"ემ ჩემ ქალს ბოლოს ხელის ფოთარიც დაუწყო" _ ტუსაღი იმერლის ნაამბობი

ისტორია

"ემ ჩემ ქალს ბოლოს ხელის ფოთარიც დაუწყო" _ ტუსაღი იმერლის ნაამბობი

16 ოქტ. 2019, 18:01:41

უიღბლო სიყვარულის გამო ერთმა იმერელმა დედაქალაქში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

"დავჰკარი ფეხი და ფხეკა შევადინე თბილისში. იქ ერთი ჩემი ბიძაშვილი მეგულებოდა ვიღაც ღერენლის მლადში კასრულჩიკის სტარში პოპოშნიკათ (გენერლის უმცროსი მექვაბის უფროს დამხმარედ) _ ასე იყო მისი ადლესი (მისამართი) - და იმას მივაშურე... ის ჩემი ცოდვით სამსე აღარ დამიხვდა, სადღაც გადაკარგულიყო.

დავრჩი უპატრონოდ და დავიწყე აქედ-იქით ღოღიალი. ერთხელ... შემხვდა ერთი ვიღაცა ლამაზი ქალი და გამიცინა. ვიფიქრე, რას ხედამს ნეტაი სასაცინოს-თქო და წინ დავიხედე. ყველაფერი რიგზე იყო... ამასობაში მომიახლოვდა კიდეც, მეორეთ გამიცინა და „ზრასტოი“ მითხრა.

„ღმერთმა ნუ მოგაკლოს ნურც „ზრასტი“ და ნურც „მაიაპაჩტენია-თქო“, მარა ვინ ბრძანდები-თქო?“

- შენ ხილი ნახე, მებაღეს რათ კითხულოფო?! მსტაცა ხელი, გამამიყარა პოტრუკი და ხან იქით გამაქანა და ხან აქეთ... თორნის პურივით ამამეკრა გვერდში... მოუჭირე ხელი ჩემ ქალს, დამავიწყდა საბედო. მომიჭირა იმანაც; მოიღერა ბატივით კისერი და სირინოზივით მითხრა: „გინდა დიდ-უბეს გიჩვენებო?“

- იმე, ბატონო! რას ბრძანებ... სად უნდა მიჩვენო-თქო!

- მუშტაიდშიო!.. იქ ზაოდსაც ნახამ... თქვენებურ კაცს უჭირავს... ლორთქიფანიძესო!.. ისემც კაი დაგემართოს-თქო! და გავყევი... მივედი ზაოდზე...

ჩვენ განაპირას ცალკე ავირჩიეთ ერთი სტოლი და მოვითხოვეთ პივა. - შუა სმაში რომ ვიყავით და გულიც საიმედოთ მქონდა, გაჩდა ვიღაც არა-მკითხე სტუმარი და ამოგვიჯდა გვერდში...

გამოემუსაიფა ამ ჩემ ქალს კაი ნაცნობივით. და ბოლოს ხელის ფოთარიც დაუწყო. მე ზედაც აღარ მოხედა, თითქოს კაცი არა ვყოფილიყო. გულმა აღარ მომითმინა და „ჰმმმ!“-თქო, მივაძახე. „ზახრუმალო!“ მომაძახა იმანაც. რა არის ეგ „ზახრუმალა-თქო?“

- რა არის და იმერული ხიზილალაო! აგდებით მითხრა. ვე! ეს კი ვეღარ მოვითმინე. მეწყინა... მეუცხოვა და წამოვხტი ზეზე. ისიც წამოდგა ზოზმანით. შეუძახე. იმანაც გააღო პირი შესაგინებლათ, - შევატყვე და აღარ ვათქმევინე, აღარ დავაცალე, ვიფიქრე, სირცხვილი არ მაჭამოს, უწმინდურა არა მითხრა-რა-თქო და გაუქნიე წიხლი... ვბერტყე ფაშვზე და სულ ბარაბანი დავაკვრევინე... მომიქნია იმანაც და რომ განზე არ გავხტომოდი, ზიარებასაც ვეღარ მამასწრებდნენ.

- წახდა ჩემი ტარიელობა-თქო, ვიფიქრე, შევრცხვი ამ ქალთანა-თქო და ვიშიშვლე ხანჯალი. - ვაცხონე მისი გამჭედის მამის სული. ზურგს ქვემოთ რომ ვშვლიჭე, სუკის ძირთან გაადინა წკეპა. იმას გადავრჩი, მარა სხვებმა ატეხეს ალიაქოთი, შამოგვეხვიენ გარს. ეს ჩემი ქალი სადღაც გაქრა და მე კი მეორე დღეს სლედოვატელთან (გამომძიებელი) ამოვყავი თავი.

ასე გათავდა ჩემი პოვრობის ძებნა და ვინც მზარეულობას წუნობს, ღმერთმა უარესიც ნუ მოუშალოს.

აკაკი წერეთელი - ტუსაღის იმერლის ნაამბობი, გაზეთი „ივერია“, 1886.




 ახალი ამბები
  • შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნაშსს-ში რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. ბრიფინგის თემა ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებია, სადაც ბანკში შეჭრილ შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 მძევალი ჰყავს ... ...
  • რა ხდება ბანკში, სადაც შეიარაღებული პირები არიან - ფოტო ადგილიდანრამდენიმე საათია ზუგდიდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, აყვანილი ჰყავთ მძევლები.  გურია ნიუსი გთავაზობთ ფოტოს ადგილიდან, რა ხდება ბანკში, სადაც შეირაღაებული პირები ... ...
  • მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს – უგულავა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა, ზუგდიდში, ბანკში დარჩენილ მძევლებს ჩაენაცვლოს. „მთავარ არხთან“ საუბარში გიგი უგულავამ, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფება, თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ბანკში ახლა 3 მძევალია დარჩენილი და განაცხადა: „თუ ახლა გამტაცებელი გვისმენს … თუ ხმაური სჭირდება, — თუ რა სჭირდება, უცნობია, — ჯობია, დეპუტატობის კანდიდატი ჰყავდეს მძევლად და მე მზად ვარ, — თუ ამის შესაძლებლობა არის და ორმხრივი თანხმობა, — მზად ვარ, ჩავენაცვლო დარჩენილ მძევლებს“. „დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად. და ვაცადოთ ამ ხალხს“, – განაცხადა მანამდე გახარიამ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა და მძევლები ჰყავთ ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში- შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო  ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“,_ აცხადებებნ ... ...
  • ამ დრომდე მიმდინარეობს სპეცოპერაცია ზუგდიდში - ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენამ წუთებში ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეირაღებული პირები ბანკში ცოტა ხნის შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, იყო სროლაც. წინასწარი ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე პირი იმყოფება. ადგილზე სპეცრაზმი და პოლიციაა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...