ამერიკული ვესთერნი _ კინოილუზია და სინამდვილე


ისტორია

ამერიკული ვესთერნი _ კინოილუზია და სინამდვილე

10 სექ. 2019, 15:50:37

ვესთერნის ეპოქის გარიჟრაჟზე, ანუ XX საუკუნის დასაწყისში, კინოილუზია და ცხოვრებისეული სინამდვილე ერთმანეთში მჭიდროდ იყო გადაჯაჭვულ-დაკავშირებული. პირველი ვესთერნები ისეთივე აქტუალური იყო, როგორც 11 სექტემბრის შემდეგ ტერორისტებზე შექმნილი თრილერების მთელი წყება. თავად პირველი ვესთერნი ,,მატარებლის დიდი გაძარცვა” (რეჟისორი ედვინ პორტერი) დაფუძნებული იყო რეალურ ამბავზე, როცა 1900 წლის 29 აგვისტოს ბუჩ ქესიდისა და სანდენს ქიდის ,,ველური ბანდის” წევრებმა ვაიომინგის შტატში გაძარცვეს მატარებელი და გაიტაცეს 5 ათასი დოლარი. როცა ,,მატარებლის დიდი გაძარცვა” ეკრანებზე გამოვიდა, ბუჩ ქესიდი და სანდენს ქიდი სამხრეთ ამერიკაში გადაბარგდნენ და იქ განაგრძობდნენ ბანკების ძარცვას, აშშ-ში დარჩენილი მათი ბანდის წევრმა ქიდ ქერიმ კი, როცა პოლიციამ მის სახლს ალყა შემოარტყა, თავი მოიკლა; დაქირავებული მკვლელი, მეგზური და ცნობილი აპაჩი მეომრის ჯერონიმოს ერთ-ერთი დამტყვევებელი თომ ჰორნი, 12 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ვაიომინგში ჩამოახრჩევს (საბოლოოდ მისი ბრალეულობა მაინც ვერ დამტკიცდა); შერიფი ბილ თილმენი მატარებლის მძარცველს, მომავალ კინოვარსკვალავს ალ ჯენინგსს დასდევდა; სახელგანთქმული შერიფი უაიეთ ერფი ოქროს საბადოებს ამუშავებდა; ბანდიტმა ბილ მაინერმა კი თავისი პირველი მატარებელი ედვინ პორტერის ფილმის ნახვის შემდეგ გაძარცვა (1982 წელს მის შესახებ გადაიღეს კანადური ვესთერნი ,,ნაცრისფერი მელია”)...…ვესთერნის ჟანრმა ბაზისად აიღო აშშ-ის ,,ველური” დასავლეთის ძალადობრივი და სისხლიანი ისტორიები და ის გადააქცია რომანტიზირებულ მითად, მან მსოფლიოს შესთავაზა ამერიკული კინემატოგრაფის ალბათ ყველაზე ცნობილი სიმბოლო _ ქაუბოი (ინგლისურად მწყემსი, მენახირე), ანუ ადამიანი ,,ველური” დასავლეთიდან (,,ველურ” დასავლეთში იგულისხმება აშშ_ს დასავლეთი და ცენტრალური შტატები). მარტოხელა, ცხენზე ამხედრებული ქაუბოი ფართოფარფლიანი ქუდით ანუ სთეთსონით, დეზებიანი ჩექმებითა და თეძოზე ჩამოკიდული კოლტით, როგორც ამბობენ, ამერიკის ყველაზე ადვილად საცნობი სიმბოლოა.  ქაუბოი პირველად თეატრის სცენაზე მელოდრამებში გამოჩნდა, რომლის მოქმედება ხდებოდა ამერიკის საზღვრისპირა რაიონებში. შემდეგ ის უფრო ფართოდ გახდა ცნობილი ფრედერიქ რემინგთონისა და ჩარლზ რასელის ნახატებისა და სკულპტურების შედეგად.

ცნობილი შოუმენის ბაფალო ბილ ქოუდის მიერ შექმნილმა საცირკო სანახაობამ ,,უაილდ უესთმა” (,,ველური” დასავლეთი) კი ქაუბოის მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი, როგორც უბადლო მსროლელსა და ინდიელებთან მებრძოლს. ბაფალო ბილის უაილდ უესთ-ში (საკუთარ წარმოდგენებს ქოუდი არასოდეს უწოდებდა ,,შოუს”, რადგან ამტკიცებდა რომ ეს იყო ნამდვილი ,,ველური” დასავლეთი, სწორედ აქ გამოდიოდნენ გურულები) თამაშდებოდა თეატრალიზებული სცენები: ინდიელების თავდასხმა თეთრ მოსახლეობაზე, დილიჟანსის გაძარცვა, ბიზონებზე ნადირობა და მრავალი სხვა. მაყურებლისათვის ეს სამსაათიანი წარმოდგენები იყო სრულიად ახალი ხილი, ამიტომაც მთელი ამერიკა და ევროპა თავს იკლავდა, რათა შოუზე მოხვედრილიყო. ამ მშვენივრად დადგმულ სპექტაკლებში, რომელიც მიჩნეულია ამერიკული შოუ-ბიზნესის საწყისად, ქაუბოები და ინდიელები აჩვენებდნენ ბრძოლისა და ძარცვის სცენებს, ატარებდნენ შეჯიბრს ჯირითში, ლერიეტის ხმარებასა და მიზანში სროლაში. შოუ იმდენად დამაჯერებლად იყო დადგმული რომ უამრავი მაყურებლისათვის ბაფალო ბილის ,,ველური” დასავლეთი რეალურ ,,ველურ” დასავლეთად აღიქმებოდა. აღსანიშნავია, რომ მაშინაც და მომდევნო წლებშიც, ქაუბოი სოციალური ფენის ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგა. დღეს რომ იგი ამერიკის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიქმება, არა მარტო ვესთერნისა და ,,მალბოროს” რეკლამის დამსახურებაა, არამედ ბაფალო ბილ ქოუდისა.  მიუხედავად იმისა, რომ ქაუბოი ყველა ვესთერნის ,,პირველი ვიოლინოა”, მისი პროფესიონალური საქმიანობა ანუ მენახირეობა და მწყემსობა ეკრანზე თითქმის არასოდეს იყო ასახული. მხოლოდ 1948 წელს გამოსულ ,,წითელ მდინარეში” იყო რეალურად ნაჩვენები ქაუბოების მძიმე და ფათერაკებით სავსე ცხოვრება. ამ მხრივ ასევე ყურადსაღებია ,,ქაუბოი” (1958), ,,ქალფეფერის მენახირე კომპანია” (1972), ,,ქაუბოები” (1972) და სატელევიზიო სერიალი ,,მარტოხელა მტრედი” (1990). მესაქონლეობამ დიდი აღმავლობა სამოქალაქო ომის შემდეგ განიცადა, რომლის შედეგად უზარმაზარი ტერიტორიები გავერანდა. ადამიანებმა დაიწყეს თავისი რქოსანი პირუტყვის გარეკვა ჩრდილოეთით, თავისუფალ სახელმწიფო მიწებზე, გზადაგზა პირუტყვი იკვებებოდა და დანიშნულების ადგილას კანზასის რკინიგზის სადგურებამდე, ის ბევრად უფრო მსუქანი იყო, ვიდრე გზის დასაწყისში. დასავლეთში თეთრი მოსახლეებისათვის ძროხა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ბიზონი ინდიელებისათვის. 1867 წელს პირველად გაიხსნა მარშრუტი, რომელმაც დასაბამი მისცა ნახირის ერთი ადგილიდან მეორეში გადაყვანას. სამოქალაქო ომის შემდგომ პერიოდში თექსასიდან ჩრდილოეთისაკენ ერთი მილიონი მუსტანგი და ათი მილიონი საქონელი იქნა გადაყვანილი. დასავლეთის ყველაზე პოპულარული საქონელი იყო გრძელრქიანი ძროხა ე. წ.Lლონგჰორნ. პირველად ამ ჯიშის ძროხა ამერიკის კონტინენტზე, მექსიკაში, 1521 წელს ვინმე გრეგორიო დე ვილალობოსმა ჩამოიყვანა.  ,,ველური” დასავლეთის ისტორია ეს ამერიკის უახლესი ისტორიაა. მისი ისტორია უმეტესწილად გამოგონილი იყო ჟურნალისტებისა და კინემატოგრაფისტების მიერ.

,,თუ ლეგენდა სინამდვილედ იქცევა, მაინც ლეგენდა დაბეჭდეთ!” _ ეს სიტყვები ეკუთვნის ჟურნალის რედაქტორს ჯონ ფორდის ფილმიდან ,,ადამიანი რომელმაც მოკლა ლიბერთი ველენსი”. თვითონ რეჟისორი კი ამბობდა: ,,...მე ვფიქრობ რომ ეს სასარგებლოა ქვეყნისთვის. ჩვენს ისტორიაში უამრავი ადამიანია, რომელიც თითქოსდა დიდი გმირია, მაგრამ ბევრს კარგად მოეხსენება, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება, მაგრამ ქვეყნისთვის სასარგებლოა, როცა არსებობენ გმირები, რომელთაც პატივს სცემ, რომლითაც ამაყობ...” მუნჯი ვესთერნების ვარსკვლავმა უილიამ ს. ჰართმა ერთხელ განაცხადა: ,,დასავლეთის შესახებ ნათქვამი სინამდვილე ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი სამუშაო”. თუმცა ვესთერნის შემქმნელები და ხშირად თვით ჰართიც, სინამდვილეს ლეგენდას და შელამაზებულ ფაქტებს ამჯობინებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ გმირი არ არსებობს, იგი უნდა გამოიგონო, რაც რომანებმა და განსაკუთრებით ჰოლივუდმა ზედმიწევნით კარგად შეასრულა. ისტორიის შელამაზების მცდელობა უკლებლივ ყველა ქვეყანაში იყო, გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენთანაც ხდებოდა ისტორიული უარყოფითი პერსონაჟების იდეალიზება. ამის საუკეთესო მაგალითია მეორე ტალღის გურული ფირალების, იგივე ტერორისტების (დათიკო შევარდნაძე, კიკია მამულაიშვილი, სიმონა დოლიძე, ერასტი ჯორბენაძე და სხვა) შესახებ შექმნილი ფოლკლორული ეპოსი სიმღერებისა და ლექსების სახით. ეს ,,თოფიანი კაცები” იარაღითა  და ძალადობით წყვეტდნენ საკუთარ პრობლემებს და თვითონაც ძალადობრივი სიკვდილით ასრულებდნენ სიცოცხლეს.

საინტერესოა, რომ ,,ველურ” დასავლეთზე შექმნილი ბულვარული რომანებისა და ფილმების რეალურმა გმირებმა, ვინც იხილეს კინემატოგრაფის გაჩენა, თვითონაც მონაწილეობდნენ ფილმებში, ანუ ახალი მითოსის შექმნაში: ბაფალო ბილ ქოუდი ფილმში ,,ბაფალო ბილის თავგადასავალი” (1917), შერიფი უაიეთ ერფი ,,მეტისში” (1919), შერიფი ბილ თილმენი თვითონვე დგამდა და მონაწილეობდა ვესთერნებში, სადაც რეალური ბანდიტები (ალ ჯენინგსი, ემეთ დოლთონი) და კანონის დამცველები თამაშობდნენ, სახელგანთქმული მძარცველის ბანდიტის ჯესი ჯეიმსის შვილმა მამამისი განასახიერა ვესთერნში ,,ჯესი ჯეიმსი შავი დროშის ქვეშ” (1920) და მრავალი სხვა.

,,ველური” დასავლეთის მიმართ დიდი ინტერესის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზთაგანი იყო მთელ ამერიკაში გავრცელებული იაფი ბულვარული რომანები ,,ველური” დასავლეთის ცნობილ პერსონაჟებზე, ბანდიტებსა და შერიფებზე, რომლის ავტორები თხზავდნენ და ალამაზებდნენ მათ საქმიანობასა და ცხოვრებას. ერთი ასეთი ავტორი, ვილბურ ოლსენი (ამ პერსონაჟის პროტოტიპია ნედ ბანთლაინი, რომელმაც რომანებში ბაფალო ბილ ქოუდის რომანტიზირებული და ჰეროიკული სახე წარმოაჩინა) განასახიერა სემ ფექინფამ ფილმში ,,ჩაინა 9 ლიბერთი 37” (რეჟ. მონთე ჰელმანი, 1978).

,,ადამიანებს აღმოსავლეთში სჭირდებათ ლეგენდა ამერიკის დასავლეთის შესახებ, რომელსაც დაუჯერებენ და ირწმუნებენ... მათ ტყუილი სჭირდებათ _ ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანს,” _ ამბობს ფექინფას პერსონაჟი. ამ რომანებმა, რომელთაც სხვანაირად ,,დაიმ ნოველს” ეძახდნენ (სიტყვიდან ,,დაიმ” -ათცენტიანი, ზუსტად ამდენი ღირდა ეს ნაწარმოებები), მყარად ჩაუნერგეს მკითხველს ის აზრი, რომ ,,ველური” დასავლეთი ეს დაუსრულებელი და ამაღელვებელი თავგადასავლებით სავსე სამყაროა, სადაც მეფობენ ვაჟკაცი და უშიშარი ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ წამს მზად არიან დაეხმარონ უმწეო და გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს.  ამ წიგნების გმირები რეალურად არსებული ადამიანები იყვნენ, როგორც, მაგალითად, ცნობილი მეგზური და მებრძოლი კით კარსონი. ერთხელ ინდიელებმა ერთი ოჯახი ამოწყვიტეს, დედა-შვილი კი ტყვედ წაიყვანეს. ჯარისკაცებმა დახმარებისათვის ქარსონს მიმართეს. სულ მალე მან იპოვა გამტაცებლები და ინდიელებზე თავდასხმა გადაწყვიტა, მაგრამ მეთაურმა იგი გააჩერა და ინდიელებთან მოლაპარაკება დააპირა. პასუხად ინდიელებმა ქალი მოკლეს და გაუჩინარდნენ. ქალის გვამთან ქარსონმა აღმოაჩინა ათცენტიანი რომანი, რომლის გმირი თავად გახლდათ. წიგნში მოთხრობილი იყო, თუ როგორ ეხმარებოდა გაჭირვებაში ჩავარდნილთ უშიშარი ქარსონი. მოგვიანებით, თავის მემუარებში ქარსონი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ის ბრიყვული წიგნი მას დიდი ხნის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა. გამოგონილმა გმირმა რეალურს აჯობა.




 ახალი ამბები
  • საქართველოში მტკნარი წყლის აკვაკულტურის შესახებ ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა იწყებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადეს მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ. კვლევა ჩატარდება „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D). გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირისწარმომადგენლობას სურთ გააძლიერონ თანამშრომლობა მტკნარი აკვაკულტურის სფეროში, რისთვისაც გათვალისწინებულია ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება. პირველ ვირტუალურ შეხვედრაზე შედგა საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ევროკავშირისათვის VCA4D-ის ექსპერტთა ჯგუფის წარდგენა. შეხვედრა გახსნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა, მეთიუ ბრუკმა. შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისათვის საჭირო პლატფორმის შექმნაზე. საქართველო მდიდარია მტკნარი წყლის რესურსებით, რაც, განსაკუთრებით მცირე მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის, ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით, მნიშვნელოვნად განაპირობებს აკვაკულტურის განვითარებას. საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. VCA4D-ის პროცესი აღნიშნული პირველი შეხვედრით დაიწყო. 2021 წლის გაზაფხულზე დაგეგმილია  VCA4D-ის ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა, შემდეგ კი საბოლოო ანგარიშის მომზადება და წარდგენა, სავარაუდოდ 2021 წლის ივნისი/ივლისში. VCA4D-ის ფარგლებში საქართველოში აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს ოთხი საერთაშორისო და ქართველი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი. VCA4D პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს Agrinatura - ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ჰყავს 35-ზე მეტი წევრი ევროპის მასშტაბით. სასოფლო-სამეურნეო და თევზჭერის განვითარების, ინკლუზიურობისა და მდგრადობის შესახებ მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნის მისაღებად, VCA4D ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზსეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი; პერსპექტივიდან ატარებს. აღნიშნულ ინტერდისციპლინარულ და ძირითადად რაოდენობრივ ინფორმაციას პოლიტიკაში, პროგრამებსა და მოლაპარაკებებში გადაწყვეტილების მიმღები პირები იყენებენ. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულია ან მიმდინარეობს 40 მსგავსი ... ...
  • სად მიდის ქართული მანდარინი?წელს ციტრუსის ექსპორტი გაიზარდა. 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში საქართველოდან ექსპორტის სახით 35.4 ათასი ტონა მანდარინი გავიდა, რამაც ქვეყანას 17.3 მილიონი დოლარი მოუტანა. ეს 6.3 ათასი ტონით და 2.3 მილიონ დოლარით მეტია, ვიდრე შარშან. ქართული მანდარინი, რომელიც დასავლეთ საქართველოში – სამეგრელო, აჭარა, გურიაში ხარობს, უმეტესწილად რუსეთში გააქვთ. წელს მანდარინის თითქმის 60 პროცენტი (20.5 ათასი ტონა) სწორედ რუსეთში გაიტანეს. ქართული მანდარინის რვა პროცენტი (7.6 ათასი ტონა) სომხეთში წავიდა, ხოლო 15 პროცენტი – უკრაინაში. უმნიშვნელო რაოდენობით ქართული მანდარინი გადის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც – მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში. ოფიციალური მონაცემებით, საშუალოდ საქართველოში ყოველწლიურად 60-65 ათასი ტონა ციტრუსი მოდის. აქედან, ექსპორტზე დაახლოებით ნახევარი გადის. FAOSTAT-ის 2016 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს მანდარინის მწარმოებელ 73 ქვეყანას შორის წარმოების მოცულობის მიხედვით 30-ე ადგილზეა. მანდარინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე. საქართველოში მანდარინის წარმოება საკმაოდ ცვალებადია, რაც ძირითადად კლიმატურ პირობებთან ერთად მეწლეურობაზეც არის დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველ მეორე წელს კარგი/ცუდი მოსავალია. ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელი 2005 წელს დაფიქსირდა, როცა 113.4 ათას ტონა მანდარინის წარმოება მოხდა ქვეყანაში. ციტრუსის დაახლოებით 70% იწარმოება აჭარაში. შემდგომ მოდის გურია (22.4%), სამეგრელო (5.6%) და იმერეთი (0.5%). საქართველოში ციტრუსოვანი კულტურების უმეტესი ნაწილი მანდარინზე მოდის (დაახლოებით 92%). წყარო: ... ...
  • ოპოზიცია საერთო განცხადებით მიმართავს მმართველ პარტიასოპოზიცია საერთო განცხადებით მიმართავს მმართველ პარტიას. „ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას და შესაბამისად ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ ოცნების მიერ  წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს. მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ  - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება. ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. როგორც ჩანს ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს  აიძულებდა უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე . ქართული ოცნების არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა. ჩვენ დღესაც მივმართავთ ქართულ ოცნებას  -  დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. ასევე ვაცხადებთ რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს. ლელო გირჩი - მეტი თავისუფლება ევროპული საქართველო სტრატეგია აღმაშენებელი საქართველოს ლეიბორსტული პარტია ბლოკი ძალა ერთობაშია - პროგრესი და თავისუფლება ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის რესპუბლიკური ... ...
  • გადაწყვეტილება ცნობილია- განახლდება თუ არა სწავლა ოზურგეთშიოზურგეთში, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი ხდება. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი აცხადებს: „მეგობრებო!  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  - 42 საჯარო და 2 კერძო სკოლა- 2021 წლის 1 თებერვლიდან  სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დაწყებულია მასწავლებელთა ტესტირება კოვიდინფექციასთან მიმართებაში და პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, ყოველ 2 კვირაში ერთხელ. გისურვებთ ჯანმრთელობას და ... ...
  • ეკრანზე მოსაუბრე მასწავლებელი, რომელსაც შეგიძლია, დედის უჩუმრად, ხმა გამოურთოოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მანანა მექვაბიშვილი მუშაობის 45-წლიან სტაჟს ითვლის. 2020 წელს, მას პირველად მოუხდა ბავშვებისთვის ანბანი და ციფრები ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ესწავლებინა. პირველკლასელთა დაცარიელებული ოთახი შემოქმედის სკოლაში “1974 წელს დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის ინსტიტუტი. მუშაობა დავიწყე ნასაკირალის საშუალო სკოლაში, სადაც 13 წელი ვიმუშავე. შემდეგ გადმოვედი სამუშაოდ შემოქმედის საჯარო სკოლაში. შემოქმედის სკოლაში ვმუშაობ 32 წელია... ათი ცხოვრება რომ მქონდეს, ათივე ცხოვრებაში პედაგოგობას ავირჩევდი. ბავშვებთან უშუალო ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მაძლევს მეც დიდ ენერგეტიკას და აი, ეს ენერგეტიკა იკარგება ახლა. წლევანდელ პირველკლასელებს, სამწუხაროდ, არც კი ვიცნობ, რადგან სკოლაში მხოლოდ15 დღე ვიყავით ერთად... მოცემულ მომენტში ჩემი ბავშვების მასწავლებლად ვერ ვგრძნობ თავს, უფრო მშობლების მასწავლებელი ვარ _ ვასწავლი მშობლებს, როგორ ასწავლონ შვილებს. კიდევ კარგი, რომ ამ პანდემიის დროს ონლაინ სწავლება მაინცაა შესაძლბელი, რაღაც ურთიერთობა მაინც გვაქვს და ეს ბავშვები არ დარჩნენ განათლების გარეშე. ის, რაც ხდება საკლასო ოთახში, ეს არის განუმეორებელი და არ შეიძლება მოხდეს ტექნიკის მეშვეობით“, _ ჰყვება “გურია ნიუსთან“ მანანა მექვაბიშვილი. მანანა მექვაბიშვილი: “საკლასო ოთახში სულ სხვა ურთიერთობაა. ბავშვები სახლში  მშობლების გვერდით არიან; ზოგი _ ტირის, ზოგი _ არ მპასუხობს ონლაინ. ჩემი მოსწავლეების მშობელს უთქვამს: რომ იცოდეთ როგორ გაინცდის ბავშვი კომპიუტერთან ჯდომას და პასუხის გაცემას, ეს არ ჩანს ონლაინო. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნის გამოცდილება მაქვს, ახლა ვსწავლობ ბავშვის ფსიქოლოგიას. მაშინ, წლების წინ, ვფიქრობდით, რომ ბავშვი უნდა მორგებოდა მასწავლებელს და არა მასწავლებელი - ბავშვს... ვფიქრობ, 90-იანებში ჩვენ ვზრდიდით მორჩილ ბავშვებს და ახლა კი თავისუფალ ბავშვებს ვზრდით“. როგორია მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის ურთიერობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როგორია ამ სამეულის თანამშრომლობა ონლაინ რეჟიმში, საკლასო ოთახის გარეშე? ლადო აფხაზავა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ კომუნიკაცია მასწავლებელს და მოსწავლეს შორის, გარკვეულ წილად, გაუმჯობესდა კიდეც; ბევრი მისი კოლეგისგან სმენია, რომ ონლაინ გაკვეთილების დროს, უფრო მეტი ბავშვი აღმოაჩინა, რომელიც ონლაინ სივრცეში უფრო გააქტიურდა. "პანდემიამდე, პედაგოგების უმეტესობამ არც კი იცოდა სოციალური მედიის და სხვა პლატფორმების გამოყენება; ბავშვებმა კი ძალიან კარგად იციან კომპიუტერული პროგრამები, სოციალური მედია და ამ კუთხით მოხდა მასწავლებლის და მოსწავლის თანამშრომლობა. “თიმსის“ გამოყენების შესასწავლად ტრენინგი ჩაგვინიშნეს და მაშინ ვუთხარი ჩემს კოლეგებს, გვეთანამშრომლა ჩვენს მოსწავლეებთან, მივწერეთ ბავშვებს და ისინიც წამოვიდნენ თანამშრომლობაზე. დისტანციურად, წესების დაცვით სკოლის მოსწავლეებისგან მივიღეთ დამატებითი ცოდნა, რაც, ვფიქრობ, ძალიან ღირებული იყო. ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემი მოსწავლისგან ბევრი ვისწავლე და ძალიან კარგად გადმოცემდა სასწავლო მასალას. ჩვენ ციფრული თაობის მასწავლებლები ვართ _ პანდემიამ გამოაჩინა, რომ ციფრულ ტექნოლოგიებში მოვიკოჭლებდით და ახლა გამოჯანმრთელების ეტაპზე ვართ. ყველაფერი დაძლევადია, მთავარია, ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ". საბა ბედინეიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის მე-12-ე კლასის მოსწავლეა. საბა ბედინეიშვილი “არ ვარ ონლაინ სწავლების მომხრე, თუმცა ფაქტია, რომ რიგ შემთხვევაში, ეს აუცილებელია. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა უკიდურესი ფორმაა, რომელსაც სახელმწიფომ შეიძლება მიმართოს. სკოლები, ასეთ დროს, უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე. მთავარი განსხვავება ოფლაინ და ონლაინ სწავლებას შორის ისაა, რომ ონლაინში ვერ ხდება სრულფასოვანი კომუნიკაცია ერთმანეთთან, ვერ ვაფიქსირებთ ერთმანეთის ემოციებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია; საგნებს ნაკლები დრო ეთმობა და ასე შემდეგ. მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ როგორმე ეს დანაკლისი აგვინაზღაურონ, მაგრამ მაინც არასაკმარისია და უშუალო კომუნიკაციას ვერ ანაცვლებს.  პირადად მე არ შემქმნია პრობლემა კომპიუტერის ან ინტერნეტის სისტემატურად არქონის გამო, თუმცა, ხშირად აქვს ხარვეზი როგორც თიმსს, ასევე ინტერნეტს, რაც ქმნის ძალიან დიდ დისკომფორტს. ვისურვებდი, რომ სწავლა სკოლებში რაც შეიძლება მალე განახლდეს“, _ ამბობს საბა ბედინეიშვილი. თაზო ჯოჯუა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლე: “ყველამ კარგად რამხელა დაბრკოლების წინაშე დავდექით, როცა დისტანციური ურთიერთობები უნდა გვესწავლა _ ონლაინ სამყაროში აღმოვჩნდით რეალური სივრცის გარეშე. წარმოუდგენლიც კი იყო სწავლების დისტანციური ფორმატით გაგრძელება; განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ტექნოლოგიები და კომპიუტერი “ეშმაკის მანქანად“ იყო წოდებული. ძნელია იურთიერთო, ისწავლო, გასცე, განვითარდე დისტანციურად თუ არ ფლობ ყველა საჭირო ტექნოლოგიას. არადა, ჩვენ შეგვიძლია სივრცე, რომელშიც შემოერთებას ხელს ვერ შეუშლის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ჯანსაღი, სწორი ურთიერთობების წყაროდ ვაქციოთ. მთავარია, ვფლობდეთ ტექნოლიგებს, ონლაინ რესურსებს და მივხვდებით, რომ ეს არის სივრცე, რომელსაც ჰორიზონტი არ გააჩნია. გეთანხმებით ყველას, ვისაც სოციალური და არა დისტანციური ფორმატის ურთერთობები გირჩევნიათ, მაგრამ აქ, ახლა და ამ მდგომარეობაში, ჩემი და შენი ჯანმრთელობისთვის, დისტანციური პროცესი ჯობს. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობა დისტანციურ პროცესში საკმაოდ სტრესულია ორივე მხარისთვის, მაგრამ თვითგანვითარების მაძიბელ მასწავლებელსა და მოსწავლეს იმაზე მეტი შეუძლია ამ უჰორიზონტო სივრცეში, ვიდრე ეს დისტანციური ურთერთობებია". თაზო ჯოჯუა ქეთი გობრონიძე, პროგრამის _ “მომავლის თაობა“ კოორდინატორი გურიაში ამბობს, რომ ყველაზე მწვავედ ინტერნეტსა და კომპიუტერზე დაბალი წვდომის პრობლემა დგას; ასევე, სწავლა-სწავლების პროცესი ვეღარ არის ისეთი ცოცხალი და აქტიური; გართულებულია მოსწავლეებთან ინფორმაციის მიტანა და მასწავლებელთან უკუკავშირი; დაბალია  ტექნიკისა თუ პროგრამების გამოყენების კომპეტენციაც. ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია ბოლქვაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიამბობს: ნათია ბოლქვაძე "მარტიდან ივნისამდე რთული, თუმცა საინტერესო ეპიზოდი გავიარე ჩემს მეოთხეკლასელებთან. ერთად ყოფნა დავასრულეთ დისტანციურად. ჩვენმა ოთხწლიანმა თავგადასავალმა (ასე ვუწოდებდით ჩვენს საქმიანობას სკოლაში) დისტანციის უარყოფითი, მკაცრი მხარეები დაასუსტა_ ონლიან ისევ გვიყვარდა ერთმანეთი, ისევ ვქმნიდით, ისევ ვთხზავდით, ისევ ვიკვლევდით... რაც ძალიან მნიშნელოვანია, ერთად ყოფნის, ერთმანეთისთვის ინივიდუალური  და არა ჯგუფური ( რომელიც ძალიან მოსწონთ ბავშვებს)  ნამუშევრების  გაზიარების სურვილი გაამძაფრა. მომავლის იმედით დავშორდით ერთმანეთს და გვქონდა სლოგანი #მალეჩაგეხუტებით. წელს პირველი კლასების მასწავლებელი ვარ. 1995 წლიდან აქ ვარ და, რაც დრო გადის, უფრო დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, პირველკლასელების მასწავლებლობა ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. უკვე მერვედ შევდივარ პირველ კლასში და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ემოცია მეუფლება: ღმერთო, შემაძლებინე! მეშინია? ვერ ვიტყვი, რომ მეშინია _ უკეთ მინდა გამომივიდეს. სხვა თაობა მოდის და სხვანაირი დახვედრა უნდა... წარმოგიდგენიათ მასწავლებელი, რომელიც ტირის (უფრო ზლუქუნებს გულიანად) “აი, იას“ გაკვეთილის  წინა დღეს? გაგიკვირდებათ, ალბათ... საკლასო ოთახში საზეიმო განწყობას, ხვალინდელ დილას, აციმციმებული თვალების შემონათებას რომ ელოდები, და... გირეკავენ, ონლაინზე გადავდივართო“... საკლასო ოთახში საზეიმო განწყობას რომ გამოუკეტავ კარს! ამ დროს სულ არაა მოულოდნელი იტირო... უფლება არ გაქვს ჩაიმუხლო, უნდა ადგე და გამოსავალი იპოვო; ჰოდა, კორონას ფერებმა ვერ შეცვალა ჩვენი “აი, იას“ ორშაბათი. ჩვენ მაინც მოვშაქრეთ ანბანი. დიდი ტვირთი ჩემი მოსწავლეების მზრუნველმა მშობლებმა აიღეს თავის თავზე.  მათი დახმარების გარეშე, დავრჩებოდი ტელევიზორში მოსაუბრე მაწავლებლად, რომელსაც შეგიძლია პულტით ხმა დაუწიო... ერთად შევძელით ჩემი ყველაზე, ყველაზე საყვარელი ბავშვების ყურადღების კონცენტრირება თიმსკლასში (ასე ვეძახით ვირტუალურ საკალსო ოთახს)". მადონა ქურდაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჯვარცხმის საჯარო სკოლაში ასწავლიდა, როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო. ახლა ის რუსთავში აგრძელებს საქმიანობას: მადონა ქურდაძე  “2020 წლის გაზაფხულის გამოწვევის წინაშე, როგორც სხვები, ჩვენი სკოლაც დადგა. შეძლებისდაგვარად შევეცადე დროულად მომეხდინა რეაგირება, რომ ჩემს მოსწავლეებს არ გასჭირვებოდათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევა. მოგეხსენებათ ზამთრის ვირუსები ყოველთვის აქტიური პრობლემა იყო იანვარსა და თებერვალში. ამიტომ, ვირუსებიდან გამომდინარე, გაცდენები მოსწავლეებს თებერვალშიც ჰქონდათ, ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო კი, სწავლა მარტის დასაწყისშივე შეწყდა გაურკვეველი ვადით. უნდა მიმეღო გარკვეული ზომები, რომ მოსწავლეებისათვის ხანგრძლივი არდადეგები “დამღუპველი“ არ ყოფილიყო.  ეროვნული გეგმის სტანდარტიდან და საგნის სახელმძღვანელოს თემატიკიდან გამომდინარე,  შევადგინე  მატერიალური სახით  ე.წ. „გზამკვლევი მშობლებისთვის“, სადაც სახელმძღვანელოს კვალდაკვალ შესასწავლი თემები  დეტალურად იყო გაწერილი დროში; ხაზგასმით აღვნიშნე შესასწავლი თემის მიზანი, რომ მშობლისთვის და ბავშვებისთვის გასაგები ყოფილიყო საკითხის შესწავლის მნიშვნელობა. აგრეთვე, გზამკვლევში დეტალურად აღვწერე მასალის ახსნის მეთოდი და აქტივობები. თუ რა მეთოდით მიეწოდებინათ ესა თუ ის საკითხი შვილებისთვის. განვსაზღვრე მოსალოდნელი შედეგებიც, რათა მშობლებს არ ჰქონოდათ გადაჭარბებული ან პირიქით _ მიზერული მოთხოვნები ბავშვების მიმართ და დაეცვათ ზომიერება საკითხის შესწავლის დროს. გზამკვლევს თან ახლდა რესურსიც (გმირის რუკა, პერსონაჟის დახასიათების რუკა, ასოციაციური რუკა, სიტყვის პირამიდა, სიტყვების სკივრი და ა.შ.). პარალელურად კი, სატელეფონო კავშირით გვქონდა აქტიური კომუნიკაცია მოსწავლის მშობლებთან. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მოსწავლეების მშობლების აქტიური მხარდაჭერა და თანამშრომლობა აღმოჩნდა დადებითი შედეგის მიზეზი; რომ არა მათი თანადგომა, ჩემ მიერ დასახული მიზანი წარმატებით ვერ გახორციელდებოდა. რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორისგან ქალბატონ  მალვინა ოსეფაიშვილისგან  მქონდა აქტიური მხარდაჭერა; მან უზრუნველყო რესურსისთვის კარტრიჯი,  A4 ფორმატის ფურცლები და დამზადებული მატერიალური რესურსის ტრანსპორტირება თითოეულ მოსწავლემდე. პანდემიის გახანგრძლივების გამო, აპრილის დასაწყისში განათლების სამინისტრომ მიიღო გარკვეული ზომები, რომ მოსწავლეებისათვის სწავლა გაგრძელებულიყო ონლაინ რეჟიმში. გაჩნდა რეკომენდირებული თიმსის პროგრამა, რომელიც თავად მასწავლებლებისთვისაც სიახლე იყო და საჭიროებდა მასწავლებლების მხრიდან გარკვეული უნარების განვითარებას. თუმცა, მხოლოდ ეს არ იყო პრობლემა. მთავარი პრობლემა იყო რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა და მოსწავლეებისთვის ინტერნეტის არქონა. მხოლოდ 3 მოსწავლეს ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა. ამიტომ, დანარჩენებთან კვლავ მატერიალური გზამკვლევებით და სატელეფონო კომუნიკაციით გავაგრძელე მუშაობა. მიუხედავად პანდემიისა, ვთვლი, რომ 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დავასრულეთ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით მშობლებს, თავად მოსწავლეებს და სკოლის ადმინისტრაციას“, _ ამბობს მადონა ქურდაძე. ორგანიზაცია  “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებულ კვლევაში აღნიშნულია: “რესპონდენტების თქმით, დისტანციური სასწავლო პროცესის დანერგვისას, მნიშვნელოვანი როლი მშობელთა ჩართულობას ენიჭებოდა, განსაკუთრებით კი დაწყებით საფეხურზე. პედაგოგები და დირექტორიები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ პანდემიის პირობებში მშობელთა გააქტიურება ნამდვილად იგრძნობოდა. რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ უზრუნელყოთ შვილების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, რაც გამოიხატებოდა საჭირო ტექნიკის შეძენას ან საკუთარის თხოვებაში, ასევე შვილებისთვის საჭირო ინტერნეტ მეგაბაიტებით უზრუნველყოფაში. მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ პანდემიის პირობებში მშობლებს გამოუჩნდათ მეტი დრო, დაინტერესებულიყვნენ და თავად შეეფასებინათ შვილების შესაძლებლობები და ამავდროულად, პედაგოგთა მიერ გაწეული შრომაც. მასწავლებლების თქმით, ხშირად იყო შემთხვევა, როცა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გვერდით ესხდნენ მშობლები და ეხმარებოდნენ პროცესთან ადაპტირებაში. ეს გარემოება თავდაპირველად პედაგოგებისთვის ერთგვარი ბარიერიც იყო, ისინი მეტად გრძნობდნენ შფოთვასა დადაძაბულობას, რადგან მათ გაკვეთილებს ისმენდნენ მოსწავლეთა ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის მშობლები და ბებია-ბაბუები. ეს გარემოება, რესპონდენტთა თქმით, აიძულებდათ, საგაკვეთილო პროცესისთვის მეტად მომზადებულიყვნენ. თუმცა, პედაგოგთა თქმით, იყო შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებს სურდათ, დახმარებოდნენ ბავშვს, რაც გამოიხატებოდა კარნახში, წამოძახილში და მათ “ზედმეტ აქტიურობაში“. “დისტანციური სწავლების რეჟიმი მშობლებისთვის გამოსაფხიზლებელი აღმოჩნდა. როდესაც დაინახეს მათი შვილი რას აკეთებს, გაკვეთილზე მასწავლებელი თურმე როგორ შრომობს, თურმე როგორი კონკურენციაა, რა როგორ უნდა გააკეთოს, ფაქტობრივად მშობელი აღმოჩნდა გაკვეთილზე ყოველდღიურად და უკეთესად დაინახა, შეაფასა მოლოდინები, რისკები, და უფრო გააქტიურდნენ, სკოლის ცხოვრებაში“ (კვლევაში მონაწილე პედაგოგი). “თამამად ვიტყვი, რომ მშობლები რომ არა, მე აქედან ბავშვების ქცევას ვერ ვმართავდი. აბსოლუტურად ჩართულები იყვნენ მშობლები. ყველა დავალებაზე უკუკავშირს წერდნენ, “აქ გაგვიჭირდა“, „აქ ასე გავაკეთეთ“, „აქ კარგად გავაკეთეთ, ჩემი დახმარება არ დასჭირვებია“.  რა დროსაც არ უნდა დამერეკა, მიმეწერა, ისინი სრულყოფილად, ძალიან დამაჯერებლად მცემდნენ პასუხს და ეს მეხმარებოდა ამ უკუკავშირის პროცესში ძალიან“ (პედაგოგი)  „ძალიან აქტიურები აღმოჩნდნენ ჩემი მოსწავლეების მშობლები, უფრო მეტად აქტიურები, ვიდრე სკოლაში; უფრო დაინტერესებულები. მეც ძალაინ მომზადებული ვიყავი, თითქოს მეც მისმენდნენ ოჯახის წევრები და მამოწმებდნენ. ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის“ (პედაგოგი). რესპონდენტების თქმით მაღალი საფეხურის მოსწავლეთა მშობლები პროცესში ნაკლებად ერთვებოდნენ. დირექტორთა თქმით, კლასის დამრიგებლები ყველა მშობელს უკავშირდებოდა, თუმცა, მაღალკლასელებს მნიშვნელოვანი დახმარება ამ პროცესში არ სჭირდებოდათ. შესაბამისად, მშობლის ჩართულობის მნიშვნელობაც არ იყო ისეთი მაღალი, როგორც ეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შემთხვევაში. თავად პედაგოგები მხოლოდ იმ შემთხვევაში უკავშირდებოდნენ მაღალკლასელთა მშობლებს, როცა მოსწავლე გაკვეთილზე არ ესწრებოდა. რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ კომუნიკაცია მშობელებთან მეტწილად Facebook-ჯგუფების გამოყენებით ჰქონდათ, რომლებშიც გაწევრიანებული იყვნენ დამრიგებლები და კლასის მოსწავლეთა მშობლები, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორმა შექმნა მშობელთა ჯგუფი, რომელშიც ერთიანდებოდნენ სკოლის თითოეული კლასის 1 ან 2 მშობელი, რომლებიც აჟღერებდნენ კლასის პრობლემებს და ასევე დირექტორის მიერ გაჟღერებულ სიახლეებს აწოდებდნენ დანარჩენ მშობლებს. დირექტორის შეფასებით, ამგვარი ურთიერთობა პროცესს უფრო სტრუქტურირებულს ხდიდა“, _ ნათქვამია კვლევაში. სამწუხაროდ, საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა ისევ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, თუ რა პრობლემები ან სიახლეები მოიტანა ონლაინ სწავლების პროცესმა პანდემიის პირობებში. რომ არა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობა, პროცესი სულ ერთი წინადადებით შეიძლებოდა აღგვეწერა _ “ეკრანზე მოსაუბრე მასწავლებელი, რომელსაც დედის უჩუმრად,  შეგიძლია ხმა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....