ბახვის მამასახლისი, რომელმაც ხალხს ერთი ტომარა ოქროს ფული დაურიგა

gurianews.com

ისტორია

ბახვის მამასახლისი, რომელმაც ხალხს ერთი ტომარა ოქროს ფული დაურიგა

2017 აგვ 8 17:59:24

ჩვენს რუბრიკაში ბახვის მამასახლისის შესახებ სინტერესო ამბავს შემოგთავაზებთ ანა ბერძენიშვილის ნაშრომიდან. ქალბატონი ანა იყო ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი,  ღირსების ორდენოსანი.  

 „რამდენი რამ გვევალება ქართველთა ცხოვრებაში. წარსული და აწმყო განუყოფელია დავიწყება კი სრული გადაგვარებაა. ამიტომაც გავიხსენე ერთი ძველი, მეტად საინტერესო ამბავი, მგონი თქვენც დაგაინტერესებთ, გურიაში, ამ ლამაზ მხარეში სოფელი ბახვი ერთ-ერთი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი სოფელია: მრავალი სახელოვანი შვილის გამზრდელი, მაგრამ ერთი მაინც ვფიქრობ, კანდელად რომ დაგვნათის დღესაც და გვმოძღვრავს, გაბრიელ ეპისკოპოსია (ქიქოძე). ნათელი მისი ისევ ძალმოსილია. დღესაც სოფლის უკვდავსაყოფად საკმარისია საქმენი მისი.

ბახვს შვიდიოდე სოფელი ესაზღვრება და ისინი ბახვის თემში ერთიანდებოდნენ. მათ ერთი ხელისუფალი _ მაშინდელ მამასახლისი ჰყავდათ. ის განაგებდა სოფლებს. მას ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა სოფლის ყველა მკვიდრთან.

იდგა წელი 1917. დაიქუხა ოქტომბრის რევოლუციამ. ოზურგეთში დეპეშაც მოვიდა, მთავრობა გარდაიცვალა. რუსეთის სამასწლოვანმა რომანოვების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა. ნიკოლოზი და მისი ოჯახი (ძაღლითურთ და მოსამსახურეთურთ) დააპატიმრეს. მაგრამ მანამდე  რა იყო _ რუსეთი ომში იყო ჩამბული, მასში ქართველებიც მონაწილეობდნენ. მეფემ ჯარისკაცებს ოჯახების საარსებოდ ოქროს ფული გამოუგზავნა.

 დავუბრუნდეთ პირველ თქმულს: როგორი მამასახლისი ჰყავდა იმ პერიოდში ბახვს? გადმოცემით წყნარი და მშვიდი კაცი ყოფილა ბახვის მამასახლისი თურმე. მაღალი, გამხდარი, კეთილი გამომეტყველებით. ცხოვრების ღრმა ცოდნით სიყვარულს იმსახურებდა სოფელში.

მთავარი: ხალხის გასაჭირი საკუთარ გასაჭირად მიაჩნდა თურმე, ამიტომაც უყვარდათ. სოფელში ცნობა მოვიდა: მამასახლისი ჩამოვიდეს და ჯარისკაცთა ოჯახების ფული წაიღოსო.

აი, რას იგონებს მამასახლისი: ოზურგეთში, რომ ჩავედი, დიდი არეულობა დამხვდა. მეფისა და მისი მოხელეების სურათები თავდაღმა ეკიდა, იყო შეძახილები, ხმაური, მხიარულება, ხალხი ზეიმობდა ნანატრ თავისუფლებას.

მამასახლისმა ბანკს მიაშურა თურმე, იქ მის სახელზე გასცეს ერთი ტომარა ბაჯაღლო ოქროს ფული (სულ ათმანეთიანები). არეულ დროში ამოდენა სიმდიდრის მარტო ნდობა არ შეიძლებოდა და  მამასახლისს უთხოვნია, ორი სტრაჟნიკი მაინც გამატანეთო. ეტლი დაუქირავებია და წამოსულან მშვიდობით, ჩამოვიდნენ სოფელში და ერთ კვირას არიგებდა ამ ოქროებს ბახვის მამასახლისი. შვიდი სოფლიდან ერთი ჯარისკაცის ოჯახიც კი არ დარჩენილა უფულოდ. ყველამ მიიღო ერთდროულად დახმარება, ესაა ჭეშმარიტება.

ოქრო მიეცათ ჯარისკაცთა ოჯახებს. თურმე, ერთი ათმანეთიანიც კი არ აუღია ტომარა ოქროებიდან ბახვის მამასახლისს. დღეს შეიძლება კიდეც გაგიკვირდეთ. ოქრო ხომ “ეშმაკის კვერთხია“. მაცდუნებელი, სხვადასხვაგვარად გამოყენებული, მოპარული, შენახული მიწაში ჩაფლული, სამემკვიდრო სამკაულებად და ასე შემდეგ. ალბათ, დაგაინტერესებთ მაინც, ვინ იყო ეს უცნაური კაცი მამასახლისი? მისი ქმედება ყველა დროში მისაღებია და სამაგალითოა!

იგი ჩემი დიდი წინაპარია, წარმოშობით ბაღდადელი. დღეს დავიწყების ფერფლით დაფარული, ვიღას ახსოვს, წავიდა ის თაობა, ბაღდადშიც და ბახვშვიც, ვინც იცნობდა და აფასებდა. სოფელში თუ რაიმე სადავო საქმე ირჩეოდა, ნიკო ბერძენიშვილს ვკითხოთ და ის გვეტყვის, როგორ მოვიქცეთო, _ ამბობდნენ.  ბრძენი კაცის სახელი ჰქონდა ამის დასტურად, ერთ შემთხვევას გადმოგცემთ.

37-ში გადასახლება მის ვაჟსაც კი მოუწია, კარებსაც კი კოცნიდა თურმე აღელვებული შვილი, როცა მოხუცმა მამა მშვიდად უთხრა: ნუ გეშინია, შვილო, ეს კანონი ადამიანებმა შექმნეს, მარადიული არაფერია ამ ვეყნად. შემქმნელნი გააუქმებენ, შენ დაბრუნდები. მართლაც, იგი მოესწრო შვილის დაბრუნებას. თავის შთამომავლობაში მხოლოდ მან იცოცხლა 83 წელი, ღრმად მოხუცი წელში მოუხრელი, ვაჟკაცური გამოხედვით და საღი აზროვნებით ხიბლავდა ყველას.

ნიკოს ოჯახს ბევრი განსაცდელი გადაუტანია. იყო მძიმე 1924 წელი, რომელსაც სასწაულად გადაურჩა... შემდეგ 1937 წელი, შვილი გადაუსახლეს, მეორე ვაჟი კომუნისტებმა შეიწირეს. ერთმა დაბრუნებულმა შვილმა გაამრავლა ოჯახი შვილიშვილებით. იტყოდა თურმე მოხუცი _  კიდევ მე ვბჟუტავ და გვარს ვაგრძელებო. დიდ ბაბუას შვილიშვილები ხშირად ხუმრობით საყვედურობდნენ თურმე: ერთი ათმანეთიანი ოქრო მაინც შეგენახა ჩვენთვისო. არა, ბაბუა, სხვისი არაფერი შეგერგებათო, _ იყო მშვიდი პასუხი.

ამიტომაც ვიფიქრე, გადამეცალა დავიწყების ფერფლი ამ კაცურიკაცისთვის. მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ გვყავდნენ უბრალო ადამიანები...
ანა ბერძენიშვილი



 ახალი ამბები
  • "ქართუ ჯგუფმა" დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს ბინა უყიდა"ქართუ ჯგუფმა" თბილისში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ვანო გოლაშვილის ოჯახს ბინა უყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს: "ვიცი, ბევრს გაგახარებთ, თანაც ბარბარობა დღეს. ჩვენი გმირი სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახს  საცხოვრებელი ბინა გადავეცით. გოლაშვილების ოჯახი დღეიდან ახალ ბინაში  იცხოვრებს, რომელიც მათთვის ფონდმა "ქართუმ" შეიძინა. ჩვენ კი, ყოველთვის გვემახსოვრება ივანე გოლაშვილი და მისი თავგანწირვა. ჩვენი დროის გმირის ოჯახს კიდევ ერთხელ ვეუბნებით მადლობას,  მათ მუდამ ეცოდინებათ, რომ  არასდროს მივატოვებთ"_წერს ... ...
  • დიდუბეში ავარია მსხვერპლით დასრულდადიდუბეში მსუბუქი ავტომობილი მოაჯირს დაეჯახა. ავარია მსხვერპლით დასრულდა.   შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის ... ...
  • "ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა" _ ილია მეორესრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორეm, დღეს სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში ქადაგებისას ამბიონზე აიყვანა ტაძარში მყოფი ბავშვები და დალოცა. "ყველას გილოცავთ დღევანდღელ დღესასწაულს, ბარბარობას. დღეს ბედნიერების დღეა, ბავშვების დაცვის დღეა! ამიტომ ბავშვებს უნდა მივაგოთ პატივი  ვლოცავყვ ბავშვებს,ყოველ ადამიანს,ყოველ მორწმუნე ადამიანს. წმინდა ბარბარე განსაკუთრებული წმინდანია. წმინდა ბარბარს იყო ერთადერთი შვილი, ზრდიდა მამა, მაგრამ არ ჰქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ის არ იყო ქრისტიანი. წმინდა ბარბარემ მიიღო წრისტიანობა. სახლში გააკეთებინა მესამე ფანჯარა, ამით უნდოდა გამოესახა თავისი დიდი რწმენა წმინდა სამებისადმი. წმინდა დიდმოწამე ბარბარეს წამება სამაგალითოა _ მას მამამ მოჰკვეთა თავი. ყოველმა ადამიანმა თავის გულში უნდა გააკეთოს მესამე ფანჯარა, ეს ტაძარი წმინდა სამების სახელობისაა, ეს რომ არ ყოფილიყო წმინდა სამების სახელობის, ჩვენ ვერ ავაშენებდით ამ ტაძარს. დღეს თქვენი დღესასწაულია, ბავშვებო. უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველ კაცს ხედავს და ყველაფერი ესმის. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ხალხისათვის. მინდა ორიოდე სიტყვით, შევეხო ბავშვების აღზრას, ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, სხვებთან შედარებით, კარგი ახალგაზრდები არიან, მაგრამ გვაქვს ერთი ნაკლი, ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა ნარკოტიკს იღებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე. თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასდროს გაეკარებით ნარკოტიკებს, თქვენ არც უნდა გასინჯოთ, ეს არის საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის თავს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, ეს არის დამღვუპველი. დღეს მე მინდა, ასევე, შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, რომ ამასწინათ დიდი უბედურება მოხდა. ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა, ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა", _ თქვა ... ...
  • სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს შერიგება შესთავაზა პარტია ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტს პირად წერილში შერიგება შესთავაზა. ეს ინფორმაცია პარტია სამოქალაქო პოზიციის ლიდერმა, ანატოლი გრიცენკომ, დაადასტურა.გრიცენკომ სააკაშვილის მომხრეებს მოუწოდა, არ გააკრიტიკონ პარტია ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის ეს ნაბიჯი და გაითვალისწინონ სიტუაცია, რომელშიც ის აღმოჩნდა. „სააკაშვილის პირადი წერილი უკრაინის პრეზიდენტისადმი, მისი განცხადება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობაზე, საჯარო მოწოდება მორიგ მარშზე გამოსვლისკენ, რომელშიც საერთოდ არ არის ნახსენები პოროშენკოს სახელი, ამის ნაცვლად კი კრიტიკის საგანი ზოგადად „ხელისუფლებაა“ - მიხეილ სააკაშვილის ასეთი ნაბიჯები მისი მომხრეების უმრავლესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მიხეილს ახლა ძალიან უჭირს. ამით არის გამოწვეული შეცდომები და ხალხის განწყობების არაადეკვატური შეფასებები. სააკაშვილი უკრაინას სამშობლოდ მიიჩნევს, მაგრამ ობიექტურად მისი ღრმად გაგებისგან ის ჯერ ძალიან შორსაა,“ - განაცხადა ანატოლი გრიცენკომ.გამოცემა უკრაინსკაია პრავდამ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება სცადა, მაგრამ სააკაშვილის პრესსამსახურიდან და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არანაირი პასუხი არ მიუღია. ... ...
  • ეს სერიოზული გამოცდაა - ქუცნაშვილი გახარიას შესაძლო პრემიერობაზე„მე ვფიქრობ, რომ ეს გიორგის პოლიტიკურ კარიერაში სერიოზული გამოცდაა, ძალიან ნიჭიერი პიროვნებაა“ _ ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო გადანაცვლებასთან დაკავშირებით გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გააკეთა. „ის იყო ბიზნესომბუდსმენიც, ის იყო ეკონომიკის მინისტრიც და ეკონომიკას შეეტყო უკვე, რომ პროგნოზირებული 3%-ის მაგივრად, ლამის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლამის ორჯერ მეტი გვაქვს, ვიდრე პროგნოზირებული იყო, ეს მისი გადაწყვეტილების შედეგია. თუ ამ პოსტზე ღირსეულად გაართმევს თავს და მე მას ისევე, როგორც მთავრობის ყველა წევრს, ვუსურვებ წარმატებას, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობაში არიან ძლიერი მინისტრები, ეს იქნება ამის დამადასტურებელი ნიშანი, უბანი არ არის მარტივი. ეს გამოწვევაა და მე წარმატებას ვუსურვებ ამ გამოწვევის წინააღმდეგ, _  განაცხადა ზაქარია ... ...

არქივი

ზაფრანი

პანკრატიონის ისტორია

პანკრატიონი - შიშველი ხელით ორთაბრძოლის...

ვის გაუმართლებს სიყვარულში 2018 წელს

მართალია, ყვითელი ძაღლის წელი 2018...

საშინელი დედამთილის 10 წესი

წესი№ 1 კარგი რძლები არ არსებობენ....

„შეყვარებული“ სპილო

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრძალ "პილანესბერგის"...

"სიენის პალიო"

იტალიის ქალაქ სიენაში XIV საუკუნიდან...

ყურის საწმენდი ჩხირები საშიში ყოფილა

ექიმებმა განგაში ატეხეს  - ყურის...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე

რძეს მუშა ფუტკრები ჯირკვლებიდან, ყვავილის...

სოჭის ზეთის სამკურნალო თვისებები

უძველესი დროიდან არის ცნობილი სოჭის...

ველური ბრინჯის სამკურნალო თვისებები

ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო,...

როგორ ვებრძოლოთ გრიპს

როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს,...

ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად...

ყურძნის სასარგებლო თვისებები

ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად,...

ხალხური სამკურნალო საშუალებები

ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, სადაც ხდება...

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის...

"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების...

ვუშველოთ თხილს _ სოკო, ნაცარი და ფაროსანა ერთობლივად გავანადგუროთ

დღეისთვის საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი თხილის...

მოვამზადოთ ნაგალა (ჯუჯა) საძირეები

შემოდგომის მიწურულს, როცა სხვადასხვა კულტურების...

აბზინდას ნახარში მავნებლების წინააღმდეგ

აბზინდა ბუნებაში კარგად გავრცელებული მცენარეა...