მულტიეთნიკური სოფელი ოზურგეთში, რომელიც წლების წინ მნიშვნელოვანი კურორტი იყო _ "არჩევნების შემდეგ ყველას ვავიწყდებით"

ისტორია

მულტიეთნიკური სოფელი ოზურგეთში, რომელიც წლების წინ მნიშვნელოვანი კურორტი იყო _ "არჩევნების შემდეგ ყველას ვავიწყდებით"

2016 სექ 22 18:33:09

ნასაკირალი დაბაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც  მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 180 მეტრზე,  ოზურგეთიდან 10 კილომეტრის დაშორებით.

არსებობს გადმოცემა, რომ ამ ადგილებში მოიპოვებოდა კირი. აქედან წარმოსდგა სახელწოდება ნასაკირალი. განთქმული იყო ნასაკირალის ძელქვის ტყე, რომელსაც გურული ფირალები აფარებდნენ თავს გურიის აჯანყების დროს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამ დროს ნასაკირალის ტერიტორია დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა.

სოფელში 1929 წელს გაიჩეხა ტყეები, გაშენდა ქარსაფარი ზოლი, მოეწყო ჩაის საბჭოთა მეურნეობა. ნასაკირალის ტყის ნაწილი მოექცა დვაბზუს სასოფლო საბჭოს დაქვემდებარებაში, ნაწილი სოფელ ნასაკირალის სახელით ძიმითის საბჭოში, ხოლო ქვედა ნასაკირალი შეუერთდა სოფელ მელექედურს.

მეურნეობის დაარსებიდანვე დასახლება მულტიეთნიკური გახდა _  ცხოვრობდნენ პოლონელები, ჩინელები, გერმანელები, უკრაინელები, სულ 14 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. აშენდა საავადმყოფო, კულტურის სახლი, სანატორიუმი, სკოლა.

1905 წელს ნასაკირალის ტყეში გაიმართა ნასაკირალის ბრძოლა _  ადგილობრივი გლეხების შეტაკება კაზაკებისა და მილიციის რაზმების წინააღმდეგ. სოფელში დგას ბრძოლის აღსანიშნავი ობელისკი, რომელიც 1955 წლის 12 ნოემბერს აღიმართა. 1965 წელს კი ცხავათის მთაზე გაიხსნა 1905 წლის გამოსვლების ისტორიის მუზეუმი. მუზეუმი ამჟამად დანგრეულია, ტერიტორია კი გავერანებული  _ დღეს ცხავათას მთაზე არც ხშირი ტყეა და არც სამანქანო გზა. 

1969 წელს სოფელში დასახლდნენ სტიქიით დაზარალებულები შუახევის, ხულოსა და ჩოხატაურის რაიონებიდან _  სულ 265 ოჯახი. დასახლება კომპაქტური გახდა.

მოსახლეობის 99% მუსლიმია. 1990-იანი წლების დასაწყისში ნასაკირალში აგრეთვე დასახლდა შუააზიაში მცხოვრები მაჰმადიანი მესხების რამდენიმე ოჯახი.

ნასაკირალი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტიც იყო მის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლების გამო. ტყის კორომში, სადაც გავრცელებულია რცხილა, წიფელი, წაბლი, თხმელა და სხვა, მოედინება გოგირდ-წყალბადის შემცველი ქლორიდულ ნატრიუმიანი წყლები.

წყალი გამოიყენება წყლის აბაზანებისათვის (გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ), აგრეთვე სასმელად (კუჭის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ). 

 ნასაკირალის, როგორც  კურორტის განვითარება 1933 წლიდან დაიწყო. 1952 წელს ნასაკირალში 2500 ადამიანი მკურნალობდა, 1953 წელს კი 4138.

ნასაკირალს დაბის სტატუსი 1971 წელს მიენიჭა, თუმცა ამას ბევრი არაფერი შეუცვლია. უფრო მეტიც, წლებია არავის უზრუნია, რომ ეს დაბამ კურორტის სტატუსი დაუბრუნოს. უპატრონოდ მიტოვებული მინერალური წყლის საბადოები, გაჩეხილი ტყეები _ ეს ის რეალობაა, რომელიც ნასაკირალში მისულებს დაგხვდებათ. სოფელში, რომელიც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ერთ დროს მინერალური წყლების სიმრავლით იყო განთქმული და რომელშიც დღეს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაა.

_ საარჩევნოდ ყველას ვახსენდებით. გვპირდებიან აშენებას, აყვავებას. გოგირდოვანი აბანოების აღდგენას. თუმცა, არჩევნების მერე ყველას ავიწყდება ეს დაპირება. მინერალური წყლების მოვლას ვინ ამბობს, სასმელი წყალი არ არის ამხელა დაბაში. წლებია ამ პრობლემის მოგვარებას ვიხეწებით, მაგრამ უშედეგოდ, _ აღნიშნავენ ნასაკირალელები "გურია ნიუსთან" საუბრისას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თქმით ნასაკირალში სასმელი წყლის პრობლემა მალე მოგვარდება:

_ დღის წესრიგში გვაქვს ეს საკითხი, თუმცა კონკრეტული დეტალების თქმა გამიჭირდება. საკმაოდ დიდი ფინანსური რსუსრსია იმისთვის საჭირო, რომ ნასაკირალმა კურორტის სტატუსი დაიბრუნოს და ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. რაც შეეხება სასმელი წლის მიწოდებას, ეს პრობლემა თითქმის მოგვარებულია და მალე მთელს სოფელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.

ამავე თემაზე: ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის შესახებ ხელისუფლებამ არაფერი იცის




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...