აფხაზეთის ომის გმირის ღირსებით განვლილი ცხოვრება და ოჯახი ხელისუფლების დახმარების მოლოდინში

საზოგადოება

აფხაზეთის ომის გმირის ღირსებით განვლილი ცხოვრება და ოჯახი ხელისუფლების დახმარების მოლოდინში

2018 იან 22 16:00:48

"მამაჩემი ლოთი მოქანდაკეა დედაჩემი კი მამაჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული მხატვარი. დავიბადე იმ წელს, როდესაც ცბიერების იმპერიის ბოროტი გენია სტალინი მოკვდა, სექტემბრის ყველაზე მაგიური ციფრით _ 19-ით აღნიშნული ცხელი დღის დილას, დრაკონის საათზე ყარაჩოღელთა ნეტარ ქალაქ თბილისში, ვერაზე. ვიზრდებოდი ლამაზ სატიოს უბანში, ვსწავლობდი აკადემიურად აკადემიურ ცხოვრებას გასპეცებულ საშუალო სკოლაში. უნივერსიტეტი მშვენიერი თავგადასავლების წყაროდ იქცა, ჯადოსნურ წყაროდ. ეხლა კი ათასი გზების საოსტატოს ძველი მოხეტიალე შეგირდი, გრძნობათა სამყაროს რჩეული, თქვენი სტუმარი ვარ, ღვთისნიერნო, თქვენივე სურვილით..." _ წერს მხატვრულ ავტობიოგრაფიაში აფხაზეთის ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდნოსანი მალხაზ ვაჩეიშვილი _ "ვაჩე", როგორც მას მეგობრები ეძახდნენ.

ბავშვობა

მალხაზ ვაჩეიშვილი 1953 წლის 19 სექტემბერს მხატვართა ოჯახში დაიბადა. დედა ლამარა ღვინერია ფერმწერი იყო, მამა იური (დავით) ვაჩეიშვილი _ მოქანდაკე. მალხაზი მშობლებთან და უმცროს დასთან ერთად ხშირად სტუმრობდა თავის მშობლიურ სოფელს _ კოხნარს.

"თითქმის მთელი ბავშვობა სოფელში გავატარეთ. ძალიან გვიყვარდა აქ ყოფნა. მალხაზი ჭკვიანი ბავშვი იყო. ყველაფერი აინტერესებდა და იმას, რაც აინტერესებდა, სწავლობდა. მან მასწავლა ხატვა, ჭადრაკი, ორთაბრძოლა.

ასე ვიტყოდი _ მამამ შემქმნა, დედამ გამაჩინა, ძმამ აღმზარდა და შემდეგ დედის, მამის და ძმის მეთოდით აღვზარდე შვილები და აღიზარდა ჩემი უფროსი შვილიშვილი, რომელიც უმცროს შვილზე 5 წლით პატარაა", _ ამბობს მალხაზის და, ქალბატონი მანანა ვაჩეიშვილი და ცხოვრებაში მიღწეულ წარმატებებს ძმას უმადლის.

"ოთხი ცხოვრება მაქვს გავლილი, პირველი ცხოვრება ბავშვობაა, თავისი სილაღით, უდარდელობით; მეორე _ ჭადრაკია, მისი იდუმალი სამყარო; მესამე _ ხატვის, შემოქმედების სამყაროა; მეოთხე _ განვლილი წლების შეჯამებაა _ რომელსაც თავს ვუყრი პუბლიცისტურ წერილთა ციკლში "მზით დაისრულნი". ჩემი ოთხივე ცხოვრება ძმასთან მიდის, მას უკავშირდება, რადგან მალხაზმა დამისახა ცხოვრების არსი, მიზანი", _ ამბობს გმირის და.

სტუდენტობა

მალხაზმა 1970 წელს დაამთავრა თბილისის 58-ე საშუალო სკოლა, რის შემდეგაც  სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. პარალელურად კი კონორეჟისურის ხელოვნებას დაეუფლა. როგორც თავის მოგონებებში ამბობს, სტუდენტობა მეტად ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა _ "უნივერსიტეტი მშვენიერი თავგადასავლების წყაროდ იქცა, ჯადოსნურ წყაროდ"...

მალხაზი იყო თსუ-ის სპორტული ჯგუფის წევრი, როგორც ჭადრაკში, ასევე, რაგბიში. 1979 წლიდან კი შევიდა თსუ-ს ალპკლუბში. მონაწილეობდა ალპინიადებზე, როგორც სპორტულ ჯგუფებში, ასევე, სპორტსმენების მომზადებაში.

ომამდე

ნაყოფიერი და შემოქმედებითი იყო მალხაზ ვაჩეიშვილის სტუდენტობის შემდგომი ცხოვრებაც. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა გეოლოგიის ფაკულტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე და კინოსტუდია ქართულ ფილმში. 1990 წელს მრავალდარგობრივ ფირმა "იბერიაში" გამგეობის წევრად აირჩიეს, შემდეგ ამავე ფირმაში პრეზიდენტად ინიშნება. 1991 წლიდან იყო მრავალდარგობრივი ფირმა "ფირალის" გამგეობის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული 1988 წლის ნოემბრისა და 1989 წლის აპრილის აქციებში. იყო ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. მალხაზი 1989 წელს კოლაუ ნადირაძის მიერ კურთხეული და მიღებული იყო "ცისფერყანწელთა" ორდენის წევრად. 1991 წელს გაზეთ "რუბიკონში" გამოაქვეყნა ორდენის მანიფესტი და კანონი, რითაც უწყვეტი გახადა "ცისფერყანწელთა" ორდენი. "და ეს ორდენი იარსებებს მანამ, სანამ საქართველოში იარსებებს თუნდაც ერთი ქართველი მგოსანი თავისუფლების წყურვილით", _ ვკითხულობთ ცისფერყანწელთა მანიფესტში.

მალხაზ ვაჩეიშვილი  წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ნოველებს, სცენარს მუნჯი და ხმოვანი ფილმებისთვის. კინოკამერითაც ცდილობდა გამოეხატა თავისი მრწამსი. აკეთებდა ჩანაწერებს. ფლობდა რამდენიმე უცხო ენას.

მალხაზმა შეკრიბა მთასვლელთა მაშველი ჯგუფი "ედელვაისი", რომელიც შემდეგ ქართველ მაშველთა დაზვერვის მოიერიშე ჯგუფად ჩამოყალიბდა.

ომში

"დედი, მამი, წავედი. ღმერთია ჩვენთან. დედი, ილოცე საქართველოსთვის. სანთელი იოანე ნათლისმცემელში ამინთე, სადაც მოვინათლე", _ მალხაზის ეს მინაწერი დედამ დავითის ფსალმუნზე ნახა.

მალხაზი მის მიერ ჩამოყალიბებულ  მთასვლელ მაშველ ჯგუფთან ერთად აფხაზეთის ომის პირველი დღიდანვე ჩაება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. თავის ჯგუფთან ერთად დაიხსნა ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის ცხედარი. იგი იბრძოდა ოჩამჩირეში, ტამიშში, ბესლახუბაში, ოხურეიში, ილორში, ცაგერში. ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედებისას, მაშინ, როცა სხვის გადარჩენას ცდილობდა, გმირულად დაიღუპა. პატრიარქის სულიერი შვილი უკანასკნელ გზაზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გააცილეს...

 დარჩა დაუმთავრებელი მისი ცხოვრების წიგნი, ლექსები, ჟანრული თუ ლირიკული სცენები, მონოლოგები, ჩანახატები, რომელთა უმეტესობას მხოლოდ საკუთარ "მეს" ანდობდა...

ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით აღინიშნა მალხაზის თავგანწირვა...

შემდეგ...

"თავდაცვის სამინისტროსგან ოჯახს დაენიშნა კონპესაცია 101 ლარი, რომელსაც  დედაჩემი იღებდა. დედას ჰქონდა  პედაგოგის პენსია. ასევე, ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და განკუთვნილი ფულადი დახმარებაც ეძლეოდა. დედას შემოსავლის წყაროს, სწორედ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა, რომელიც 2007 წლის 14 დეკემბრის შემდეგ აღარ აუღია", _ გვიყვება ქალბატონი მანანა, მალხაზ ვაჩეიშვილის და. 

შვილმკვდარი დედა ამბის გასარკვევად სოციალურ სააგენტოში წავიდა, სადაც, როგორც გმირის და გვიყვება, მუქარით დააწერინეს თანხმობა პენსიის 50%-ის დაკავების თაობაზე. "დაემუქრნენ, თუ მეუღლის გარდაცვალების ცნობას არ მიიტანდა, მომდევნო თვეშიც პენსიიდან ვერცერთ თეთრს ვერ მიიღებდა", _ ამბობს ქალბატონი მანანა.

ამის შემდეგ საპენსიო საქმეში ჩვენი რესპონდენტი ჩაერთო. მან არ მიიტანა მამის გარდაცვალების ცნობა, რადგან მიიჩნია, რომ ამის საჭიროება არ იყო.

"მართლაც, მომდევნო თვეში დედას არ აუღია არც ერთი თეთრი. საპენსიო  საქმის ნახვა მხოლოდ რამდენიმე განცხადებისა და საჩივრის დაწერის შემდეგ გახდა შესაძლებელი. საქმეში აღმოჩნდა მხოლოდ 2 ვითომდა საბუთი. მესამე საბუთად მიიჩნეოდა ის ხელნაწერი, რომელიც დედას მუქარით დააწერინეს. გვაიძულებდნენ, რომ მიგვეტანა მამას გარდაცვალების ცნობა, რომ თავიანთი ყალბი საბუთები გაემართლებინათ. ნამდვილი საბუთები საპენსიო საქმიდან, ფაქტობრივად, ამოღებული იყო", _ გვიყვება ქალბატონი მანანა.

აღნიშნული საქმის თაობაზე გმირის ოჯახმა რამდენჯერმე განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მაშინდელი მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის სახელზე უამრავი განცხადებაა დაწერილი. პასუხი, როგორც მანანა ვაჩეიშვილი ამბობს, ყოველთვის ერთი და იგივე იყო _  "განვიხილავთ და შედეგს გაგაგებინებთ".

ქალბატონმა მანანამ ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურასაც მიმართა საჩივრით, რომელშიც, როგორც თავად გვიყვება,  ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ "საქმეში არსებული საბუთები ყალბია, რომლებიც 2008 წლის თებერვალში დაიწერა და არა 1997 წელს".

პროკურატურის მიერ დაინიშნა გრაფიკული და ქიმიური ექსპერტიზა, რომელსაც დაევალა ხელმოწერის ნამდვილობის, ასევე, შესრულების ვადის დადგენა.

"მაგრამ ექსპერტმა უარი განაცხადა ხელმოწერის ნიმუშის ვადის დადგენაზე იმ არგუმენტით, რომ არ გააჩნდათ სათანადო სამეცნიერო მეთოდი. ფაქტობრივად, უკანონოდ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე.

2009 წლის 9 იანვარს  პროკურატურიდან მივიღეთ წერილი, რომლითაც ოფიციალურად გვატყობინებდნენ გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მას შემდეგ რამდენჯერმე მოვითხოვე სოციალური სააგენტოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განახლება, მაგრამ ამაოდ", _ ამბობს მანანა ვაჩეიშვილი.

აღნიშნული საქმე ნომრით 33/92 დევს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, თბილისის მერიამ ოჯახს უკანონოდ ჩამოართვა 1200კვ.მ მიწის ნაკვეთი. მისივე თქმით, ოჯახი მხოლოდ  600კვ.მ ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ მიუხედავად საპატრიარქოს შუამდგომლობისა, მიწას ვერ იბრუნებენ.

რამდენიმე წელში შვილმკვდარი დედა გარდაიცვალა. გმირის და "ვაჩე უმცროსი" კი დედისთვის მიცემული პირობის შესრულებას დღემდე ცდილობს.

"მოგეხსენებათ, მე მხატვარი ვარ, მაგრამ ამჟამად შემოქმედებით "მარხვაზე" ვარ და არაფერს შევქმნი მანამ, სანამ სიმართლე არ იზეიმებს, დედას დანაპირებს არ შევუსრულებ და მას არ დავიბრუნებ, რაც შვილმკვდარ მოხუცს წაართვეს", _ ამბობს მანანა ვაჩეიშვილი...

დღეს

სოფელი კოხნარი... სოფლის შუაგულში ძველი, ორსართულიანი, საცხოვრებლად საშიში ოდა-სახლი; სიძველისგან და ქარისგან მთლიანად დაზიანებული სახლის სახურავი; სახურავიდან ჩამონადენი წყლისგან დაზიანებული ჭერი, იატაკი, კედლები, ჩაქცეული კიბე... _ დღეს ასე გამოიყურება აფხაზეთის ომის გმირის მალხაზ ("ვაჩე") ვაჩეიშვილის სახლ-კარი, რომელსაც მანანა ვაჩეიშვილი რუდუნებით უვლის და უფრთხილდება.

_ თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს სახლში. რამდენჯერმე მივმართე მუნიციპალიტეტის გამგეობას დახმარების თხოვნით. ჯერ კიდევ დედის სიცოცხლეში ვითხოვეთ მხარში ამოდგომოდნენ გმირის ოჯახს, მაგრამ ამაოდ...   

მანანა ვაჩეიშვილმა, იმედით, რომ ყურადღებას მიაქცევდნენ აფხაზეთის ომში დაღუპულის ოჯახს, მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება შეიტანა. მას სამშენებლო მასალისთვის 1500 ლარიც გამოუყვეს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, აღნიშნული თანხა სახლის შესაკეთებლად არასაკმარისი იყო.

ქალბატონმა მანანამ მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას სახელზე, დახმარების თხოვნით ბოლოს განცხადება 2017 წლის 8 სექტემბერს დაწერა, პასუხად კი შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: "2015 წლის ბიუჯეტიდან საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად გამოიყო ერთჯერადი ფულადი დახმარება 1500 ლარი. ამავე დროს განგიმარტავთ, რომ პრიორიტეტი ენიჭება იმ ოჯახებს, რომლებიც მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან და აღნიშნული სახის დახმარება არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე,  წელს თქვენს თხოვნას განმეორებითი ფულადი დახმარების თაობაზე, სამწუხაროდ, ვერ დავაკმაყოფილებთ", _ წერილს ხელს გამგებლის პირველი მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე აწერდა.

_ არ მინდა სახელ-გვარები ჩამოვთვალო, ვისაც დაეხმარნენ, თუნდაც ჩვენს სოფელში. ნუთუ, მათ ამ ოჯახზე მეტად სჭირდებოდათ ხელისუფლებისგან მხარში დგომა? 1500 ლარი როგორ მეკმარა დაზიანებული და, როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, "საცხოვრებლად საშიში" სახლის შესაკეთებლად? _  კითხულობს ქალბატონი მანანა, რომელიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან კვლავ ელის გმირის ოჯახის სათანადოდ დაფასებას.

"მჯერა, მუნიციპალიტეტის კომპეტენტური პირები, ვისაც ხელეწიფებათ, გონივრულად გამოიყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას; მჯერა, რომ დააფასებენ "ვაჩეს" და სიყვარული, ღირსება გაიმარჯვებს; მჯერა, რომ მეხდაცემულ ხეზე ვარდი ხარობს", _ ამბობს "ვაჩე უმცროსი".




 ახალი ამბები
  • ლადო აფხაზავა _ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტიგასული წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს GlobalTeacherPrize 50 ფინალისტთა შორისაა. ლადო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგია, პარალელურად კი მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს და ხელი შეუწყაოს მათ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა,  საკუთარი იდეებისა და  ინიციატივების განხორციელება.  ლადო მასწავლებელი სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების ... ...
  • მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს _ ირმა ინაშვილიმე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა დღეს პარლამენტში მასსა და ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 1 TV-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირებისას დეპუტატ ნიკა მელიასთან იმიტომ მივიდა, რომ მიკროფონიდან მის მოწოდებას, განცხადების გაკეთების საშუალება მიეცა, არ ისმენდა. „მივედი ნიკა მელიასთან, რადგან მიკროფონიდან არ ისმენდა, რასაც ვეუბნებოდი, რომ მოეცა საშუალება ჩემი მოხსენება დამემთავრებინა. მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის და გაჩუმებულიყო და დამშვიდებულიყო, მოეცა საშუალება, დამემთავრებინა ჩემი განცხადება. როდესაც ვუთხარი გამოდი გარეთმეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“, – განაცხადა ინაშვილმა. საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი ... ...
  • საავადმყოფოს მთავარ ბუღალტერს თავს დაესხნენ და 1 მილიონ 300 ათასი რუბლი წაართვესსაავადმყოფოს მთავარ ბუღალტერს თავს დაესხნენ და ნოემბრის ხელფასისთვის განკუთვნილი თანხა 1 მილიონ 300 ათასი რუბლი წაართვეს. შემთხვევა ტყვარჩელში  მოხდა. საავადმყოფოს მთავარი ექიმი ლალი გარგულია აღნიშნავს, რომ დილას ნიღბიანი შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა მანქანას, სადაც ბუღალტერი იჯდა. წყარო:  New ... ...
  • „ახალგაზრდა ადვოკატები“: შაჰინის სკოლის ყველა კურსდამთავრებულის ატესტატი იურიდიულ ძალას შეიძენსბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ყველა კურსდამთავრებულის ატესტატი იურიდიულ ძალას იძენს, კანონიერ ძალაში შევიდა.  ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ უკანონოდ ცნო სახელმწიფოს მიდგომები, სკოლის მიერ გაცემული ატესტატებისთვის  იურიდიული ძალმოსილების არ მინიჭების შესახებ.  „ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც უკვე შესულია კანონიერ ძალაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და შპს ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს წარედგინა სარჩელი, დავის საგანზე: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება და განათლების ატესტატის ნამდვილობის დადასტურება. საქმის მიხედვით, ჯ.ბ.-მ, 2005 წელს დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის“ სრული კურსი. მიღებული საგანმანათლებლო ატესტატის საფუძველზე, ჯ.ბ. 2005 წელს ჩაირიცხა და სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც წარმატებით დაასრულა 2009 წელს. 2015 წლის 21 დეკემბერს ჯ. ბ.-მ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატი. 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით, განცხადება არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. გადაწყვეტილების მიხედვით, მის მიერ დამთავრებული სკოლა-ლიცეუმის მიმართ არსებობდა გარკვეული კითხვები, ლიცენზიისა და რეგისტრაციის შესახებ. კერძოდ, სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან აღინიშნა, რომ ზოგადი განათლების ატესტატზე დასმულ ბეჭედში გამოსახულია საქართველოს მცირე გერბი, რის გამოც ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნულის გარდა, მიეთითა, რომ ვერ იქნა დადგენილი ატესტატის გაცემის მომენტში ეწეოდა თუ არა შპს „ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი“ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო მოქალაქეს უარი ეთქვა ატესტატის ნამდვილობის დადასტურებაზე. როგორც სასამართლომ დაადგინა, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს გაცემული ლიცენზიით ნება დართო ფირმა „ჩაღლარს“, დაეფუძნებინა ქ. ბათუმში ქართული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ტიპის მრავალპროფილიანი სკოლა სკოლა-ლიცეუმი, როგორც არასახელმწიფო საერო სასწავლებელი. ამავე მონაცემების მიხედვით, დასტურდება, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს გაცემული ლიცენზიის მფლობელად უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაარეგისტრირა „სასკოლო ინვენტარის საწარმოოს სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმო, რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი“. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 1997 წლის 7 ივლისის დადგენილებით, რეგისტრაციაში გატარდა თურქეთის რესპუბლიკის შპს „სასკოლო ინვენტარის საწარმო-სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმოდ დარეგისტრირებული, შპს „რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი ქალაქ ბათუმში“ და მასზე გაიცა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო ლიცენზია. მოსარჩელემ 2005 წელს სწორედ შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის სრული კურსი დაასრულა და მიიღო ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია განაგრძობდა საგანმანათლებლო საქმიანობას, შპს „სასკოლო ინვენტარის საწარმოოს სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმო, რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმის“ მიერ შექმნილი სასწავლებლის ბაზაზე. თუმცა, როგორც შემდეგ გამოირკვა, მას საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო ლიცენზია არ გააჩნდა. 2007 წელს შპს „ჩაღლარ საგანმანათლებლო დაწესებულებების რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა“ საქმიანობა შეაჩერა და საგანმანათლებლო საქმიანობა ყოველგვარი წყვეტის გარეშე განაგრძო შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმმა“ (ამჟამად მას ეწოდება შპს „შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმი“) რომლის დამფუძნებულია შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“ და რომელსაც საგანმათლებლო საქმიანობის ლიცენზია, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, გააჩნდა. აღნიშნულ დაწესებულებას, 2015 წლის 22 დეკემბრიდან ეწოდება შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“. როგორც სასამართლომ აღნიშნა, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიული პირების უფლებამონაცვლეობის (სამართალმემკვიდრეობის) დადგენის თაობაზე, შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმსა“ და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ შორის, განიხილავდა, როგორც საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის შემადგენელ ნაწილს, რომელიც გულისხმობდა მითითებულ ფარგლებში, ორი იურიდიული პირის სამართლებრივი კავშირის დადგენასაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად ნამდვილად არსებობდა კავშირი შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმს, შპს „რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი ქალაქ ბათუმში“ და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ შორის, რამდენადაც ყველა მათგანის მიერ წარმოებდა, ერთი და იგივე საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა-გამგეობა. უდავოდ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე სწავლობდა და 2005 წელს სრული კურსი დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმში, რომელიც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა კანონით სავალდებულო, საგანმანათლებლო ლიცენზიის გარეშე და მიიღო სწორედ ამ სასწავლებლის მიერ გაცემული, ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი. დადგენილი და დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ მოსარჩელე აღნიშნული ატესტატის საფუძველზე, 2005 წელს ჩაირიცხა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც დაასრულა 2009 წელს. სასამართლომ  აღნიშნა შემდეგიც - „უფრო მეტიც, საქართველოს განათლების სამინისტრო (და აჭარის ა.რ. განათლების სამინისტრო), ასევე სხვა სახელმწიფო უწყებები აღიარებდნენ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას და მასთან შედიოდნენ სამართლებრივ ურთიერთობაში,  როგორც ლიცენზირებულ, აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რისი დასტურია ისიც, რომ სკოლა-ლიცეუმის კურსდამთავრებულებზე გაიცემოდა შესაბამისი განათლების ატესტატი, რომელიც მიღებული და აღიარებული იყო თავად განათლების სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ და მათი ნამდვილობა და ლეგიტიმურობა სადავო არასოდეს გამხდარა“. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიღო, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა“,_წერია გავრცელებულ ... ...
  • „გინდათ გაგანგრიოთ და მოგკლათ?!“_პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობას“ მიმართავს„ყეფდა, რეებს არ იძახა, რა პირიდან ამოდიოდა, გინდათ, რომ პასუხიც არ გავცეთ? რა გინდათ, ერთხელ რომ გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ?“,_აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური  მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელის მისამართით. მისივე თქმით,  „მართლა სამარცხვინოა ეს გაქაჩვა- გამოქაჩვები. არც მე მომწონს, მაგრამ ნუ ამოდიხართ აქამდე, საჩხუბაო მოედანიც კი არაა ნორმალურად, რომ კაცმა იჩხუბოს და ვის უნდა ეს ჩხუბი“, _ აღნიშნა ... ...

არქივი

ზაფრანი

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...

რა საფრთხე ახლავს ბურთის თავით თამაშს

თავით თამაში ფეხბურთის დროს ჩვეულებრივი...

პირველი ჭკვიანი სექს-რობოტი ქალებისთვის

ქალებისთვის შესაძლებელი ჭკვიანი სექს-რობოტების შეძენა...

რატომ უნდა შეწყვიტოთ სახლში ფეხსაცმლით სიარული

ყველას გვიყვარს ლამაზი და მოხდენილი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...