"ჭოლიპა, რომელშიაც მხტომარე კალმახის მაგიერ კობრი ყავარივით დაფარფატებს"

gurianews.com

ისტორია

"ჭოლიპა, რომელშიაც მხტომარე კალმახის მაგიერ კობრი ყავარივით დაფარფატებს"

2017 სექ 14 14:14:59

,,მშვენიერი მდებარეობა, კარგი მიწა-წყალი, ნაყოფიერი სახნავ-სათესი მინდვრები, მდიდარი ტყე, რკინისგზის სიახლოვე, საფოსტო განყოფილება, მკვიდრთა სიმრავლე და სხვა ამგვარი პირობანი ლანჩხუთს ნებას აძლევენ, პირველი ადგილი დაიჭიროს გურიის სოფელთა შორის და მართლაც რომ პირველობს. სკოლას, ეკლესიას, სოფლის სასამართლოს ლანჩხუთზედ უმჯობესს ჩვენს მდგომარეობაში კაცი ვერ ინატრებს. წიგნის მაღაზია და სამკითხველო აქვთ გამართული. ორ სართულიან ქვიტკირის შენობაში მოთავსებულია ორკლასიანი სასწავლებელი, რომელშიაც ორას ორმოცზედ მეტი მოსწავლე იქნება. სამის მასწავლებლის დაქირავება და მეოთხეს მოწვევის სურვილი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ლანჩხუთი წინსვლას არის მოწადინებული. ვაჭრობაშიაც ხომ უნარს იჩენენ. აქაური მანდილოსნები თავიანთ ხელსაქმით მთელს გურიაში განთქმულნი არიან...” _ წერდა გაზეთი ,,ივერია” (#99, 1895).

ლანჩხუთის რაიონი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში; საქართველოს ტერიტორიის მსგავსად რაიონის ტერიტორიაც წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ შევიწროებული. დასავლეთ საზღვრიდან ანუ შავი ზღვის სანაპიროდან მის აღმოსავლეთ საზღვრამდე პირდაპირი მიმართულებით 45 კილომეტრია, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთით 19,2 კილომეტრი. რაიონის ტერიტორია 533 კვ კ-მია, რაც მთელი საქართველოს ტერიტორიის 0,98 %-ს შეადგენს.

რაიონს დასავლეთით, დაახლოებით, 7 კმ-ზე აკრავს შავი ზღვა, ჩრდილოეთით ესაზღვრება ფოთის გარეუბანი, ხობის, ცხაკაიას და აბაშის რაიონები, ბუნებრივი საზღვარი ამ რაიონებთან, ძირითადად, მიყვება პალიასტომის ტბის სანაპიროს და მდინარე ფიჩორს; აღმოსავლეთით რაიონს ესაზღვრება სამტრედიისა და ჩოხატაურის რაიონები, ხოლო სამხრეთით _ ოზურგეთის რაიონი.

ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე აღნიშნავდა, რომ წინათ გურიის საზღვარი იყო მდინარე რიონის მარცხენა ნაპირი და ფოთი პალიასტომის ტბასთან ერთად მის შემადგენლობაში შედიოდა. შემდგომ ხანაში საზღვარი მდინარე ფიჩორზე იყო გადმონაცვლებული.

იაკობ გოგებაშვილის თქმით, გურიაში ორი ქალაქი იყო _ ოზურგეთი და ფოთი. იმ დროს ერთი საკმაოდ დიდი დასახლება ლანჩხუთი ქალაქად არ მოიაზრებოდა.

„1918 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობამ ლანჩხუთი ქალაქად დაამტკიცა. ქალაქის პირველი თავი იყო ბიქტორ შარაშენიძე. სწორედ მან ჩამოიტანა პირველი ელექტროძრავა ლანჩხუთში. მანამდე ქალაქს სპეციალური გაზიანი ფანრებით ანათებდნენ...” _ იგონებდა ლანჩხუთის მკვიდრი სერგო ჩხაიძე. თუმცა, ეს იყო არაოფიციალურად _ ქალაქის სტატუსი ლანჩხუთს 1961 წელს მიენიჭა.

ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მენშევიკი და ბოევიკი, ზომლეთელი ვლასა მგელაძე წერდა: ,,...ნიგოითი, ლანჩხუთი, ჩიბათ-ჯუმათი, ლესა, სუფსა, ნატანები. ეს სოფლებ-ქალაქები ზოლად ჩასდევს ნიგოითის ქედს, საიდანაც ზურგი გამაგრებული აქვთ. წინ რიონის გაშლილი მდებარეობა, რომლის მდაბლობი, ქვიშიანი ნაპირები, კარგი მოსავლიანია.

...აქ რიონი ისე დინჯად მიედინება, თითქოს არც კი მოძრაობსო. სურებისა და ბახმაროს მთის კალთების მაგიერ, დადობილი ტყე, ჭაობი, მოჩხრიალე მდინარის მაგიერ ჭოლიპა, რომელშიაც მხტომარე კალმახის მაგიერ კობრი ყავარივით დაფარფატებს. გორებზე, მთის კალთებზე კრიამპო ხრამების მაგიერ დიდი ფართო შარა გზაა, რომელზედაც ხარ-კამეჩიან ურემს იმდენი ტვირთი მიაქვს, რამდენსაც მთელი სურების მცხოვრებნი ერთ კვირას ვერ ჩამოზიდავენ მათი მთებიდან ზურგით. აქაური გურულები უფრო დინჯი ხასიათის არიან. დალაგებულნი, დიდ შრომას და დიდი ნაყოფის მიღებას ჩვეულნი, მთელ მათ არსება ასხვავებს შიდა გურიის მცხოვრებთაგან. ამათ გურია-სამეგრელოსა და იმერეთს შუა საშუალო ადგილი უკავიათ. ამათი ხასიათი უფრო გამძლეა, ღონიერი, მოფიქრებული და გაშლილ მდებარეობასავით შორს გამსჭვრეტი. ამათ არ ეჩქარებათ, _ როგორც ბუნება ისეთი შვილები”.

ნაწყვეტი გამოსაცემად გამზადებული წიგნიდან "ლანჩხუთი"

გაგრძელება იქნება...

ავტორები: ირაკლი მახარაძე, ნონა იმნაძე, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები

 


ნახვა: 281


 ახალი ამბები
  • მამაჩემს სახე აქვს დასერილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, - ალიოღლები ყაჩაღურ თავდასხმას იხსენებენკასპის რაიონის სოფელ ფერმაში სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ალიოღლების ოჯახს თავს დაესხა. წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. ყაჩაღებმა ისინი ჯერ დააბეს, შემდეგ აწამეს და თანხა ისე გამოსძალეს, _ ამის შესახებ რუსთავი2-თან ალიოღლუების ოჯახის წევრები საუბრობენ. „სამი კაცი დაგვესხა თავს. ნიღბებით. xხელები დაგვიბეს. შეგვიყვანეს სხვა ოთახში, ყველაფერი დახიეს, რაღაცას ეძებდნენ. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს. რაც გვქონდა ოქრო და ფული მივეცით, 2000 ლარამდე იყო თანხა. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო, იმ დღესვე მოგჭრით თავსო. ამბობდნენ, რომ გამოგვაგზავნეს, ვიცით, რომ ფული გაქვთო,“, _ ამბობს საბინა ... ...
  • ,,ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილია წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინების გამო“ ,,სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილია მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინების გამო, რასაც ვემიჯნები და ვგმობ“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ  განაცხადა. კილაძის თქმით, ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, რელიგიური შეურაცხყოფის ადგილი არ არის, ამიტომ მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარებაა აუცილებელი. ,,ვფიქრობ, დემოკრატიულ-სამართლებრივ საზოგადოებაში  რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ადგილი არ არის, ეს არის ცალსახად დასაგმობი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილი არის მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინებით, რასაც ვემიჯნები და ვგმობ. რაც შეეხება სამართლებრივ ჩარჩოს, ვფიქრობ,  არის გარკვეული სამუშაო ჩასატარებელი. გარკვეული  რეგულაციები ისე არის მოსაქცევი, რომ რელიგიის თავისუფლება და  სიტყვის თავისუფლება ერთმანეთთან  წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. მგონია, რომ ისე, როგორც ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია, ამ ბალანსს დავიცვათ“, _ განაცხადა ... ...
  • ,,მანდატურს სკოლის დირექტორი აღარ დანიშნავს,, _ ცვლილებები ,,ზოგადი განათლების შესახებ “ კანონშიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კომიტეტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომლის მიხედვითაც მანდატურს უფლებამოსილება უფართოვდება. აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, სასწავლო დაწესებულებებისთვის სავალდებულო ხდება  შიდა და გარე პერიმეტრზე  კამერების დამონტაჟება. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟების ვალდებულება, როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე. მეორე, კოორდინაციის გაზრდა სამინისტროებს შორის, რაც  მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თუ არსებობს სკოლის გარეთ კონფლიქტის  გაგრძელების საფუძველი და საშიშროება შსს-მ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აირიდოს. იზრდება ასევე, მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ, იცვლება მანდატურის დანიშვნის წესი და მას დანიშნავს მანდატურის სამსახური, მას აღარ დანიშნავს სკოლის დირექტორი, რაც, გარკვეულწილად, გაზრდის მის უფლებამოსილებას, თუმცა, ამ უფლებამოსილების გაზრდის ფონზე ეს კანონპროექტი იცავს იმ ბალანსს, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მეორე მხრივ, მოსწავლის ინტერესების დაცვას შორის“, _  განაცხადა  ... ...
  • რა ხდება გარდაბანის საჯარო სკოლაშისოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მეშვიდეკლასელზე ძალადობას ასახავს, გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია მოყვა. მოსწავლეების მშობლები სკოლის დირექციას მოძალადე ბავშვების სკოლიდან გარიცხვას სთხოვენ, თუმცა, დირექტორი ამბობს, რომ მას მოსწავლეების გარიცხვის უფლება არ აქვს. როგორც „გურია ნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნატა ასათიანმა განუცხადა, ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობენ, გარკვეული  ზომების მიღება კი გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. „ვიდრე გამოძიება არ დასრულდება მანამდე ჩვენ ქმედებებს ვერ გავახორციელებთ. ფსიქოლოგები მუშაობენ, როგორც ძალადობის მსხვერპლ, ასევე, მოძალადე ბავშვებთან. საქმის კურსშია სოცმუშაკიც“, _  ამბობს ასათიანი. საგამოძიებო მოქმედების და ფაქტის მოკვლევის მნიშვნელობაზე საუბრობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, ფაქტზე რეაგირება ვიდეოს გავრცელებისთანავე მოხდა, თუმცა, რადგან არც ერთი ბავშვი მზრუნველობამოკლებული არ არის, სოციალური მომსახურების სააგენტოც პროცესში ჩართული აღარ არის. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს   მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბავშვებთან სკოლის ფსიქოლოგები მუშაობენ.  „ყველა სტრუქტურას აქვს თავის კომპეტენცია. სააგენტომ მოახდინა იდენტიფიცირება, გადაამისამართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.  ბავშვებთან სკოლის ფსიქოლოგები მუშაობენ. განათლების სამინოსტროს აქვს მანდატურის სამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია ძლიერი ფსიქოლოგებით და მიმდინარეობს გამოძიება“,_ამბობს ის. ეთერ ცხაკაია ასევე აღნიშნავს, რომ ბავშვებთან ფსიქოლოგი თვენახევარია, დაახლოებით, რაც მუშობს.  „ამ ბავშვების ქცევაში, სავარაუდოდ, რაღაც შეამჩნიეს, რის გამოც,  უკვე თვე ნახევარია ფსიქოლოგები მუშაობენ“,_ ამბობს ცხაკაია. როგორც ცნობილია, ვიდეო, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მე-7 კლასელზე ძალადობას ასახავს სექტემბერშია გადაღებული, თუმცა, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. „გურია ნიუსმა“  სოციალური მომსახურების სააგენტოს   მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მანდატურის სამსახურთან გადაამოწმა. როგორც მანდატურის სამახურში ამბობენ, გამოძიების პროცესის დასრულებამდე კომენტარს ვერ ... ...
  • ,,რომ მიმაჩნდეს, გუნდიდან უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი“- ფოფხაძე პარტიის დატოვებაზემმართველი გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე ,,ქართული ოცნების“ დატოვებას ამ ეტაპზე არ აპირებს _ ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ ,,გურია ნიუსს“ განუცხადა.  ,,ქართული ოცნების“  წევრის თქმით, უმრავლესობაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთან ერთადაც წარსულში იბრძოდა და მომავალშიც მათთან ერთად  ბრძოლას აპირებს. ,,ჩვენ ველოდებით უმრავლესობის სხდომას, ველოდებით იმ მოტივაციით, რომ  სხდომაზე რაღაც საკითხებზე ჩამოვყალიბდებით და ერთმანეთთან უფრო გულწრფელი და ღია ვიქნებით. არა მგონია, რომ წინასწარი ემოციური ფონის შექმნა გამართლებული იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ზედმეტი მსჯელობა ამ შეკრებას დააზარალებს. ჩვენი  მიზანია, შევთანხმდეთ ძირითად  ფუნდამენტურ პრინციპებზე, იმ პრინციპებზე, რამაც გაგვაერთიანა. რომ მიმაჩნდეს უნდა გავიდე გუნდიდან, აქამდე გავიდოდი. ახლა ველოდები უმრავლესობის სხდომას. უმრავლესობაში ძალიან ბევრი თანამებრძოლი მყავს, რომელთან ერთადაც ვიბრძოდი და ვიბრძოლებ მომავალში“, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

კაზუარი - საშიში ფრინველი დედამიწაზე

კაზუარი - ერთადერთი სახეობაა კაზუარისებრთა...

როგორ შევაწყვეტინოთ ბავშვს ტირილი?

ბევრი ახალგაზრდა მშობელი შეშფოთებულია იმის...

22 წლის მოდელი აუქციონზე ქალიშვილობას ყიდის

22 წლის პორტუგალიელი მოდელი აუქციონზე...

რა სარგებელი მოაქვს საღეჭ რეზინს

 აშშ-ში, მშრალი კანონის დროს, არომატული...

ახალგაზრდობის ელექსირი

ცოტა ხნის წინ მღრნელებზე ჩატარებული...

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გენეტიკაზე უფრო...
კარმიდამო ჩემი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...

გრძელდება თხილის პლანტაციების შეწამვლა გულის სიდამპლის წინააღმდეგ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება  თხილის...

ფლორა გულის სამსახურში

თქვენი "გულის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ...

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო,...