"პანაშვიდზე მიწვეული სამი მღვდელიდან, დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, მხოლოდ ერთი გამოცხადდა"

ისტორია

"პანაშვიდზე მიწვეული სამი მღვდელიდან, დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, მხოლოდ ერთი გამოცხადდა"

2016 აგვ 2 12:57:25

 ცნობილმა ტერორისტმა ლუკა ღლონტმა (მეტსახელად ,,ჩორნა”) 1947 წელს დაწერილ მოგონებებში დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ მოკლეს 1905 წლის დასაწყისში ,,ჯაშუშობაში” ეჭვმიტანილი მომრიგებელი შუამავალი (,,მიროვოი პასრედნიკი”) თავადი ტიფო ნაკაშიძე.

 ,,...რევოლუციონური გლეხობის კომიტეტმა გადასწყვიტეს მოწყობილიყო ჯაშუშ თავადის ტიფო ნაკაშიძის მკვლელობა, რომელიც დაგვევალა რევოლუციონერი გლეხობის ერთ ჯგუფს, პეტრე მჟავიას (გურიანთიდან), კალენიკე მამულაიშვილს და გიორგი გაგუას (ოზურგეთიდან) შემადგენლობით...”

ერთ დილას, ოზურგეთის ცენტრში, რევოლვერებით და გადაჭრილი ბერდენათი შეიარაღებული და ნაბად წამოსხმული ,,ჩორნა” და პეტრე მჟავაია თავის მსხვერპლს ჩაუსაფრდნენ.

გიორგი გაგუა ქუჩის თავში იდგა, რათა გასროლის შემდეგ შეეჩერებინა იქვე ყაზარმებში მყოფი სამხედროები, ხოლო გურიელის სახლის წინ მდგომ კალენიკე მამულაიშვილს ნიშანი უნდა მიეცა თავად ნაკაშიძის გადაადგილების შესახებ. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ...

ვხედავთ, რომ ტიფო ნაკაშიძე გამოდის ფოსტის შენობიდან და მის სახლისაკენ მოემართება ე. ი. იქითკენ, სადაც ჩვენ, მე და მჟავია ვდგევართ, ნაკაშიძეს თან ახლავს მემამულე გრ. ქარცივაძე და გლეხი თეოფილე ქვეითაია...

ტიფო ნაკაშიძე რამდენიმე ფეხის ნაბიჯით დაგვიახლოვდა, მე დავწინაურდი, ნაბადში დამალული ბერდენის გადმოღება და სროლა ერთი იყო. ჯალათი ნაკაშიძე იქვე უსულოთ დაეცა.

ჩვენ სასწრაფოთ გავრბივართ წყლით ექადიისაკენ. ქალაქში დიდი ჩოჩქოლი ატყდა, გამოგვიდგა სამხედრო ნაწილები და ურადნიკი დურსუნ კვესიოღლი თავისი რაზმით, მაგრამ ჩვენ უკვე იქვე ახლოს ამხანაგები სპეციალური ცხენებით შეკაზმულნი გველოდებოდნენ. მადევარმა ქოფაკმა ურიადნიკმა და მისმა რაზმმა ჩვენ გზაკვალს ვერ მიაგნო.”

ოზურგეთში არ აღმოჩნდა ხელოსანი, რომელიც დათანხმდა კუბოს მიყიდვაზე - კუბოს შოვნა მხოლოდ ძალის გამოყენებით მოხერხდა, მას შემდეგ რაც მეკუბოვეს მაღაზიის კარი შეამტვრიეს; ჭირისუფლების გადასაყვანად მეეტლეს დაქირავებაც კი გაჭირდა.

პანაშვიდზე მიწვეული სამი მღვდელიდან დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ მხოლოდ ერთი გამოცხადდა, მაგრამ ბოლოს შეშინებულმა მიატოვა ცერემონია.

შეიარაღებულმა ტერორისტებმა სასაფლაოზე მისულ კაზაკებს არ მისცეს საფლავის გათხრის საშუალება.

ნიკო ლესელიძე (მეორე მსოფლიო ომის გმირის, გენერალ ლესელიძის მამა) ,,მოკლე პალტოთი სახე აუკონელი”, გადაჭრილი ბერდენათი რუს ჯარისკაცებთან მიიჭრა და რუსულად შესძახა: ,,არც ერთ თქვენგანს თავი კისერზე არ შერჩება, თუ ამ ძაღლის საფლავს ეხლავე არ განშორდებითო.”

საფლავის გათხრა მხოლოდ კაზაკთა როტის ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

ამონარიდი ირაკლი მახარაძისი წიგნიდან ,,გურიის რესპუბლიკა":

ფოტოზე ნიკო ლესელიძე, wikipedia.




 ახალი ამბები
  • ვის აბარია ორმოცდასამი საბავშვო ბაღის ხორცით მომარაგება,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. აღნიშნულმა სამმართველომ ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე შპს ,,სოფოს“ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა, რომელიც მათი განცხადებით აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი. ,,როგორც ჩანს, რამდენიმე კვირის წინ, შპს ,,ელენიკოს“ დირექტორისთვის პატიმრობის შეფარდებამ, წინა წელს სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტის დადგენის შემდეგ, დიდად ვერ დააფიქრა ბიზნეს ოპერატორები და მაინც ბედავენ საბავშვო ბაღების მომარაგებას საეჭვო წარმოშობისა და მდგომარეობის ხორცპროდუქტებით. სახელმწიფოს მხრიდანაც საკმარისი ნება არაა, რომ საბავშვო ბაღების მომმარაგებლები მეტი სიფრთხილით იქნენ შერჩეული. აღსანიშნავია რომ შპს ,,სოფო“ დაფუძნებულია 2018 წლის 26 მარტს და პირველი ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და მოიგო კიდეც გამოცხადებული გახლდათ ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრის ცენტრის“ მიერ 2018 წლის  16 მარტს და განაცხადების შეტანის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 29 მარტი. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული შპს ნაჩქარევად სპეციალურად ამ ტენდერისთვის შეიქმნა და შესაბამისად, მას არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. ისმის კითხვა: რატომ ანდო სატენდერო კომისიამ ასეთ შპს-ს 43 საბავშვო ბაღის ხორცპროდუქტებით მომარაგება? გამოძიება უნდა დაიწყოს სწორედ აქედან და დაიკითხოს NAT180004337 ტენდერის სატენდერო კომისიის მთლიანი შემადგენლობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია, ამავე ცენტრის თანამშრომლები და სატენდერო კომისიის წევრები: ნინო ქადეიშვილი, კაკო ზაქარიაძე, მალხაზ კვაჭანტირაძე, ნატალია კალანდაძე, ბადრი გორგილაძე, ანა გოგატაძე, მარიკა ანდღულაძე. შემდეგ კი ყველა იმ ტენდერის სატენდერო კომისიის წევრები, რომელშიც შპს “სოფომ“ გაიმარჯვა. თავისთავად შპს-ს დამფუძნებელი სოფიკო გორგაძე და დირექტორი ბეგლარ ბერიძეც. აღსანიშნავია, რომ ეს შპს მოხვდა შავ სიაშიც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო; კერძოდ, ააიპ ,,ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ტენდერით გათვალისწინებული რძის პროდუქტების ნაცვლად, უხარისხო პროდუქტების მიწოდების გამო. ყოველივე ზემოთ აღნიშნული გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული შპს-ს მიერ ტენდერების მოგება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს კონკრეტულ ინტერესებს. ამიტომ, აუცილებელია აღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება. ცალსახად უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკა, რომ საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის მიმწოდებელი ბიზნეს ოპერატორების შერჩევის დროს, სატენდერო პირობების დადგენისას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კომპანიის გამოცდილებას და სამი დღის დაფუძნებულ კომპანიებს არ ვანდოთ ათასობით ბავშვის კვება,“_აცხადებს ,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ... ...
  • როდის აღსრულდება გურიის გუბერნატორის მუქარა “უმკაცრესად დასჯის“ შესახებსამართალდამცველები და სპეციალისტები არკვევენ იყო თუ არა ვადაგადასული ტონაზე მეტი ხორცი, რომელიც საბავშვო ბაღებში უნდა შესულიყო. საეჭვო ხორცით მომარაგებაში  შპს “სოფოს“ ადანაშაულებენ, რომელიც ადრეც იყო გახვეული “ხორცის სკანდალში. “გურია ნიუსი“ გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარიას დაუკავშირდა და ამ ფაქტთან დაკავშირებით, მისი კომენტარი ჩაწერა. “სურსათის ეროვნული სააგენტო დგას მოწოდების სიმაღლეზე, ოპერატიულად მუშაობენ. ეს, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც, მოხდა ძველი პროდუქტების ამოღება და დაჯარიმდნენ კონკრეტული კომპანიები. ჩვენს რეგიონში მსგავსი ფაქტი ხორცთან დაკავშირებით ერთხელ დაფიქსირდა, თუ არ ვცდები და იქაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით მოხდა ფაქტის აღსკვეთა. მაქსიმალური კონტროლია არა მარტო ბაღში, არამედ ყველგან, რომ მოხდეს სუფთა და ხარისხიანი პროდუქტების შეტანა,“-გვითხრა ზურაბ ნასარაიამ. გუბერნატორისგან განსხვავებული პოზიცია აქვს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს კახა ასკურავას; ის თვლის, რომ ვადაგასული ხორცით მომარაგების შემთხვევების მიუხედავად, შპს “სოფოს“ ბაზარზე ოპერირება, გავლენიანი მფარველის გარეშე ვერ მოხდება: “შპს "სოფოს"(შპს, რომელიც გურიის და აჭარის საბავშვო ბაღებს ძროხის ხორცით ამარაგებს) მფლობელი რომ თაღლითი და დანაშავეა, ეს არაერთგზის გამოვლინდა იმ დარღვევებით, რომელიც ამ ერთ წელიწადში სამჯერ გამოვლინდა უკვე. მაინტერესებს და ოფიციალურად მოვითხოვ შესაბამისი უწყებებებიდან განმარტებებს, ვინ დგას ამ შპს-ს უკან ისეთი გავლენიანი, რომ მიუხედავად სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ ჯერ დისკვალიფიკაციისა და ამჯერად ვადაგასული ხორცის ამოღების შემდგომაც კი, კიდევ ოპერირებდეს ბაზარზე?! ვერავინ დამაჯერებს,რომ ეს შემთხვევითია და ვიღაც ბობოლა ბაბაიას ხარჯზე, ეს თაღლითი შპს არ აყენებს ჩვენი შვილების სიცოცხლეს რისკის ქვეშ?! ამაზე უსწრაფეს ვადებში მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს!“ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია კი თვლის, რომ  შპს “სოფომ“ გაიმარჯვა ტენდერში და თუ მსგავსი დარღვევები იყო ან კიდევ იქნება, შესაბამისად, სამართალდამცველები შეისწავლიან ამ საქმეებს. _ ბატონო ზურაბ, მსგავსი ქმედების დროს, კომპანიები მცირედი თანხით  ჯარიმდებიან და შემდეგ ისევ აგრძელებენ მუშაობას. არის თუ არა გასამკაცრებელი კანონი? _ არსებობენ ადამიანები და არსებობენ თაღლითები. ამიტომ, ჩვენ ცალსახად ვამბობთ, არავის დანდობა არ იქნება, სადაც საუბარია ბაღებზე, ბავშვებზე, ადამიანების სიცოცხლეზე. ყველა მსგავსი ფაქტი იქნება გამოძიებული და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ვადაგადასული ხორცის შეტანას სხვადასხვა დაწესებულებებში, მკაცრად დაისჯებიან. _ როდის, ბატონო ზურაბ? შპს “სოფო“ უკვე იყო დადანაშაულებული მსგავსს ქმედებაში. თქვენ ახლა გვითხარით, რომ ყველას, ვინც შეეცდება ვადაგადასული ხორცის შეტანას ბაღებში, მკაცრად მოეთხოვება პასუხი. _ “სოფოს“ დარღვევები, რა ქონდა წინა წლებში, მე არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავის დანდობას არ ვაპირებთ. დაარღვია შპს “სოფომ“ კანონით მინიჭებული უფლება? მაშინ მან უნდა აგოს პასუხი ამ ქმედებაზე. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. _ თქვენი გუბერნატორობის დროს მოხდა, ე.წ. “ხორცის სკანდალი“ და მაშინაც ხორცის მიმწოდებელი  იყო შპს “სოფო“... _ ყველა ფაქტი გაჟღერდა ჩვენი სამსახურების კარგი მუშაობის გამო. სურსათის ეროვნული სააგენტო თავის საქმეს კარგად აკეთებს, - გვითხრა საუბრის დასასრულს ზურაბ ნასარაიამ. ... ...
  • ვეტერანი პოლიციელების აქცია ლანჩხუთში პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგლანჩხუთში  სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ პოლიციელთა სახელობის სკვერში ვეტერანმა პოლიციელებმა აქცია გამართეს. თუმცა, აქციას გარდა პოლიციელებისა, რამდენიმე საჯარო მოხელეც შეუერთდა. როგორც გაირკვა, აქციის მონაწილეები „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი  ლიდერის, გუბაზ სანიკიძის ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში პოლიციელების მისამართით გაკეთებულმა განცხადებამ: „ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას, ფრთხილად იყავით, თორემ სახელით და გვარებით მოგაკითხავთ ყველას“, გააღიზიანა. ვეტერან პოლიციელთა ჯგუფის სახელით აქციაზე ყოფილმა პოლიციელმა ლალი ლომაძემ წერილობითი მიმართვა გაჟღერდა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის მისამართით, სადაც გარდა გუბაზ სანიკიძის განცხადებისა, გრიგოლ ვაშაძის ქმედებაც იყო დაგმობილი. „პოლიცია საზოგადოების მხრიდან დიდ ნდობას, პატივისცემას და არა თავში წამორტყმას, მუქარასა და დაშანტაჟებას. რა ხდება, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა მავანნი ცდილობს პოლიციის დემორალიზაციას. კიდევ უფრო ცუდი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს?! თავს უკიდურესად შეურაცხყოფილად ვგრძნობთ. მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს დადგნენ  მოწოდების სიმაღლეზე. დაუყოვნელივ მისცენ შეფასება გრიგოლ ვაშაძისა და გუბაზ სანიკიძის საქციელს. ამავდროულად მსოფლიოს გააცნონ მათი „გმირობის“ ამსახველი კადრი და განცხადების შინაარსი,“_ თქვა ... ...
  • როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-15 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 13 დეკემბრიდან ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში ეციება, დღისით კი ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსია ... ...
  • კიდევ ერთი გაზით გარდაცვლილი გურიიდანგაზის გაჟონვის გამო, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებიდან 28 წლის ირინა სიხარულიძე, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, სავარაუდოდ, გუშინ გაიგუდა გაზით. ირინა სახლში მარტო იყო. კარის შემტვრევა ძმამ მოახერხა, თუმცა, სამწუხაროდ, და გარდაცვლილი დახვდა. “გურია ნიუსი“ უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. გუშინ, თბილისში და-ძმა კობიძეები ასევე, გაზის გამონაბოლქვით გაიგუდნენ. სამწუხაროდ, და გარდაიცვლა, ხოლო ძმის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დღეს აპარიტან ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს