ბარბი ანუ იყო თუ არა რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი

ისტორია

ბარბი ანუ იყო თუ არა რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი

2017 აგვ 21 17:29:55

როგორც კი პირველი ადამიანი გაჩნდა ამ ქვეყანაზე, მან მაშინვე დაიწყო ქვიდან თუ თიხიდან სათამაშოების გაკეთება. ამის დასტურია არქეოლოგების მიერ ნაპოვნი სათამაშოები _ პომპეიში, ტროასა თუ ეგვიპტურ პირამიდებში. მსოფლიოში უძველესი თოჯინა ეგვიპტურ სამარხშია ნაპოვნი. ის გაკეთებულია პატარა ფიცრებისაგან და თმების მაგივრად თიხის მძივები აქვს. ოთხი ათასი წლის წინათ შექმნილი ეს თოჯინა თავის პატარა პატრონს ჩააყოლეს სამარეში. თოჯინას ფეხები არ ჰქონდა, რადგან ეგვიპტელებს სჯეროდათ რომ საიქიოში ის შეიძლება გაცოცხლებულიყო და პატრონს გაქცეოდა. ამის გარდა ნაპოვნია ჩვენი წერილის გმირის, ბარბის წინაპრები, რომელთაც ზედმიწევნით ჰქონდათ გამოძერწილი სახეები, ჰქონდათ ნამდვილი თმები, ამოძრავებდნენ კიდურებს...

თუ ცნობილი ქართული ფილმის “თოჯინები იცინიან” გმირის  გამონათქვამს გავიხსენებთ, რევოლუციამდელი ბავშვი (ნაგულისხმებია ოქტომბრის 1917 წლის რევოლუცია), სათამაშოს არ ქონის გამო იყო გონებაჩლუნგი. თუმცა როგორც ირკვევა, რევოლუციამდელ ბავშვებს, ბევრად უფრო კარგი სათამაშოები ჰქონდათ, ხშირ შემთხვევაში ეს სათამაშოები ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებს წარმოადგენდა. რევოლუციის შემდეგ კი საყოველთაო თანასწორუფლებიანობის ხანაში, როდესაც ყველას ყველაფერი ერთნაირი უნდა ჰქონოდა, სათამაშო უკვე სათამაშოს აღარ ჰგავდა. ვინ იყო გონებაჩლუნგი, საკითხავი აი ეს არის. საბჭოთა კავშირის მოქალაქენი არასოდეს ვიყავით განებივრებულნი ნორმალური სათამაშოებით, უცხოური სათამაშო კი, თუ კი ის ხელში ჩაგვივარდებოდა (რაც არც თუ ისე ხშირად ხდებოდა), ეს უდიდესი ბედნიერების ტოლფასი იყო.

მადლობა ღმერთს, რომ ამ დრომ ჩაიარა და ახლა მაღაზიის დახლებზე ნაირ-ნაირი, სხვადასხვა ზომის, შეფერილობის და ფასის სათამაშო დევს. ამ ოცი-ოცდახუთი წლის წინათ კი ჩვენს რეალობაში შემოვიდა ბარბი. მის შესახებ საკმაოდ კარგად ვარ ინფორმირებული და მასთან საკმაოდ ბევრი შეხვედრა მქონდა, რადგან მას შემდეგ რაც ბარბი თბილისში გამოჩნდა, რამდენიმე თოჯინამ ჩვენს ოჯახშიც დაიდო ბინა (ორი ქალიშვილის მამა გახლავართ, რომლებიც ახლა ბარბის სამშობლოში ცხოვრობენ). მას შემდეგ ჩვენთან ნამდვილი სპექტაკლები და “საპნის ოპერები” იდგმებოდა ბარბის თოჯინების მონაწილეობითა და ჩემი ქალიშვილების რეჟისორობით.

ჩვენგან განსხვავებით დასავლეთელებს, განსაკუთრებით კი ამერიკელებს, არასოდეს აკლდათ კარგი სათამაშოები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ისინიც განიცდიდნენ უკმარისობის გრძნობას. მადა ჭამაში მოდისო და 1959 წელს ამერიკაში გამოჩნდა ახალი თოჯინა სახელად ბარბი, რომელმაც თითქმის მაშინათვე დაიპყრო ბავშვების, და არა მარტო მათი, გულები.

ოფიციალური ვერსიით ბარბის “დედა” ამერიკელი ქალბატონი რუთ ჰანდლერი გახლდათ, რომელსაც თოჯინის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა რაც შეამჩნია რომ მისი შვილები უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებდნენ ქაღალდისაგან გაკეთებულ “მოწიფულ” თოჯინებს. მშობლებს ტრადიციულად ჰგონიათ რომ პატარა გოგონებს მხოლოდ დედა-შვილობანას თამაში უყვართ, რომ ისინი თავს მხოლოდ გამზრდელ დედებთან აიგივებენ, სინამდვილეში როგორც ბიჭებს უნდათ ყველაზე “მაგრები” გახდნენ და საკუთარი “მაჩო” კერპები ჰყავთ, გოგონებსაც სურთ ლამაზ და მშვენიერ ქალბატონებზე სწორება, რომელთაც შეუძლით ცხოვრებაში ბევრის მიღწევა. ცნობილი მომღერალი და ახლა უკვე თვითონაც მილიონობით ადამიანის კერპი მადონა ასე იხსენებს ბარბისთან დაკავშირებულ წლებს:” მე ბარბის თოჯინებთან მთელ დღეებს ვატარებდი. ჩემს წარმოსახვაში მე ისეთივე ვიყავი როგორც ისინი... ბარბის შეეძლო ეთქვა კენისთვის, მე არ ვაპირებს სახლში დარჩენას და სადილის მომზადებას. შენ თვითონ დარჩი სახლში! მე ღამით სახლიდან მივდივარ ბოულინგის სათამაშოდ, ასე რომ შენ მიხედე საოჯახო საქმეებს! ის ძლიერი პიროვნება, ძალიან სექსუალური და ძალიან ჯიუტი იყო”. აი ზუსტად ასეთი სათამაშო შესთავაზა მილიონობით ბავშვს ქალბატონმა ჰანდლერმა. მისი შექმნა კი მან გადაწყვიტა შევეიცარიაში მოგზაურობის შემდეგ, როდესაც იხილა ბარბის წინამორბედი გერმანული თოჯინა ლილი, რომელიც თავის მხრივ კომიქსის გმირი იყო და წარმოადგენდა არიული რასის იდეალს_მოწიფულ და დაღვინებულ ქალის ასლს მშვენიერი ტანით, სწორი ნაკვთებითა და თეთრი თმებით. ლილიმ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ქალბატონზე რომ მან მაშინვე იყიდა სამი ცალი თოჯინა_ ორი გოგონებისთვის და ერთი კი თავისთვის. ამერიკაში დაბრუნებისთანავე ჰანდლერმა გადაწყვიტა ეს თოჯინა მოერგო ამერიკული გემოვნებისათვის. სულ მალე იაპონელ დიზაინერთა წყალობით გაჩნდა ლილის მშვენიერი რიმეიქი ბარბი (ეს სახელი მან საკუთარი შვილის, ბარბარას საპატივსაცემოდ დაარქვა), რომელსაც რეკლამა უწოდებდა “ერთადერთ ანატომიურად სრულყოფილ თოჯინას, რომელსაც დღესდღეობით აწარმოებენ”.

თავიდან ბავშვები და მათი მშობლები დიდი სიფრთხილით შეხვდნენ ბარბის გამოჩენას, ზოგიერთი მაშინაც და დღესაც მიიჩნევს რომ ეს სახიფათოა ბავშვის ფსიქიკისთვის (სანამ ბარბის გაყიდვაში გაიტანდნენ, ის ცალ_ცალკე აჩვენეს ას დედას და ას ბავშვს. დედებმა თოჯინა ერთიანად დაიწუნეს, ბავშვები კი აღტაცებულები დარჩნენ). ბევრი აცხადებდა რომ ეს თოჯინები ზედმეტად სექსუალურია, რომ ასეთ მკერდიან თოჯინას არც ერთი მშობელი არ უყიდის საკუთარ ბავშვს, რადგან მან შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს პატარაზე. (როგორც ხშირად ხდება ხოლმე ზნეობის სადარაჯოზე მდგარი უფროსები ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც განტევების ვაცს ეძებდნენ. საქმე თოჯინაში კი არ არის, არამედ თუ როგორ და რანაირად აღზრდი საკუთარ შვილს, რაც ბევრი ოჯახისთვის მთავარ პრობლემად რჩება). მოკლედ, ისეთი ნეგატიური ქარიშხალი დაატყდა საწყალ ბარბის რომ იგი სასაცილო ფასად, სამ დოლარადაც კი არ იყიდებოდა. ქალბატონი ჰანდლერი დეპრესიაში ჩავარდა და თოჯინების პირველი პარტია გაანადგურებინა კიდევაც, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ნაადრევად. სულ მალე ბარბიზე მთელი ამერიკა, შემდეგ კი მსოფლიო გადაირია. მარტო 1959 წელს გაიყიდა 351 ათასი ცალი თოჯინა (ცნობისათვის: 1999 წელს ასეთი რაოდენობით ეს თოჯინა ყოველ მეორე დღეს იყიდებოდა). ბარბი ნამდვილ ბესთსელერად იქცა, იხსნებოდა მისი ფან კლუბები, ბარბი დიდი პოპულარობით მუსულმანურ ქვეყნებშიც კი სარგებლობდა, სადაც მისი გაყიდვა აკრძალული იყო და ამიტომ იქ ის კონტრაბანდული გზით ხვდებოდა.

ბარბის იმპერია ნელ_ნელა იზრდებოდა, ჰადლერმა შექმნა ფირმა მატელი, სადაც ცნობილი მხატვრები და დიზაინრები მუშაობდნენ, ბარბის მალევე “გაუჩინეს” მეგობარი კენი, პატარა დაიკო და უამრავი მეგობარი, ხოლო 80-იანი წლების პოლიტკორექტულობის ხანაში შავკანიანი ბარბიც კი მოევლინა ქვეყანას.

ბარბი ქუჩაში ხომ არ იცხოვრებდა და მისთვის სათანადო პირობები რომ შეექმნათ მას გაუკეთეს სახლი, ავეჯი, მანქანა, ველოსიპედი, მოკლედ ყველაფერი რაც ნორმალური ცხოვრებისათვის არის საჭირო და რა თქმა უნდა მშვენიერი ტანსაცმელი, რომლის შექმნაზე 80_იანი წლებიდან უკვე ზრუნავენ სახელგანთქმული მოდელების სახლები: ივ სენ ლორანი, პიერ კარდენი, ჟან პოლ გოტიე, კრისტიან დიორი... ბარბის ყველა აქსესუარი რომ შეიძინოთY1000 დოლარი უკვე საკმარისი არ არის, საკოლექციო თოჯინიის ღირებულება კი 5000 დოლარს აჭარბებს ხოლმე.

ბარბის გარეგნობა წლების განმავლობაში არ შეცვლილა. დიზაინრები ექსპერიმენტებს ატარებდნენ მისი თმების სიგრძისა და ფერის შესახებ (თავდაპირველად მას ყავისფერი თმა ჰქონდა, ე.წ. ცხენის კუდივით დაწნული).  როდესაც პირველად გამოუშვეს გრძელთმიანი თოჯინა მას არნახული წარმატება ხვდა წილად, მოგეხსენებათ გოგონებს ძალიან უყვართ ნაწნავების დაწნვა.

წლების განმავლობაში ბარბის თოჯინა მოძრავი ხდებოდა _მას შეეძლო ყველა კიდურებისა ამოძრავება, ასე რომ ბარბის სხვადასხვა პროფესიისა შეიძლებოდა ყოფილიყო: ბალერინა, მხედარი, მოცეკვავე, ველომრბოლელი და სხვა. ზოგიერთი თოჯინა სამ ფუტამდეც კი გაიზარდა და მის პატრონს საყვარელი თოჯინას ტანსაცმელიც კი შეეძლო ეტარებინა, რაც მათ უსაზღვროდ ახარებდათ. 1964 წლიდან კი ბარბის თვალების გაღება და დახუჭვაც შეეძლო.

90-იან წლებში ბარბი აალაპარაკეს, თუმცა ამან ნეგატიური შედეგი გამოიღო. საქმე იმაშია რომ ბარბი შემდეგ ფრაზებს იძახდა: ‘მათემატიკა ეს ძალიან ძნელი საგანია”, “მე შოპინგი მიყვარს”, “მოდით საღამო გავმართოთ” და ა. შ. ამან მშობლების მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია, რადგან ასეთი ბარბი ბადებდა ბრიყვი და არაფრის მაქნისი გოგონას იმიჯს და ბავშვებს ვერაფერს კარგს ვერ ასწავლიდა. საინტერესოა, რომ ამერიკაში ხშირად ბარბის ეძახიან ლამაზ, ქერათმიან, მაგრამ არც თუ გამჭრიახი ტვინის მქონე ქალბატონებს. ასევე ვერ მოიხვეჭა პოპულარობა ორსულმა ბარბიმ. თუ წინათ ბარბი მხოლოდ ტანსაცმელსა და გართობაზე ფიქრობდა, თოჯინური მშობიარობა “გამოიყურებოდა როგორც მექანიკური და უსულო პროცესი და ბავშვის დაბადება არ აღიქმებოდა სასწაულად, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება”. მიუხედავად ამისა დღეს ბარბი მსოფლიო მასშტაბის ფიგურაა, მისი შემქმნელები დიდ ყურადღებას აქცევენ ბარბის ახალ “პროფესიულ საქმიანობას”_ გამოჩნდა მასწავლებელი, ექიმი, ბიზნესმენი, მეცნიერი თოჯინა. აგრეთვე გამოშვებულია სხვადასხვა ნაციონალობის, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ბარბი (ჯერჯერობით ქართველი ბარბი არენაზე არ გამოჩენილა). დიდი მოწონებით სარგებლობს თოჯინები რომელთაც ცნობილი ვარსკვლავების გარეგნობა აქვთ: მერილინ მონროს, ოდრი ჰეფბერნის, ვივიენ ლის, კლარკ გეიბლის, ელვის პრესლის და ა.შ. ყოველ ახალ კერპეთან ერთად ჩნდება ახალი თოჯინები.

გოგონებს არ ჩამორჩნენ ბიჭები და 1964 წლიდან მატელის ფირმის მიბაძვით მათთვის გამოუშვეს თოჯინები, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მათ არასოდეს არ უწოდებდნენ თოჯინებს (რადგან ეს ბიჭებისთვის, მომავალი მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი), არამედ G.I ჟოე-ს, ან “ამერიკის მოძრავ მებრძოლ კაცს”. გამოშვებული იყო სხვადასხვანაირი თოჯინა_ ქვეითი, მეზღვაური, პილოტი, მწვანე ბერეტი და სხვა. 1967 წელს ვიეტნამის გაგანია ომის დროს გამოუშვეს ექიმი თოჯინა, რომელსაც დაჭრილი ჯარისკაცებისთვის უნდა მოევლო. ანტისაომარი ჯგუფები გამოდიოდნენ ამ სათამაშოების წინააღმდეგ იმ მიზეზით რომ თოჯინების შემქმნელები ომს და ძალადობას ბავშვებს როგორც გართობას და თამაშს წარმოუდგენდნენ. “რატომ არ გამოვუშვათ თოჯინა რომლის სხეული დასახიჩრებულია შრაპნელით, ან კიდევ როდესაც რომელიმე მისი მოძრავი კიდური მოგლეჯილია და ის ტკივილისაგან ყვირის ან კიდევ ნაპალმისგან დამწვარია?”_ კითხულობდნენ ისინი. ამ სათამაშოების “დემილიტარიზაცია” მალე მოხდა და G.I. ჟოე გადაიქცა თავგადასავლის მაძიებლად: აკვალინგისტად, ალპინისტად, მონადირედ და ა.შ.

ბარბისადმი დამოკიდებულება დღემდე არაერთგვაროვანია, ზოგიერთისთვის ის მხოლოდ სექსუალური თოჯინაა, ვიღაცისთვის სილამაზისა და სიცოცხლისადმი სიყვარულის განსახიერება, ვიღაცას იგი შემოქმედებისკენ უბიძგებს, ზოგიერთს კი ის საერთოდ არ აინტერესებს. მაგრამ ერთი რამ უდავოა_ ბარბი იქცა მეოცე საუკუნის ერთ_ერთ სიმბოლოდ და თუ ეს თოჯინა უკვე ლამის 50 წლის განმავლობაში იპყრობს ყურადღებას, ალბათ მასში არის რაღაც განსაკუთრებული.

P.შ. 1976 წელს მილიონობით ბავშვის ეს პატარა კერპი მოათავსეს სპეციალურ კაპსულაში, რომელიც ორასი წლის შემდეგ უნდა გაიხსნას.




 ახალი ამბები
  • ალაფიშვილი: ზურაბიშვილმა სალომემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ კონსტიტუცია უკვე დაარღვია"სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ აამოქმედა კონსტიტუცია და პირველი დამრღვევიც თვითონაა", _ ამბობს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი. მისივე თქმით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს: "პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, მთაწმინდის მაჟორიტარის მანდატი აქვს და ახალი კონსტიტუციით ეს არ შეიძლება.  აამოქმედა და პირველივე თვითონ გახდა დამრღვევი პირველივე წამიდან. ესეთი რამ ისტორიას არ ახსოვს _ მსოფლიო რეკორდია", _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ლევან ... ...
  • სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადოსაქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში სახელმწიფო ფიცი დადო. ამის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ასევე გაისროლეს ქვემეხები.  ცერემონიას 1500 სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები. საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი ესწრება. დღეიდან ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი ... ...
  • ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეების კონსტიტუციურ უფლებას ახსენებს და აქციის ორგანიზატორებსაც მიმართავსსაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, _აღნიშნულია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლომჯარიას თქმით, "აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით". "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"_ წერია განცხადებაში. გურჯაანში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაძაბული ვითარებაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს ... ...
  • შსს: აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ უწყებამ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დილით გაავრცელა ინფორმაცია. "თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას. მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" _ განაცხადა მამუკა ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები "იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენგურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს. აქციის მონაწილეების დამშვიდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სცადა. როგორც მან მომხდარის შეფასებისას განაცხადა, მათ აქციაზე სუს-ის აგენტები არიან შეგზავნილი და პროვოკაციას ისინი ... ...

არქივი

ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...