ეგნატე ნინოშვილი: ,,ნოე ჟორდანიაში ნაციონალური გრძნობა სჭარბობს”

ისტორია

ეგნატე ნინოშვილი: ,,ნოე ჟორდანიაში ნაციონალური გრძნობა სჭარბობს”

2020 იან 27 16:56:30

პირველი მარქსისტული ჯგუფი საქართველოში 1892 წელს შეიქმნა (აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 70-იანი წლების ქართულ პრესაში ქართული ინტელიგენცია უკვე მსჯელობდა ევროპაში მარქსიზმის გავრცელების შესახებ. იმ დროიდან ჩვენში მარქსისტული ლიტერატურაც გაჩნდა). ამ ჯგუფის, რომელსაც `მესამე დასი“ დაერქვა (თუმცა მოსახლეობაში `ახალი თაობის~ სახელით იყო ცნობილი), შეკრების ინიციატორი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, მარქსიზმის ერთ-ერთი პირველი მქადაგებელი ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა) იყო. შეკრება გაიმართა ზესტაფონში 1892 წლის 25 დეკემბერს, შობადღეს, 12 კაცის შემადგენლობით: ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, მიხა ცხაკაია, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე, ევგენი ვაწაძე, ისიდორე კვიცარიძე, იოსებ კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, რაჟდენ კალაძე და სილიბისტრო ჯიბლაძე.

შეხვედრის მიზანი საქართველოსთვის განვითარების ახალი გზის გეგმის შემუშავება იყო. ორი დღე-ღამის განმავლობაში მიდიოდა ბჭობა _ რუსული `ნაროდნიკული~ მიმდინარეობა აერჩიათ თუ მარქსიზმის პოზიციაზე გადასულიყვნენ. საბოლოოდ ჯგუფი მარქსიზმზე შეჩერდა. `მესამე დასელებმა~ ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს ქართულ ცნობიერებაშიო, _ წერდა ცნობილი მენშევიკი გრიშა ურატაძე...
ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე ფაქტს ცნობილი ბელეტრისტისა და ცნობილი პოლიტიკოსის ურთიერთობის ისტორიიდან.

აპოლონ წულაძის მოგონებიდან: როგორც ამბობენ, ნოე ჟორდანიას პირველად ყურადღება ეგნატე ნინოშვილმა მიაქცია. ის ცდილობდა რომ ნოეს უმაღლესი განათლება მიეღო და მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. ერთი მოგონების მიხედვით, ერთხელ რაჟდენ წუწუნავას (ის ალექსანდრე და ცეცილია წუწუნავების მამა გახლდათ ,,წიგნების და ნასწავლი ხალხის დიდი მოყვარული” -) სავაჭრო დუქანში ეგნატე მისულა და რაჟდენისთვის თუმანი უთხოვია. ამ უკანასკნელმა ჰკითხა მითხარი რისთვის გინდაო. ერთ ახალგაზრდას, ჟორდანიას უნდა გავუგზავნოო. თუმანი მიირთვი ჩემო ეგნატე, - უთხრა რაჟდენმა, - მარა არც შენ გაწყენს ტანზე ან ფეხზე ჩაიცვაო ეგნატე დიდად აფასებდა ნოე ჟორდანია ,,მეცნიერი კაცი იქნებაო”. როცა გაიგო რომ დაპატიმრება ელოდა ,,საშინლათ შეწუხდა და ნოეს სულ იმას ურჩევდა: ჩქარა მოემზადე და საზღვარგარეთ გაასწარიო”. ეს ხდება 1893 წელს.

მისი ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი, გადმოგვცემს რაჟდენ კალაძე, იმ დღეებში ის იყო ,,რომ ნოე ჟორდანია დაჭერას გადაერჩინა და როგორმე მისი საძღვარგარეთ გამგზავრება მოეწყო”.

ის მაშინ ტფილისში იმყოფებოდა, იცოდა რომ ნოეზე გურიაში მისი სიყრმის მეგობარი სილიბისტრო ჯიბლაძეც იზრუნებდა, მაგრამ გული არ უმშვიდდებოდა და სასწრაფოდ დედაქალაქიდან გურიაში დაბრუნდა.

ჟორდანიას გამგზავრების დღეს გამოსამშვიდობებლად ის ბათუმში ჩავიდა. იქამდე კი... ,,ნოეს არ ქონდა სამგზავრო ფული, წერდა აპოლონ წულაძე, - ეგნატემ მიმართა ბესარიონ კალანდაძეს, აუხსნა მდგომარეობა და სთხოვა დახმარება. ვიწრო წრეში შეიკრიბა 80 მან. ცოტა მეტი”. ამავე დროს, გემების აგენტის და წიგნის მაღაზიის მეპატრონეს მათე ნიკოლაძის მეშვეობით ჟორდანია მესამე კლასის ბილეთი აუღეს. ყველაფერი ეს ორიოდე დღეში მოგვარდა.

ბათუმში ნონეშვილი დიმიტრი კალანდარიშვილთან ერთად იმყოფებოდა. გემი როცა როცა ნავსადგურიდან გავიდა ,,ეგნატე მიუბრუნდა ამხანაგებს და ეუბნება: ,,დიდი კაცი დადგება, დიდ ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ”... რა მაგრამ, ეგნატე? შეეკითხნენ ამხანაგები გაკვირვებით.
,,ნაციონალური გრძნობა სჭარბობს მასში და ამას იგი ვერ შეელევა”, - უპასუხა ეგნატემ”.

ჟორდანია გამგზავრების შემდეგ ერთხელ საზოგადო მოღვაწე კოწია თავართქილაძე მატარებლით მგზავრობდა ეგნატესთან ერთად. ის შეეკითხა მწერალს, როგორ მოგწონს ნოეს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი წერილებიო. ,,ამ სიტყვებმა ეგნატეს სახეზედ ნამდვილი სიამოვნება და უსაზღვრო მხიარულება გამოიწვია. ყოველივე დაერდი და ვარამი დაავიწყდა, ამ შეკითხვის გამო და ნამდვილს, უდარდელს, მხიარულს და ყოვლისფრად ბედნიერ კაცს დაემსგავსა.
-ნოეს ნაწერები? ნუთუ ესეც საკითხავია, ნოეს ნაწერები ნოესავით უნაკლო, ნოესავით საყვარელი და სასიამოვნო საკითხავია და ვინ არის ისეთი უბადრუკი, რომ ნოეს ნაწერები არ მოეწონოსო.” შემდეგ ისიც გაიხსენა რომ ჯერ კიდევ სემინარიეს მოწაფემ ,,დასწერა... იმისთანა წერილი, არათუ პატარა საქართველოში, დიდ რუსეთშიც არ მეგულება მსგავსი რამე დაეწეროსო”.

გამოყენებული ლიტერატურა ზოია ტუღუში ,,მოგონებები ნინოშვილზე”, ირაკლი მახარაძე, ლაშა ხეცურიანი ,,ტერორისტები”.




 ახალი ამბები
  • იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი "გოლდის" მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ... ...
  • მეუფე გრიგოლი: ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოსფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გვიან ღამით ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მეუფე გრიგოლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდება. მან აღნიშნა, რომ შეიძლება ადამიანებმა ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლონ არა იმის გამო, რომ ვინმე უკრძალავთ, არამედ ღვთის გამო, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვაც. მისივე თქმით, პრობლემები, რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება, ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ. „ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც. ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან და არა პირიქით“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. ... ...
  • ითვალისწინებს თუ არა მრევლი რეკომენდაციებს _საკვირაო წირვა ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამოცხადების შემდეგ, რომელიც სხვა აკ­რძალ­ვებ­თან ერ­თად ათზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა­საც ზღუ­დავს, ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა სოციალური დისტანციის დაცვით უნდა წარიმართოს. ზოგ ტაძარში მრევლისთვის განკუთვნილი ადგილი მონიშნულია. წესების სრული დაცვით აღევლინება საკვირაო წირვა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ... ...
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...