ადგილი გურიაში, სადაც ადამიანი ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში ცხოვრობდა

ისტორია

ადგილი გურიაში, სადაც ადამიანი ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში ცხოვრობდა

7 თებ. 2019, 12:13:51

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური მდებარეობს მდინარეების _ ჩოლოქისა და ნატანების შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 80 მეტრზე, ოზურგეთის ცენტრიდან 14 კილომეტრის დაშორებით.

სახელწოდება ლაითურის წარმოშობის შესახებ ორი ვერსია არსებობს. გადმოცემის თანახმად, ლაითურის ტერიტორიაზე დასახლებულ დუხობორებს მეფის რუსეთის მთავრობისთვის წერილი მიუწერიათ „Мы живём здесь, где лаят туры“  (ჩვენ ვცხოვრობთ იქ, სადაც ტურები ყეფენ). სწორედ ამიტომ, მოგვიანებით, ამ ადგილს ლაითური შეერქვა.

პროფესორ იური სიხარულიძის მოსაზრებით ლაზიკის სამეფოს დაშლის შემდეგ გურიაში მეგრულ-ჭანური ტოპონომიკა თანდათანობით ჩააანაცვლა ქართულმა. ამ შემთხვევაში ლაითური უნდა უკავშირდებოდეს ვინმე აზნაურ ლაითაძეს, რომელიც ამ ტერიტორიებს ფლობდა.  

ლაითურის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში უცხოვრია. ლაითურის ტერიტორიაზე აღმოჩენილია  გვიანი ნეოლითისა და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლები. ცალკეული ნივთები აღმოჩენილ იქნა 1984 და 1988 წლებში. ლაითურში აღმოჩენილია შემდეგი არქეოლოგიური მასალა: ბრინჯაოს 3 წალდი, 11 თოხი, 13 ცალი სეგმენტი, ზოდები, ბრინჯაოს ცულები და ნამგალი. გარდა სამეურნეო იარაღებისა, დაბა ლაითურის ტერიტორიაზე აღმოჩენილი აანტიკური ხანის ლითონსადნობი სახელოსნოც, რაც იარაღის დამუშავების „მაღალგანვითარებულ“ ტექნიკაზე უნდა მიგვითითებდეს.

ლაითურში იყო გაუვალი ტყე, რომელსაც სამალავად იყენებდნენ იყენებდნენ ტყვეთა სყიდვაში ჩაბმული მოვაჭრეები. გადმოცემის თანახმად, თუ გამტაცებლები მდევარს ამ ტყეებში შეასწრებდნენ, მდევარი პირს მყისვე უკან იქცევდა, რადგან იცოდა, აქ მაინც ვერაფერს გახდებოდა. განსაკუთრებით მრავლად იყო მგელი და ტურა. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება „ლაითურის“ ეტიმოლოგია.

პირველი დასახლებები ლაითურის ახლანდელ ტერიტორიაზე 1911 წელს ჩნდება. რუსეთის იმპერიის მთავრობამ, ლაითურის ყიმირი მიწების ასათვისებლად, აქ ოსმალეთის იმპერიიდან რუსი მოსახლეობა _ დუხობორები  გადაასახლა. დუხობორების ხუთასამდე კომლმა, რომელთაც სესხით თითო ჰექტარი მიწა და ორთვალა  ოდა-სახლები მისცეს, ამ ტერიტორიაზე ორი დასახლება _ უსპენსკოე და ვოზნესენსკოე შექმნა. ნოტიო-სუბტროპიკული ჰავა და დაჭაობებული ნიადაგი ამ ტერიტორიაზე ისეთი კულტურების მოყვანას უწყობდა ხელს, როგორიც იყო სიმინდი, ბრინჯი, კარტოფილი და სხვა, თუმცა 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა ორივე სოფელი აეყარა და გადაესახლებინა ყირიმში.

დუხობორები ფოთის ნავსადგურიდან გემით გამგზავრებულან ყირიმისაკენ, თუმცა ნოვოროსიისკის მიდამოებში მტერს მათი გემი ჩაუძირავს. 1918 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით ოსმალეთის იმპერიის ჯარებს ჰქონდათ დაკავებული.

1926 წლამდე ლაითურში 1650 კვ. მეტრზე ჩაის  პლანტაციები   გაშენდა . 1930 წელს შეიქმნა კიროვის სახელობის ლაითურის საბჭოთა მეურნეობა და დაიწყო ტყის გაჩეხვა. 1935 წელს აშენდა ჩაის ფაბრიკა. 1946 წელს ლაითურის ტერიტორიაზე გაშენებული იყო 1700 ჰექტარი ჩაის, 200 ჰექტარი ტუნგისა  და 114 ჰექტარი ციტრუსის პლანტაცია. მოსახლეობის რაოდენობა აღემატებოდა 1000 ადამიანს.

1953 წელს დასახლებას მიენიჭა დაბის სტატუსი. 1955 წელს გაიხსნა 11 კილომეტრიანი საჰაერო-საბაგირო ჩაის ფაბრიკასა და V, VI და VII აგროგანყოფილებებს შორის. 1958 წლის 14 მაისს ლაითურის მეურნეობაში, ჭანიეთის და ლიხაურის პარალელურად, პირველად გამოსცადეს ჩაის საკრეფი მანქანა, რაც იმდროინდელმა პროპაგანდამ საბჭოთა მეურნეობის უდიდეს წარმატებად გამოაცხადა.

1969 წელს, საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით,  ხულოს რაიონიდან ლაითურში დასახლდა აჭარლების  300 ოჯახი.

1972 წელს, ნიკოლოზ სანიშვილმა ლაითურში გადაიღო ქართული მხატვრული ფილმი „ჩარი-რამა“.

1997 წელს ლაითურის ჩაის პლანტაციის ყოფილი ტერიტორიები კერძო მესაკუთრეებმა შეიძინეს. 2007 წელს ლაითურში ციხის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ამჟამად უსახსრობის  შეჩერებულია.

2012 წლიდან ლაითურში 50 ჰექტარზე გაშენდა ლურჯი მოცვის პლანტაციები. მოცვი  რუსეთსა და გაერთიანებულ სამეფოში იყიდება.

ხაზგასასმელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი _ ლაითურში,  მერიისა და ქ. ოზურგეთის საზღვარზე მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, ლაითურის ეკლესია. ის წარმოადგენს გვიან-შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებაში გამონაკლისს, რადგან თავისი ფორმით ერთ-ერთი გამორჩეულია.

ასეთი როტონდის ტიპის ეკლესიები საქართველოში გარდა გვიანანტიკური წარმართული ტაძრების ნანგრევებისა და ადრექრისტიანული ხანის იშვიათი გამონაკლისისა საქართველოში ცნობილი არაა. ეკლესია გეგმით წრიული ფორმისაა (დმ - 5 მ). დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის მხარეს სამი თაღოვანი სარკმელია გაკეთებული, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის მხარეს - თითო. კარისა და სარკმლების საპირეებად ბაზალტის ქვებია გამოყენებული. კარის დირეზე ჩამკეტი ფოსოებია შემორჩენილი.

სამლოცველოს თაღოვანი გადახურვა აქვს, რომელიც შელესილია და მოხატული. შემორჩენილია მაკურთხებელი უფლის გამოსახულება, რომლის გარშემოც იკითხება მოციქულთა თავის ნაწილები. მხატვრობა გვიანი შუა საუკუნეებისაა.

ლაითურში დგას ასევე სტაროვერების ეკლესია. ის აშენებულია 1928 წელს შემდეგ და ჩამოსხმულია ცემენტით. კომუნისტურ პერიოდში ეკლესია გადაკეთებული იყო სასადილოდ.

მომზადებულია ვიკიპედიას მასალების მიხედვით




 ახალი ამბები
  • არჩილ თალაკვაძე და ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში ახალგაზრდებს შეხვდნენპარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ პროგრამებზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და სპორტის საკითხებზე ისაუბრეს. „სახელისუფლებო გუნდის მთავარი პარტნიორები არიან ახალგაზრდები და სწორედ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ იმ მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩოხატაურში ახალგაზრდებთან, სადაც ვისაუბრეთ განათლების, დასაქმების და სპორტის საკითხებზე. მათ ასევე გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმი. ახალგაზრდებთან მექნება მჭიდრო ურთიერთობა და ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ მათი კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ინიციატივით ... ...
  • ისევ რთულ მდგომარეობაშია - მეჭაურის მძღოლის დაკითხვის უფლება პოლიციას დედამ არ მისცაპოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი კლინიკადან გუშინ, 25 სექტემბერს გაწერეს, თუმცა მის გამოსაკითავად მისულ სამართალდამცველებს ხუმარაშვილის გამოკითხვის უფლება დედამ არ მისცა. არაადეკვატურია ჩემი შვილი, გუშინ ფსიქოლოგს რომ ველაპარაკე და გამომძიებელს შესაძლებელი იყო, რომ დაეკითხათ. ვერ იგებს ბავშვი რატო იყო, სად იყო, რამდენი ხნით, რომ დაიკითხოს სერიოზულ სტრესს მიიღებს ბავშვი, - თქვა გიორგი ხუმარაშვილის დედამ, ნენე ხერხელაურმა. ხუმარაშვილის მშობლების და თიანეთის გამგებლის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. მათი ინფორმაციით, თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ბექაური ახალგაზრდას თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვდა. თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. წყარო: ... ...
  • ჩოხატაურში შვილის ცემისთვის მამაკაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული შ.შ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე - 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-ზე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ... ...
  • გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა (R)N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს.  საქმე ეხება მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ნოდარ ქინქლაძე პატიმრებს გაუპატიურებით დაემუქრა. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიას მსჯავრდებულ შ.ჭ.-ს მეუღლე და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ესაუბრნენ. ამასთან, 25 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს სახალხო დამცველის კომენტარი. მოცემულ თემაზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებთან N8 პენიტენციური დაწესებულების „პატიმრები საუბრობენ სავარაუდო მუქარაზე და ასევე, საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ, თუმცა, საუბარი არის არა ციხის დირექტორზე, არამედ სავარაუდოდ, მოადგილის გვარი იყო ნახსენები“. სწორედ ამიტომ, დაკითხვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ითხოვს არა მხოლოდ ნოდარ ქინქლაძე, არამედ მისი მოადგილე როინ დეკანოიძეც.  აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა კობაიძემ 25 სექტემბერს უარი განაცხადა, გამოცხადებულიყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში და უწყებისთვის მიეწოდებინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამაგიეროდ N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია და მთლიანად სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უწყებებთან, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნოდარ ქინქლაძის და როინ დეკანოიძის მერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისადმი მიმართვაც, ვინაიდან ყველაზე მეტად სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის და პენიტენციური სამსახურის ინტერესში შედის, რომ საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტება ... ...
  • "ადვოკატმა კობაიძემ უარი განაცხადა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე " (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა იმიტომ, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს". ინფორმაციის გავრცელებისთანავე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს და მიიწვია იგი იმისთვის, რომ თუკი მას გააჩნდა მის მიერ დაწესებულების დირექტორის მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მასალა, მოეწოდებინა ეს ინფორმაცია მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. ადვოკატს შეეთავაზა 25 სექტემბერს 11:00 საათზე გამოცხადებულიყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაზეც მან განაცხადა უარი მოუცლელობის მიზეზით და ამის სანაცვლოდ შესთავაზა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ 25 სექტემბერს საღამოს საათებში მივიდოდა პენიტენციურ სამსახურში, ხოლო ადგილზე მისვლის ზუსტ დროს შუადღისას დაასახელებდა. დღეს, 25 სექტემბერს ადვოკატმა კობაიძემ, იმ დროს, როდესაც ვერ მოიცალა მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებისთვის, აქცია გამართა N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ თავად კობაიძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამან არ შეუშალა ადვოკატს ხელი, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით კვლავ გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები. 25 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს, რათა მისი პენიტენციურ სამსახურში მისვლის დრო დაეზუსტებინა, ადვოკატმა მისვლაზე უარი განაცხადა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ვინაიდან თუკი იგი ფლობს რაიმე მტკიცებულებას, როგორც თავად აღწერს, ასეთი საგანგაშო ფაქტის შესახებ, მისი, როგორც უფლებადამცველის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ადვოკატთან მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ორივე საუბარზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. ეს ოქმებიც და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციაც გადაეგზავნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადგენს ჭეშმარიტებას და ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყოველგვარი სპეკულაციები. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls