,,ეს გურულია, ხელმწიფევ" _ რით მიიქცია ნიკოკია თაყაიშვილმა მეფის ყურადღება

ისტორია

,,ეს გურულია, ხელმწიფევ" _ რით მიიქცია ნიკოკია თაყაიშვილმა მეფის ყურადღება

2018 აგვ 18 16:34:51

"ეს ვინ ჩანს თოფის კვამლივით? - სისონაია დარჩია,

სავაზნესავით გრძელ-გრძელი მტევნები გადაარჩია,

შუბლს ყაბალახი უმშვენებს, ტანზე ჩაქურა აცვია,

_ რისი ფირალი, ყაძახო, სოფლის პირველი კაცია".

როდესაც ჩვენში ხალხური სიმღერების ახალი ანსამბლები ყალიბდება, განსკუთრებით კი გურულებისაგან შემდგარი და მათ გამოსვლას ვუყურებ, ყოველთვის პროტესტის გრძნობა მიჩნდება - რატომ არ აცვიათ ჩაქურა და ყაბალახი? ჩემი სუბიექტური აზრით, ჩაქურა ჩოხაზე უფრო ლამაზი სამოსია, თანაც უფრო პრაქტიკულიც. წინათ ყოველი გურული ჩაქურაში იყო გამოწყობილი, ომშიც კი ლამაზად გამოწკეპილ-ჩაცმულნი მიდიოდნენ.  საინტერესოა, რომ ცხრაასიანი წლების დასაწყისში, გურიის რესპუბლიკის ზეობისას ჩამოყალიბდა წითელი რაზმი. მის მოწინავე ავანგარდს მაუზერისტები და ბომბისტები წარმოადგენდნენ. რაზმელები ჩაცმულობითაც გამორჩეულნი უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ მათ საგანგებოდ შეაკერინეს შავი ჩაქურები და წითელი ჟილეტები.

,,გურული ქურთუკს იცვამს, რომელიც ვაზნებითა და ვერცხლის სირმებითაა გაწყობილი. ქურთუკის ქვემოდან ელეგის (ჟილეტის) ნაწილი მოჩანს, რომლის ზემოდან კიდევ ზუბუნს (ასევე ჟილეტის ნაირსახეობას) იცვამს. იგი უკიდურესობამდე ვიწრო შარვალს ატარებს, რომელიც ვერცხლისფერი სირმებითაა გაწყობილი, ფეხზე პაიჭები და ტყავის მოკლე ჩექმები აცვია, რომელთაც დაწნული ლანჩები აქვს. აბრეშუმის ფართო თურქული ხელსახოცი წელზე აქვს შემოხვეული, თავზე კი ყაბალახი ახურავს...” გურულის ეს აღწერილობა შემოგვინახა აკადემიკოსმა ნიკოლაი დუბროვინმა წიგნში «Исторიя войны и владычества русскихъ на Кавказе», 1871.

ბევრი გურული უმაღლეს პირებთან შეხვედრაზე ჩოხას გურულ კოსტუმს ამჯობინებდა, ისე როგორც ექვთიმე თაყაიშვილის ძმა ნიკოკია. გეცოდინებათ ალბათ ეს ამბავი, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: 1914 წლის ნოემბერში კავკასიის ფრონტის მოსანახულებლად თბილისში ჩამოვიდა ნიკოლაი II. მას გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს ერთხელაც დავით სარაჯიშვილის ქვრივმა მისი უდიდებულესობა ჭიქა ჩაიზე დაპატიჟა საკუთარ სახლში. მეორე სართულზე მასპინძლებს შორის გურულ ჩაქურაში გამოწყობილი ექვთიმე თაყაიშვილის ძმა ნიკოკიაც ერია. ის ,,დრაგუნსკი პოლკში” იყო ნამსახური მეფის კარზეც და მას ვინ არ შეამჩნევდა დღეს აქ ჩაქურაში გამოწკიპულს; ისედაც მაღალი კაცი კიდევ უფრო ტანადი ჩანდა”. მან მაშინვე მიიპყრო მეფის ყურადღება, რომელმაც ჰკითხა, თუ ვისი ფორმა ეცვა მას. ,,Это гурульское, государь, (ეს გურულია, ხელმწიფევ) ხაზი გაუსვა თაყაიშვილმა კოსტუმის წარმომავლობას)  და მიუთითა იმერეთის თავადაზნაურების მარშალზე - То имеретинское, тоже имею и одеваю. (ეს იმერულია, ესეც მაქვს და ვიცმევ). მეფემ პორტსიგარით პაპიროსი მიაწოდა ნიკოკიას. მან კი უთხრა: Спасибо, государь, я не курица! (მადლობა ხელმწიფევ, მე ქათამი არ ვარ! უნდოდა ეთქვა, я не курю, არ ვეწევიო...) ექვთიმე თაყაიშვილი ამბობდა ძმის შესახებ: ოცდახუთი წელი რუსებთან მსახურობდა და რუსული ვერ ისწავლაო!

როცა ემიგრანტი არჩილ გურიელი-ჭყონია სალვადორ დალის სურათისთვის პოზირებდა, მან სამოსად სწორედ გურული ჩაქურა აირჩია და მხატვარმაც მისი ცნობილი პორტრეტი შექმნა, მთებისა და მიჯაჭვული ამირანის ფონზე, ზუსტად ისე როგორც გურიელმა-ჭყონიამ დალის საქართველო აღუწერა.

ისტორიკოსი, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ჩაცმულობის შესახებ წერდა: ,,დასავლეთ საქართველოში ჩაცმულობის თავისებურ კომპლექტს წარმოადგენს გურულ-აჭარულ-ლაზური კოსტუმი - ჩაქურა, რომელიც ერთი ტიპისაა, თუმცა ჩაცმულობის მანერაში გარკვეული თავისებურებანი შეიმჩნევა (ჩემს მეგობარ მეგრელებთან ყოველთვის კამათი მაქვს ხოლმე - ისინი მიმტკიცებენ, რომ ჩაქურა სამეგრელოში ძალიან გავრცელებული სამოსი იყოო. მაგრამ მე ვერც ნახატებსა და ვერც მით უმეტეს, ფოტოებზე ამის დამადასტურებელი საბუთი ვერ ვნახე. მეგრელები, რამდენადაც მე ვიცი, გრძელ ჩოხებს ატარებდნენ. ყაბალახის მოხვევის წესიც კი განსხვავებული იყო გურულისაგან. იგივე ჩიატაია ამბობს, რომ ჩაქურა, ქართული კოსტუმის მეტად ორიგინალური სახეობა, შემუშავდა აჭარის, გურიის და ლაზეთის გარემოშიო და ეს კოსტუმი სამეგრელოში ნაწილობრივ იყო გავრცელებულიო - ი. მ.). ამ კოსტუმის ელემენტებია - ჩოხა, ახალუხი (აჭარლები ზუბუნს უწოდებენ) ჩაქურა ან შარვალი, პერანგი, სარტყელი, წუღა, ქალამანი, წინდა, პაიჭი, ყაბალახი და სხვა. ჩოხა, ჩაქურა, ყაბალახი, ახალუხი და პაიჭი შალისაგანაა დამზადებული, სარტყელი აბრეშუმის, ხოლო საცვლები - სელისაა. მათ შორის აღსანიშნავია ჩოხა და ჩაქურა. ჩოხა მოკლეა და მარტო წელამდეა, ზურგი მას მთლიანი აქვს. ფაქტიურად ის ქართული ჩოხის ზედატანია. წელი ფართო და გრძელი სარტყლით იყო დაფარული, შარვალი კი (ჩაქურა) თავისებური თარგისაა და სხვაგან არ გვხვდება. მისი უბე მეტად განიერია, ტოტები კი ვიწრო, აჭარულ ჩაქურას უბესთან ხიშტაკები აქვს მიკერებული და ამიტომ უბის ქვედა ნაწილი ოვალურია. იკვრის სათავეში გაყრილი ხვანჯრით ისე, რომ უკან ჩაქები დაისხას. გურული ჩაქურა კი სწორია.

ამავე კოსტუმის შემადგენელი ნაწილია ყაბალახი, ის მთელ დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული (სვანეთის გარდა), აღმოსავლეთ საქართველოში კი უფრო ნაკლებად”.

1862 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გურიაში იმოგზაურა პრუსიის სამეფოს პრინცმა ალბრეხტ ჰოჰენცოლერნმა. საკუთარი შთაბეჭდილებებიმან გადმოსცა წიგნში „კავკასიაში 1862“. აი, როგორ აღწერს ის ჩაქურასა და ყაბალახში გამოწყობილ გურულებს: ,, დიმიტრი გურიელს ახლდა მდიდრულ, ღია ფერების ტანსაცმელში ბრწყინვალედ გამოწყობილი 100-მდე მილიციონერი (მოლაშქრე): მოლაშქრეებს ეცვათ გურული ტანსაცმელი: ჩაქური ხავერდის შარვლები ან გრძელი თეთრი შარვლები, მუხლებამდე ვიწრო პაიჭები, წელს ზემოთ ელეღსა და ზუპუნას ზემოდან, ღია წითელი ფერის მოკლე ჩოხა ანუ ჯანიო; წელზე ერტყათ ფართო, ოქროს სირმით მდიდრულად ნაქარგი ტყავის სარტყელი, რომელშიაც გაჩრილი იყო ყამა ან ხანჯალი და დამბაჩა. ფეხზე ეცვათ ფერადი ფეხსაცმელები. ყველას ჰქონდა ჩახმახიანი თოფი. გურულები მოხდენილად და მდიდრულად იყვნენ ჩაცმულნი. თვალს იტაცებდა გურულების სილამაზე...”

,,გურულები ატარებენ მუქწითელი ფერის შალის ყაბალახებს, რომლებიც თავზე მოხდენილად აქვთ მოხვეული. ყაბალახი კარგად იცავს ცუდ ამინდში და კიდეც უხდებათ. ქერა ან წაბლისფერი თმა კარგად აქვთ მოვლილი...”

ჩაქურა განუმეორებელი სამოსი ყოფილა საბრძოლო მოქმედებების დროს. არსებობს ვინმე ვოლნიცკის სტატია (1897) გურული ლაშქრის შესახებ, სადაც ის სხვა საინტერესო ამბებთან ერთად აღწერს გურულ ჩაქურას, როგორც შეუდარებელ სამოსს ქვეითისათვის, რადგან მას თავისუფლად შეეძლო ემოძრავა ყველაზე ძნელად გასავალ ადგილებში, ეკალ-ბარდებში და მტერს შეუმჩნევლად მიახლოვებოულიყო. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ სამოსი შეკერილია თვითნაკეთი ქსოვილისაგან, რომელიც ბევრად უფრო ელასტიურია და შესაბამისად, უფრო გამძლეა ვიდრე ფაბრიკის ნაწარმი - რადგან ჯერ ერთი რომ ის იცავს ადამიანს ეკალ-ბარდისაგან და ეს უკანასკნელი კი არ ხევს ნაჭერს, არამედ მხოლოდ აძრობს ძაფებს, მაშინ როცა ფაბრიკის ნაწარმი იხევა. ბოლოს დასკვნის სახით კი ის წერს, რომ არა მხოლოდ  რუსებმა, არამედ არც მეგრელებმა და არც აფხაზებმა არ  იციან გურული კოსტუმის ტარება. რომ როცა ჯარში ახალბედები მოდიან (არაგურულები -ი.მ.) მათ პირველ რიგში უნდა ასწავლონ ამ სამოსის ტარება.

ახლა რაც შეეხება ყაბალახს - ამ თავსაბურავს, რომ გურულები საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ, ამის დამადასტურებელი ფაქტია ჯუმათის ეკლესია, რომელიც დიმიტრი ბაქრაძეს აქვს აღწერილი წიგნში: ,,არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში": ,,მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ხატი. მოჭედილობა სულ ერთიანად ოქროსია: მისი ქვემო ნაწილი სიძველის გამო ნაფლეთებადაა ჩამოკიდებული. მთავარანგელოზს მარჯვენა ხელში ამოწვდილი მახვილი უპყრია, მარცხენაში ქარქაში. თმა ხუჭუჭა აქვს, ტანთ ჯაჭვი აცვია; მხრებზე ყაბალახის მაგვარი რამ აქვს მოგდებული,”

ნ. გურგენიძის წერილში ,,თურქული ენობრივი ელემენტების შესახებ აჭარულ და გურულ დიალექტებში” („მაცნე” 4, 1969) ყაბალახის შესახებ ვკითხულობთ: ,,მამაკაცის თავსაბურავის სახეობა, მასალად გამოიყენებოდა ძირითადად შინნაქსოვი შალი, თივთიკი, შალ-აბრეშუმი//დარაია, იშვიათად მაუდი. ქართულ ყოფაში ყაბალახი ბაშლაყის//ბაშლუღის სახელითაც იწოდება. აღნიშნულ ტერმინთაგან ბაშლუღი თურქული სიტყვაა, სადაც „ბაშ“ თავს ნიშნავს, „ლუღი“ ფორმანტია დანიშნულების სახელთა მაწარმოებელი. ყაბალახის სინონიმური ფორმაა „ჩაბალახი“ ნიკორწმინდის XI ს. სიგელის მიხედვით საომარი დანიშნულების თავსაბურავია. ამ დანიშნულებითაა მოხსენიებული არაერთ ისტორიულ წყაროში (ჟამთააღმწერელი, ჯუანშერი და სხვ.) სულხან-საბა ორბელიანი ჩაბალახს საომარ დანიშნულებასთან ერთად მის სხვა ფუნქციასაც აღნიშნავს - „გინა წვიმაში ჩამოსაცმელი“. ყაბალახის თარგი ერთგვაროვანია. ყაბალახი იხმარებოდა როგორც დამოუკიდებელი, ისე დამატებით თავსაბურავი. ამ მიზნით მას ბოხოხის ან განიბალდური ქუდის ზევიდან იხურავდნენ. მოხვევის წესებიც სხვადასხვანაირი იყო: მეგრული, გურული, ჩოხური და სხვ.

ყაბალახებს ამკობდნენ ყაითნის ზონრებით, ჩაფარიშით, ოქრომკედისა და სირმის ქარგულობით, რომელიც უფრო ხშირად მცენარეული ორნამენტის მოტივითაა წარმოდგენილი. ამას ემატება თავსაბურავის წვერზე გამობმული აბრეშუმის ძაფით, სირმით ან ოქრომკედით ნაკეთები ფოჩი. ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებულია ქალის ყაბალახიც”.

წერილს დავასრულებ ინგლისელი იურისტის, მწერლის და ლიბერალი პოლიტიკოსის ჯეიმს ბრაისის სიტყვებით წიგნიდან ,,ტრანსკავკასია და არარატი” (1876): ,,სამეგრელოს სამხრეთით მდებარეობს გურია. მიწა, სადაც ხალხი უფრო ენერგიული და პირდაპირია და რადგანაც ამ ხალხს ნაკლებად შეეხო დაპყრობა და იმიგრაცია, მათ ყველაზე უკეთ შეინარჩუნეს ძველი თვალწარმტაცი კოსტიუმები”.




 ახალი ამბები
  • "შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება" _ ეკონომისტი ლარის გაუფასურების მიზეზებზესაქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი რამდენიმე წელია, რაც პერიოდულად იცვლება, დღეს კი ის 3 თეთრით გაუფასურდა. აღნიშნულ ცვლილებას ფინანსთა მინისტრი საგარეო ფაქტორს უკავშირებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი ლარის კურსის სტაბილიზაცია აუცილებლად მოხდება, თუმცა, ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან ლარის გაუფასურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაა საჭირო. რით არის განპირობებული ლარის კურსის დაცემა _ ამ კითხვით "გურია ნიუსმა" ეკონომისტ აკაკი ცომაიას მიმართა. ეკონომისტის თქმით, ლარის კურსის დაცემის მიზეზები კომპლექსურია, იმ პროგნოზის გაკეთება კი თუ რა შეიძლება მოხდეს ვალუტის კურსთან მიმართებაში ხვალ, ზეგ ანდა მაზეგ შეუძლებელია, რადგან გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს და რომელი ფაქტორი გადაწონის არავინ არ იცის, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება. უცხოური ინვესტიციების შემცირება, ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი_ ეს ის მიზეზებია, რასაც ეკონომისტი ლარის კურსის ვარდნის მიზეზად ასახელებს. "გაუფასურების მიზეზი კომპლექსურია. ერთ-ერთი არის, ის რომ უცხოური პირდაპირი ინვესტიციები პერმანენტულად მცირდება და ბუნებრივია, რომ ეს გავლენას მოახდენს ლარის კურსზე. უცხოური ინვესტიციების შემცირება ეკონომიკური მდგომარეობის დიაგნოზია. ინვესტორები ქვეყნიდან გადიან, ახალი ინვესტორები არ შემოდიან და ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი. ეს ფაქტორები იწვევს ინვესტიციების შემცირებას",_ამბობს ცომაია. მისივე თქმით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ლარისა და ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა. "მთავარი პრობლემა, რაც ლართან არის დაკავშირებული არის ლარის მიმართ უნდობლობა, უნდობლობა ეროვნული ბანკის მიმართ, ამდენად ლარს ჩვენ,  ადამიანები ვიყენებთ იმდენად, რამდენადაც გვჭირდება კონკრეტული ტრანზაქციების, გარიგებების გასახორციელებლად, საქონლისა და მომსახურების შესასყიდად, სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ ლარი მოვიშოროთ, ანუ შევინახოთ უფრო მყარ აქტივში, ვთქვათ, ამერიკულ დოლარში. შესაბამისად, შემოსავლის ნაწილი, რომელიც უნდა აისახოს დანაზოგებში ხდება უცხოურ ვალუტაში, რაც აუფასურებს ლარს", _ ამბობს ცომაია. ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ ლარის კურსის დაცემა შესაძლებელია არჩევნებსაც უკავშირდებოდეს და ასევე უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შემცირებასაც. "არჩევნებზე დახარჯული ფულის შემდგომი შედეგები შესაძლოა იყოს ამასთანაც დაკავშირებული. ასევე გარკვეულწილად უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შეზღუდვამ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ლარის კურსზე, იმიტომ რომ თუ ადრე უცხოურ ვალუტაში ფინანსდებოდა მომსახურება იმპორტულ საქონელზე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სესხები შემცირებულია ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებული სესხებით ხდება იმპორტის შესყიდვა, რაც ბუნებრივია, რომ გეუბნება იმას რომ შესაბამისად ვერ მოხდება ამ იმპორტის შესყიდვა და ლარი უნდა გაუფასურდეს. ასევე ეკონომიკური ზრდის ტემპი არის დაბალი და ჩვენი შემოსავალი არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიყიდოთ იმ რაოდენობის იმპორტი რა რაოდენობითაც ხორციელდება არსებულ მომენტში",_ამბობს ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა (R)საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Vinexpo Bordeaux 2019“-ში მიიღეს მონაწილეობა. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ქართული პროდუქტი წარადგინეს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ სტუმრებს ქართული ღვინო დააგემოვნებინეს. 4-დღიანი შეხვედრების განმავლობაში ქართველ მეღვინეებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრების, ახალი აღმოჩენებისა და ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობა. „საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა, ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. Vinexpo Bordeaux 2019-ი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ქართულ ღვინოსთან ერთად, საქართველო გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ფესტივალი Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო არენა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მეღვინეებისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაზე ოთხი დღის განმავლობაში გაიმართა დეგუსტაციები, ვორქშოპები, კონფერენციები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ღვინის სექტორში ინვესტიციების ზრდის პერსპექტივები, ელექტრონული კომერცია ღვინის გაყიდვების გასაზრდელად, კლიმატის ცვლილებების გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე. ღონისძიებას ესწრებოდა 2000 ბრენდის წარმომადგენელი, 150 ქვეყნის 40 000 მონაწილე, 850 საერთაშორისო ჟურნალისტი. კონფერენციის განმავლობაში 45 სამუშაო შეხვედრა და დეგუსტაცია გაიმართა. მათ შორის „ჭოტიაშვილის მარნის“, „ფაფრის ველის“, „ველინოსა“ და „თელავის მარნის“ ღვინოების დეგუსტაცია. (R)   ... ...
  • "ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ" _ ქანთარიააზრი გამიჩნდა, რომ ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, პროცესებს საღად და რეალურად უყურებს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ქანთარიას თქმით, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ და ფლორიდიდან გარკვეულ გზავნილებს ელოდებიან. „ალბათ ზოგიერთი გამოფხიზლდა, კაცი, ოკეანის პირას ირუჯება, მე კანონი აქ უნდა დავარღვიო, ციხეში მოვხვდე, თავი გავიტეხო და ეგრე როგორ არისო?! მგონი, საღი აზრი იმარჯვებს“, – განაცხადა ნუკრი ... ...
  • ლიბერთის ახალი სოციალური პროექტი "რესტარტი" დაიწყო (R)ლიბერთისა და Impact Hub Tbilisi-ის ერთობლივი პროექტი   სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ქალბატონებისთვის შეიქმნა და  უფასო ბიზნესტრენინგის კურსზე დასწრებას ითვალისწინებს. კულინარიით გატაცებულ  15 ქალს, Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს.  მონაწილეები   7 კვირის მანძილზე გადამზადებას  და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას შეძლებენ. ცნობილი შეფ-მზარეულები, წარმატებული კულინარული ბიზნესის მფლობელები და გამოცდილი მარკეტოლოგები კურსის მონაწილეებს  გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ასწავლიან ყველაფერს, დაწყებული საკუთარი ბიზნესისა და პროდუქტის  შეფუთვიდან მომხმარებელთან კომუნიკაციამდე. ტრენინგის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეებს  თანამედროვე ბაზრისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები დაეხმარებათ  დამოუკიდებლად წამოიწყონ ან ... ...
  • ლიბერთი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (EYP) მხარდამჭერია (R)24-27 მაისს ლიბერთის მხარდაჭერით ზუგდიდში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია გაიმართება. 100-ზე მეტი მონაწილე ახალგაზრდა, საგანგებოდ შერჩეულ აქტუალურ თემას დაამუშავებენ და საქართველოდან გენერალურ ასამბლეაზე  ერთობლივ რეზოლუციას წარადგენენ.,,მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა და ზოგადად საზოგადოებრივ პროცესებში მათი ინტეგრირება, ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ,  აღნიშნული კონფერენცია მონაწილეებს  საშუალებას მისცემს განავითარონ კარიერისთვის აუცილებელი უნარჩვევები, გაიღრმავონ ცოდნა და აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ აქტივობებში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ლიბერთი მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტში ჩაერთვება. ამ პროექტში ჩართულობით კი ჩვენ მხარს ვუჭერთ  თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში ევროპული ფასეულობების გაღრმავებას. ‘’ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ. „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - ე.ა.პ “(European Youth Parliament - EYP) არის საერთაშორისო ორგანიზაციათა ქსელი, რომლის  მიზანს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ–პოლიტიკური აზროვნების დახვეწა, ევროპული ღირებულებების გავრცელება, კრიტიკული აზროვნებისა და დებატების უნარჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ორგანიზაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პატრონაჟით მოქმედებს და მის პროექტებში 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულები. ორგანიზაციის წარმომადგენლობა  ევროკავშირსა და მის პარტნიორ 40 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო (ე.ა.პ - საქართველო, EYP Georgia) ამ ქსელს ოფიციალურად 2008 წლიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...

ტვინის დაბერებისგან ვაშლი დაგიცავთ

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

მტრედებზე ნადირობა რომაელებმა მოიგონეს

მტრედების ხოცვა შეძლებული ადამიანების ყველაზე...

კარნავალი ძაღლებისთვის

ცოტა ხნის წინ ჭკუამხიარულმა ბრაზილიელებმა...

რომელია მსოფლიოში უდიდესი ალმასი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...