ერთხელ "ველურ დასავლეთში"

gurianews.com

ისტორია

ერთხელ "ველურ დასავლეთში"

2018 მარ 17 15:38:10

მსოფლიოში ყოველი ომის შემდეგ იარაღი იცვლებოდა, იხვეწებოდა და მისი მოხმარება იზრდებოდა. მაგალითად, 1846-48 წლების მექსიკა-ამერიკის ომის დროს მთავრობამ სემუელ კოლტის იარაღის 50% სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო დაიწუნა. მაშინ კოლტმა საკუთარი ნაწარმის გაყიდვა ჩვეულებრივ მოქალაქეებზე დაიწყო, რომელნიც დიდი ენთუზიაზმით ყიდულობდნენ რევოლვერებს და თანაც ბევრად უფრო მაღალ ფასად, ვიდრე მთავრობას შეეძლო გადაეხადა. იარაღის ხელმისაწვდომობამ და ომიდან დაბრუნებული შეიარაღებული ჯარისკაცებისა და მოხალისეების ფაქტორმა კი გაზარდა ძალადობრივი ქმედებებისა და დანაშაულებათა რიცხვი. შეცვლილი ფსიქიკისა და მსოფლმხედველობის მქონე ომის ვეტერანები საზოგადოებისაგან გარიყულად გრძნობდნენ თავს, საკუთარ ადგილს ვერ პოულობდნენ, დაგროვილი ნეგატიური ენერგია მოსვენებას არ აძლევდა და ხშირად საკუთარ პრობლემებს ძალადობრივი ქმედებებით სწყვეტდნენ.

მიუხედავად ცუდი რეპუტაციისა ცნობილია, რომ დასავლეთის "მენახირე” ქალაქებსა და ღია ტერიტორიებზე მომხდარი ძალადობა და მკვლელობა, იმ პერიოდშიც კი როცა ისტორიულად მიმდინარეობდა კლასიკური ვესთერნის მოქმედება, ანუ სამოქალაქო ომის შემდგომ 30 წლის განმავლობაში, ახლოსაც ვერ მივიდოდა დიდი ქალაქებში გამეფებულ დამნაშავეობასთან. 1870-85 წლებში, როცა ვესთერნების მიხედვით დასავლეთი ყველაზე უფრო "ველური” იყო, მის ყველაზე აუგად ცნობილ ქალაქებში _ აბილენში, უიჩიტასა და დოდჟ-სითიში 45 მკვლელობა მოხდა. 1865 წლიდან 1900 წლის ჩათვლით ამერიკის დასავლეთში ოფიციალურად დაფიქსირებული იყო 600 მკვლელობა (უდავოდ, მკვლელობები უფრო მეტი იქნებოდა, რადგან დასავლეთში როგორც ერთი ავტორი წერდა "ათასობით იყო მსროლელი და ათასობით ხდებოდა შეტაკება”), მაშინ, როცა ნიუ იორკში, სადაც სასამართლო სისტემა უმაღლეს დონეზე იდგა, მხოლოდ 1866 წელს 799 მკვლელობა იყო რეგისტრირებული (ამ თემაზე შექმნილი მართინ სქორსეზის ფილმი "ნიუ იორკის ბანდები” /2004/ საკმაოდ ზუსტად ასახავს იმდროინდელ სასტიკ რეალობას).  რეალობა რომ დიდხანს არ შეცვლილა, ამას ერთი ფაქტი მოწმობს: როცა 1910 წელს ერთმა ნიუ იორკელმა ქალაქის მერი დაჭრა, პოლიციის კორონერმა განაცხადა: "ეს ქალაქი "ველური” დასავლეთის ქალაქს ჰგავს. მას იარაღიანი ადამიანები (განფაითერები) აკონტროლებენ”.  ტერმინი განფაითერი, რომელიც აღნიშნავდა ადამიანს, როგორც ბანდიტს ასევე კანონის დამცველს, ვინც იარაღს კარგად ფლობდა, პირველად გაჟღერდა 1874 წელს, თუმცა საყოველთაოდ XX საუკუნის დასაწყისში დამკვიდრდა. ამერიკელი განფაითერი უნიკალური მოვლენაა, თუმცა მსგავსი პერსონაჟები გამოჩნდნენ ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ცნობილი ბაფალო ბილის შოუმ უზარმაზარი სამსახური გაუწია ქაუბოის, განფაითერს და "ველურ” დასავლეთს და მისმა დიდებამ სხვა ქვეყნის ყველა ცნობილი განფაიტერები (ნედ ქელი, "შეშლილი” ძაღლი მორგანი, ჯეკ დონოჰიუ, ბენ ჰოლი) დაჩრდილა. ალბათ შოუმენი ბაფალო ბილი ვერც კი იფიქრებდა, თუ განფაითერის ჰეროიკული იმიჯის ჩამოყალიბებაში რაოდენ დიდ როლს ითამაშებდა, როცა სცენაზე გამოიყვანა უკვე ლეგენდად ქცეული "ველური” ბილ ჰიქოქი. კლასიკურ ვესთერნებში ამ განფაითერებს, რომლებსაც ასახიერებდნენ უილიამ ჰართი, ტომ მიქსი ან გერი კუპერი, ჰქონდათ გამოგონილი და რომანტიზირებული  ბიოგრაფიები, რომლებიც როგორც წესი არავითარ რეალურ ფაქტებს არ ემყარებოდნენ. ეს ვესთერნები იყო მშვენიერი ზღაპრები სიმამაცეზე, კეთილშობილებაზე, მეგობრობასა და სიყვარულზე. ამერიკელებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ სანაპიროზე, მრავლად ჰქონდათ წაკითხული დასავლეთის ცნობილ ბანდიტებზე, მათ "ჰეროიკულ” ცხოვრებაზე და კინოს გამოჩენისთანავე მათი "ცოცხლად” ნახვა მოისურვეს. ეს კი მშვენივრად გამოიყენეს კინოს მესვეურებმა და "ველური” დასავლეთის ბანდიტები და მძარცველები სამართლიანობისთვის მებრძოლი გმირების რანგში აიყვანეს, რითაც მაშინვე მოუპოვეს მაყურებლის სიმპათია. ასე მოხდა ჰოაკინ მურიეტას, ბილი ქიდის, ჯესი ჯეიმსისა და სხვათა მაგალითზე. მათ შესახებ გადაღებულია უამრავი ფილმი: ბილი ქიდზე და ჯესი ჯეიმსზე შექმნილი ფილმების რაოდენობა სამ ათეულს აღწევს. უფროსი თაობის ადამიანებისათვის კარგად არის ცნობილი ფილმი "შურისმაძიებელი ელდორადოდან”, სადაც ბანდიტი მურიეტა ნაჩვენებია უმწიკვლო და უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანად, რომელიც იძულებული იყო ხელში იარაღი აეღო და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაედინა (სწორედ მან მისცა დასაბამი ზოროს შესახებ შექმნილ ლეგენდას). ისტორიული ფაქტების მიხედვით კი მურიეტა კალიფორნიაში ყველაზე დიდი ბანდის მეთაური იყო, რომელიც ასამდე კაცს ითვლიდა. მათ მიერ მოკლული ადამიანების რაოდენობა უზარმაზარ ციფრს აღწევს, ისინი განსაკუთრებით დაუნდობელნი იყვნენ ჩინელებისა და შავკანიანების მიმართ, არ ინდობდნენ არც ბავშვებს, არც ქალებს და მოხუცებს. ჰოაკინ მურიეტა 23 წლის ასაკში მოკლეს, მის გვამს თავი მოაჭრეს, სპირტიან ქილაში ჩადეს და მნახველებს ერთ დოლარად უჩვენებდნენ. 1906 წლის კალიფორნიის მიწისძვრის შემდეგ მისი თავი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ბანკების მძარცველი, ამ საქმის უკანასკნელი მოჰიკანი ჰენრი სთარი (სხვათა შორის, იგი ერთადერთია "ველური” დასავლეთის ისტორიაში, რომელმაც ერთ ქალაქში, ერთსა და იმავე დღეს, ორი ბანკი გაძარცვა) 1915 წელს ქალაქ სთრაუდში ბანკის ძარცვის დროს დაჭრეს და ციხეში ჩასვეს, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ მას ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს. მეგობრებმა უმუშევარ სთარს ურჩიეს ბედი კინოში ეცადა: "კინოში უფრო მეტი ფულია, ვიდრე ბანკში.” მართლაც, მან საკუთარი თავი განასახიერა ერთ ვესთერნში, სადაც მოთხრობილია სთრაუდის ბანკის ძარცვის ამბავი. იმ ადამიანის როლზე, ვინც სთარი დაჭრა, იგივე რეალური პიროვნება აიყვანეს. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად, სთარს სხვა პროექტებიც შესთავაზეს, მაგრამ, როგორც იტყვიან, "ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია” და ბანდიტი ისევ ძველ პროფესიას დაუბრუნდა. 1921 წელს არკანზასში ბანკის ძარცვის დროს ჰენრი სთარი თვით ბანკის მმართველმა მოკლა.
ბანდიტებისა და განფაითერების სიცოცხლე უმეტესწილად ძალადობრივად წყდებოდა (ან სახრჩობელაზე, ან ტყვიით). ასე დამთავრდა "ველური” ბილ ჰიქოქის, ჯონ უესლი ჰარდინის, ბილ ლონგლის, ჰარვი ლოგანის, ჯორჯ ფეროთის (ამბობენ, რომ ჩამოხრჩობის შემდეგ იგი ნაწილობრივ გაატყავეს და ჩანთა და ფეხსაცმელები შეკერეს) თომას ბლეკ ჯეკ ქეთჩამის (მისი სიკვდილით დასჯა ყველაზე საზარელი აღმოჩნდა "ველური” დასავლეთის ისტორიაში _ ჩამოხრჩობისას მას თავი მოწყდა  და სხვათა დღეები. იშვიათად, ისიც მხოლოდ ერთეულები, ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდნენ. ასე იყო უაიეთ ერფის მაგალითზე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა "ველური” დასავლეთის, ბანდიტებისა და მსროლელების ეპოქის დასასრული, და საზოგადოებას ისე მიაწოდა საკუთარი ბიოგრაფია და თავგადასავალი, რომ იგი ლამის ნაციონალურ გმირად იქცა. უაიეთ ერფი 1929 წელს გარდაიცვალა და ჯონ ფორდის სიტყვებით, მან ერფის მონათხრობის მიხედვით დადგა "ჩემი საყვარელი ქლემენთინა”. "უაიეთ ერფი პასადენასთან ახლოს ცხოვრობდა. მისი მეუღლე ღვთისმოსავი ქალი იყო. წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ იგი მიდიოდა რელიგიურ კრებებზე. ამ დროს უაიეთი იპარებოდა ქალაქიდან და ჩემს ქაუბოებთან ერთად თვრებოდა. შუადღისთვის მთვრალები უკან ბრუნდებოდნენ, ამიტომ მე გადაღების განრიგის შეცვლა მიხდებოდა... მან მომიყვა  O. K. კორალთან ბრძოლის შესახებ ("ველური” დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა უაიეთ ერფის ძმებს, დოკ ჰოლიდეისა და კლენთონის ბანდას შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1881 წლის 26 ოქტომბერს ქ. თუმბსთოუნში). ასე რომ, ჩემ საყვარელ ქლემენთინაში ჩვენ ზუსტად ისე ავსახეთ, როგორც ეს სინამდვილეში იყო. იმის გარდა, რომ მაშინ დოკ ჰოლიდეი არ მოუკლავთ...” თუმცა, ფორდი ამტკიცებს, რომ ყველაფერი სინამდვილესთან ახლოს იდგა, ეს ასე არ არის. ფორდს რომანტიზირებული ჰყავს მთავარი გმირი, რომელსაც რეალურ უაიეთ ერფთან არავითარი მსგავსება არ გააჩნია. ბრძოლა კორალთან უფრო მკვლელობას წააგავდა, ვიდრე ჰოლივუდურ რაინდულ დაპირისპირებას, სინამდვილეში ის სულ 30 წამს გაგრძელდა და 34 გასროლა მოხდა.  თუ როგორ იქმნებოდნენ ასეთი გმირები, კარგად არის ნაჩვენები "მიუტევებელში”, სადაც მსროლელი "ინგლისელი ბობი” (რიჩარდ ჰარისი) ჟურნალისტთან (სოულ რუბინეკი) ერთად მოგზაურობს, თავის "საგმირო” საქმეებს უყვება, რათა მან შემდეგ იგი წიგნში უკვდავყოს...
ლეგენდები და მითები ცნობილ განფაითერების მსხვერპლთა რიცხვს რამდენჯერმე ზრდიდნენ, მაგალითად, ცნობილია, რომ ბილი ქიდს ოთხი კაცი ჰყავდა მოკლული, მაგრამ ლეგენდის მიხედვით 21, ანუ ერთი ადამიანი ყოველ წელზე, რაც მან იცოცხლა. "ველური” ბილ ჰიქოქი ამტკიცებდა, რომ 100-ზე მეტი კაცი ჰყავდა მოკლული და "არც ერთი უმიზეზოდ”, თუმცა, ამის დამამტკიცებელი ისტორიული საბუთები არ არსებობს. ან ავიღოთ უაიეთ ერფი ან სანდენს ქიდი, რომლებიც ფილმებისა და რომანების მიხედვით მარცხნივ და მარჯვნივ ხოცავდნენ, აღმოჩნდა რომ მათ არც ერთი ადამიანი არ მოუკლავთ.


ნახვა: 87


 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 24 მაისის შეწყალების აქტით, 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ  დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა. ქორიძის განმარტებით, შეწყალებულებიდან საპატიმროს 84 დღესვე დატოვებს. 54 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სულ 1347 მსჯავდებულის საქმე განიხილეს. რაც შეეხება იმ მსჯავდებულებს, რომლებიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიან, ასეთი 216 საქმე განხილვაშია, თუმცა მორატორიუმის გამო კომისიამ მათი განხილვა დროებით გადადო.  ცნობილია, რომ  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე, 3655 მსჯავრდებული შეიწყალა. ბოლოს, პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი კრიტიკის მიზეზი აპრილში, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკლელობის შემდეგ გახდა, მკვლელობა წარსულში ნსამართლევმა და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა ჩაიდინა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებასთან ... ...
  • ,,ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება“_ ჭიჭინაძე ბრალდებებს პასუხობსმმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობდეს. ჭიჭინაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არამართლზომიერია. ჭიჭინაძე სამართალდამცველების მხრიდან  ნარკოტიკების ე.წ. ჩადების პოლიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკები, შესაძლოა, მხოლოდ ისეთ ადამიანს ჩაუდონ, რომელიც კრიმინალად არის მიჩნეული. ,,როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და რომელიმე მაღალჩინოსნის მიმართ ასეთი ბრალდებები გააჟღერო.  ნარკოდანაშაულის მფარველობა არის უდიდესი დანაშაული, ამიტომ ამ თემაზე  კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება. ეს არამართლზომიერი და არაადეკვატური ბრალდებაა. პირდაპირ გეტყვით, თქვენ იცით, რომ ვისაც იჭერენ, იმაზე ამბობენ ჩაუდესო, საზოგადოებაც ძალიან სცოდავს, რადგან სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, თითქოს შს სამინისტროს შეგნებულად  ჩადის დანაშაულს და ვიღაცებს უდებს. არ შეიძლება,  შს სამინისტრო, ვისაც  ქუჩაში დაინახავს, ყველას უდებდეს. შესაძლოა, რაღაც მომენტში ჩადება არსებობს, მაგრამ ეს იმ მომენტში შესაძლებელია მოხდეს, როდესაც ადამიანი კრიმინალად არის მიჩნეული. ამერიკა ომს აწყობდა და ისე ებრძოდა ნარკოგამსაღებლებს, თუ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსკენ მივისწრაფით, დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ნარკორეალიზატორებს“,_ გვითხრა ... ...
  • აქცია ლანჩხუთში ავტობანზე მომუშავე კომპანიის წინააღმდეგამ წუთებში ლანჩხუთში, ლესა-ნიგვზიანის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე აქციას მართავს  ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა. როგორც ისინი „გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, მათ პრეტენზიები აქვთ ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ იტალიურ ფირმა „ტოდინისთან“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მათი საყანე ფართობების ღობეები დააზიანა და თუ ხარვეზი არ გამოსწორდა, შემოდგომაზე მოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. „ჩვენი სოფლის საყანე ფართობები სწორედ იმ ტერიტორიაზეა, რომელი გზითაც აღნიშნული კომპანია სარგებლობს ავტობანზე მუშაობისას. 300 ჰექტარი უკვე დახნულ-დათესილი გვაქვს, მაგრამ თუ ყურადღება არ მოგვაქციეს, მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება. ვითხოვთ „ტოდინიმ“ ან მათ მიერვე დაზიანებული ღობეები შეგვიკეთონ, ან დარაჯი დააყენონ, რომ საქონელი არ შევიდეს ყანებში“, _ ამბობენ აქციის მონაწილეები. აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და სოფლის მაჟორიტარი, სპარტაკ კვაჭაძეც იმყოფებოდა. „ჩვენ მოსახლეობისგან მომავალი კვირის სამშაბათამდე ვითხოვეთ ვადა. დიდი ალბათობით, შევთანხმდებით, რომ საყანე ფართობებთან, სადაც ღობეებია დაზიანებული, დარაჯი დადგეს, რომ ნათესებში პირუტყვი არ შევიდეს, _ გვითხრა ... ...
  • ,,ნარკორეალიზატორებს ხელისუფლებაში ძლიერი მფარველები ჰყავთ“_ ძაბირაძე ნარკოპოლიტიკაზეპოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საუბრისას აცხადებს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მომხმარებელთა რაოდენობას შეამცირებს. ამასთან, ძაბირაძის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობს და ხელს აფარებს. პოლიტოლოგი  ხელისუფლებას  მოუწოდებს ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი რეგულაციები გაატაროს. ,,ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, ალბათ, სწორი ნაბიჯი იქნება, მაგრამ უფრო შორს წასვლა, მგონია, რომ დაუშვებელია. ვფიქრობ, პარალელურად რეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გამკაცრდეს. ვერავინ  დამაჯერებს, რომ შს სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია სარფიჭალაში მყოფ ბარიგებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ  ნარკოტიკების გავრცელებას და მის ტრანზიტს  ხელისუფლება მფარველობს, იგივე ბრალდება ისმოდა ,,ნაციონალების“ მიმართ. რეალურად ნარკოტიკების ტრანზიტი ყოველთვის იყო და დღესაც ხდება, რასაც ძალიან ძლიერი მფარველები ჰყავს. ხელისუფლებას თუ უნდა ნარკორეალიზატორების მფარველობასთან დაკავშირებით ეჭვი გაქარწყლდეს,  ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იქნება, რომ ნარკორეალიზატორბეის წინააღმდეგ დაიწყოს სერიოზული ბრძოლა“, _ გვითხრა ... ...
  • "მიხელ სააკაშვილი უარს ამბობს დაქირავებულ ადვოკატზე _ არ სურს ჩართული ვიყო პროცესში"ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კერძო ადვოკატი აღარ დაიცავს. სასამართლო სხდომაზე დღეს სააკაშვილის ინტერესების დამცველი გიორგი ჩივიაშვილი დასკვნითი სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა ადვოკატმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან პოზიციის შეთანხმების შემდეგ, მას კერძო ადვოკატი აღარ სჭირდება. “საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იქნა შეფასებული პოლიტიკურ დევნად.  მიხელ სააკაშვილი უარს ამბობს დაქირავებულ ადვოკატზე, ეს მისი პოზიციაა, არ სურს, რომ ჩართული ვიყო პროცესში. მე აღარ წარმოვადგენ ამ საქმეში მის პოზიციებს”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. პროკურორის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. ... ...

არქივი

ზაფრანი

250 სინათლის წლის მოშორებით 5 მზიანი პლანეტა აღმოაჩინეს

კაცობრიობა აგრძელებს კოსმოსის საიდუმლოებების შესწავლას....

ამერიკა ჩინელებმა აღმოაჩინეს?

როგორც ჩანს, გეოგრაფიის და ისტორიის...

გაზიანი სასმელები ქალებში ინსულტს იწვევს

იაპონელმა ეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხშირად...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...