გამნაღმველი ქალბატონის ომისა და სიყვარულის ისტორია

ისტორია

გამნაღმველი ქალბატონის ომისა და სიყვარულის ისტორია

2019 მაი 15 18:52:26

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავს, ომის ვეტერანი, ოზურგეთში მცხოვრები ანასტასია ლინინა-მჟავია 95 წლის ასაკში ჩვეული შემართებით, სიხარულით აღნიშნავს და ცდილობს, თანმხლები სევდა არავინ შეამჩნიოს.


ეროვნებით რუსი ქალბატონი, რომელიც ომის დაწყებისას 17 წლის იყო.  1942 წელს უკვე ომში, ვაჟკაცების მხარდამხარ გამნაღმველად იბრძოდა და ლენინგრადის ბლოკადის გარღვევას მათთან ერთად  ცდილობდა.  როცა ფაშისტთა თავდასხმა უკუაქციეს, ამბობს,  რომ ეს უკვე გამარჯვების უტყუარი ნიშანი იყო.

_ რა გადაგვხდა თავს, ამის მოყოლა ენას არ ძალუძს _ ეს იყო ჯოჯოხეთი, რომელსაც ჩვეულებრივმა ადამიანებმა გაუძლეს  და კაცობრიობის გადარჩენა შეძლეს ფაშიზმისგან. ცოცხლები თუ ვიყავით, ესეც არ გვჯეროდა, მეორედ დავიბადეთ, თუმცა, ჩემი სიყვარულის პოვნის შემდეგ, ჩემი მეორე სიცოცხლე საქართველოში დაიწყო... და დღესაც თქვენთან ვარ, _ გვეუბნება ომის მძვინვარებას გადარჩენილი მებრძოლი ქალბატონი.

ყველაფერი კი, ომის დასრულებისთანავე ასე დაიწყო _ ანასტასია ლინინა ტალინში სამუშაოდ გაუშვეს. აქ ის სამხედრო ხაზით, როგორც თვითონ ამბობს, უშიშროების გასაიდუმლოებულ ნაწილში მუშაობდა.  მოხდა ისე, რომ სწორედ აქ შეხვდა თავის დიდ სიყვარულს, ოზურგეთელ შალვა მჟავიას, რომელიც ტალინში, ასევე, კურსებზე იმყოფებოდა. სიყვარულმა თავისით გაიკვლია გზა და ასე აღმოჩნდა საქართველოში, გურიანთელი ბიჭის ოჯახში.

_ დედამთილმა  იმაზე მეტი დედობა გამიწია, ვიდრე ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ. საოცარ ადამიანებთან მოვხვდი, ოთხი შვილის დედა გავხდი და სითბოსა და სიყვარულში გადიოდა დღეები და წლები.  დღეს ჩემს შვილიშვილებსაც შვილიშვილები ჰყავთ.  მეუღლისა და შვილის დაკარგვის ტკივილს ვერაფერი გაანელებს, თუმცა, ცხოვრება გრძელდება და მე, ჩემი ნამრავლის უსაზღვრო ყურადღების გარემოცვაში, თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობ. ყველას მადლობას გიხდით ჩემ მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის, _ ამბობს ქალბატონი ანასტასია.

ჩვენთან   საუბარს მისი შვილიშვილი თინიკო ბასილაშვილი განაგრძობს:

_ ბებიაჩემი საოცარი ქალბატონია, უძლიერესი, ძალიან განათლებული, სამაგალითო, უდიდესი გულშემატკივარი ყველასთვის, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. ამ ასაკშიც კი გამუდმებით კითხულობს, ეცნობა ყველანაირ ინფორმაციას, უყურებს ტელევიზორს და იცის, ვინ არის ამა თუ იმ  ქვეყნის პრეზიდენტი. ჩემთვის ბებიაჩემი ის ქალია, რომლის დამსახურებაც არის, თუ რაიმეს წარმოვადგენ. ამ ასაკისთვის გასაკვირი მეხსიერება და აზროვნება აქვს დღესაც და ალბათ, სილამაზის კონკურსიც რომ მოაწყონ, მისი ასაკის მოხუცთა შორის, უსათუოდ გაიმარჯვებს, _ ღიმილით ასრულებს თინათინი და იხსენებს გადმოცემით თქმულს, თურმე, ბაბუაჩემმა ბებია ტალინიდან რომ ჩამოიყვანა და ოჯახის წევრები დახვდნენ მატარებელთან, ყველა განცვიფრებული დარჩა  შლაპით და ვუალით მომავალი ულამაზესი ქალის დანახვით, რომელიც ყველას ისე გულთბილად  მიესალმა და გადაეხვია, როგორც  დიდი ხნის უნახავ საყვარელ ადამიანებს.

ანასტასია მჟავიას საბრძოლო დიდების ორდენის გარდა, მრავალი მედალი და ჯილდო აქვს მიღებული. შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები ამაყობენ სახელოვანი ბებიით და ცდილობენ, ყელაფერი ისე გააკეთონ, როგორც ქალბატონ ანასტასიას გაუხარდება.

_ მომავალ 9 მაისსაც გვესტუმრეთ, ქალბატონი ანასტასია  აუცილებლად მხნედ დაგვხვდებათ, ბებია ჯერ ახალგაზრდული შემართებითაა და დიდხანს აპირებს, ფაშიზმზე გამარჯვება ჩვენთან და თქვენთან ერთად იზეიმოს. მას ასე უხარია და ასე მიაჩნია, რომ სანამ კაცობრიობა იარსებებს,  ტირანიაზე გამარჯვება ყოველ 9 მაისს უნდა იზეიმონ, _ ამბობენ შვილიშვილები და შვილთაშვილები.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...