არქეოლოგიური აღმოჩენები სოფელ ჯვარცხმაში

ისტორია

არქეოლოგიური აღმოჩენები სოფელ ჯვარცხმაში

2018 ოქტ 1 12:02:51

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში, მდინარაძეების საკარმიდამო ნაკვეთში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.

თავდაპირველად, საგაზაფხულო სამუშაოების დროს, ოჯახის დიასახლისმა ლიანა თოდუამ აღმოაჩინა ხელცული _ უძველესი იარაღი, რომლის შესახებ, როგორც თვითონ ამბობს, ბევრი ინფორმაცია მოიძია, თუ როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო უძველესი ნივთი თავის ეზოში. მან აქტიურად დაიწყო ეზოში აღმოჩენილ სხვადასხვა ქვასა თუ ნივთზე დაკვირვება. ქალბატონი ლიანა ისტორიკოსი გახლავთ და, შესაბამისად, აღმოჩენილი ნივთები რომ უბრალო ქვები არ იყო, ეჭვიც არ შეპარვია. გადაწყვიტა, ნივთები არქეოლოგისთვის ეჩვენებინა, შემდგომ კი მუზეუმს წარუდგინა.

"ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, ეს არის ძალიან დიდი აღმოჩენა და წარსულთან უშუალო შეხება", _ აღნიშნავს ლიანა თოდუა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, 2012 წელს, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა პირველი ცნობა არქეოლოგ გურამ ჩხატარაშვილს მიაწოდა, რომ სოფელ ჯვარცხმაში, ერთ-ერთ საკარმიდამო ნაკვეთში საინტერესო ნივთები აღმოაჩინეს. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი მაშინვე დაინტერესდა ინფორმაციით, წაიღეს ნივთები, შეისწავლეს. გაკეთდა გრაფიკული და ფოტოფიქსაცია, ასევე, მომზადდა საპუბლიკაციოდ. 2013 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაკეთდა მოხსენება _ "ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები სოფელ ჯვარცხმიდან".

ამის შემდეგ, ისტორიკოსთა ჯგუფი ყოველწლიურად სტუმრობდა სოფელ ჯვარცხმას, რადგან ყოველ საგაზაფხულო საქმიანობას თან ახლდა ახალი ნივთიერი ძეგლების აღმოჩენა.

"როდესაც აღმოჩენებმა სისტემატური სახე მიიღო, გადავწყვიტეთ, რომ აქ საჭირო იყო გეგმაზომიერი არქეოლოგიური სამუშაოების გახორციელება", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას არქეოლოგი გურამ ჩხატარაშვილი.

2018 წელს დაიწყო არქეოლოგიური სამუშაოები ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლობით. აღმოჩენილია ასამდე ერთეული საექსპოზიციო მასალა, რომელიც განთავსდება ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

"აღმოჩენილი ნივთები მიეკუთვნება ახალი ქვის ხანის დასაწყისს, ანუ ადრე ნეოლითურ პერიოდს. მის ანალოგად, შესაძლოა, მივიჩნიოთ ანასეულში, გურიანთაში, ოდიშში აღმოჩენილი ადრე ნეოლითური ძეგლები, თუმცა, მსგავს ძეგლებზე არ მიმუშავია. ეს იყო პირველი ნამდვილად დიდი აღმოჩენა", _ ამბობს არქეოლოგი.

მისივე თქმით, აღმოჩენილია, ძირითადად, გაპრიალებული ნივთები:

"ჯვარცხმის მონაპოვარი მთლიანად არის გაპრიალებული და მას ანალოგი დასავლეთ ამიერკავკასიაში არ მოეძებნება. ასევე, აღმოჩენილია ქვის სათლელები. კაჟის იარაღები, სანაყი ქვები, შურდულის ქვები, ცული და ობსიდიანი _ ვულკანური მინა. აღმოჩენილი არტეფაქტები მოიცავს VIII-VII ათასწლეულს".

არქეოლოგის განმარტებით, ნეოლითის პერიოდის რუკაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა სოფელ ჯვარცხმას:

 "6 წელი ვცდილობდი, აღნიშნული ადგილის შესწავლით სხვების დაინტერესებას. აჭარის მთავრობის დახმარებით, გამოინახა გარკვეული თანხა დაზვერვითი სამუშაოებისთვის. შევარჩიეთ ეს ადგილი, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი არა ერთი ნივთიერი ძეგლი, _ ამბობს არქეოლოგი, _ აღმოჩენილი ნივთები 70 ეკზემპლარია. მსგავსი აღმოჩენა ჩოხატაურს არ ახსოვს. აღნიშნული ნივთები მეტყველებს იმაზე, რომ აქ მყოფი ადამიანი მკვიდრი მცხოვრები იყო და ნელ-ნელა ითვისებდა ტერიტორიას, ასევე, მას თავისი მეურნეობა ჰქონდა.

ნეოლითის ხანის მოცემულ პერიოდში, ადამიანი სახლდება ერთ კონკრეტულ ადგილზე და მისდევს, როგორც მეცხოველეობას, ასევე, მეურნეობას. სოფელ ჯვარცხმაში აღმოჩენილი ნივთებიც სწორედ ამაზე მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისი ვერ იქნა აღმოჩენილი _ მიწის ხშირმა დამუშავებამ, შესაძლოა, წაშალა კვალი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოტო ფიქსაცია, გრაფიკულად ჩახატვა, რაზეც ბათუმიდან მოწვეული სპეციალისტები ზრუნავენ და დღის ბოლოს ველი ოფიციალურად დაიხურება (საუბარი ჩაწერილია 28 სექტემბერს. ავტ)".

 გურამ ჩხატარაშვილის თქმით, სამომავლოდ აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი მიმდებარე ტერიტორიები, რადგან, მისივე თქმით, აღმოჩენილი რიყის ქვის ნივთების შემთხვევაში, გამოყენებულია მდინარეების _ გუბაზეულისა და სუფსის ნაპირას არსებული ქვები. კაჟის შემთხვევაში კი, არქეოლოგის მოსაზრებით, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქვის გამოსავლები წყარო:

"სამომავლოდ, აღნიშნულის გამოსაკვლევად გეოლოგების მუშაობა იქნება საჭირო. შესაძლოა, მთაში, კონკრეტულად კი, ბახმაროში არსებობდეს მსგავსი ქვის გამოსავლები წყარო, რადგან ანალოგიური სიტუაციაა აჭარაში _ შავი ზღვის პირას გავრცელებული კაჟი, ძირითადად, კურორტ ბეშუმიდან არის ჩამოტანილი. ჯვარცხმაში აღმოჩენილია, აგრეთვე, შავი ვულკანური მინა, რომელიც უშუალოდ ჯავახეთიდანაა მოტანილი, კონკრეტულად, ჭიქიანის მთიდან, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა", _ გვითხრა ჩხატარაშვილმა.

კითხვაზე _ რამდენად ღირებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული აღმოჩენები, არქეოლოგი გვპასუხობს, რომ ეს ფაქტი რაიონისთვის მნიშვნელოვანია.

_ ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არ არის გამოფენილი ის პერიოდი, რომელზედაც ჩვენ გვაქვს საუბარი. ეს რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც, ვფიქრობ, და დარწმუნებული ვარ, რომ ერთი კარადა ნამდვილად იქნება საჭირო საექსპოზიციო დარბაზში, რომ ახალი ქვის ხანას დაეთმოს. რადგან მსგავსი აღმოჩენა სამხრეთ-დასავლეთ და ამავდროულად, მთლიანად დასავლეთ საქართველოში შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს", _ ამბობს გურამ ჩხატარაშვილი.

მისივე თქმით, სამომავლოდ კონკრეტული ტერიტორიის შესწავლა აღარ იგეგმება, რადგან მოცემული ტერიტორია სრულად იქნა შესწავლილი. შესაძლოა, სხვა ნივთებიც აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ახალი ინფორმაციის მიღების საშუალებას არ მისცემს მკვლევართა ჯგუფს.

თუმცა, არქეოლოგები საინტერესოდ მიიჩნევენ გარშემო არსებული ტერიტორიების შესწავლას _ სადაზვერვო საქმიანობები იგეგმება სოფლებში _ ვაზიანსა და ინტაბუეთში. ამავდროულად, დაწყებულია კაჟის გამოსავლები წყაროს ძებნა ბახმაროს მთიანეთში. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე რკინის წიდების აღმოჩენის გამო, იგეგმება რკინის ხანის შემსწავლელი სპეციალისტების ჩართვაც.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...