"დიესიენ ქაჯებმა ამ ბიჭს და უნდა დეიჭირონ, მარა უჩინოა და ვერ ხედვენ" _ ცრურწმენები გურიაში

ისტორია

"დიესიენ ქაჯებმა ამ ბიჭს და უნდა დეიჭირონ, მარა უჩინოა და ვერ ხედვენ" _ ცრურწმენები გურიაში

2018 სექ 3 16:04:10

"შეიქნა ჩხუბი. იძრო ბიჭმა ყამა. სხრიფა და სხრიფა ქაჯები. პაწია კიდო და ყველას გაჟუჟავდა, მარა ქე გუუტყდა ყამა. დარჩა ცარიელი. დიესიენ ქაჯებმა ამ ბიჭს და უნდა დეიჭირონ, მარა უჩინოა და ვერ ხედვენ. რაღა ექნა ბიჭს. გადმეიღო ისევ მისი მშვილდისარი და შიებრძოლა დარჩენილ ქაჯეფს. საღამორელე ჩხუბი გათავდა. ქაჯები გასხრიფა, მარა თვითონაც დეიჭრა...("უჩინმაჩინის ქუდი")

ქართველების ემოციური და ინტელექტუალური სამყარო, თუ სხვადასხვა მოგონებებს დავეყრდნობით, გაჯერებული იყო ზღაპრების, მითოსის და ფანტაზიების ტვირთით. მძიმე რეალობას რომ გაქცეოდნენ, ადამიანები "ფანტასტიკურ ატმოსფეროში" იხარშებოდნენ. მიუხედავად მძლავრი ქრისტიანული მრწამსისა, ცრურწმენა ყველა სოციალურ წრეში იყო გავრცელებული. გურია და გურულებიც არ იყვნენ გამონაკლისი. "ჩემი ბავშვობის ხანაში, _ იგონებდა ნოე ჟორდანია, _ ლანჩხუთის მცხოვრებთ, ალბათ, მთელ გურიასაც, ქონდათ წარმოდგენა ქვეყნიერებაზე სავსებით ზღაპრულათ და საწაულებრივათ. საერთო აზრი იყო: ქვეყანა დასახლებულია უჩინარი სულებით, რომლებიც ებრძვიან ადამიანებს... ჭინკა, ქაჯი, ეშმაკი, დევი, კუდიანი, მზაკვავი და სხვა. ბავშვებს ყავთ მიჩენილი ჭინკა, ხოლო დიდებს ყველა დანარჩენი..."

ბარონი დე ბაი (ეს ის ფრანგი მოგზაურია, გურულები გასკონელებს რომ შეადარა) წერდა: "მიუხედავად იმისა, რომ ისინი (გურულები) მართლმადიდებლურ სარწმუნოებას მისდევენ, მათ შემოინახეს მრავალი წარმართული ზნე-ჩვეულება; ცრუმორწმუნეობის წეს-ჩვეულებები ძალიან მრავლადაა გურულებთან, ისევე, როგორც მათ მეზობელ მეგრელებთან, ლაზებთან და იმერლებთან.

გურულებს სწამთ კატის, შავი მამლისა და მერცხლის. ერთი კატის მოკვლისათვის ფიცს სდებენ სიკვდილამდე ააშენონ ცხრა ეკლესია. მათი რწმენით, შავი მამლის სისხლი ეფექტური წამალია და მერცხალი განხილულია, როგორც ღვთაებრივი ქათამი, ერთადერთი საჭმელი, რომლითაც ღმერთი იკვებება.

მცენარეთა შორის თაყვანს სცემენ მუხას. თითოეული ინდივიდი იბადება გარკვეული ვარსკვლავის ქვეშ, რომელიც უწესებს მას თავის ხასიათს. გრძნეულებს ანიჭებენ კატის ფორმის მიღების უნარს. გველი წმიდათაწმიდაა. ოჯახის უფროსს ჩუმად, ყოველ დილით, მისთვის ერთი ჭიქა რძე გამოაქვს, რადგან ფიქრობს, რომ ის იცავს და ზრდის მის ქონებას”.

აპოლონ წულაძის მიხედვით, გურულებს "სწამდათ ავი თვალი, ავი ფეხი, კუდიანი და ქარჩავ-მზაკვავი.” ბევრი ყოფილა იმის მაგალითი, რომ რომ კუდიანობაში დადანაშაულებულ დედას შვილი გაშორებია. ისიც საინტერესოა, რომ ქარჩხავ-კუდიანი, უმეტესწილად, "ეშმაკის სულის მიმყიდველი" მოხუცი ქალები იყვნენ (თითოოროლა კაციც ყოფილა გარეული, თუმცა გენდერული თანასწორობა დარღვეული იყო). თურმე ზოგიერთი ქალი ან კაცი რომ მოხუცდებოდა, ზაკვავად იქცეოდა, კუდი გამოებმეოდა, თვალიც უჭრიდა უწინდებურად, ღონე ეძლეოდა და შეეძლო (ეს სურვილისამებრ ხდებოდა) ნებისმიერ გარეულ და შინაურ ფრინველად თუ პირუტყვად გადაქცევა. ამ სახით ისინი "დასტრიალებენ ქვეყანას, რომ ვნება მოუტანონ”. კუდიანებს საკუთარი გაწვრთნილი ცხოველებიც ჰყოლიათ - მგელი და ტურა. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ადგილას კუდიანობას ტურიანობას ეძახდნენ, კუდიან ქალს კი ტურა-ქალს. "მამის სოფელში კუდიანობას ტურაობას ეძახდენ. შამევიდოდა ეს კუდიანი, ამეიყვანდა ბავშვს აკვნიდან და ძირს აგორებდა. მერე მამა დაღადრა, პირი დაუღადრა, როცა ბუხრიდან ჩამოდიოდა”. ყვებოდა ერთი ქალბატონი შუა განახლებიდან. ამ ავი სულების ხელმძღვანელი როკაპი ყოფილა (არსებობს ვარაუდი, რომ როკაპი მიღებულია სიტყვიდან როსკიპი, სპარსული "რუსფი”-დან. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით როსკიპი ნიშნავს ურიდად მეძავს).

ჩოხატაურის მუზეუმში დაცულია ისტორია ერთი ხანშისეული ქალბატონისა, რომელსაც დასწამეს კუდიანობა. საწყალი გახურებული ვირის ნალით დადაღეს უკანალზე და შუბლზე. მის შესახებ ხალხი ლაპარაკობდა, რომ "ღამით მგელზე შეჯდება და ჭაჭვეთში მიდის როკაპთან. თავის შვილიშვილს ღამით ენას ამოართმევს, დაამუნჯებს და შემდეგ ისთევლე ჩაუდგამსო”. ჭაჭვეთს გურულები იმ გამოგონილ ზღვისპირა ქვეყანას უწოდებდნენ, სადაც მიუვალ კლდეებსა და გამოქვაბულებში როკაპი ბინადრობდა. გადმოცემის თანახმად, "კუდიანებს ზარი ქონდენ. იმ ზარს რომ დაკრავდა, ყველა შეიყრიდა თავს. როკაპი იყო იმ კუდიანების უფროსი. როკაპი საცა დოუსახელებდა, იქინა შეიყრიდენ თავს (ეს ხდებოდა პირველი სექტემბრის ღამეს. კუდიანებს აუცილებლად რაიმე საჩუქარი უნდა მიეტანათ როკაპისთვის: ცხოველი, ადამიანთა გულები და კიდევ სხვა რამ. _ ი.მ.). როკაპი იმფერი გლახა შესახედავი იყო!” _ ყვებოდა ერთი მოხუცი ქალბატონი.

გურულების წარმოდგენაში როკაპი "ერთი მეტად გადაბერებული, მახინჯი დედაკაცი, ყველა გრძნობებით სავსე, რომელსაც უთვალავ-უანგარიშო ქვეშევრდომები ყავს დედამიწაზედ”. თურმე, როცა როკაპი ბრაზდებოდა, ის აღებდა უშნო პირს, საიდანაც მოჩანდა გრძელი და შავი ღრჯოლები. როცა კუდიანი (კაცი ან ქალი) მიდიოდა როკაპთან, ის ქვას ურტყამდა კბილებში. თუ დარტყმა ძლიერი იყო, როკაპი გახარებული რჩებოდა. ქვის დარტმა ეს იგივე მისალმება ყოფილა. ავი სულები უფრო ჩვილ ბავშვებს ეტანებოდნენო, ამბობდნენ ძველები (ბუკისციხეში ერთი კუდიანი ყოფილა, რომელმაც თოთო ბავშვს ჭიპზე ხელი დაადო და ის ადგილი გაშავდა).

ავი სულები გურულებს უმეტესად ეშმაკებისა და ჭინკების სახით ჰყავდათ წარმოდგენილი. მათი აზრით, ეშმაკი ადამიანში იყო, ხოლო ჭინკა _ ცხოველში. ეშმაკი ჭინკაზე უფრო საშიში ყოფილა, რადგან ჭინკას ადამიანისთვის დიდი ზიანის მიყენება არ შეეძლო. უხილავი, იგი ცხენს ლოკავდა თურმე, ფაფარს უწნავდა ისე, რომ მერე ვერ გამოხსნიდი. ჭინკები სხვადასხვანაირად გამოიყურებოდნენ. მაგ., ცეცხლივით თვალებიანი კვიცი სახით, ან მწერის, მაიმუნის და თაგვის სახე მიეღო ან კიდევ საკუთარი, ჭინკური სახე არ დაემალა: "ჭინკა დაბალი ქალი იყო, დაბალნული, თმაი მისხელე შავი, შავი თმით შებალნული”, იხსენებდა ერთი მოხუცი, რომელსაც ეს შებალნული ჭინკა ბაღნობაში შეხვედრია.

ჭინკებს ფეხის ტერფები ადამიანებისაგან განსხვავებული აქვთ _ ქუსლები წინ აქვთ და თითები კი უკან. მიუხედავად მცირე ზომისა "ადამიანმა რომ "მეიკაკიოს” ზურგზე ჭინკა, ვერ ზიდავს, მან რომ "მოგიკაკიოს” მხარზე, გაგაფრენს სადღაც”. ჭინკების შესანიშნავი აღწერილობა დაგვიტოვა ნოდარ დუმბაძემ: "ჭინკა სამნაირი არსებობს. ერთს აცქვეტილი ყურები, თხის ჩლიქები, თხისავე წვერი, ცეროდენა რქები და ელვადაკრული, ელამი თვალები აქვს. ძალიან ჰგავს თხას, მაგრამ ჭინკაა, რა ხმაზეც უნდა, იმ ხმაზე ლაპარაკობს: ქალის ხმაზე, კაცის ხმაზე, ბავშვის ხმაზე, ცხოველების ხმაზე, ჩიტისაზე აღარაფერს ვამბობ.

მეორე ჭინკა კუდიანია და უკუღმართი შებრუნებული ტერფები, მოკაუჭებული ცხვირი, ერთი კბილი, შუბლზე ზურმუხტივით მწვანე, ერთადერთი თვალი და ბალნით შემოსილი ტანი აქვს. მესამე ჭინკას ოთხი ხელ-ფეხი აქვს. ექვსექვსი თითით გაწყობილი. ორი სახე და ოთხი თვალი, ზურგი არა აქვს, სამაგიეროდ ორი მუცელი აქვს და ორი ჭიპი. წინიდანაც და უკნიდანაც იცქირება. ერთნაირად გარბის წინ და უკან...” ჭინკებს წყალში ჭყუმპალაობა უყვარდათ თურმე (შეიძლება ახლაც უყვართ). "ერთხელ ოზურგეთიდან მივდივართ ლანჩხუთში ოთხი ბავშვი; გვყავდა ერთი ცხენი და ზედ ვჯდებოდით მორიგეობით ორ-ორი. ნატანებს გაღმა ვიყავით, რომ მზე ჩადიოდა... მივადექით მდინარეს, როგორც კი შევდექით ხიდზე მომესმა ძახილი: ვერ წახვალთო და რაღაცამ წყალში მოადინა ტყაპუნი, ნაპირიდან გადახტა. ჭინკა დაგვხვდაო - დავიძახეთ და შეშინებულებმა მოვკურცხლეთ უკან... მივდივართ ყველა ფეხით შეშინებული, დაფიქრებული. შემოგვხვდა ერთი თოხიანი კაცი და გვკითხა: სად მიხვალთ აქეთ, აკი ორაგვისაკენ მიხვიდოდითო. ჩვენც უამბეთ რაც მოხდა, მან მოგვიგო: მეისპო მისი სახელი, იმ ხიდესთან მართლა იცის ყოფნა, წამოდით მე გაგიყვანთ, თუ გაბედა შემოტევა ამ თოხის ყუას შიგ შუაგულში მივახეთქებო. გავყევით გულის ფანცქალით. მივედით ხიდთან, გვეშინოდა ზედ შედგომა, წინამძღოლი გვიჯავრდება, კინაღამ თოხის ყუა ჩვენ არ მოგვარტყა, გავედით როგორც იყო მშვიდობით და მოვკურცხლეთ. ორი კვირა დედაჩემი მატარებდა მოლაზონთან "შეშინებულის" გამოსალოცავათ”, - ნოე ჟორდანიას მოგონებებიდან.

ჭინკებს საჭმლის მადაც კაი ჰქონდათ თურმე, მაგრამ განსაკუთრებით უყვარდათ ბალახი "ოქროსყურა”... ერთი ბუკისციხელი მოხუცი ყვებოდა: "ბაბუაჩემის გადმოცემით, მის დროს ხალხში გავრცელებული იყო ხმა, რომ სოფელში არიან ავი სულები, კუდიანები და რომ საჭიროა მათი გამოცნობა და დაშანთვა, რათა ყველამ იცოდეს, რომელია, ამისთვის შემჩნეულ ხალხს მოუყრიდნენ თავს სუფსის ნაპირზე, ხიდთან ცეცხლი იყო დანთებული, იქ გურიის ტბაა. ტბას იმიტომ ეძახიან, რომ მდორედ მოდის წყალი და შემომრგვალებულია. აქ იყო მთავარი ხალხისაგან შექმნილი კომისია (აქ იკრიბებოდა ყველა _ თავადიდან დაწყებული უკანასკნელ გლახამდე დამთავრებული _ ი. მ.). თითო-თითოს გეიტანდნენ ხიდზე. გააძრობდნენ და გადააგდებდნენ წყალში. თუ დაძირავდა, მაშინ არ იყო მავნე და თავისუფლდებოდა. თუ არ დაძირავდა, მაშინ ის იყო კუდიანი და დაშანთავდნენ.” ამან საგონებელში ჩამაგდო, თუ რისთვის იყო მსგავსი რთული რიტუალის ჩატარება, რადგან ეს ამბავი შეეძლოთ მარტივად გადაეწყვიტათ - ენახათ აქვს თუ არა კუდი გამობმული და გათავდებოდა საქმე! გურულების აზრით, დადაღვის შემდეგ კუდიანი საშიში აღარ იყო ხალხისთვის და ის საზოგადოების უბრალო (კუდიან ან უკუდო) წევრად რჩებოდა ისევ. ტ. მამალაძის (Народные обычаи и поверья гурийцев) თქმით, ერთხელ თურმე დაუდაღავთ კუდიანობაში ეჭვმიტანილი, რომელმაც შემდეგ იჩივლა, ჩაატარეს გამოძიება და აღმოჩნდა რომ სულაც არ ყოფილა კუდიანი. დამნაშავეები დასაჯეს - ეს იყო უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა გურიაში.

"სამოცი წელიწადიც არ იქნება მას შემდეგ, რაც გადავარდა ჩვენში ამგვარი ბრალდებული კაცების "დადაღვაო”, _ წერს "ივერია” და გამოდის, რომ უკანასკნელად ეს რიტუალი, დაახლოებით, 1810-იანებში შესრულებულა. ბევრი სათავისოდ იყენებდა კუდიანობის ამბავს. ამის დასტურია ნოე ჟორდანიას მოგონება: "ლანჩხუთში ხმა გავარდა _ ნათლისმცემელში მცხოვრები ერთი მოლაზონი ტურაზე იჯდა და მიაჭენებდაო. ეს იყო უტყუარი ნიშანი იმის, რომ ის კუდიანია. მოახდინეს ყრილობა, 30 ქალმა და კაცმა დაამოწმა _ ჩვენი თვალით ვნახეთ ტურაზე იჯდაო. დედაკაცი გადაასახლეს "პრიგოვორით" საზოგადოებიდან. მთელ ამ საქმეს მეთაურობდა ერთი ჭკვიანი გლეხი ოფონა ბოლქვაძე. გავიდა ათ წელზე მეტი. მე შინ ვარ თფილისიდან ჩამოსული. მამა ჩემთან მოვიდა ეს ოფონა, მუსაიფის დროს ჩემი თანდასწრებით მამამ კითხა: ოფონა, მითხარი თუ კაცი ხარ, ძველი ამბავია, მართლა დაინახე რომ ის მოლაზონი ტურაზე იჯდაო? ოფონას გაეცინა და უპასუხა: ნიკო ჭკვიანი კაცი ხარ და ასეთ აბდლურს რაფერ მკითხავ. ადამიანის ტურაზე ჯდომა ვის გაუგონია. იმ დედაკაცმა შემაწუხა, ჩემი კარის მეზობელი იყო, სულ მწყევლიდა და გადავწყვიტე რამენაირათ თავიდან მომეშორებია. ერთ დღეს ადრე ადვექი, იყო ნისლი, დავინახე მოლაზონი მიდიოდა შუკაში და დავუცაცხანე. უცებ მოუფიქრებლათ შევძახე - ტურაზე ზის, ტურაზე. გადმოცვივდნენ მეზობლები, მოლაზონი შეშინდა და მირბის გამწარებული, ხალხი უყურებს შორიდან და "დაინახა", რომ მართლა ტურაზე იჯდაო. მე გამეცინა, სწორეთ ახალ-გაცნობილი ვიყავი თეორიას მასიურ გალიუცინაციაზე. მაგრამ იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, მე ღრმათ მწამდა მთელ ხალხთან ერთად მისი სინამდვილე”.

კუდიანების განდევნა და მათგან თავის დაცვა კი შემდეგნაირად ხდებოდა (ტ. მამალაძის მიხედვით) - გურულებს აუცილებლად უნდა ჩაეტარებინათ რიტუალი სახელწოდებით "შებეჭდვა”: პირველი სექტემბრის ღამის წინ იღებდნენ ცვილს და მას ჯვარედინად მიაკრავდნენ ოჯახის ყველა წევრს თმაზე, ასევე შინაურ ცხოველებსაც და მცენარეზეც, მაგ. სიმინიდს ტაროზე, ღომზე. ეს პრევენცია 100 პროცენტიან გარანტიას იძლეოდა თურმე. ამას გარდა, ოჯახის რომელიმე მამაკაცი გადიოდა ყანაში, ნათესებში, დგებოდა შუაში და მთელი ძალით გაჰყვიროდა: ჯვარი აქა, ჯვარი აქა! შენი სვი და შენი ჭამე; ჩვენსას ჯვარი დაგვიწერე! უუუ, კუდიანებო! იწყებდნენ თოფის სროლას, შემდეგ შემოუსხდებოდნენ გაწყობილ სუფრას, დაილოცებოდნენ და ღმერთს დახმარებას სთხოვდნენ, რათა კუდიანებისაგან დაეცვა ოჯახი. ახლა მოვუსმინოთ გაზეთ "ივერიას" (1877), რომელიც შელოცვის სხვა ვარიანტს გვთავაზობს: "სახლის უფროსი შუაღამეს გამოდის გარეთ, ეზოში, გამოაქვს თავისი სასროლი იარაღი, გასძახის და თან ამ სიტყვებს წარმოთქვამს: მიღმართელნო, მოღმართელნო, შორებელნო, ახლობელნო, თქვენ სვით და თქვენ ჭამეთ ჩემსას ჯვარი დამიწერეთ, ჯვარი აქა, ჯვარი აქა.’ შემდეგ წერილის ავტორი აგრძელებს: "თან ისე დაიწივლებს, რომ ტანში ჟრუანტელი ამივლ-ჩამივლის და მოყვება სროლას”.

ავი სულებისაგან დასაცავად ადამიანები ასევე ასანთს ატარებდნენ თურმე. ღამე ვინც გარეთ გავიდოდა, აუცილებლად ხელში ნიგუზალს დაიჭერდა და დანას ან მაკრატელს ჩაიდებდა ჯიბეში. ცრურწმენა მყარად იყო გამჯდარი ხალხის ძვალ რბილში, გასაკვირი არაა, რომ ამ რწმენამ ხალხურ შემოქმედებაშიც შეაღწია, კერძოდ კი ცეკვაში. შემონახულია ნიკო ბერძენიშვილის წერილი ვინმე ჩოხატაურელ ლუკა ბერძენიშვილისადმი, სადაც ის სთხოვს გაიხსენოს და მიაწოდოს ინფორმაცია "ქაჯურ ცეკვაზე”, რომელსაც თურმე ლუკა და ბიძამისი ასრულებდნენ. "ეს არ იყო არც "ლეკური, არც ბაღდადური” არც სხვა ცნობილი ცეკვა, _წერს ბატონი ნიკო, _ იქ მოტივიც სხვა იყო და თამაშობაც. სამწუხაროდ, ეს მე მაშინ ვნახე, როცა ჯერ კიდევ 7-8 წლის თუ ვიქნებოდი. ამბობდნენ მაყურებლები (ეს იყო აღდგომის "სათამაშო” ჩოხატაურში, იქ სადაც შემდეგ "საპარასკევო” იყო): არსენე და გლახუნე ქაჯურს ცეკვავენო”. ჩემთვის არ არის ცნობილი, მოჰყვა თუ არა ამას რაიმე შედეგი...

ცრურწმენას კარგი და სასიკეთო რომ არაფერი მოჰქონდა ეს ფაქტია. ის მხოლოდ განხეთილებას თესავდა ხალხში. კუდიანობაში დადანაშაულებული პირი თუ მივიდოდა მეზობელთან რაიმე საქმეზე, მის დანახვაზე მეზობელი სამჯერ გადააფურთხებდა, პირჯვარს გადაიწერდა და სამჯერ წარმოთქვამდა: "დალახვროს ღმერთმაო”. გადმოცემებისა და დოკუმენტების თანახმად ამის გამო "ხშირად სისხლის ღვრაც ხდებოდა ხოლმე. მადლობა ღმერთს, რომ ეს უმეცრული რწმენა თანდათან გამოდის ხალხის ზნეობიდამ ამ უკანასკნელ დროს”-ო, წერს ავტორი. და მართლაც სულ ცოტა ხანში, გურიაში იწყება განმანათლებლობის ნაღდი ბუმი, იხსნება ბიბლიოთეკები და სამკითხველოები, გურულების უზარმაზარი პროცენტი წიგნის კითხვას იწყებს, ეს კი რუსეთის ხელისუფალთ ათქმევინებს კიდეც - გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო, სხვანი კი გურიას საქართველოს საფრანგეთს შეადარებენ... ეპილოგის მაგივრად. ეს ამბავი კაი ხნის წინათ მომხდარა: კინოსტუდია "ქართულ ფილმში” უცხოელი და ქართველი კინემატოგრაფისტები ბჭობენ "ვეფხისტყაოსნის” ერთობლივი პროექტის გადაღების შესახებ. თინათინს ოდრი ჰეფბერნი ითამაშებსო, ნესტან-დარეჯანს სოფი ლორენი, ტარიელს რიჩარდ ჰარისი თუ შონ ქონერი, ავთანდილს კი პიტერ ო’ტულიო და ასე შემდეგ. _ კაი, ბატონო, მარა ქართველები ვიღას ითამაშებენო? - გამოთქვა ვიღაცამ უკმაყოფილება. _ როგორ თუ ვის? ამდენ ქაჯს თამაში არ უნდა? _ უპასუხა იქვე მყოფმა ნოდარ დუმბაძემ.

გამოყენებული ლიტერატურა:

ნოე ჟორდანია _ "ჩემი წარსული";

ნათელა კაპანაძე _ "ხალხური ყოფა და აღზრდის წეს-ჩვეულებანი გურიაში";

"გურია, მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის";

აპოლონ წულაძე _ "ეთნოგრაფიული გურია";

ნოდარ დუმბაძე _ "ჭინკები";

Мамаладзе Т. Народные обычаи и поверья гурийцев // Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа.Т. XVII, отд. II. Тифлис, 1893




 ახალი ამბები
  • მართავს თუ არა თალაკვაძე უმრავლესობას "ვოთსაფით" _ "არც მითხოვია ურთიერთობაში რაიმე პრივილეგია"გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მალე თანამდებობას დატოვებს და ვიცესპიკერად გადავა. ამბობენ იმასაც, არჩილ თალაკვაძეს ირაკლი კობახიძე არ „წყალობს“ და ამ დრომდე უმრავლესობის ლიდერის პოსტის შენარჩუნება, სუს-ის უფროსის მოადგილის, მისი მეუღლის ბიძის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობით მოახერხა. დეპუტატები „გურია ნიუსს“ იმასაც უყვებიან, რომ თალაკვაძეს უმრავლესობის მართვა უჭირს და მათთან ძირითადად „ვოთსაფით“ ურთიერთობს. ჩვენ დეტალების გადამოწმება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ვცადეთ. არჩილ თალაკვაძესთან ინტერვიუ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემით, მოსამართლეთა სიაზე საუბრით დავიწყეთ. _ ბატონო არჩილ, ქვეყანაში ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა მოსამართლეთა სიაა, რომელზეც განცხადებების გაკეთებას ერიდებით. რატომ? _ სამართლიანი სასამართლო ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ახალ კონსტიტუციაში სწორედ ჩვენ ჩავდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის უფრო ძლიერი გარანტიები. კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის და საბჭომ კანდიდატურები პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტმა კანდიდატურები უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება თითოეულზე. როგორც იცით, ამ პროცესთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ორი თანმიმდევრული გადაწყვეტილება მიიღო _ პირველი: საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო და მეორე: მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურა ცალკე საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს. შესაბამისად, ახლა იწყება მუშაობა რეგულაციებზე, რომლის საფუძველზეც, პარლამენტში კანდიდატურების შერჩევა და დასახელება მოხდება. პარლამენტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს. _ თქვენ ხართ იმ უმრავლესობის ლიდერი, სადაც დიდი ხანია განხეთქილებაა. დეპუტატები ჩვენთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ თქვენ მართვა გიჭირთ და მათთან ძირითადად „ვოთსაფით“ ურთიერთობთ, რაც გამართლებული არ არის. რატომ ამჯობინებთ კოლეგებთან ონლაინ ურთიერთობას? _ ადვილი საქმე არასოდეს მქონია და ამდენი გამოცდილი, თავისი სფეროს მცოდნე და არჩეული პოლიტიკოსების  ლიდერობა რაღა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყველასთან ღია და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დრო უმრავლესობის თითოეულ წევრს და ფრაქციას უნდა დავუთმო, ასევე, საკმარისი ენერგია უნდა დავუთმო ოზურგეთს _ ოლქს სადაც ამირჩიეს. უმრავლესობის წევრებთან ურთიერთობისთვის ყოველთვის ვიტოვებ დროს, ზოგჯერ ეს არის სტუმრობა, ზოგჯერ სპორტი ან რეგიონებში მოგზაურობა. რაც შეეხება “ვოთსაფს”, ტექნოლოგიებს პატივს ვცემ, მაგრამ ამას ძირითადად საორგანიზაციო საკითხებისთვის ვიყენებთ. ამ ორი წლის განმავლობაში იყო რთული საკითხები, რომელზეც აზრთა შეჯერება 115 ადამიანს შორის არ იყო ადვილი, მაგრამ არ მახსენდება არც ერთი საკითხი, რომელზეც საბოლოოდ გუნდმა გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. პარლამენტი მთავარი პოლიტიკური ორგანოა და არც ერთ დემოკრატიაში ის კომფორტის ზონას არ წარმოადგენს. _ თქვენი კოლეგები იმასაც გვიყვებიან, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ "გწყალობთ“ და ამის ერთ-ერთ არგუმენტად ისიც მოჰყავთ, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე არც ერთხელ არ დაგსწრებიათ ირაკლი კობახიძე. მასთან რაიმე პრობლემა გაქვთ? _ ირაკლი კობახიძე განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია, კარგი მეგობარი და საიმედო მოკავშირეა. მას თანაგუნდელებთან “მოწყალებითი” დამოკიდებულება არასოდეს ჰქონია და არც მე მითხოვია ურთიერთობაში რაიმე პრივილეგია. დღემდე გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, მეგობრობა და თანამშრომლობა. უმრავლესობის სხდომებს, როგორც წესი ყოველთვის ესწრება და ეს სხდომების დროს გავრცელებულ არაერთ ვიდეო თუ ფოტომასალაში ადვილად შეგიძლიათ გადაამოწმოთ. _ ბატონო არჩილ, როგორ ფიქრობთ, თქვენი ადგილი არის პარლამენტში თუ საკუთარ თავს უფრო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხედავთ? _ აღმასრულებელ ხელისუფლებაში 2012 წლიდან 4 წელი ვიმუშავე. ვფიქრობ, საქმის გაკეთება შევძელი, რომელიც ადამიანებს და ქვეყანას გამოადგა. რაც შეეხება პარლამენტს _ საპარლამენტო გამოცდილება პოლიტიკოსისთვის ფასდაუდებელია _ ხალხთან ურთიერთობა, მედია, დებატები და პოლიტიკურ გუნდთან ერთად მუშაობა. მინდა ვინც ამირჩია იმ ადამიანების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა, ამ პარლამენტში ბოლომდე შევასრულო. მომავალში ჩემს თავს ისევ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვხედავ. _ „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებები უკვე დაანონსდა... ერთ-ერთი ცვლილება თქვენც გეხებათ და როგორც გვითხრეს, მალე, შესაძლოა, პარლამენტის ვიცესპიკერის ადგილი დაიკავოთ... ეს ის ადგილია, რომელსაც მმართველი გუნდი შავი დღისთვის ინახავს, რომელიც ბესელიას შესთავაზეს, თუმცა, ბოლო მოვლენების გამო გადაიფიქრეთ... რამდენად შესაძლებელია, რომ ეს სავარძელი თქვენ დაიკავოთ? _ თანამდებობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, ყოველთვის იყო საშუალება, რომ საქმე მეკეთებინა, ადამიანებს დავხმარებოდი და რაიმე ღირებული და უკეთესი შემექმნა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას _ ეს ვარაუდი არ შეესაბამება სიმართლეს და არ ვადასტურებ. 2 წელი ისეთი რთული პოლიტიკური პოზიციისთვის, როგორიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია _ საკმაოდ დიდი დროა, თუმცა, მზად ვარ კიდევ ორი წელიც ვიმუშაო. _ მართალია, რომ უმრავლესობის ლიდერად თქვენი კანდიდატურა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თქვენი შეცვლა სურთ, სწორედ ესაა? _ ორივე ადამიანი, რომელმაც უმრავლესობის ლიდერის პოზიცია შემომთავაზა და წარმადგინა _ დღესაც პარტიის ხელმძღვანელ პოზიციებზე არიან, _ აღნიშნა თალაკვაძემ, თუმცა კონკრეტული გვარები არ დაგვისახელა. უმრავლესობის ლიდერი, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძეს და კახი კალაძეს გულისხმობს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დეტალებზე არ საუბრობს. აკონკრეტებს იმას, რომ კარიერა არავის დახმარებით არ შეუქმნია და არც მომავალში აპირებს ვინმეს შეწუხებას. „საპარლამენტო გუნდმა დამამტკიცა ამ თანამდებობაზე და თუ ჩათვლის გუნდი, რომ ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ _ გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის შეუძლია“, _ გვითხრა თალაკვაძემ. _ ბატონო არჩილ, როგორც უკვე ვთქვით, თქვენი კოლეგები პირად საუბრებში თქვენი მმართველობით უკმაყოფილებას არ მალავენ და ეს დღეს და გუშინ დაწყებული თემა არ არის. გვეუბნებიან იმასაც, რომ თქვენ შეცვლაზე საუბარი გაცილებით ადრე, გაზაფხულზე დაიწყო, თუმცა, თქვენი მფარველის, სუს-ის უფროსის მოადგილის, თქვენი მეუღლის ბიძის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობით მოახერხეთ ამ დრომდე თანამდებობის შენარჩუნება... ამაზე რას იტყვით? სარგებლობთ ლილუაშვილის ნათესაობით? _ უმრავლესობის ლიდერის პოზიცია რთული პოზიციაა ნებისმიერ პარლამენტში. როგორც უკვე აღვნიშნე, საპარლამენტო გუნდმა დამამტკიცა ამ თანამდებობაზე და თუ ჩათვლის გუნდი, რომ ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ, გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის შეუძლია. ილუზია არასოდეს მქონია, რომ ყველა კმაყოფილი იქნება ჩემი მუშაობით. არავისთან ნათესაობით არ შემიქმნია ჩემი კარიერა და არც მომავალში ვაპირებ ვინმე ამის გამო შევაწუხო. გრიგოლ ლილუაშვილს მინდა მივულოცო დაწინაურება და წარმატებები ვუსურვო ქვეყნის სამსახურში. რა თქმა უნდა, მისი წარმატებები ძალიან გამეხარდება. _ გარდა იმისა, რომ ხართ უმრავლესობის ლიდერი, ასევე, წარმოადგენთ ოზურგეთს საქართველოს პარლამენტში. როგორც მაჟორიტარმა, რა გააკეთეთ თქვენი ოლქისთვის ამ ორი წლის განმავლობაში? _ მეამაყება, რომ წარმოვადგენ ჩვენს ოზურგეთს, მხარეს სადაც დავიბადე და გავიზარდე, თავისუფლებისმოყვარე და განათლებულ ხალხს, უნიკალურ კულტურას და ტრადიციებს. უკვე ორი წელია, რაც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ. პირველ რიგში, რასაც ვაკეთებ, ეს არის ხშირი კავშირი ხალხთან, სოფლებსა თუ ქალაქში. ვხვდები ახალგაზრდებს, ვმონაწილეობ საჯარო შეხვედრებში, მივდივარ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში, წლის განმავლობაში ბევრ ადამიანს იურიდიული, სოციალური, სამედიცინო თუ განათლების საკითხების გადაჭრაში ვეხმარები. ჩემი უშუალო ჩართულობით და მთავრობის მხარდაჭერით შენდება და სრულად განახლდება ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა, სადაც ჩვენი სახელოვანი წინაპრები სწავლობდნენ; ოზურგეთისთვის კეთდება პრაქტიკულად ახალი მუზეუმი; ქალაქში შენდება ახალი წყალსადენი, რომელიც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის წყალმომარაგებას (ანასეული) უკავშირდება; შენდება ყველაზე დიდი სოფლების _ ბახვის, ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის წყალმომარაგების ახალი სისტემა; იგეგმება ახალი სპორტული ბაზის მშენებლობა; შენდება და რემონტდება სამედიცინო ამბულატორიები; ჩვენი ჩართულობით მომზადდა სამეწარმეო პროექტები, რომელმაც შემდგომ დაფინანსება მოიპოვა; ოზურგეთში მაქვს ძალიან აქტიური ბიურო და მყავს გულისხმიერი, განათლებული და ეფექტური ადამიანები ოფისში. _ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის წევრები ხშირად გსაყვედურობენ, აღნიშნავენ, რომ დაპირებებს არ ასრულებთ, რომ მათთან კომუნიკაციას ერიდებით... ზოგადად, „ქართული ოცნების“ წევრები, ოზურგეთში, მმართველი გუნდით უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამს... ბოლო ერთი წლის მოვლენებს, "ოცნების" ოზურგეთის მერის მიერ გათავისუფლებულ  მხარდამჭერების საქმეებს თუ გადავხედავთ, თქვენც ჩართულობას ნაკლებად დავინახავთ, რაც, ბუნებრივია მათი მხრიდან წყენის და საყვედურის საბაბია... რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? _ ოზურგეთში ხშირად ჩავდივარ. ასევე, დიდ დროს ვატარებ საარჩევნო კამპანიების დროს და როგორც წესი საარჩევნო შტაბის მუშაობაში სრულფასოვნად ვარ ჩართული. საკრებულოში ჩვენს გუნდთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს. თუ ვინმე მსაყვედურობს, ამასაც ვცდილობ ყურადღებით მოვეკიდო და გავითვალისწინო. მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან მქონდა არაერთი შეხვედრა _ მათ მიმართეს სასამართლოს და აქვთ დავები მერიასთან, იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილებები დადგება. დაპირებებს ძალიან მოზომილად და იშვიათად გავცემ, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის შევასრულო. _ ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი ხართ. იმ გუნდის, რომელიც ბევრი დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა, მათი დიდი ნაწილი არ ასრულებულა _ განახევრებული ტარიფები, გაიაფებული ბენზინი, აგუგუნებული საწარმოები და ბედნიერი მოსახლეობა რომ არ არის ფაქტია... ისიც ფაქტია, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს და პრაქტიკულად, შუა ფენა არ არსებობს... დოლარის კურსი, გაძვირებული პროდუქტები და მხოლოდ დაპირებები... რა პასუხი გაქვთ ამ ყველაფერზე და თუ გაქვთ პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმა? _ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად შეიცვალა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, დავნერგეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მივიღეთ ევროპასთან უვიზო რეჟიმი, ეკონომიკა იზრდება წელიწადში 4-6%-ით, მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, 10 000-ზე მეტ დევნილს გადავეცით ბინები, შევამცირეთ პატიმრების რაოდენობა და გავაუმჯობესეთ მათი პირობები, გავაკეთეთ მოგების გადასახადის რეფორმა, შემოვიღეთ დაგროვებითი პენსია, გავზარდეთ სოციალური დახმარებები, ავაშენეთ 48 ახალი სკოლა და გავარემონტეთ 53, ტურისტების რაოდენობა 4-დან 8 მილიონამდე გავზარდეთ, ორჯერ მეტი გზა დავაგეთ ვიდრე წინა ხელისუფლებამ შეძლო, ავაშენეთ 21 ელექტროსადგური, ავაშენეთ 50-ზე მეტი იუსტიციის საზოგადოებრივი ცენტრი, ღვინის ექსპორტი 30-დან 80 მილიონ ბოთლამდე გავზარდეთ, მოხდა ვალების განულება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, პირდაპირი სავაჭრო ხელშეკრულებები გავაფორმეთ ევროკავშირთან და ჩინეთთან.... ჯერ კიდევ არაერთი ოჯახი რჩება, ვინც სახელმწიფოსგან ქმედით დახმარებას, დასაქმებას და კეთილდღეობას ელოდება. რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები - ოკუპაცია, სიღარიბე, შრომის უსაფრთხოება, გაზი და წყალი არაერთ სოფელში. ერთად უნდა შევძლოთ ამ პრობლემების მოგვარება. მე იმედიანად ვარ და მჯერა ჩვენი ხალხის, მჯერა ჩვენი ქვეყნის მომავლის. _ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ვერ მოახერხა მილიონობით ლარის ათვისება, მილიონობით ლარი დაუხარჯავი დარჩა განათლების სამინისტროს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ლარის გაუფასურების გამო, სახელმწიფო ვალის ნაშთი 2018 წლის განმავლობაში 211 მლნ ლარით არის გაზრდილი. ამ ფონზე, შეგიძლიათ გვითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას კარგად მართავს? _ ჩვენ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ჩავიბარეთ 2012 წელს. ადვილი არ იყო ამ პრობლემებთან გამკლავება და, პარალელურად, ქვეყნის წინსვლის უზრუნველყოფა. მიმაჩნა, რომ ბევრი მიმართულებით შევძელით პროგრესისთვის მიგვეღწია, თუმცა, არა ერთი მიმართულებით გვაქვს გამოწვევები. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პრობლემების ანალიზი ჩატარებულია და 2019 წელს მაქსიმალურად შევეცდებით შევცვალოთ სურათი. _ კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზეც მინდა გკითხოთ _ დღისით, მზისით სროლები და მკვლელობა ქუჩებში, გახშირებული ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტები... ამ ყველაფერს რითი ხსნით? _ კრიმინალის მაჩვენებლების შესახებ მონაცემები გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული 2018 წელს შემცირებულია, თუმცა გაზრდილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. დანაშაულთან ბრძოლა მუდმივი ამოცანაა _ ის არასოდეს არ არის დასრულებული. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს _ ისინი დილიდან დილამდე იცავენ საზოგადოების უსაფრთხოებას _ აქვთ რთული და დაძაბული სამსახური. მთავარია, რას უპირისპირებს დანაშაულს სახელმწიფო. დღეს შსს რეფორმებს ავითარებს ორი ძირითადი მიმართულებით: 1. მომხდარ დანაშაულზე ეფექტური რეაგირება 2. დანაშაულის პრევენცია. სწავლება და მომზადება, ვიდეომონიტორინგის სისტემები ქალაქებში და გზებზე, საპატრულო პოლიციის სისტემური განახლება, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი და სხვა ინიციატივები. _ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით. საპრეზიდენტო არჩევნებზე გაცემული დაპირებების შესრულებას როდის აპირებთ? _ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ძალიან დაძაბული, თუმცა, მეორე ტურში დიდი სხვაობით გაიმარჯვა ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. მან უფლებამოსილების გახორციელება ძალიან აქტიურად დაიწყო. ვიზიტი ბრიუსელში და მაღალი დონის შეხვედრები არის კარგი მაგალითი, თუ რატომ იყო სალომე ზურაბიშვილი სწორი არჩევანი _ ის საქართველოს საუკეთესოდ წარადგენს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი გეგმები 2019 წლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციურია _ რეგიონებს ექნებათ მეტი დაფინანსება, დაგეგმილია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ვმუშაობთ ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე. ოზურგეთში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელება. _ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებია... გეგმავთ, რომ ოზურგეთელების ნდობა ისევ მოიპოვოთ? _ სადაც არ უნდა ვიყო, პარლამენტში თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში - ოზურგეთი ყოველთვის იქნება ჩემი საზრუნავი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხზე მალე დავიწყებთ მუშაობას და მაქსიმალურად მომზადებული შევხვდებით ... ...
  • ეკა ბესელია: მე სად ვიქნები, ეს მეორე ხარისხის, მეათე ხარისხის კითხვამე სად ვიქნები ეს არის მეათე ხარისხის კითხვა _ ასე უპასუხა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას - დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და სხვა ლიდერები, მის პოზიციებს არ გაიზიარებენ.  "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა იწყება. სხდომას, სადაც გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე და უვადო მოსამართლეების გამწესების საკითხზე იმსჯელებენ, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. პარტიის თავმჯდომარე როსტომ მეფის სასახლეში უკვე მივიდა.  სავარაუდოდ, დღევანდელს სხდომაზე უნდა გადაწყდეს ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ბედიც.   ეკა ბესელია შეხვედრის დაწყებამდე ამბობს, რომ მსჯელობა საქმიანი იქნება და მოხდება მთავარი საკითხის - მოსამართლეების შერჩევისა და სასამართლოს რეფორმის დასრულების საკითხის განხილვა. დეპუტატი პარტიიდან მის გარიცხვას გამორიცხავს, თუმცა არ ამბობს, თავად დატოვებს თუ არა მმართველ გუნდს.  „მთავარი კითხვა რა არის, მე წავალ უმრავლესობიდან თუ რა ეშველება სასამართლო სისტემას, რომელია მთავარი კითხვა? ჩემთვის გულწრფელად გეუბნებით, მთავარი კითხვა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ჩვენ შევძლებთ დავტოვოთ ქვეყანაში გამართული მართლმსაჯულება თუ არა. მე სად ვიქნები, ეს მეორე ხარისხის, მეათე ხარისხის კითხვა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ. ... ...
  • „სისტემა მურუსიძეებით არის სავსე, გვინდა ასეთი სასამართლო?!“ _ გიორგი მშვენიერაძე„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“  თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე  სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით „გურია ნიუსთან“ საუბრობს. მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ კანდიდატთა მიერ თვითაცილების შესახებ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემა კლანურად იმართება. „ათი მოსამართლის ერთობლივი განცხადება სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის არსებობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. აღნიშნული მოსამართლეების სიის ჩაგდება წარმატებაა, თუმცა კრიტერიუმების გაწერის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად იგივე ადამიანების დასახელების საფრთხე კვლავ არსებობს. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ამ სიას მხარი დაუჭირეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დატოვონ. სხვა შემთხვევაში, სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება არ გვექნება. სასამართლო ჩინჩალაძისა და მურუსიძის კლანის ხელში დარჩება, რომლებიც კვლავ შეეცდებიან, რომ ერთადერთ ორგანოს, რომელსაც დღეს ვერ აკონტროლებენ, დაეპატრონონ “,_ აღნიშნა მშვენიერაძემ. მისივე თქმით, მართლმსაჯულების რეფორმირების სამუშაო ჯგუფის ფორმატიდან გამომდინარე, ცალსახად ჩანს, რომ პარლამენტის გარკვეული ნაწილი სასამართლო სისტემაში არსებული, ე.წ. მოსამართლეთა კლანური ჯგუფისთვის აპირებს მხარდაჭერას. „ერთი მხრივ, ბატონი ირაკლი კობახიძე თავის რამდენიმე აბსოლუტურ თანამოაზრესთან ერთად სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების განსახილველად გვეპატიჟება, სადაც წარმოდგენილი იქნება მამუკა მდინარაძე თუ დავით მათიკაშვილი, რომლის მეუღლე სასამართლოში გამოსაცდელი ვადით არის არჩეული. მერე მხრივ, რეფორმირების ჯგუფში გვეპატიჟებიან იმისთვის, რომ ბატონი ირაკლი კობახიძის კურსელ მიხეილ ჩინჩალაძესთან და მის კლანთან განვიხილოთ საკითხები. ასეთი სახის ფორმატში, ამ თემის განხილვა სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების დაკნინების მცდელობაა. ცალსახად ჩანს, რომ დიახ, ისინი აპირებენ, რომ კლანს მიემხრონ“,_ამბობს მშვენიერაძე. გიორგი მშვენიერაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში,  მასსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძეს  შორის, გამართულ დებატებს აფასებს. „ლევან მურუსიძის მიმართ ჩემი შთაბეჭდილებები არ შეცვლილა. ბატონო მურუსიძე არის ადამიანი, რომლის მიმართ, ფაქტობრივად, არ დარჩა ევროკონვენციის მუხლი, რომლითაც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე არ უმსჯელიათ და საქმე არ წაუგია. ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადასტურებული, რომ წინა ხელისუფლების დროს, სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დევნა სწორედ ლევან მურუსიძის ხელით ხორციელდებოდა. დღეს სასამართლო სისტემა მურუსიძეებით არის სავსე. მოსამართლეები თავადაც ამბობენ, რომ მურუსიძეები არიან და ამით ამაყობენ. გვინდა თუ არა ასეთი სასამართლო?!  მინდოდა, ეს საზოგადოებას კარგად დაენახა და ვფიქრობ, დაინახა კიდეც“, _ აღნიშნა ... ...
  • „მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“ _ UNESCOუსაფრთხო, პოზიტიური სკოლა და საკლასო გარემო, ეფექტური მონიტორინგის სისტემები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამები და ინტერვენციები, მასწავლებელთა მომზადება და მხარდაჭერა, დაზარალებული მოსწავლეების მხარდაჭერა და  რეფერაცია, მოსწავლეების გაძლიერება და მონაწილეობა, უკეთესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ძლიერი სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოები_ეს ის რეკომენდაციებია, რასაც UNESCO სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისთვის და სკოლებში ბულინგის შესამცირებლად იძლევა. UNESCO სკოლებს მოუწოდებს, რომ იყოს უსაფრთხო და ინკლუზიური ყველა ბავშვისთვის. როგორც ბულინგის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, რეგიონებში დიდ პრობლემას ფიზიკური ბულინგი წარმოადგენს, მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ყველაზე მეტად გავრცელებული ფსიქოლოგიური ბულინგია, რასაც სქესთან დაკავშირებული ბულინგი მოჰყვება. ასევე გაზრდილია ონლაინ და სმარტფონ  ბულინგი. ანგარიშის მიხედვით ფიზიკური ბულინგი ბიჭებს შორის არის უფრო გავრცელებული, ხოლო ფსიქოლოგიური გოგოებს შორის. UNESCO-ს თქმით, ბულინგი აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას, რადგან ის მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხარისხზე და აკადემიურ ... ...
  • „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შემთხვევაში გადარჩება“_ ვახტანგ ძაბირაძე „თუკი  ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ დაბრუნდება, 2020 წლისთვის ქვეყანაში საშინელი მდგომარეობა შეიქმნება და  სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივალთ“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ.  ძაბირაძე მიიჩნევს, რომ  ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება სახელმწიფო სისტემის კანონზომიერად მართვასაც გამოიწვევს.   „ქვეყანაში პრობლემები დღითიდღე ყველა სფეროში ჩნდება, მოსახლეობა კატასტროფულად ღატაკდება, მცირე ჯგუფი კი მდიდრდება. ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს სამართავად მისთვის კომფორტულ ადგილზეა მოკალათებული. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შემთხვევაში გაჩნდება შანსი იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს, თუმცა  არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებაა საკმარისი, ქვეყანაში აუცილებელია ეფექტური რეფორმების გატარება. სახელმწიფო სისტემის მართვას საკუთარი კანონზომიერება აქვს და როდემდე უნდა ირღვეოდეს მართვის სისტემის სადავეები?! თუ „ქართულ ოცნებას“ გადარჩენა სურს, ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას“, _ აღნიშნა ძაბირაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები შავი ზღვის შესახებ

ერთი ვერსიის მიხედვით, სახელი მას...

8 ფაქტი ადამიანის კანის შესახებ

კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი...

მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს

სამუშაო დღის დაწყება 10 საათამდე,...

რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ბრენდულ პროდუქციას?

ბრენდინგი არის ცნობილი მარკეტინგული სტრატეგია,...

30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

"ყველა იტყუება" – ამტკიცებდა ექიმი...

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...