,,ჩოლოყაშვილი შიგ შუა ცეცხლში ამაყად რაზმში იარებოდა"...

ისტორია

,,ჩოლოყაშვილი შიგ შუა ცეცხლში ამაყად რაზმში იარებოდა"...

15 დეკ. 2018, 11:46:59

მინდა, მკითხველის ყურადღება გავამახვილო ცნობილ სამხედრო მოღვაწეზე, ეს არის გენერალ-მაიორი ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილი (1823-1877) გახლავთ მრავალი სამხედრო ოპერაციის მონაწილე გამორჩეული მხედარმთავარი, რისთვისაც მიღებული ჰქონდა ჯილდოები, მათ შორის, წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი „მამაცობისათვის“. 1847 წელს ის მეთაურობს კავკასიის მაჰმადიანთა ცხენოსან პოლკს, რომლის შემადგენლობაში მონაწილეობს ახალ ლაშქრობებში. 1852 წელს უკვე შტაბს-კაპიტანი ილია ჩოლოყაშვილი ნიჟეგოროდის დრაგუნთა ლეგიონში გადაჰყავთ. ამ ლეგიონის შემადგენლობაში ყირიმის ომის დროს, 1854 წელს, ცნობილ ბაშკადიკლარისა და ქიურუქ-დარას ბრძოლებში მონაწილეობს, რისთვისაც იგი ხმლითა და ბაფთით შემკული წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1872 წელს ჩოლოყაშვილს ხანგრძლივი, სახელოვანი სამსახურისთვის გენერალ-მაიორის ჩინიც უბოძეს და იმპერატორის ამალაშიც ჩარიცხეს. 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებისას იგი მეთაურობს დაღესტნის ცხენოსან-რეგულარულ ბრიგადას და მოქმედი კორპუსის ავანგარდში იბრძვის. 4 მაისს ყარსთან მომხდარ სისხლისმღვრელ ბრძოლაში ჩოლოყაშვილის ბრიგადის დრაგუნებმა უკუაგდეს თურქეთის კავალერია. ამ ბრძოლაში მეთაურმა ჩოლოყაშვილმა მძიმე ჭრილობა მიიღო და 11 მაისს გარდაიცვალა.  იგი დაკრძალულია სომხეთის ქალაქ გიუმრიში.   სწორედ მის შესახებ წერს აკაკი წერეთელი: `...განა დაგავიწყდათ, როგორ ხმალამოღებულნი ეკვეთნენ თურქებს მუსლიმთა ცხენოსანი პოლკები ჩოლოკაევის მეთაურობით, რომელიც იმ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ თურქები მშვენივრად იყვნენ შეიარაღებულნი, ისინი კი მხოლოდ კაჟიანი თოფებით, და გააქციეს მტერი?..~  13 მაისს ცარსკოე სელოში მდებარე ეკლესიაში იმპერატორის და მისი ოჯახის წევრთა თანდასწრებით ილია ჩოლოყაშვილს პანაშვიდი გადაუხადეს. იქვე იმყოფებოდა სპეციალურად პეტერბურგიდან გამოძახებული ქართველ კანვოელთა დანაყოფი. `ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, ხელმწიფე იმპერატორმა მოიხმო ქართველი კანვოები, იმათ ახლანდელ უფროსს თ(ავად). გ. ნაკაშიძეს გამოჰკითხა მდგომარეობა გარდაცვლილის ოჯახისა და მერე შემდეგის სიტყვებით მიმართა ამ კანვოებს: `თქვენ ჰხედავთ, როგორ ვაფასებ მე თქვენებს. მე ყოველთვის ვაფასებდი იმათა და გაფასებთ თქვენც ყველას. ეჭვი არა მაქვს, რომ, თუ საჭიროება მოითხოვს, თქვენც ისე ისახელებთ თავს, როგორც ისახელა მიცვალებულმა. გადაეცით ჩემი სიტყვები ყველა თქვენებს~.  სახალხო პოეტმა დავით გივიშვილმა ჩოლოყაშვილს მიუძღვნა `ლექსი ბრძოლის ველზე გარდაცვალებული თ. ი. ზ. ჩოლოყაშვილზე~.

,,...ჩოლოყაშვილი შიგ შუა ცეცხლში

ამაყად რაზმში იარებოდა,

უცხოდ შვენოდა მას ხმალი ხელში,

ჯარს ამხნევებდა წინ უძღვებოდა”.

ეს ბროშურა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, 1877 წელს ორჯერ გამოიცა. სხვათა შორის, მსგავს ლიტერატურას მაშინ `შაურიანს~ უწოდებდნენ, რადგან იაფი იყო და იორღა; დაახლოებით ისეთივე, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ გამოიცემოდა, რომელთაც სხვანაირად ეძახდნენ: dime novels (სიტყვიდან dime, ინგ. _ ათცენტიანი. ზუსტად ამდენი ღირდა ეს ნაწარმოები).




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...