"არისტოკრატობა, "რჩეულობა" გურულთა "რასის" მთავარი ნაკადია"_ გრიგოლ რობაქიძე

ისტორია

"არისტოკრატობა, "რჩეულობა" გურულთა "რასის" მთავარი ნაკადია"_ გრიგოლ რობაქიძე

2016 ნოე 2 19:17:02

,,ძველი მესხეთის ნატეხია გურია. ამის ნიშანი ბევრი არის. თავდაპირველად ,,ქართული”. გურული ქართული ლაკონიურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით. საქართველოს არცერთ კუთხეში ისე სხარტულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში. გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამმატულია: მოკლე, მკაფიო, კეთილი, ჭდეული.

თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვადასხვა ქართველებზე უფრო იციან: გურიაში არის ოჯახები, სადაც ,,ვეფხისტყაოსნის” ზეპირი ცოდნა უბრალო ჩვეულებაა. გარდა ამისა ,,ვეფხისტყაოსნის” ზოგიერთი სიტყვები - რაიც საქართველოს სხვა კუთხეებისათვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაიფის ჟამს გვხვდებოდა.

კიდევ: ძველ მესხთა შაირობა ცნობილია, - გურიაში შაირობა თაობიდან თაობაზე გადადის: შაირობა გურულებისათვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საამო გასეირნება.

ამაყია გურული: გურიაში ძალზე არის განვითარებული გრძნობა თავის თავის ღირსების. არისტოკრატობა, ,,რჩეულობა” გურულთა ,,რასის” მთავარი ნაკადია.

ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არსებობს: ,,ყოველს გურულს უყვარს თავის გამოჩენა”. გურულებში ძალზე არის ნაგრძნობი ,,მანძილის პათოსი” (ნიცშესი). ამაყობა და გამორჩეულობა ,,რბილ” გურულს სასტიკად ხდის: ფირალად გავარდნა გურიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, - ფირალობას კი უმთავრესად ხასიათი უძევს საფუძვლად.

გურულს გარეგნობაც რჩეული უყვარს: ძვირად თუ ვინმე სხვა ქართველი ისე ლამაზად ჩაცმული გამოვა, როგორც გურული. ცნობილია გურიის სიღარიბე, - მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ვერცერთ სხვა კუთხეში ვერ მონახავთ გურული ,,ოდის”-თანა კოხტაობას კეკლუცად მორთული ეზოთი”

,,ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე-გაშლილი სინთეზია: მოქნილი მთები, ბახმაროსაკენ თანდათან ზვიადობით ამართული, თვალუწვდენელი ჭალადი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით გაფენილი. მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი.

გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი სამმუხოვან ლანდშაფტს ერთს ესტეტიურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით. განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: აქ ვერ მონახავთ ვერცერთს ,,მყვირალა” ფერს, იქ ვერ იხილავთ ვერც ერთ უხეშ ხაზს. იქ ყოველი ნაკვთი რბილია, ნაზი, მჩატე, ნარნარი. თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით კი არ არის ამართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით.

განსაკუთრებით კეკლუცია ჩაქვისაკენ მახლობელი მიდამო, ხოლო ეს სიკეკლუცე უფრო რბილად მოდუნებულია, ვიდრე იმერული ხტომით ნაყარი”

გრიგოლ რობაქიძე

წყარო:aboutguria.blogspot.com/




 ახალი ამბები
  • მეუფე იოსები: “ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, დათესეთ რამე"“არაფრით არ შეიძლება წირვა-ლოცვის შეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის. იესო ამბობს, როცა მსხვერპლშეწირვა შეწყდება, მაშინ კაცობრიობა დაამთავრებს თავის არსებობას. ღვინოს და პურს ვწირავთ ჩვენ ღმერთს,“ _ ამ სიტყვების მიმართა საკვირაო წირვაზე მრევლს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა. მისივე თქმით, ხალხის 2 პროცენტი ეზიარება, ალბათ, საქართველოში, არც კი იციან რა არის ზიარება. ეტყობა ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხი უზიარებელი არ დარჩეს. ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ჩვენც კათოლიკეებივით, ბატისტებივით და ა. შ. დავკეტოთ ეკლესია და წავიდეთ სახლში. “ ეს რომ ვქნათ, კაცობრიობა დაასრულებს თავის არსებობას. პური და ღვინო არის ქრისტეს სხეული და როგორ უნდა დავიჯეროთ ჩვენ რომ ქრისტეში ვირუსი შევა? არც ხატებთან და ჯვართან მთხვევით ვირუსი არ გადავა, მაგრამ სახელმწიფოს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. ზოგადად მე კი ვფიქრობ რომ არაფერი დაგემართებათ თქვენ, მაგრამ ქრისტიანობა არის მორჩილება და უნდა დავუჯეროთ. პირიქით, ეხლა ეკლესიები უნდა გაიხსნას, რადგან ღმერთი განრისხებულია სამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ მას, რომ მოგვაშოროს ეს საშინელი სენი. გაძლევთ კურთხევას, რომ წირვაზე პირბადეებით მოხვიდეთ, ეს არ არის ცოდვა. ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, ვისაც მიწები გაქვთ, დათესეთ რამე, რომ საკვები გქონდეთ. ეს ვირუსი ხელოვნურია და იმიტომ გაუშვეს, რომ ფულის ერთეული გაქრეს მსოფლიოში.“ - თქვა ქადაგების დროს მეუფე იოსებმა. ... ...
  • ოზურგეთში პოლიციის სამი ავტომობილი მეგაფონით ივლისოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ დღეიდან ოზურგეთის განაპირა ქუჩებზე და სოფლების მიმართულებით, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით პოლიციის სამი ავტომობილი, მეგაფონით ივლის და მოსახლეობას შინ დარჩენაზე გაფრთხილებას მისცემს. პოლიცია ასევე იმ წესებს შეახსენებს მოსახლეობას, რაც გარეთ გამოსულებმა უნდა ... ...
  • სამეგრელოში მანქანით გადაადგილება მკაცრად გაკონტროლდებასამეგრელოში საზოგადოებრივი ტრანსორტის გადაადგილება იზღუდება, ავტომობილებით გადაადგილებას კი პოლიცია გააკონტროლებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსორტის გადაადგილება იზღუდება. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არის მოქმედი. დადგება დამატებითი ბლოკპოსტები რეგიონის მუნიციალიტეტების შესასვლელებში. რაც ნიშნავს, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანით გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში სამი პირის ყოფნაა დასაშვები ანუ მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამავდროულად პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რომ ეს წესი იყოს დაცული“,_ განაცხადა ჩიქოვანმა. ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ გაკონტროლდება სხვა წესების დაცვაც, რაც საგანგებო მდგომარეობის გამო იკრძალება. პრემიერის პრესსიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდატის საათის ... ...
  • მეუფე იაკობი: რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთმეუფე იაკობის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, რომ  ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას. „სახელმწიფო, რასაც იტყვის, ნებისმიერი ქრისტიანისთვის მისაღებია, მთავრობა ნებისმიერი მოქალაქის ჯანმრთელობასა და და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ჩვენ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას. თუ აუცილებელი საჭიროება არ არის, დავრჩეთ სახლში. თუ არ დავიცავთ დადგენილ წესებს, ქვეყანა კარანტინის წინაშე აღმოჩნდება. მადლობა მთავრობას და იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცსებში მონაწილეობს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ... ...
  • COVID 19 _ აკრძალული საკვირაო "რიტუალი" ჩოხატაურში (ფოტორეპორტაჟი) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, საკვირაო ბაზრობები აიკრძალა. გამონაკლისი არც ჩოხატაურის აგრარული ბაზარია. ჯერ კიდევ გასულ კვირას ხმაურიან ადგილას, დღეს უჩვეულო სიჩუმეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ აკრძალული საკვირაო "რიტუალი" ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...