"გურიაში თითქმის ყველა ნიჭიერია... "ერთგულობის" გრძნობას მათში ვერავინ ამოშლის" _ გრიგოლ რობაქიძე

ისტორია

"გურიაში თითქმის ყველა ნიჭიერია... "ერთგულობის" გრძნობას მათში ვერავინ ამოშლის" _ გრიგოლ რობაქიძე

2017 იან 27 17:31:17

ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე - გაშლილი სინთეზია. მოქნილი მთები ბახმაროსაკენ თანდათან ზვიადობით ამართული: თვალუწვდენელი ჭალანი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით გაფენილი.

მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდინარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი ამ სამმუხროვან ლანდშაფტს ერთს ესთეტიკურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით.

განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: იქ ვერ მონახავთ ერთ მყვირალა ფერს. ვერ იხილავთ ვერცერთ უხეშ ხაზს. იქ ყოველი ნაკვეთი რბილია - ნაზი, მჩატე, მსუბუქი, ნარნარი: თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით არ არის აღმართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით, განსაკუთრებით კეკლუცია ჩაქვის მახლობელი მიდამო. ხოლო ეს სიკეკლუცე უფრო რბილად მოდუმებულია, ვიდრე სიკეკლუცე იმერეთული ხტომით ნაყარი.

ძველი მესხეთის ნატეხია გურია, ამის ნიშანი ბევრია. თავდაპირველად „ქართული“, გურული ქართული ლაკონურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით. საქართველოს არცერთ კუთხეში ასე სხარტულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში.

გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამატულია: მოკლე, მკაფიო, მკვეთილი, ჭლეული, თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვა ქართველებზე უფრო იციან. „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი სიტყვები, რაც საქართველოს სხვა კუთხეებისათვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაიფის ჟამს გვხვდება. ძველ მესხთა შაირობა ცნობილია - თაობიდან თაობაზე გადადის. შაირობა გურულებისათვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საამო გასეირნება.

ამაყია გურული, გურიაში ძალზე არის განვითარებული გრძნობა თავის თავისღირსებისა. არისტოკრატობა - „რჩეულობა“ -გურულთა „რასის“მთავარი ნაკადია. ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არის: ყოველ გურულს აქვს თავის გამოჩენა. სიამაყე და გამორჩეულობა რბილ გურულს სასტიკადა ჰხდის. ფირალად გავარდნა გურიაში ჩვეული მოვლენაა - ფირალობას კი უმთავრესად ხასიათი უდევს საფუძვლად.

გურულს გარეგნობაც რჩეული უყვარს.

ცნობილია გურულის სიღარიბე, მიუხედავად ამისა საქართველოს ვერც ერთ სხვა კუთხეში ვერ მონახავთ გურული „ოდის“ თანაკოხტაობას კეკლუცად მორთული ეზოთი. გურია მემკვიდრეა ნელი და მაგარი წინაპრის. მას მხოლოდ „ემჩატება“ კულტურული სვლა. მისი სიფიცხე მხოლოდ ჟესტია არისტოკრატული ზვიადობის. გურულის გენია პლასტიკური ზოლებით იკვეთება, ხალხთა შორის გურული ესპანელებს ემსგავსება თავისი ქედმაღლური ტემპერამენტით.

გურიაში თითქმის ყველა ნიჭიერია, ჩემი მისაზრებით გურულის ნიჭი ჯერ კიდევ მემკვიდრეობის პოტენციით იშლება, გურიაში თითქმის ერთნაირად ნიჭიერნი არიან ყველანი, მაგრამ როცა გურული მემკვიდრეობას მხოლოდ „გამოიყენებს“ ახალი ძალების ამოძრავებით, მაშინ აუცილებლად აისახება ის მანძილი, რომელიც კულტურის ვითარებით თავს ჰყოფს - „შემოქმედ პიროვნებასა“ და „ფართო მასსას“ შორის.

როგორ? - გურია და არისტოკრატია?! გურია და „წარჩინების“ პათოსი?! განა გურიამ არ განამტკიცა საქართველოში სოციალისტური სწავლა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგებოდა არისტოკრატული წარჩინების მიდრეკილებას?! და მართლაც, სოციალ-დემოკრატია საქართველოში გურულებმა შექმნეს, ჯერ მარტო თაოსანთა გვარები: ინგოროყვა, ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ოთხი რამიშვილი, ცინცაძეები, ბენია ჩხიკვიშვილი, შარაშიძეები, ხომერიკი, ნინიძე, ჟორჟოლიანი, დოლიძეები, ლალიანი-მამულაშვილი...მემკვიდრენი ძლევამოსილი წინაპრის, რომელნიც ნივთიერი ყოფის უმწეობას განიცდიან.

გურულს სხვაზე მეტად ესაჭიროება მდიდარი მატერიალური ყოფა ისტორიულ თანდათანობას ისინი ვერ შეურიგდებიან, ამისათვის მათ აკლიათ უკულტუროს თმენა და „გემოს არცოდნა“ - როდემდე ვიცადოთ?! აი, მათი დამახასიათებელი საკითხი. სწორედ, ასეთ მემკვიდრეებს წარმოადგენენ გურულები, ისინი გამოვიდნენ სოციალისტებიდან, რადგან სულით უაღრესად აზნაურნი არიან და ყოფით ღარიბნი.

მიუხედავად იმისა, რომ გურულები სოციალისტური სამოსელით გვეჩვენებიან, მათი ფსიქიკა მაინც აზნაურულია, ყველაფერი შეიძლება ამოშალო გურულში, მაგრამ „წარმატებულობის“ და „ერთგულობის“ გრძნობას მათში ვერავინ ამოშლის. გურულის სიამაყე - „პათოსია მანძილის“, იგულისხმება „ჩემსა“ და „სხვებს“ შორის.

გრიგოლ რობაქიძე, გურია და გურულები

წყარო




 ახალი ამბები
  • არმენოფობიური განცხადება ტელეკომპანია "მთავარის" ეთერშისამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" ეხმაურება ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას  მიერ 5 აპრილს, საავტორო გადაცემა "პოსტ ფაქტუმში"  გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებას. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებაში გენეტიკური ფაქტორის კვლევის შესახებ მომზადებულ სიუჟეტზე კომენტირებისას გადაცემის წამყვანმა არმენოფობიური შინაარსის  შეფასება გააკეთა. სიუჟეტი შეეხებოდა ჰაპლოჯგუფებთან დაკავშირებულ მსჯელობას ინფექციის მიმართ რეზიზსტენტულობაზე და ჰიპოთეტურ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ქართული გენომის მატარებელი ადამიანები ვირუსის მიმართ უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ. აღნიშნულს გიორგი გაბუნიას შემდეგი კომენტარი მოჰყვა:  "უცხოელი მეცნიერები რას ფიქრობენ გავიგეთ, მათი ქართველი კოლეგების მოსაზრებებიც ხომ გაგაცანით, ახლა მე ველოდები სომეხი მეცნიერების დასკვნას. ძალიან მაინტერესებს ჩვენი მეზობლები რომელ გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. დარწმუნებული ვარ აღმოჩნდება, რომ მათი დნმ-ი ქართველებისაზე, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია და კორონავირუსს პირდაპირ ანადგურებს, ვაქცინა და მედიკამენტიც კი არ ჭირდება " აღნიშნული კომენტარი არმენოფობიურია და ადამიანების ეთნიკური ნიშნით სტერეოტიპიზაციას ახდენს. გადაცემის წამყვანის ამ განცხადებით "მთავარმა არხმა" დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლი: "მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე". არა ფობიას! წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიის პროცესში, ქსენოფობიური განწობების გაღვივების ფონზე, მედიამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინის, არ გახდეს ქსენოფობიური განცხადებების წყარო და ნებით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყოს ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას“,_ ნათქვამია ... ...
  • მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინესმოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში  დარეკეს.ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა, თუმცა ნახეს, რომ შველს სხეულზე რამდენიმე ადგილას დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც, ვეტერინარი გამოიძახეს. სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ... ...
  • კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა _ ბოლნისის მერიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა. მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს ... ...
  • 25 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან და თაფლი საჩუქრად მრევლს დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზიარების შემდეგ მრევლს თაფლი დაურიგდა. საჩუქარი მრევლმა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით მიიღო. "ეს ის მცირედია, რითაც გვინდოდა, გაგვეხარებინეთ. ისეთ სიტკბოებას გისურვებთ ცხოვრებაში, როგორი ტკბილიც თაფლია", _ მიმართა მეუფე იოსებმა მრევლს. 25 წლის წინ 7 აპრილს მიტროპოლიტი იოსები შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად ... ...
  • პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...