"დავალებაზე წავედით და დავალება შევასრულეთ" _ "ლომისკარელის" ბედი და ანტირელიგიურობა

gurianews.com

ისტორია

"დავალებაზე წავედით და დავალება შევასრულეთ" _ "ლომისკარელის" ბედი და ანტირელიგიურობა

2017 ივლ 18 18:55:54

 რაც მე ჩემი თავი მახსოვს, მესმის საუბარი და სჯა-ბაასი გურულების ანტირელიგიურობაზე, მათ მიერ ეკლესია-მონასტრების ნგრევასა და წაბილწვაზე. ამას მოყვება საქართველოს გასაბჭოებაში გურულების ბრალი – ამ დროს კი გურულების ლამის 90% მენშევიკი იყო და მთავარი კოზირი ე.წ. მბრალდებელი პროკურორებისა, ჩემი მოგვარე ფილიპე მახარაძეა (რომელიც ჩვენში დარჩეს და საქართველოში გასაბჭოების ექვსი თვის შემდეგ ჩამოვიდა, ხოლო შემდეგ კი უკლონიზმში იყო ბრალდებული, თუმცა მე არ ვაპირებ მის გამართლებას). მსგავს დაუსაბუთებელ ბრალდებებს მითქმა-მოთქმისა და ჭორებს აყოლილი ბევრი უწიგნური ქართველი იზიარებს (გადახედეთ სოციალურ ქსელებს) და რა გასაკვირია, რომ ამდაგვარ მცდარ აზრს იზიარებს ბევრი უცხოელიც.

ამ დროს კი გურიაში არაფერი ისეთი არ მომხდარა, რასაც ადგილი არ ჰქონია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში: ჯერ ცარისტულ და შემდეგ გასაბჭოებულ საქართველოში უამრავი ქართული ეკლესია იბილწებოდა, ინგრეოდა და თუ გურიაში ამის უფრო მეტი შემთხვევა იყო, რისი სტატისტიკა მე არ მინახავს (თუ ვინმეს მოგეპოვებათ გვიჩვენეთ ბატონო, რათა გურულთა ანტიქრისატიანობაში ყველა დარწმუნდეს, მარა ამდაგვარი არ არსებობს). ჩემი აზრით, ეს იმის შედეგია, რომ მეფის რუსეთსა და შემდეგ ბოლშევიკებს ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი წინააღმდეგობა სწორედ გურულებმა გაუწიეს (გაიხსენეთ გურიის აჯანყებები, განსაკუთრებით 1841 წლისა, გურიის რესპუბლიკა და 1924 წლის აჯანყება, სადაც გურულები ყველაზე მეტ ხანს ებრძოდნენ რუსებს. აქვე დავძენ - მე მხედველობაში მაქვს ცალკე აღებული მხარე და არა სამხედრო შენაერთები და დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდნენ), ამიტომაც რუსები, განსაკუთრებით კი ბოლშევიკები, სასტიკად იძიებდნენ შურს გურულებზე, რაც გამოიხატებოდა სწორედ ეკლესია-მონასტრების ნგრევაში. მე არ ვამტკიცებ, რომ გურულები ფრთაშესხმული ანგელოზები იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გურულებს დააბრალო და თავზე გადაატეხო!

დაახლოებით იგივე ხდებოდა ფირალებთან დაკავშირებითაც: XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბევრი, მათ შორის განათლებული ქართველიც თვლიდა, რომ ფირალობა ეს იყო გურული გლეხის დამახასიათებელი და თანდაყოლილი თვისება. რუსი მოხელეები კი საკუთარ პატაკებში სიტყვა “გურულს” ყაჩაღს (რაზბოინიკ) უთანაბრებდნენ. თედო სახოკია წერდა: “...გურიას ერთ ხანს მეტად ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. ზოგნი, ვინც არ იცნობდნენ აქაურობას, ამბობდნენ: ბუნებაა ისეთი, ყაჩაღობა აქაურების დაბადებითვე თანდაყოლილი თვისებააო. გურული თუ არ ძარცვავს, თუ ვისმე ყელში არ უჭერს და არ ახრჩობს, ისე გული ვერ მოუსვენებსო.

ყოველივე ამ ვითომ თანდაყოლილ თვისებით უნდა აეხსნათ, კერძო ფაქტი უეჭველად უნდა განეზოგადებინათ: ერთს რომ რამე სიწუწკე ჩაედინა, უეჭველად ბუკითა და ნაღარით დუნიასთვის უნდა შეეტყობინებინათ: შეხეთ გურულებს, ქვეყანას ძილს უფრთხობენ, მათზე ახი იქნება, სულ ავყრიდეთ აქედანო. კმაროდა, გურულს მარცხად, სრულებით უნებლიედ, რაიმე კანონის საწინააღმდეგო დამართნოდა, მაშინვე ფეხზე დადგებოდნენ ყველანი: არიქა, შეთოკეთ, გაწკეპლეთ, ჩააგდეთ ბნელეთში, მზის სანთელს დაანატრეთ, ეგზეკუცია ჩაუყენეთ ოჯახშიო. არც კი დააცლიდნენ ბოდიში მოეხადა დამნაშავეს. ისე გააბოროტებდნენ ლანძღვით, ისე თვალის დახამხამებაში შელახავდნენ მის თავმოყვარეობას, მის წმიდათა-წმიდას, რომ კაცი იძულებული ხდებოდა ფირალად გავარდნილიყო, ე. ი. ისეთ კაცად იქცეოდა, რომლისთვისაც არ არსებობდა, როგორც ფრანგები ამბობენ, ni foi, ni loi (არც რჯული არც კანონი), გურული ფირალი უკანასკნელი სისტემის თოფს იყიდდა, პატრონებით დაიტვირთებოდა და გავარდებოდა. საგანი გავარდნისა ორი ჰქონდა: ერთი _ შური ეძია შეურაცხმყოფელთა, და მეორეც _ თავი დაეფარა მდევნელთაგან...” ასეა ბატონო, ჩემი თუ არ გჯერათ, ამ დიდი ქართველებს მაინც დაუჯერეთ...

სინამდვილეში გურულები გლეხები მორწმუნენი იყვნენ, რომლებიც ხატზე იფიცებოდნენ. ,,გურულს ,,მონათლულობით,” ე. ი. ქრისტიანობით თავი მოსწონდაო,” აღნიშნავდა ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე აპოლონ წულაძე (წაიკითხეთ ,,ეთნოგრაფიული გურია” და ასევე სხვა ტექსტები და დარწმუნდებით, იყვნენ თუ არა გურულები მორწმუნენი და რომ დღეს XXI საუკუნეში ამის შესახებ მჭირდება ახსნა-განმარტების წერა, მგონია რომ ნაღდი სიბრიყვეა და რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უმეცრებისა და გაუნათლებლობის ჭაობშია ჩაფლული. აბა, სხვანაირად რომ იყოს საქმე, ამ ფსევდო ქრისტიანულ-პატრიოტულ- ქართველურ მარშებს ვინმე მოაწყობდა?).

რუსი ჩინოვნიკები XX საუკუნის დასაწყისში წერდნენ, რომ ,,...გურულებში ცოტაა მორწმუნე ხალხი. გურულებს სარწმუნოება არ სწამთ...

“ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მარქსისტ პროპაგანდისტებად ქცეული გურიის საზღვრებს გარეთ მომუშავე გლეხები, რომლებიც პროკლამაციებს და სხვა არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდნენ და ეწეოდნენ პოლიტიკურ მუშაობას. პროპაგანდისტებს გურულები “მქადაგებლებს” ეძახდნენ. ეს უკანასკნელნი რელიგიას, როგორც წესი არ ეხებოდნენ, პირიქით “სოციალიზმს ქრისტეს მოძღვრებითაც ამართლებდნენ და ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რომ ხუცებმა გადაამახინჯეს ქრისტიანიზმი _ რომელიც უარყოფს რელიგიის მსახურთა მიერ სასყიდლის მიღებას და სხვა”, წერდა თენგიზ ჟღენტი. ეს სიმართლეს შეეფერება - წლების შემდეგ, გურულების ანტირელიგიურობის თაობაზე საკუთარ აზრს გამოთქვამს გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი კლარა ცეტკინი, რომელმაც 1924 წლის აჯანყების შემდეგ საქართველოში იმოგზაურა და საკუთარი შთაბეჭდილებები აღწერა წიგნში ,,Кавказ в огне”, ის გურიაში ანტისაბჭოთა აჯანყების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ანტისაეკლესიო პოლიტიკას ასახელებს.

ან ავიღოთ ლომისკარელის ხატის ამბავი: როცა XX საუკუნის დასაწყისში მთავრობამ რომ ვერაფრით  ვერ ათქმევინა ხალხს ვინ იყვნენ ჯანყის მოთავენი, მან ხერხს მიმართა – გურულებში სათაყვანებელი სურების ეკლესიაში დასვენებული ,,ლომისკარელის” ხატი მოასვენა და ხალხი დააფიცა. ხალხი ხატის წინაშე ტყუილის თქმას ვერ ბედავდა - ,,ლომისკარელი” აგაყვირებსო. იყო შემთხვევა, როცა ვიღაცამ ერთ სოფელში კაცი მოკლა და მიიმალა. მკვლელის ვინაობა რომ დაედგინათ მოკლულის ოჯახის წევრებმა ,,ლომისკარელის” ხატი გადმოაბრძანეს სურებიდან სოფელში. როდესაც ხატი სოფლის სიახლოვეს ჩამოუბრძანებიათ, მკვლელი დაჩოქილა და ყვირილი დაუწყია: ვაღიარებ, რომ მე, მოვკალი! ოღონდ, გთხოვთ ხატი სოფელში არ შემოაბრძანოთო!

სწორედ ამ ხატის წყალობით მთავრობამ შეძლო მრავალი ადამიანის შეპყრობა და დაპატიმრება (დაპატიმრებულთა შორის იყო ცნობილი ბოლშევიკი თენგიზ ჟღენტი). ამის გამო გურულმა კომიტეტმა თვალში ამოიღო ,,ლომისკარელის” ხატი და მისი მოპარვა და განადგურება ბრძანა. ამ საქმის მოსაწყობად ტერორისტები გაიგზავნენ, მაგრამ მათში იმდენად ძლიერი იყო ხატის შიში და თაყვანისცემა, რომ მოპარვის მაგიერ სანთლები დაუნთეს, პირჯვარიც გადაიწერეს და ხელცარიელი დაბრუნდნენ. საბოლოოდ ,,ბათუმის კომიტეტმა, დათას (ქადეიშვილს), ელისო კუტალაშვილს და დომენტი მესხიშვილის დაავალა... მოეტაცა ხატი...

„დავალებაზე წავედით და დავალება შევასრულეთ”, _ იხსენებდა სიმონ ქადეიშვილი.

ერთი ცნობით, როცა მოძალადეებმა ,,ლომისკარელის” ხატი ჩოხატაურში წაასვენეს, ის რევოლვერით დაცხრილა თენგიზ ჟღენტმა, რომელმაც 1937 წელს, ბერიასთან მძიმე საუბრის შემდეგ, ამავე რევოლვერით თავი მოიკლა. კაი დღე არც ხატის ქურდებსაც დაადგათ – თითქმის ყველამ ძალადობრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე.

კიდევ ბევრი ფაქტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ დღეისთვის ამას დავჯერდეთ.

 

ირაკლი მახარაძე

გამოყენებულია ირაკლი თოიძის ნახატები.


ნახვა: 220


 ახალი ამბები
  • მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას ეხმაურება: 20 წელია ვიცნობ და პატივს ვცემშემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მან სალომე ზურაბიშვილი იუდას შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება არ შეიძლება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება: _ 20 წელია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ძალიან უყვართ გურიაში, _ ამ ტექსტით ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას. შეგახსენებთ, რომ მეუფე იოსები "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სინანულისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი "პრეზიდენტობა არ შეიძლება". "კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით _ თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ. ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ. თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ, თურმე, ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დaსძენთ, რად გინდათ ამდენი ტაძრების აშენება როცა უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო. მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე. ეს და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება. ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს, ხმა მას მიეცითო. მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს. ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ. გამხილებთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. იმიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა გაავრცელა. ამავე თემაზე: "მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ... ...
  • „დაპირისპირება" ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას" შორის არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი _ კობახიძე„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში-ეს არის, პირველ რიგში, თავად ეკლესიის პოზიცია და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და ეს გამოიხატა, ასევე, პატრიარქის განცხადებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია II-ს მადლობას უხდის. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები არის, ბუნებრივია, საერთო - ეს არის საზოგადოების განვითარების ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს განვითარების ინტერესი და ეს არის პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის.  „რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა" და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან  ეკლესიას და უპირისპირდებიან ადამიანის რელიგიურ გრძნობებს -  ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", „ქართული ოცნებისთვის" არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა",- განაცხადა პარლამენტის ... ...
  • სიაში აღმოჩენილი პრემიერის ხელმოწერა _ საქმეს პროკურატურა იძიებსპროკურატურა ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ  ცესკოში წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩენილ დარღვევებს სწავლობს.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის მიხედვით, სიაში დაფიქსირებულია პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა, რომელიც სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. ასევე, ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით  ცესკოში შესულია მოქალაქის განცხადება,  რომელშიც პირი აღნიშნავს, რომ მისი მონაცემები არაკანონიერად არის გამოყენებული. როგორც ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.   „გამოძიება მიმდინარეობს და  ჯერჯერობით, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაული, მიღებული იქნება  შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, _ გვითხრეს პროკურატურაში. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიამ სიები გააყალბა, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. ,,ეს ყველაფერი, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე და მწარე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებზე, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, შეგვიძლია ეს დაპირება შევასრულოთ. ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერა არის გამოყენებული სიებში, ეს მიუთითებს გაყალბების ხარისხზე. ჩვენ მივმართეთ ამ საკითხზე უწყებათაშორის კომისიას და კანონიდან გამომდინარე, ველოდებით უმკაცრეს რეაგირებას“, _ აღნიშნა კობახიძემ. ჯერჯერობით, უცნობია, დარღვევებთან დაკავშირებით, რა რეაგირება ექნება უწყებათაშორის კომისიას.   ... ...
  • "ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“ - დაპირისპირება "ოცნების" დეპუტატებს შორის "ქართული ოცნების" დეპუტატები აკაკი ზოიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდნენ. ხმაური სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას მოჰყვა. სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი პრინციპულად შეეწინააღმდეგება ამ საკითხს. „საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და დეპუტატ ლევან კობერიძეს, რაზეც აკაკი ზოიძემ უპასუხა-  „ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე“. აკაკი ზოიძის განცხადებით, მიზანი არის ის, რომ პატარა სლოტ-კლუბები შეიზღუდოს. „ყველა კორპუსის ქვეშ არის და პატარა ბავშვები შედიან. ეს არის მოტივაცია, რომ იყოს მხოლოდ დიდი სლოტ-კლუბები, სადაც უცხოელები მიდიან. ეს იქნება არაპირდაპირი შედეგი, თუმცა ჩვენი მოტივაცია ეს არ არის“, - განაცხადა ზოიძემ. სხდომაზე სიტუაცია კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განმუხტა. შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, სლოტ-კლუბებში თამბაქოს მოწევა დაშვებული ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 3 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3 ბალი ... ...

არქივი

ზაფრანი

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...

მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი...

რა არის სიყვარული

ჯონ ლი თავის წიგნიში "The...

მეცნიერული აღმოჩენა _ მუშაობა საზიანოა!

ადამიანები, რაც უფრო მეტს მუშაობენ,...
კარმიდამო ჩემი

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...