო გამოსული ეგნატეს დედაც _ ნინო ბარამიძე. თომა ინგოროყვას ოჯახში ეგნატე ერთადერთი ბავშვი იყო. მას დედა ოთხი თუ ხუთი თვისას გარდაეცვალა, მაგრამ დედობრივი ამაგი დასდო უფროსმა მამიდამ, ნინომ, რომელიც მუდამ მშობლიური ალერსითა და ზრუნვით ეპყრობოდა დაბადებითვე სუსტი ფიზიკური აგებულების ბავშვს. მან შეასწავლა 7- 8 წლის ეგნატეს ანბანი.

1870 წელს ეგნატე ერთ მღვდელს მიაბარეს, რომელიც ბავშვს ლოცვებსა და ხუცურს ასწავლიდა. შემდეგ იგი გაგზავნეს ფოთში, იმავე მღვდლის ძმისწულთან, ხე-ტყით მოვაჭრე აზნაურთან, რომელმაც ეგნატე მოსამსახურედ გაიხადა და სამზარეულოში ჩაკეტა. აქ ბავშვი სავსებით მოწყდა სწავლას. მალე იგი ბიძამისმა ალექსი ინგოროყვამ შინ წაიყვანა.

1871-1875 წლებში ეგნატე მშობლიურ სოფელშია და სწავლობს სოფლის სკოლაში. სიღარიბის გამო, დროგამოშვებით იძულებულია, სკოლას მოწყდეს და მწყემსობას მიჰყოს ხელი, მაგრამ დამოუკიდებელ სწავლას მაინც არ ანებებს თავს. იგი ემზადება ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად, რასაც 1876 წლის თებერვალში ახერხებს კიდეც.

სასულიერო სასწავლებელში ეგნატე მოსამზადებელი კლასის მეორე განყოფილებაში მიიღეს. ერთ თვეში იგი მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო წლის ბოლოს, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მეორე კლასში ჩარიცხეს. სასწავლებლის ზედამხედველი იყო თვითმპყრობელურ-ბიუროკრატიული რეჟიმის ერთგული მსახური დეკანოზი სვიმონ ქიქოძე. მან, პირადი ანგარების მიზნით, სასწავლებელი საკუთარ სახლში მოათავსა, რათა მოსწავლეთა მშობლებისაგან სასწავლებლის ბინის ქირა აეღო. დეკანოზი მოსწავლეებს თავის საკუთარ ბაღში მუქთად ამუშავებდა, ეს გარემოება უკმაყოფილებას იწვევდა მოსწავლეებში, რომლებიიც რამდენადმე მაინც იცნობდნენ 70-იანი წლების რუსულ ნაროდნიკულ მოძრაობას და პარიზის კომუნის ამბებს.

იმ ხანებში ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში სამეგრელოდან ინსპექტორად მიავლინეს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მასწავლებელი ივანე ლიაძე. იგი სემინარიელი ახალგაზრდების იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელიც გატაცებული იყო რუსული პროგრესული ლიტერატურით. ლიაძე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ დროებაში. ახალგაზრდა ინსპექტორმა მალე აუღო ალღო სასწავლებელში შექმნილ მძიმე მდგომარეობას და სცადა მისი გამოსწორება. მან ამხილა დეკანოზ ქიქოძის თვითნებობა და მოსწავლეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. დეკანოზმა შეძლო მოსწავლეთა მფარველი მასწავლებლის თავიდან მოცილება. ლიაძის მოხსნამ მოსწავლეთა უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი გაიფიცნენ და ერთ დღეს სკოლაში არ გამოცხადდნენ; გაფიცვის მიზანი იყო საყვარელი მასწავლებლის უკანვე დაბრუნება და სასწავლებლის გადატანა ზედამხედველის ბინიდან. სასწავლებლის ადამინისტრაციამ გაფიცვის ერთ-ერთი ინიციატორი, III კლასის მოსწავლე ეგნატე ინგოროყვა, ბარნაბ ჯიჯიეშვილთან ერთად 1878 წლის სექტემბერში სასწავლებლიდან "მგლის ბილეთით" გარიცხა. ამით ეგნატეს სწავლის გაგრძელების საშუალება წაერთვა.

ამის შემდეგ იწყება ახალგაზრდა ეგნატეს დაუცხრომელი ბრძოლა ცხოვრების დამოუკიდებელი გზის გაკაფვისათვის, საარსებო საშუალებათა გამონახვისათვის, სწავლა-განათლების მიღებისათვის. ეგნატემ რამდენიმეჯერ სცადა სასწავლებელში დაბრუნება, მაგრამ ამაოდ. მან ვერც სასწალებელში დაბრუნება, ვერც საქალაქო სასწავლებელში გადასვლა ვერ მოახერხა. იგი იმედს მაინც არ კარგავს: 1878 წლის შემოდგომას და ზამთარს ოზურგეთში ატარებს მეგობარ შეგირდებთან, სილიბისტრო ჯიბლაძესთან და სხვებთან ერთად, კლასგარეშედ მეცადინეობს და საექსტერნო გამოცდებისათვის ემზადება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ეგნატე იღებს მასწავლებლის მოწმობას და 1879 წელს ინიშნება ჩოჩხათის სკოლის მასწავლებლად.

მასწავლებლად ეგნატე ნინოშვილმა 1882 წლამდე იმუშავა. მისთვის აუტანელი ხდებოდა სოფელში მუშაობა. უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება და ამავე დროს, ცოდნის გაღრმავებისათვის ქალაქში წასვლის სურვილი აიძულებს მას, თავი დაანებოს მასწავლებლობას და მუშაობა დაიწყოს ბათუმის რკინიგზაში. 1882 - 1883 წლებში იგი ტელეგრაფისტად მუშაობს სადგურ სუფსაში, ხოლო 1884 წლის ზამთარში, ზაქარია ჭიჭინაძის დახმარებით, თბილისში, არსენ კალანდაძის სტამბაში იწყებს მუშაობას ასოთამწყობად. ხელფასი აქაც იმდენად მცირე აქვს, რომ სასმელ-საჭმელზეც არა ყოფნის. მალე თავს ანებებს ამ სამუშაოსაც და კვლავ გურიაში მიემგზავრება. 1885 წელს სოფლად ატარებს. წუხს, რომ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები მისთვის ხელმიუწვდომელია.1886 წელს იგი მუშაობას იწყებს სოფლის სასამართლოში მწერლის თანამდებობაზე, ხოლო ექვსი თვის მუშაობის შემდეგ, იმავე წელს, ამხანაგების ფულადი დახმარებით მიემგზავრება საფრანგეთში, ქ. მონპელიეში.

საფრანგეთში ცხოვრების დროს ეგნატეს ისე გაჭირვებია, რომ მისი ერთ-ერთი ბიოგრაფის ცნობით, ქუჩის დამგველადაც კი უმუშავია. მონპელიეში ეგნატე 1887 წ. მარტამდე დარჩენილა, შემდეგ კი ისევ საქართველოში დაბრუნებულა. საზღვარგარეთიდან ჩამოსული ეგნატე ერთი თვის შემდეგ თავად გრიგოლ გურიელთან იწყებს მუშაობას, ეცნობა მის მდიდარ ბიბლიოთეკას, ხარბად ეწაფება წიგნებს, ამ დროს იგი თანამშრომლობს ივერიაში, ბეჭდავს ფელეტონებსა და წერილებს.

1888 წლის ნოემბერში ეგნატე კვლავ თავის სახლშია, უმუშევარი.ამ დროს იწყება ეგნატე ნინოშვილის შემოქმედების ყველაზე ინტენსიური პერიოდი. იგი მუშაობს ისტორიულ რომანზე - ჯანყი გურიაში, რომელიც, ავტორის ცნობით, 1889 წლის მაისის დასასრულამდე იწერებოდა.

1889 წ. ოქტომბერში ეგნატე კვლავ მიდის სამუშაოს საძებრად ბათუმში და ათი დღის განმავლობაში ნავსადგურში მუშაობს დღეში ათ შაურად. 1889 წ. ოქტომბრის დამლევიდან 1890 წლამდე იგი როტშილდის ქარხანაშია, კვლავ მძიმე სამუშაოზე, მტვირთავ მუშად.

1891 წელს ეგნატე შედის «საფილოქსერო დასში», რომელიც კავკასიის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდა. დასთან ერთად შემოიარა მან ჩრდილოეთ კავკასია. ამ მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებები უდევს საფუძვლად მის წერილებს დაღესტნიდან. იმავე წლის ოქტომბრის დამლევს ეგნატე თავს ანებებს «საფილოქსერო დასს», მის ხელმძღვანელ ტიმოფეევთან უთანხმოების გამო.

1892 წლის დასაწყისს ეკუთვნის ეგნატეს სევდიანი რომანი ნადასი კალანადაძესთან, რომელიც მას სოფელ ხიდისთავში, მეგობრის ოჯახში საახალწლოდ სტუმრად მისულს, გაუცვნია. გარეგნულად მომხიბვლელს, განათლებულს, ბუნებით კეთილსა და თავაზიან ქალიშვილს იმდენად დაუპყრია ეგნატეს გული, რომ მისთვის ჩვეული წონასწორობა დაუკარგვინებია. ეგნატეს ნადასისათვის მიუწერია ბარათი, რომლითაც სიყვარულში თანაგრძნობა უთხოვია. მაგრამ ქალს პირობა სხვისთვის ჰქონია მიცემული. თუ რა დიდი სულიერი ტრავმა განიცადა ეგნატემ თავის პირველი და უკანასკნელი სიყვარულის გაცრუებით, ჩანს მის მიერ ნადასისადმი გაგზავნილ მეორე ბარათში, რომელიც ავტორის თხოვნის საწინააღმდეგოდ, ქალს არ დაუხევია, ფაქიზად შეუნახავს და მწერლის სიკვდილის შემდეგ მისი ბიოგრაფის, პ. გელეიშვილისათვის, გადაუცია. აღნიშნულ წერილში ეგნატე, ერთი შეხედვით ,თითქოს კმაყოფილიცაა იმით, რომ მისთვის საყვარელ ადამიანს ასცდა მისი ტანჯული ცხოვრების თანამოზიარობის მძიმე ხვედრი, მაგრამ წერილში ჩაქსოვილი ღრმა სევდა გვაგრძნობინებს ეგნატეს დიდ გულისტკივილსა და განცდას, რომ იგი ამქვეყნად ბედნიერებისათვის არ დაბადებულა.

ცხოვრების უკანასკნელი წლები

1890 წელს ეგნატე ყვირილაში (ზესტაფონი) მუშაობს ნ. ღოღობერიძის შავი ქვის კანტორაში მძიმე და მომქანცველ სამუშაოზე. ეგნატე ჭლექით დაავადდება. 1890-1891 წლებში შექმნა "სიმონა", "უცნაური სენი", "პალიასტომის ტბა", "არშიყნი", "ქრისტინე". ამავე პერიოდში ეგნატე აქტიურად მონაწილეობს რევოლუციურ მოძრაობაში.

1892 წლის დასაწყისში იგი ბათუმშია, ნავთის ქარხანაში, უფროს მუშად. მალე, იმავე წლის გაზაფხულზე, მუშაობას იწყებს გომში, ნ. ღოღობერიძის კანტორის განყოფილებაში, სადაც რჩება აგვისტომდე. ამ დროს ის თავს ანებებს გომის კანტორაში მუშაობას და თავის სოფელში მიემგზავრება, სადაც სექტემბრის ბოლომდე რჩება. 1 ნოემბერს იგი თბილისში ჩადის და მცირე ხნით ზაქარია ჭიჭინაძის ბინაში ცხოვრობს.

1892 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში ეგნატე ნინოშვილისა და მიხა ცხაკაიას ინიციატივით ყვირილაში მოეწყო კონფერენცია, ხოლო მოგვიანებით ახალგაზრდობის არალეგალური კრებები. იგი გადაჭრით ებრძოდა ნაროდნიკობას, თუმცა, თავდაპირველად, განიცდიდა მის გავლენას. ნინოშვილი ამ პერიოდში რევოლუციურად განწყობილი ინტელიგენციის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო.

1893 წლის იანვრიდან აპრილამდე ეგნატე ცხოვრობს ბინაში, რომელიც მას, ჭლექისაგან ძალზე დასუსტებულს, მისმა მეგობრებმა დაუქირავეს. სწავლობს გერმანულ ენას, ამთავრებს მოთხრობას "პარტახი" და იწყებს "ჩვენი ქვეყნის რაინდის" გადამუშავებას. ჩქარობს, თითქოს წინასწარ გრძნობს სიცოცხლის დასასრულის მოახლოებას, თბილისიდან ბათუმს მიემგზვრება, ხოლო შემდეგ ისევ თავის სოფელშია, სადაც სენმა საბოლოოდ მიაჯაჭვა იგი სარეცელს.

ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში. მწერლის დაკრძალვის დღეს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა სილიბისტრო ჯიბლაძემ, რომელმაც გამოამზეურა და საზოგადოებას წარუდგინა მესამე დასის პოლიტიკური პროგრამა. აკაკი წერეთელმა ეგნატე ნინოშვილს ”მომავლის გაზაფხულის პირველი მერცხალი” უწოდა.

შემოქმედება

ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887-1894) შემოიფარგლა. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა, რომ მწერალს ასე მცირე დროში იმდენი მხატვრული ნაწარმოები შეექმნას, რამდენიც შექმნა ეგნატე ნინოშვილმა.

ეგნატე ნინოშვილის მთავარი ნაწარმოებებია: განკარგულება; გოგია უიშვილი; მოსე მწერალი; პალიასტომის ტბა; პარტახი; ქრისტინე; ჩვენი ქვეყნის რაინდი; ჯანყი გურიაში – რომანი (1988–1889); ცოლი და ქმარი; სოფლის გმირები; სიმონა; უცნაური სენი; არშიყნი.

თითქმის ყველა მოთხრობაში ნინოშვილმა ასახა თავისი თანამედროვეობა, ის სოციალური ვითარება, რომელიც ქართულ სოფელში შეიქმნა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ პერიოდში გასული საუკუნის 80-90-იან წლებში. ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების პერსონაჟები, სინამდვილიდან აღებული ცოცხალი ადამიანები არიან. თითქმის ყველა პერსონაჟს მოეპოვება თავისი პირველსახე, რომელთა უმრავლესობასაც, მწერლის თანამედროვეთა გადმოცემით, ავტორი პირადად იცნობდა. მაგალითად, გოგია უიშვილი, ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი პერსონაჟი, ყოფილა ეგნატეს მეზობელი გლეხი გოგია ხუხუნაიშვილი. იგი მთავრობის მოხელეებს უკანონოდ დაუსჯიათ, გაუმათრახებიათ და თვითმკვლელობამდე მიუყვანიათ.

ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში, ცენტრალური მაგისტრალიდან 3 კმ-ში მდებარეობს.

 მუზეუმი 1948 წლიდან არსებობს. ოფიციალურად გაიხსნა 1950 წლის 18 იანვარს. მუზეუმში დაცულია 6 ათასამდე ექსპონატი, ეთნოგრაფიული, თეატრალური მასალები. ექსპონატები ინახება ასლების სახით, დედნები განადგურებულია.  აქვე ინახება მწერლის საათი, დურბინდი, კალამი, მაგიდა, სკამი, ტახტი და სხვა. 




 ახალი ამბები
  • სკოლა წყლის, ხელსაბანის და საპირფარეშოს გარეშეწყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა ძირითადი უფლების საფუძველი გაეროს მიერ 2010 წელს იქნა აღიარებული. თითოეული ადამიანისთვის წყლის მიწოდება უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით და უწყვეტი, რაც დღე-ღამეში 100 ლიტრამდე წყალს გულისხმობს, რომ დაკმაყოფილდეს პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებები, სასმელი წყლის, ტანსაცმლის გარეცხვის, საკვების მომზადების, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო ჰიგიენის ჩათვლით, 20-25 ლიტრამდე წყლის მიწოდება  კი მიჩნეულია მინიმალურ რაოდენობად და განმარტებულია, რომ მინიმალური რაოდენობით მიწოდების შემთხვევაში შეუძლებელია არსებითად ჰიგიენური და სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება და სახეზეა ჯანმრთელობის გაუარესების მაღალი რისკი. წყალი და სანიტარული უზრუნველყოფის საშუალებები უნდა იყოს ფიზიკურად ხელმისაწვდომი და განთავსებული მოსახლეობისათვის ადვილად და უსაფრთხოდ მისასვლელ ადგილას. ფიზიკური ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით აქტუალური და არსებითია მოწყვლად ჯგუფებთან (შშმ პირებთან, ქალებთან, ბავშვებთან და ხანდაზმულებთან) მიმართებაში. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ წინწყაროს მოსახლეობას ქართველები, აზერბაიჯანელები და ბერძნები შეადგენენ. საჯარო სკოლაში, სადაც ამ დროისთვის 325 მოსწავლე სწავლობს, ბავშვებს წყალი დასალევად სახლიდან მიაქვთ, საპირფარეშო კი სკოლის შენობაში შესასვლელი კარიდან დაახლოებით 110 მეტრით არის დაშორებული. სკოლის დირექტორის, ნათელა ნიჟარაძის თქმით, სკოლა 1985 წელს აშენდა. სოფელი ბერძნებით იყო დასახლებული და 2004 წელს მხოლოდ 9 ბავშვი სწავლობდა, 2005 წლიდან კი სოფელში ეკოემიგრანტები აჭარიდან, სვანეთიდან და ეროვნული უმცირესობები აზერბაიჯანიდან დასახლდნენ, რის შედეგადაც, 2015 წლისთვის მოსწავლეების რაოდენობამ 365 შეადგინა. სკოლაში ფანჯრები 2009 წელს შეიცვალა და გათბობის სისტემა ჩაირთო, თუმცა, ქვანახშირის შეტანა ძვირი ჯდებოდა და 2013 წლიდან გათბობა ბუნებრივი აირით ხდება. 2015 წელს პირველ-მეორე სართულზე გაკეთდა განათება, შეიცვალა სახურავი ნაწილობრივ, კარებები მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემები ბევრია და ძირითად პრობლემას წყალი წარმოადგენს. „ხშირად გვიწევს მარნეულიდან წყლის ყიდვა. სპეციალური მანქანებით ამოაქვთ და ვასხამთ რეზერვუარში, მაგრამ ამდენი მოსწავლისთვის, სისუფთავის დასაცავად, გათბობის სისტემისთვის, სველი წერტილებისთვის საკმარისი არ არის. ბავშვებს სასმელი წყალი ძირითადად სახლიდან მოაქვთ. სკოლა 85 წელს არის აშენებული და უწყლობის გამო საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია. გარე სველი წერტილები შეძლებისდაგვარად გავარემონტეთ, გავაკეთეთ, მაგრამ წყლის პრობლემა არის იქაც“,_ამბობს წინწყაროს სკოლის დირექტორი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, CENN-მა,  წელზე მეტია რაც Wash პროექტის გახორციელება დაიწყო და ქვემო ქართლსა და კახეთში სკოლები, ბაღები, ამბულატორიები და თავშესაფრები შეაფასა. როგორც სენის კოორდინატორი, მარიკო წიქორიძე შეფასების მიხედვით ამბობს, ერთი შეხედვით, წინწყაროს სკოლა თითქოს გარემონტებულია, მაგრამ გაეროს და იუნისეფის სტანდარტები ირღვევა. სკოლაში არ არის წყალი, საპირფარეშო და ხელსაბანი. „სკოლის ეზოში წყალი არ შედის არსაიდან, არც დასალევი და არც ტექნიკური. სკოლის თანამშრომლები ტექნიკურ წყალს აგროვებენ ავზებში. თუმცა, ის წყალი არ ვარგა დასალევად. საპირფარეშო არის 110 მეტრის მოშორებით, რაც უკვე დარღვევაა. გარდა ამისა, არ არის ხელსაბანი. სტანდარტით, რომელიც გაწერილია იუნისეფის მიხედვით, სკოლაში უნდა იყოს საპირფარეშო ცალკე გოგონებისთვის და ცალკე ბიჭებისთვის, უნდა ჰქონდეს საკეტი. ასევე საპირფარეშოში უნდა იყოს წყლის ნიჟარა, სადაც იდება საპონი და ხელსახოცი. ასევე პედაგოგებისთვის ცალკე და ადაპტირებული ცალკე. თუ საპირფარეშო არის გარეპერიმეტრზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს სეპტიკური ავზი და არ უნდა იყოს ყველაზე ცოტა 20-70 მეტრამდე დაშორებული სკოლის პერიმეტრიდან. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სანამ საპირფარეშოში წავა შესვენების დროს, დაბრუნებამდე გაკვეთილი დაიწყება. თუ გაკვეთილის პროცესში უნდა გასვლა, არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვიდრე  ჩავა და ამოვა გაკვეთილი დამთავრდება. გარდა ამისა, იქვე უნდა იყოს ხელსაბანი, რაც არ შეგვხვდა და ასევე დარღვევაა. სკოლა უნდა იყოს შემოღობილი და არ ხვდებოდეს მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების ფეკალიები, იმიტომ რომ მერე ხშირად ეს შედის სკოლაში და იწვევს ანტისანიტარიას სრულს. ოთახები უნდა მუშავდებოდეს სველი წესით და ტარდებოდეს დეზინფექცია. გარდა ამისა,  იუნისეფის და გაეროს მიხედვით, თუ  სკოლაში არ არის წყალი, ის სკოლა უნდა დაიხუროს. შესაბამისად, არის რამდენიმე დარღვევა ამ სკოლაში, რაზეც გვინდოდა ყურადღების გამახვილება და თუკი Wash საბჭო გადაწყვეტდა ჩავრთულიყავით პრობლემის მოსაგვარებლად პროცესში“, _ამბობს წიქორიძე. მისივე თქმით, ცალკე პრობლემაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება Wash საკითხებთან დაკავშირებით, რადგან სკოლაში გარეპერიმეტრზე არსებული საპირფარეშო კი გაარემონტეს, მაგრამ დაბალი ცნობიერების გამო გააფუჭეს. „აქ დგას კიდევ ერთი პრობლემა ცნობიერების ამაღლების. წინწყაროს სკოლაში იყო იმის პრეცედენტი, რომ გააკეთეს საპირფარეშო გარეთ მაგრამ იმდენად დაბალი იყო ცნობიერება, რომ დაანგრიეს, გააფუჭეს, გატეხეს. ჯერ ცნობიერება უნდა ამაღლდეს. ბავშვებმა და არა მხოლოდ ბავშვებმა, უნდა გაითავისონ რა ფუნქცია აქვს გარემონტებულ და კარგად შენახულ, მოვლილ საპირფარეშოს და თავადაც უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართულები, საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვვეთილები უნდა ტარდებოდეს. როგორც ვიცი, წინწყაროს სკოლაში ტარდება კვირაში ერთხელ კლასის საათი, მაგრამ არის სკოლები, სადაც არ არის ინფორმაცია  როგორ უნდა დაიცვან თავი წყლისა და სანიტარიის მდგომარეობა სკოლებში და ბავშვები როგორ უნდა მოიქცნენ. საერთო ჯამში, ნათქვამია, რომ ბავშვის გაზრდა იწყება სკოლაში საპირფარეშოდანო და თუ საპირფარეშოები არ უვარგა სკოლებში ქვეყანას, იმ ქვეყნის პრობლემა ჯერ აქედან უნდა გადაიჭრას“,_ამბობს წიქორიძე. როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიისა და Wash საბჭოს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის გამართულ შეხვედრაზე  განაცხადეს,  არის დაგეგმილი პროექტი, რომლის შედეგადაც მოხდება წინწყაროს სკოლის რეაბილიტაცია, რაც შეეხება სასმელი წყლის მიწოდებას არის მუნიციპალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს წინწყაროსთვის მთლიანად ქსელის მოწესრიგებას და პროექტის ფარგლებში მოხდება წინწყაროს  სკოლის  ... ...
  • მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესმაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მთაწმინდაზე სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი  დღეს დილით ნახეს. ცხედარს ამ წუთებში, ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება ადგენს, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • "200 განცხადება დავწერე, მაგრამ არავინ მაქცევს ყურადღებას"ლანჩხუთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, ნასახლარზე, ხანძარს გადარჩენილი რკინის საქანელებია შემორჩენილი, თითქოს ერთ დროს ძლიერი ოჯახის სიმბოლოდ. ახლა ამ ეზოში პატარა სახლი დგას, რომლის დიასახლისი, თამარ შანიძე უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს. მისი თქმით, სახლში წყალი ჩამოდის და ჯერჯერობით, დამხმარეც არავინ ჩანს. შანიძეების ოჯახის ტრაგედია 25 წლის წინ დაიწყო. "სახლი 1993 წელს დაგვეწვა, მაშინ არც საწვავი იყო, არც ტრანსპორტი და სახანძროს მოსვლამდე ჩვენი სახლი მთლიანად დაიწვა. აგურით ნაშენები სახლი იყო, მაგრამ შიგნითა ნაწილი მთლიანად _ ხის. ამით არ დასრულებულა ჩემი ოჯახის უბედურება _ ორი წლის შემდეგ დაიწყო ის, რაც ბევრად მეტია სახლის დაწვაზე. ამ ტრაგედიამ გაანადგურა ჩვენი ოჯახი _ ჩვენს ავტომობილს მანქანა დაეჯახა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ჩემი შვილები _ 19 წლის შაკო და 20 წლის ალეკო უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს... შაკო 13 დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", _ გვიყვება თამარ შანიძე, რომელიც საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს. შვილის დაკრძალვიდან მეორე დღეს დედამ რკინის ქალამნები ჩაიცვა მეორე შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მოახერხა კიდეც, თუმცა, სამი წლის შემდეგ მეორე შვილი მოუკლეს... ამ ტრაგიკული ბედის ქალბატონს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, ძალიან უმძიმს საკუთარ პრობლემებზე საუბარი, მით უმეტეს, დახმარების თხოვნა, თუმცა, სხვა გამოსავალიც აღარ დარჩა. სახლი, რომელშიც ქალბატონი თამარი ცხოვრობს, ორი ოთახისგან შედგება. სახურავი მთლიანად უვარგისია, რის გამოც ჭერზე აკრული ხის მასალა დამპალია. დამპალია ფანჯრებიც, რომლის ნაწილზე პოლიეთილენის პარკებია მიმაგრებული: "ფაქტობრივად, ტყუილად ახურავს შიფერი, წვიმაში წყალს ვერ იკავებს, რის გამოც ყველგან წყალი ჩამოდის. შუა ღამით რაღაც ბრახუნმა გამაღვიძა, თავიდან ყაჩაღები მეგონა. ჩემგან რა უნდა წაეღოთ, მაგრამ მაინც ძალიან შემეშინდა. თურმე, ჭერზე აკრული "ლამინატი" ჩამოვარდნილა. საწოლი სამზარეულოში გამოვიტანე, ზემოთ ბეტონია და წვიმა მარტო აქ არ ჩამოდის. არც გათბობა მაქვს, შეშის მოტანა მე არ შემიძლია. გაზქურას ვანთებ ხოლმე, გავთბები და მალევე ვრთავ, ბევრი რომ არ დამიწვას. შევწვები საწოლში და ვარ ასე. კედელზეც "ადეალა" მაქვს მიფარებული, რომ არ გავიყინო", _ საკუთარი გასაჭირის მოყოლისას ოჯახის დიასახლისს თვალებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდის. თამარ შანიძის თქმით, სოციალური დახმარება გადამოწმების მიზნით შეუჩერეს, რის შემდეგაც მაღალი ქულა დაუფიქსირდა: "ერთი ქათამიც არ დადის ჩემს ეზოში, მეზობლის ხბოს თუ ჩემად ასაღებენ, არ ვიცი, აბა, ამ პირობებში როგორ მომცეს 77 ათასი ქულა?!" თამარის თქმით, როცა ბოლო სტიქიის დროს ლანჩხუთში სახლები გადახურეს, ის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა, მის სახლში წყალი სტიქიამდეც ჩამოდიოდა და ყურადღება არავის მიუქცევია: "ამ სტიქიამდეც რომ ჩამომდიოდა სახლში წყალი, მომხედა ვინმემ?! შვილიშვილი რომ მოვა, სად უნდა დავაწვინო?! დავატარებ საწოლს იქეთ-აქეთ. ოთხი წლის პენსია მაქვს წინასწარ გამოტანილი, ყოველდღე გამაყუჩებელ წამალს ვსვამ. თავზე მაწვიმს. 200 განცხადება დავწერე, მაგრამ არავინ მაქცევს ყურადღებას", _ ამბობს ქალბატონი თამარი, რომლის სახლშიც მიუხედავად მძიმე ყოფითი პირობებისა საოცარი სისუფთავე სუფევს. "გურია ნიუსი" თამარ შანიძის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს კახა კვიტაიშვილს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს ქალბატონს: "ვიმყოფებოდით კიდეც ამ ქალბატონის ოჯახში, მერიც ინფორმირებულია ამ საკითხთან დაკავშირებით და ვაპირებთ, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გავუწიოთ მას", _ გვითხრა ... ...
  • სამი სოფელი და ერთი დაბა _ ოზურგეთის მერს წარმომადგენელი ჯერ არ ჰყავს2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (ბახვი, ძიმითი, დვაბზუ) და ერთ დაბაში (ლაითური) მერს თავისი წარმომადგენელი არ ჰყავს. ამ ადგილებზე ორჯერ იყო გამოცხადებული ვაკანსია, მაგრამ უშედეგოდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლაშა თავაძის თქმით, გამოცხადებული იყო ღია კონკურსი, მაგრამ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია სათანადო კანდიდატი. მისივე თქმით, კონკურსში მონაწილე პირებმა ბარიერი ვერ გადალახეს: _ ამ დრომდე კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს იმ პირებმა, რომლებიც აპირებდნენ ბახვში, დვაბზუში, ძიმითსა და დაბა ლაითურში დაეკავებინათ მერის წარმომადგენლის პოსტები, _ გვითხრა ლაშა თავაძემ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სოფელ ბახვში მერის წარმომადგენლის თანაშემწის ვაკანსიაზე განაცხადი ჰქონდა შეტანილი გოჩა შარაშენიძეს. შარაშენიძე "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ბახვის რწმუნებული იყო, ეს ადგილი შეინარჩუნა მან "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგაც, თუმცა, დიდხანს ვერა _ მაშინდელმა გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ იგი გაათავისუფლა. გოჩა შარაშენიძემ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტების დახმარებით კონსტანტინე შარაშენიძეს სასამართლო პროცესი მოუგო. შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გახდა და შარაშენიძე მის წარმომადგენლად დანიშნა სოფელ ბახვში. 2017 წელს ამ პოსტზე გოჩა შარაშენიძის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. იმავე წელს არჩეულმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ სოფლებში წარმომადგენლების დანიშვნა კონკურსის წესით განახორციელა, თუმცა, გოჩა შარაშენიძეს ამ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიუღია. გოჩა შარაშენიძე საპრეზიდენტო არჩევნების დროს "თავისუფალი ზონის" დამკვირვებელი იყო. _ მერის წარმომადგენლის ვაკანსიაზე აღარ შევიტანე განაცხადი, რადგან აზრი არ ჰქონდა", _ გვითხრა გოჩა შარაშენიძემ. _ რატომ არ ჰქონდა აზრი? _ ადამიანს როცა არ უნდა დანიშვნა, რა აზრი აქვს იმ კონკურსში მონაწილეობას? საერთოდ, დღევანდელ ქვეყანაში რამეს აქვს აზრი? არ აქვს და მეც აღარ ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას". შარაშენიძე ამბობს, რომ მერთან აღარ აქვს პრობლემა და ისინი შერიგდნენ. _ დაპირისპირების ამბავი არ არის. ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა რომც შემომთავაზონ ვაკანტური ადგილის დაკავება, მე მაინც არ ვაპირებ მაგათთან მუშაობას. ისინი ანგრევენ ამ ქვეყანას და ამ დანგრევაში მონაწილეობას არ ვაპირებ! _ გვითხრა გოჩა შარაშენიძემ. ლაშა თავაძის თქმით, გოჩა შარაშენიძეს და ირაკლი ცქვიტინიძეს განაცხადი ჰქონდათ შეტანილი მერის წარმომადგენლის თანაშემწის ვაკანსიაზე. კომისიის წევრებმა ყველაზე მეტი ქულა ირაკლი ცქვიტინიძეს დაუწერეს. საკრებულოს წევრი დაბა ლაითურიდან გია ჩაგანავა ამბობს, რომ ორჯერ იყო კონკურსი გამოცხადებული, მაგრამ ამ დრომდე დაბა ლაითურს არ ჰყავს მერის წარმომადგენელი. "ზუსტად ამ საკითხით არ ვარ დაინტერესებული. ჯერჯერობით, ვაკანტურია ეს ადგილი და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", _ ამბობს ჩაგანავა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოცხადდება კონკურსი ... ...
  • ფანჩატურში ახალი სკამი გაჩნდაქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს _  ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსმა“ ამ კვირის დასაწყისში გაავრცელა. ხუთშაბათს ფანჩატურში ერთი სკამი გამოჩნდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სკამი ე.წ. ჭადრების ბაღიდან მოიტანეს ბავშვებმა. ამ ეტაპზე მარტო ერთი სკამია მოტანილი. სკამები და მაგიდა ადგილობრივებმა აიღეს.  “მოსვენება არ გვქონდა, დავისვენეთ, რაც ეს სკამები და მაგიდა ავიღეთ. დროებით შევინახეთ და გაზაფხულზე დავდგამთ. ის, რაც ხდებოდა ფაჩანტურში, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. დაღამებამდე თამაშობდნენ ჩვენთვის უცნობი ბავშვები კარტს, იყო ყვირილი, ხმაური. ამასწინათ მაგიდას ცეცხლიც კი გაუკიდეს, რატომ და რისთვის, ვერ გავიგეთ. დილიდან საღამომდე აქ იყვნენ. სანაგვედ აქციეს ყველაფერი, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ და დარწმუნდეთ ჩვენს ნათქვამში“, _ გვითხრეს ადგილობრივებმა ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...