გამომშვიდობება მუნჯ კინოსთან

ისტორია

გამომშვიდობება მუნჯ კინოსთან

12 მაი. 2020, 11:55:46

1932 წელს მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა საბჭოთა და შესაბამისად, ქართულ ხელოვნებაში. საბჭოთა ხელოვნების შემოქმედებით მეთოდად გამოცხადდა სოცრეალიზმი. წინა წლებში წარმატებით დაწყებული კინოაღმოჩენები და ძიებები ,,კოსმოპოლიტიზმისა” და ,,ფორმალიზმის” წინააღმდეგ გამოცხადებულმა ბრძოლამ შეაფერხა. იმ წელს გააუქმეს ხელისუფლებისაგან ასე თუ ისე დამოუკიდებელი ორგანიზაციები, გამოცხადდა შესრულებულად პირველი ხუთწლედის გეგმა და კულაკთა კლასიც განადგურებულად გამოცხადდა.

ამასობაში მოახლოვდა ხმოვანი კინო. პირველ ხმოვანი ფილმი ,,დონ ჟუანი”, ჯონ ბერიმორის მონაწილეობით, ჭარნერ Warner Brothers-მა და Vitaphone-მა 1926 წელს გადაიღეს, თუმცა ფილმში დიალოგები არ არის გახმოვანებული, მხოლოდ სინქრონიზირებული მუსიკა და სპეცეფექტების ხმებია. ეს ფილმი კიდევ იმით არის გამორჩეული რომ როგორც ამბობენ, იქ ყველაზე მეტი კოცნაა, დათვლილიც კი არის - 127-ჯერ კოცნის ბერიმორი ქალებს. ამ ფილმამდე გამოდიოდა მოკლემეტრაჟიანი ფილმები და სიუჟეტები, სადაც ადამიანები მღეროდნენ და ანეგდოტებს ყვებოდნენ. ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდა ,,ჯაზის მომღერალი”, რომელიც მიჩნეულია პირველ ხმოვან სურათად, თუმცა სინამდვილეში იქ ხმოვანი რიგი მხოლოდ სიმღერებს მიჰყვება.

ხმამ ბევრი რამ შეცვალა, მოიტანა უამრავი ინოვაცია როგორც შემოქმედებით, ასევე, რასაკვირველია, ტექნიკურ სფეროში. ხმის მოსვლასთან ერთად ტაპიორებისა და ორკესტრების აუცილებლობა აღარ იყო საჭირო, ამიტომ უამრავი მუსიკოსი უფუნქციოდ დარჩა, მათ შორის მაღალი კლასის პროფესიონალებიც. ბევრი კარგი მსახიობი, რომელსაც არ ჰქონდა კარგად დაყენებული ხმა, ან ტემბრი არ უვარგოდა ან აქცენტი გააჩნდა, სამუშაოს გარეშე დარჩნენ, მუნჯ კინოში ისინი ვარსკვალავები იყვნენ, ხმოვანში კი მათ შესაფერისი ხმოვანი მონაცემები არ გააჩნდათ (მაგალითად ნატო ვაჩნაძე ,,უკანასკნელ მასკარადში” ხმას არ იღებს, რადგან მის ქართულს რუსული კილო დაჰკრავდა). ბევრმა კარგმა მსახიობმა ეკრანზე სცენური მანერულობა გადაიტანა, საუბრობდნენ ძალიან მკვეთრად, გამოკვეთილად, ისე თითქოს სცენაზე იდგნენ და ცდილობდნენ ქანდარაზე მსხდომებისთვისაც ხმა მიეწვდინათ. ისინი მშვენიერი მსახიობები იყვნენ, ფილმებშიც პატიჟებდნენ ხოლმე, მაგრამ კინოს სპეციფიკას ალღო ვერ აუღეს, თეატრალურ მსახიობებად დარჩნენ. მექანიკურად მოხდა წარწერების ტრანსფორმაცია დიალოგებში, პლაკატურ-ლოზუნგური ხასიათის ტიტრები თავდაპირველად უცვლელად გადმოვიდა დიალოგებში და მსახიობები კი არ საუბრობდნენ, არამედ ლოზუნგებს ისროდნენ, რაც ნაღდი უაზრობა იყო. ზოგიერთმა კინოს გახმოვანება-ახმაურება ვერ აიტანა და თავი მოიკლა, ზოგი გალოთდა, სხვა დეპრესიამ იმსხვერპლა. ბევრი ხელოვანი ხმის შემოსვლას ეწინააღმდეგებოდა, არ სჯეროდა მისი მომავლისა, მათ შორის იყვნენ ბასტერ კიტონი, დეივიდ უორკ გრიფითი, ვიკტორ შესტრომი, ვსევოლოდ პუდოვკინი, კინგ ვიდორი, რენე კლერი, სერგეი ეიზენშტეინი, ჩარლი ჩაპლინი, რომელმაც ასეთი რამ თქვა: მეცოდება მუნჯი კინო, რა სიამოვნება იყო გეყურა, როგორ აღებდა ქალი პირს და ხმა არ ისმოდაო. ძველი კინოს მოღვაწეები ისევ განაგრძობდნენ მუნჯი ფილმების გადაღებას, საბჭოთა კავშირში თუმცა აღიარებდნენ ფილმში მუსიკისა და სხვადასხვა ხმაურების აუცილებლობას, მაგრამ მათი აზრით, დიალოგი ხელს შეუშლიდა მის რიტმს. სხვათაშორის, გადაღებაც და მონტაჟიც ძველებურ ყაიდაზე მიმდინარეობდა, ანუ მოკლე კადრებით, რის შედეგად მსახიობები ვერ ასწრებდნენ საკუთარი დიალოგების წარმოთქმას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, როგორც ისტორიამ გვიჩვენა, ახალმა ტექნიკურმა გამოგონებამ გაიმარჯვა. საგულისხმოა, რომ ხმოვანი კინოს საწყის ეტაპზე გადასაღებ მოედანზე ხმის ოპერატორები იქცნენ სრულ ბატონ-პატრონებად და სწორედ ისინი იძახდნენ გადაღებულია! ჩუტ! და არა რეჟისორი, მაგრამ მათ დიქტატს მალე მოეღო ბოლო.

იმ პერიოდის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული ფილმია ისტორიულ-რევოლუციური ჟანრის კომედია ,,ნახვამდის” (1934), რომლის მოქმედება 1905-07 წლებში ხდება. ფილმის ორიგინალური კომპოზიცია აერთიანებდა დრამატულ მოქმედებას - მეტეხის ციხდან რევოლუციონერის გაქცევის დაძაბულ სიუჟეტს და ორი მოძულე ძმის – თავადების სასაცილო დავის სატირულ და იუმორისტულ ეპიზოდებს, რომლის ერთობლიობა სურათს გროტესკულობას ანიჭებდა და სწორედ ამან განაპირობა ფილმის კომედიური ბუნება. ფილმში გაქილიკებულია ცარიზმის ბიუროკრატიული აპარატი და ქართველი თავად-აზნაურობა. ,,ნახვამდის” სამი თვის განმავლობაში გადიოდა თბილისის კინოთეატრებში, პრესამ მას ,,განსაკუთრებული კინემატოგრაფიული მოვლენა” უწოდა. ფილმი შემდეგ გაახმოვანეს, ბევრი მას პირველ ხმოვან ფილმად მიიჩნევს. პირველი ხმოვანი ფილმის წოდებისთვის იბრძვის ასევე ლეო ესაკიას კლიშეებით სავსე და ტექნიკურად ძალიან სუსტი ,,შაქირი”. პირველი ხმოვანი ფილმი არც ერთ ქვეყანაში ნორმალური არ გამოსულა, მაგრამ ეს ფილმი ყველანაირი პარამეტრებით რეკორდს ხსნის, თუ გინდ სიუჟეტის, გაუმართავი დრამატურგიის, რეჟისურის თუ მსახიობთა თამაშის მხრივ (ცნობილი მსახიობებიდან მხოლოდ კოხტა ყარალაშვილია, რომელიც მოყვარულის შთაბეჭდილებას ტოვებს). ფილმის რეჟისორმა გიორგი მაკაროვმა კარიერა როგორც მსახიობმა დაიწყო, მან პერესტიანის ფილმში გერმანელი ოფიცრის როლი შეასრულა, ამავე დროს იყო მისი ასისტენტიც. მაკაროვი აგიტპროპფილმებსაც იღებდა, 1930 წელს მან გადაიღო დოკუმენტური ფილმი ,,აფსნების ქვეყანა”, სწორედ იმ წელს აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. მაკაროვის კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა - ,,ნახვამდის” შემდეგ ის, თითქოსდა ავადმყოფობის გამო, კინოს საერთოდ განერიდა; მაგრამ ამბობენ რომ მიხეილ ჭიაურელმა ვერ აიტანაო კონკურენტის გამოჩენა, რომელსაც მისი დაჩრდილვა შეეძლოო. იმხნად ჭიაურელი საბჭოთა კინოში უკვე გავლენიანი ადამიანი იყო და რაღაც მანქანებით მაკაროვი მოიცილა თავიდანო. ასე თუ ისე, ქართულ კინოს ნიჭიერი კაცი ჩამოაშორეს. ალბათ, ისიც სიმბოლურია რომ კინემატოგრაფთან მისი დამშვიდობება და მისი უკანასკნელი ქართული უხმო ფილმის სახელწოდება არის ,,ნახვამდის”. მუნჯი კინო წარსულს ჩაბარდა, საბჭოთა კავშირმა და მასთან ერთად საქართველომ დიდი ტერორის ეპოქაში შეაბიჯა, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ხუშტურს იყო მორგებული. მომდევნო წლების განმავლობაში, რათა გაქცეოდენენ იმ სიცრუესა და ტყუილს, რაც გაბატონებული იყო მთელ საბჭოთა იმპერიაში, ქართულ კინემატოგრაფში, შეიქმნება ე. წ. ეზოპეს ენა. სინამდვილეს ვერ იტყოდი, ამიტომაც უნდა გეცრუა, ქარაგმული ენით უნდა მოგეთხრო და გადმოგეცა იმდროინდელი სინამდვილე, რაშიც ქართველებმა უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიეს, მაგრამ... ჩემი აზრით, არის კიდევ ერთი ნიშან-მახასიათებელი, თუ რატომ აირჩა თხრობის ასეთი გზა: ქართველს ეშინოდა და ეშინია რეალობისა და ყოველთვის გაურბის მას. ამაში ვიღაცა დამეთანხმება, ვიღაც, არა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. მთავარია, რომ არ დავკარგოთ იმ ადამიანთა სახელები, ვინც მიუხედავად ყველანაირი სიძნეელებისა და წნეხისა, სუფთა და მართალი რჩებოდა საკუთარი სინდისის წინაშე და ქმნიდა ხელოვნების ნიმუშებს, რომელთაც დროთა ქარტეხილებს გაუძლეს, დღეს კი ჩვენ, მათი შექმნილით ვამაყობთ.




 ახალი ამბები
  • ბალდის მონასტრის წინამძღვარს მეუფე პეტრეს მხარდაჭერის გამო მსახურება შეუჩერესჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (კაცია) მარტვილის, სოფელი ბალდის ღვითისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ათენეგონეს მსახურება შეუჩერა. არქიმანდრიტის განცხადებით მსახურების შეცერების მიზეზად მიტროპოლიტ პეტრეს(ცაავა) მხარდაჭერას უკავშირდება. ,,მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, სანამ ამას არ გამოძიებენ, ეკლესია პასუხი არ ექნება, ვერ შევძლებ. შემდეგ ძალოვნები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ, რომ არ მოვიხსენიებდი ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა ეს მოხსენიება წაიღეს დაველოდებით“, - აცხადებს არქიმანდრიტი ათენოგენე. არქიმანდრიტისთვის მსახურების შეჩერებას, ადგილობრივი მრევლი აპროტესტებს, მათი განცხადებით, სხვა სასულიერო პირს მსახურების ჩატარების საშუალებას არ ... ...
  • სახელმწიფო მზრუნველობიდან გასული სრულწლოვანების პრობლემები და მისი გადაჭრის გზები“იმ ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც 18 წელი შეუსრულდათ მინდობით აღზრდის მომსახურებაში, არ ფლობს არც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, არც რომელიმე სხვა სტრუქტურა. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს მცირე საოჯახო სახლებიდან გასული ახალგაზრდების სრული ბაზა, უცნობია გენერალური ერთობლიობა. ჩვენ ხელთ არსებული ბაზა მოიცავდა 150 ადამიანს, თუმცა, მათგან მხოლოდ 82 დათანხმდა კვლევაში მონაწილეობას, დარჩენილი 68 ახალგაზრდიდან გარკვეულმა ნაწილმა უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, ზოგიერთთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა. შესაბამისად, აღნიშნული კვლევა ვერ იქნება რეპრეზენტატულობის მაღალი ხარისხის მქონე, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ამ თემაზე საქართველოში ჯერჯერობით კვლევა არ ჩატარებულა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გარკვეული ობიექტური ტენდენციების გამოვლენა, ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდამჭერი სისტემების ამოქმედებისათვის”, _ ეს არის ამონარიდი იმ კვლევიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ ჩაატარა და მისი შედეგები უკვე საჯარო გახადა. კვლევის საგანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული სრულწლოვანი ახალგაზრდები იყვნენ. კერძოდ, ისინი, რომლებიც სრულწლოვანების ასაკის შესრულების დროისთვის ცხოვრობდნენ მცირე საოჯახო სახლებში და სწორედ ეს მომსახურება წარმოადგენდა მათთვის სახელმწიფო ზრუნვის უკანასკნელ ფორმას. კვლევის ძირითადი საკითხები იყო: სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები; განათლების ხარისხი; დასაქმება და ანაზღაურება; სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ცხოვრების გამოცდილება; ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ არსებული გამოწვევები; სოციალური დახმარებები; ჯანმრთელობის მდგომარეობა. ცხოვრება საოჯახო ტიპის სახლის შემდეგ “გურია ნიუსი“ დაინტერესდა გურიაში მყოფი ახალგაზრდებით, რომლებმაც საოჯახო ტიპის სახლები უკვე დატოვეს და ცხოვრებას დამოუკიდებლად განაგრძობენ. ირაკლიმ (სახელი რესპოდენტის თხოვნით შეცვლილია )საოჯახო ტიპის სახლი წელს 2019 წელს დატოვა, რადგან ის უკვე 18 წლისაა და უკვე დამოუკიდებლად ცხოვრებას უნდა მიეჩვიოს. წინ ბევრი საქმე აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე სურს, რომ „საზღვაოზე ჩააბაროს“. “მეგობრების დატოვება ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. თან ჩემს დებთან და ძმებთან დავბრუნდი საცხოვრებლად. პირველი, რაც უნდა მომეგვარებინა, ეს იყო საცხოვრებელი სახლის ორი ოთახის გარემონტება. ამაში სოციალური სამსახურის აგენტი დამეხმარა და განცხადებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ, საიდანაც გარკვეული თანხა ჩამირიცხეს და ეს პრობლემა მოვაგვარე“, _ გვითხრა ირაკლიმ. ახლა ირაკლის უმაღლესი განათლების მიღება სურს. “ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და ვნახოთ, რა გამომივა. თუ სახელმწიფოსგან დაფინანსება (გრანტი) ვერ მივიღე, მაშინ, არ ვიცი, რა მოხდება. კარგი იქნება, ამ დროს სახელმწიფომ სწავლის ნახევარი მაინც დამიფაროს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ სწავლასთან ერთად მუშაობაც მომიწევს“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ირაკლიმ. მისივე თქმით, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანებიი ყველაზე მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ადგილებს, დასაქმებას, სოციალურ პაკეტებს და განათლებას.  “მაგალითად, ჩემ ირგვლივ ხუთ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებმაც ვერ მოახერხეს უმაღლესი განათლების მიღება. ისინი თვითდასაქმებულები არიან და ასე ირჩენენ თავს“. რა დახმარებებს იღებენ საოჯახო ტიპის სახლიდან წასულები ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საოჯახო ტიპის სახლიდან წამოსულებისთვის _ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიებში ერთჯერადი დახმარებაა გათვალისწინებული. მათ მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე სპეციალური კომისია ვითარებას სწავლობს, რის შემდეგ ხდება თანხის ჩარიცხვა. “ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სახელწიფო ზრუნვის სისტემიდან, კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან და მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვანების გამო ამორიცხული 18-24 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში, სულ მცირე, 2 წელი გაატარეს. დახმარების თანხა განისაზღვრება 1500 ლარამდე“, _ გვითხრეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში. ოზურგეთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში კი სახელმწიფოს ზრუნვის სისტემიდან გასულ 24-წლამდე ახალგაზრდებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთჯერადი ფინანსურ დახმარება გაიცემა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლაშა ჯინჯიხაძემ “გურია ნიუსის“ კითხვაზე _ სახელმწიფო რა პროგრამებით ეხმარება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მცირე საოჯახო სახლებიდან მიდიან 18 წლის შესრულების შემდეგ? _ ასე გვიპასუხა: “უშუალოდ "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს სახელმწიფო მზრუნველობიდან გასული სრულწლოვანების მომსახურებებს. თუმცა ა(ა)იპ ასოციაცია „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ და ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ახორციელებენ  პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ფუნქციონირებს ახალგაზრდული სახლები, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული სრუწლოვანებისთვის.  ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებული აღსაზრდელების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და აღმზრდელების/დედობილ/მამობილების  მიერ ერთობლივად ხდება ბავშვის მიდრეკილებებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა, პროფესიული და ყოფითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და  მისი ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით, პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებში სწავლების ხელშეწყობა. ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვების თვითმოვლის და ცხოვრებისეული  უნარ-ჩვევების განვითარებას, თავისუფალი დროის სწორი ორგანიზების უზრუნველყოფას, არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების უნარ–ჩვევების განვითარებას, რაც ხელს უწყობს ბენეფიციარების სრულყოფილ პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესს, ზრდის მათი დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც, თავის მხრივ, მომავალში  ხელს შეუწყობს თითოეული მათგანის ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას.  მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებულ ბენეფიციარს 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს. ამასთან, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, მას უფლება აქვს, მიიღოს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თვის ჩათვლით პერიოდში იმავე ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს. სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ ისწავლონ პროფესიულ სასწავლებლებში, მათი სურვილისა და მიდრეკელების გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ის სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, სარგებლობენ სახელმწიფო სასწავლო გრანტით.“ ამონარიდები კვლევის შედეგებიდან ამ ეტაპზე, რესპონდენტთა უმრავლესობა _ 51.2% დასაქმებულია. მათგან 42.7% დაქირავებული თანამშრომელია, ხოლო 8.5% _ თვითდასაქმებული. ნაწილი _ 29.3% პერიოდულად ყოფილა დასაქმებული, თუმცა, ამჟამად უმუშევარია. გამოკითხულთა 19.5% არასდროს ყოფილა დასაქმებული. დასაქმებულ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი _ 54.1% მუშაობს მომსახურების სფეროში. მომსახურების სფეროს ობიექტებს წარმოადგენს: კაფე, რესტორანი, მაღაზია, დღის ცენტრი, კლუბი, ავტოშეკეთების პუნქტი, დასუფთავების სამსახური, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საკაბელო ტელევიზია, კომპიუტერული მომსახურების ცენტრი, სილამაზის სალონი, სამკერვალო და სახელოსნოები. დასაქმების მომდევნო _ ყველაზე გავრცელებულ სფეროებს წარმოადგენს მშენებლობა, სადაც დასაქმებულია რესპონდენტთა 16,4%, დაცვის სამსახური _ 9.8%. მხოლოდ ერთი  რესპონდენტი აღმოჩნდა დასაქმებული სამთავრობო სტრუქტურაში. ახალგაზრდები დასაქმებულები არიან შემდეგ პოზიციებზე: მზარეული, მიმტანი, სტილისტი, მშენებელი, ოპერატორი ქარხანაში, კონსულტანტი სავაჭრო ობიექტში, მუშა, ხელოსანი, ანიმატორი, მოცეკვავე, მკერავი, ხელოსანი, გადია, დამლაგებელი და სხვა. რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია სამუშაო ანაზღაურებით, სამუშაო გარემოთი, დასაქმების ადგილებში თანამშრომლებისადმი დამოკიდებულებით, ასევე, თავად დამქირავებლის/დამსაქმებლის (დაქირავებული თანამშრომლის შემთხვევაში) მათდამი დამოკიდებულებით. ისინი კმაყოფილებას გამოხატავდნენ სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებითაც. რესპონდენტთა იმ ნაწილიდან, რომელიც ამჟამად არ არის დასაქმებული, ნახევარს (50%) უცდია მუშაობის დაწყება სამთავრობო ან კერძო სტრუქტურებში/დაწესებულებებში; ხოლო მეორე ნახევარს - 40.5% არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია ამ მიზნით. რესპონდენტთა იმ ნაწილს, რომელსაც არ უცდია დასაქმება, მიაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში უშედეგო იქნება სამსახურის ძიების პროცესი, ამიტომ არანაირი ქმედებისთვის არ მიუმართავთ. მცირე ნაწილი, ამის მიზეზად საოჯახო საქმიანობას ან სწავლას ასახელებს. ერთი რესპონდენტის მხრიდან მოტივაციის არქონა, სამსახურის მოძებნის თვალსაზრისით, შეზღუდული შესაძლებლობებითაა გამოწვეული, კიდევ ერთის _  მონასტერში ცხოვრებით. ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი, მიზეზად  ასახელებენ დაბალ ანაზღაურებას, არასაკმარის კვალიფიკაციას და მიუღებელ სამუშაო პირობებს. სტატისტიკურად მცირე პროცენტი სხვა გარემოებებზე მიუთითებს, როგორიცაა: დამსაქმებლის მიერ კადრის არასამართლიანად შერჩევა, საცხოვრებელი ადგილიდან დასაქმების ადგილის სიშორე, დედაქალაქში ცხოვრებისთვის და დასაქმებისთვის დამატებითი თანხების აუცილებლობა, ჯარში გაწვევა, ოჯახის წევრის მოვლა.  რესპონდენტების ძირითადი ნაწილი _ 43.9%, ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ დაუბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახს; ამიტომ, ძირითადი ნაწილი დღეისათვის ცხოვრობს იმ საცხოვრებელში, სადაც ცხოვრობს ოჯახი. 6% ცხოვრობს საკუთარ სახლში, 4% _ ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდის "საქართველოს კარიტასი" ახალგაზრდულ საცხოვრისში; 4% _ ბარაკის ტიპის (ფიცრულ) საცხოვრებელში, 6% _ მონასტრის კელიაში, ხოლო 1% _ საერთო საცხოვრებელში. ახალგაზრდების 45% ცხოვრობს ოჯახის კუთვნილ საცხოვრებელში, 31%-ის ოჯახს ბინა/სახლი აქვს ნაგირავები, 6% ახლობლის კუთვნილ საცხოვრებელში, რომელშიც არ იხდის საფასურს, მცირე პროცენტი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტსა და მონასტერში.  რესპონდენტების მიერ უმთავრეს პირად პრობლემად დასახელდა საკუთარი საცხოვრებლის არქონა (25.8%). შემდეგ საფეხურზეა სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო თანხის არარსებობა (22.7%), დასაქმება (21.1%), ურთიერთობის დამყარების/აღდგენის პრობლემა ოჯახის წევრებთან/ნათესავებთან (9.4%), ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემები (7.8%), დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის არქონა (3.9%), ქალაქში ცხოვრებისთვის საჭირო თანხა (2.3%). ოჯახებში არსებული პრობლემებიდან, განსაკუთრებული სიმწვავით, გამოკითხულთა 27.9%-მა გამოჰყო არასაკმარისი ფინანსები, 14.4%-მა _ ოჯახის წევრების დასაქმება, 12.4%-მა _ საბინაო პირობები, 10.4%-მა _ კომუნალური გადასახადების გადახდა, 7.5%-მა _ მედიკამენტების შეძენა, 5.5%-მა _ ვალებისა და კრედიტების გადახდა, 5.0%-მა _ ოჯახში არსებული კონფლიქტები, 3.0%-მა ტანსაცმლის შეძენა, 3.0%-მა _ სამედიცინო მომსახურება. ოთხი ძირითადი პრობლემა, რომელიც გაწუხებთ: რესპონდენტები მათი ოჯახების წინაშე მდგარი პრობლემებიდან განსაკუთრებული სიმწვავით გამოყოფენ არასაკმარის ფინანსებს (27.9%), ოჯახის წევრების დასაქმებას (14.4%), საბინაო პირობებს (12.4%), კომუნალური გადასახადების გადახდას (10.4%). რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებს და ბოლოს, “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა: რეკომენდაციებს, რომელიც შეიმუშავეს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში კვლევის დასრულების შემდეგ, მოჰყვა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პასუხის გაცემა. “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ სოციალური კომპონენტის მენეჯერის სალომე ჭიჭინაძის თქმით, რეკომენდაციები იქნა გაცემული შემდეგი უწყებებისთვის: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის - სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის; ადგილობრივი თვითმმართველობისთვის; სოციალურ მუშაკთა ასოციაციისთვის “რაც შეეხება გამოხმაურებას, სახელმწიფო უწყებებს არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ კვლევის მიგნებების შედეგად გაწეული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. აქვე დავსძენთ, რომ ორგანიზაცია, როგორც კოალიცია ‘’ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ საბჭოს წევრი ლობირებს აღნიშნულ რეკომენდაციებს სხვადასხვა პლატფორმაზე“, _ გვითხრა სალომე ჭიჭინაძემ. სალომე ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს შემდეგ რეკომენდაციებზე რეაგირება _ შემუშავდეს სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ საკითხებს/კომპონენტებს სამიზნე ჯგუფის დახმარების მიმართულებით; დამოუკიდებელ ცხოვრებაზე გადასვლის ეტაპზე ტრანზიტული მხარდამჭერი მომსახურებების (ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურება, თავშესაფარი, დასაქმება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და სხვა) განვითარება  სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდებისთვის; ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეიმუშაონ ერთიანი სტრატეგიული მიდგომა, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ მუნიციპალიტეტის ადმინისტრირებულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის ... ...
  • ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე: „აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში“ პროფესიული განათლების შესახებ, საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ყავლი არ გასვლია  და მისი ცვლილებისთვის ნაბიჯი ზანტად იძვრის, რასაც  თავისი მიზეზ-შედეგობრივი საფუძველიც გააჩნია.    საქართველოში,  კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“,  2010 წელს დამტკიცდა. კანონთან ერთად არსებობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013–2020 წლები), რომელიც არის  პროფესიული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სადაც სტრატეგიის ზოგად და კონკრეტულ მიზნებში გამოტანილია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ა) ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა ინდივიდუალურ და ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ბ) პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა ფენისათვის, სოციალურად დაუცველი  მოსახლეობის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართვისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა, რასაც ძირითადად, მხოლოდ ზოგადი განსაზღვრის იერი აქვს. ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან,  ჩვეულებრვი მოვლენა იყო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან,  ძირითადად, მოსწავლეთა სუსტი ნაკადის გადინება პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში  ან  პირიქით, საკმაოდ კარგი მოსწავლის და უფრო მეტად კი მისი მშობლების უპირობო სურვილი იყო, სწავლის გაგრძელება ასეთ სასწავლებელში მხოლოდ ხელსაყრელი, უმეტესად კი ხუთოსნის  ატესტატის „დათრევის“ მიზნით, რომ შემდეგ გაადვილებულიყო გზა უმაღლესი სასწავლებლისკენ. ეს მიდგომა გაბატონებულ მენტალობად, სტერეოტიპად  მრავალი ათეული წლის მანძილზე იმდენად იყო ჩამოყალიბებული, რომ მიუხედავად ძირეული სახელმწიფოებრივი ცვლილებებისა, პოსტსაბჭოთა ეპოქაშიც ინერციით  სვლას  განაგრძობს და ამჯერდ პროფესიულ კოლეჯებში სერთიფიკატის ძებნის პროცესში გადაიზარდა. უფრო ნაკლებია სურვილი,    პირს  ჰქონდეს პროფესიაში მაღალი  კვალიფიკაცის დამადასტურებელი მოწმობა. და მაინც ჩვენ მოგვიწევს ძველი და ახალი, პოსტსაბჭოთა პერიოდის  შხედულებების, მიდგომების და პრინციპების გაანალიზება, მიმოხილვა და მათზე დაყრდნობით იმის განჭვრეტა, რა არის საჭირო, რომ მენტალობად ქცეული შეხედულებები პროფესიული განათლების შესახებ, თანდათან უკუგდებულ იქნეს და დამკვიდრდეს  პროფესიული განათლებისკენ მოტივირებული ლტოლვა, რომლის გარეშეც ასე ნანატრ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ! დღეისთვის საგანგაშოა ისეთი პროფესიების სიმცირე, როგორიცაა ვეტერინარი, აგრონომი, მეფრინველე და ასე შემდეგ, რაც ჰაერივით სჭირდება ჩვენს რეგიონებს. (ამ შემთხვევაში გურიაზე ვსაუბრობთ, სადაც უკვე აგრონომებს და ვეტერინარებს  თითზე ჩამოსათვლელადაც ვერ ნახავთ). როგორია პროფესიული განათლების მიღებისთვის იდეალური მოწყობა? რა სამუშაო ტარდება როგორც არსებული  შეხედულებების შესაცვლელად უკეთესობისკენ, ისე აუცილებელი მაღალი პროფესიული განათლების მისაღებად? თუ მოვუსმენთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მიაჩნიათ რომ კომუნისტურ ეპოქაში მაინც ბევრად უფრო უკეთ იდგა პროფესიული განათლების საკითხი და დღეს უმჯობესი არაფერი შეუქმნიათ.  მათი აზრით, თუ დღევანდელობას ვინმე კარგი სპეციალისტი  შემორჩა, გასაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარიასა თუ   სამშენებლო საქმეში,  საბჭოთა პერიოდში  მომზადებული სპეციალისტებია. _რომ დასჭირდეს საქმეს, ჩაის რეაბილიტაციაზე რომ გაიძახიან ყოველ დღე,  ჩაის საკრეფი მანქნის სპეციალისტები გვყავს?   რაიონში არსებობდა სპეციალური პროფსაწავლებელი, სადაც მაღალკვალიფიციურ კადრებს ამზადებდნენ. საგანგებოდ ისწავლებოდა ჩაის საკრეფი ტრაქტორის  მძღოლის პროფესია, არ იყო ადვილი და ყველა  ტრაქტორისტი ვერ დაჯდებოდა ამ საკრეფ ტრანსპორტზე.  წარსულის გამოცდილების ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება. არსებობდა ძვირფასი ლიტერატურა, რომელიც დღესაც  ხელმისწავდომია და უნდა გადახედონ.  უცხოეთი კარგია და იქ მიღებული განათლების ან იქედან გადმოღებული გამოცდილების გარეშე წინ ვერ წავალთ, თუმცა,  მხოლოდ უცხოურითაც ვერ წავალთ წინ, ესაა ჩემი რჩევა. განსაკუთრებით უნდა იქნეს გათვალისწინებული კიდევ ერთი რამ- საბჭოთა პროფსასწავლებელს გააჩნდა საცხოვრებელი კორპუსი, მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ ოთხჯერადი კვებით და ბინით. დღეს საკმაო გასაჭირია, ძალიანაც რომ სურდეს,  სამგზავრო ფულის გადახდა ყოვედღიურად,  ნებისმერ ოჯახს გაუჭირდება, რომ შვილი სასწავლებელში გამოუშვას.  არადა, სოფლის ახალგაზრდობა პროფესიას უნდა დაეუფლოს. სხვანაირად საქმე არ გამოვა- გვეუბნება პროფესიით ეკონომისტი, პენსიონერი მზია თავართქილაძე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მეურნეობებსა და კოლმეურნეობებში. _პროფესიული განათლების მიმართ დამკვიდრებულ შეხედულებებს მხოლოდ სურვილი ვერ შეცვლის  ან კარგ სპეციალისტებს კარგი  შენობა-დანადგარები ვერ მოგვცემს. აშენდა და მოეწყო ბევრი კარგი კოლეჯი, თუმცა,  აუცილებელია  პრობლემის  კარგად გააზრება, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, _ გვეუბნება წარმატებული გურული  ფერმერი დავით თენიეშივილი, _ იქ,  სადაც დაწყებითი  (ოთხი კლასი) განათლების შემდეგ ხდება არჩევითობის პრინციპით მიდგომა და  სპეციალიზირებულ სკოლებში პროფესიების გაძლიერებული სწავლება ყალიბდება და ასეა ეს ყველა წარმატებულ ქვეყანაში, კარგ სპეციალისტს რა დალევს?  მცოდნე, კვალიფიცირებული პედაგოგი კარგად ერკვევა და ხვდება, რა მონაცემები აქვს ბავშვს იმთავითვე. ამის შემდეგ ხდება მოსწავლის დაინტერესება, მოტივირება თავისი სურვილის და მონაცეების შესაბამისად. ჩვენთან ასეთი მიდგომისგან შორს ვართ.  ჩვენს ქვეყანაში დღეისთვის მოსწავლეს მეცხრე კლასიდან სთავაზობენ პროფესიის არჩევის შანსს. ამ დროს ასაკის და არაერთი სხვა ფაქტორის გამო, „მისი გონება სხვაგან ქრის“.  ამიტომ სახელწიფომ პირველ რიგში უნდა გააკეთოს კოლეჯი,  რეგიონულ მოთხოვნებზე დაყრდნობით. რა სჯობს იმას, რომ ხელოვნებისთვის, ჩვენი ფოლკლორისთვის სერიოზული ფინანსებია გამოყოფილი, თუმცა, ასეთივე მიდგომა უნდა იყოს პროფესიული განათლების დასამკვიდრებლად და განსამტკიცებლად. პროფესიული დაოსტატება უნდა მოხდეს პრაქტიკულ გარემოში, რის სრული ფუფუნება არ აქვს პროფესიულ კოლეჯს. აუცილებელია თანაბარი თეორიულ-პრაქტიკული სწავლება  დამკვიდრედეს იმ გარემოში, სადაც ვართ. სახელწიფომ უნდა ააშენოს კოლეჯი რეგიონული განვითარებისთვის, სადაც  პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, უწყვეტად ვასწავლით  თეორიაც! მეტ-ნაკლებობა არ უნდა იქნეს. შემდეგ კი სასწრაფოდ გავუშვებთ უცხოეთში უკეთ განვითარებისთვის. ეს იქნება ზედნაშენი განათლება, რომლით შეიარაღებული ახალგაზრდა სპეციალისტი  ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და კონკრეტულ  რეგიონს. ვიმეორებ, კატასტროფაა - არ გვყავს ვეტერინარი და აგრონომი. კონკრეტულად გურიის მაგალითზე კი, რეგიონი უამისოდ განვითარდება? გვექნება რაღაც სტიქიური, ნაკლებშედეგიანი  შრომა.  ახლა გვაქვს  მოცემულობა_ თურქეთიდან რომ არ შემოჰქონდეთ, თუნდაც აგრარული პროდუქცია, ჩვენი ბოსტეულითაც ვერ დავაკმაყოფილებთ ელემენტარულ საბაზრო მოთხოვნას. იქნება ნამდვილი შიმშილობა. ესაა სიმართლე.  მართალია, მთავრობა ცდილობს, მიღებულია კანონი პროფესიული განათლების შესახებ, თუმცა მაინც უფრო ფორმალურობასთან გვაქვს საქმე. ამიტომა არის  სასწარაფო პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის შეცვლა. გლობალური  საკითხია ეს და  ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე. აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში, _ საკმაოდ ლოგიკურ ანალიტიკას გვთავაზობს დავით თენიეშვილი. კოლეჯ „ჰორიზონტის“  დირექტორის,     ნანა ჯოლიას აზრით, გურიაში  პროფესიული განათლების საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და მისი პრესტიჟის კიდევ უფრო ასამაღლებლად გამუდმებით იღწვიან. _პროფესიული განათლების მიმართ დაინტერესება იზრდება და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ადამიანებმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა რომ შეწყვიტეს   ან დაასრულეს სწავლა და კონკრეტული პროფესიის მისაღებად ჩვენთან მოვიდნენ.  ასევე შრომის ბაზარი უკვე ითხოვს კვალიფიციურ კადრებს, რომლის მომზადებაც უკვე ჩვენ არ გვიჭირს. გვაქვს მატერიალურ-ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ბაზა. ადგილობრივი ბინესმენები თუ უცხოელი ინვესტორები უკავშირდებიან ხელისუფლებას და ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ იმ პირობითაც, რომ ჩვენ პროფესიაში კარგად მოზადებულ კადრებს მივაწვდით. ქალბატონმა ნანამ მოიყვანა მაგალითი, რომ როცა ოზურგეთში უცხოელმა ინვესტორმა სამკერვალო ფაბრიკა გახსნა, კადრები კოლეჯიდან მიიწვიეს. საინტეესო საკითხია ე.წ.  სასკოლო პროექტები, იგივე პროფესიული უნარების განვითარება სკოლებში, რომლის დანიშნულებაა, უფრო სწორად ძირითადი გამოწვევაა მეტი პროფორიენტაცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება თითოეულ ადამიანს პროფესიული განათლების შესახებ. _ამ საქმეს  ჩვენი კოლეჯი აკეთებს. გვაქვს ეს პროექტი, რაც ეხმარება ახალგაზრდას, არ დაკარგოს დრო პროფესიის არჩევაში. ჩვენ სკოლებში ჩვენი აღჭურვილობით შევდივართ. ეს არის მოკლე, მაგრამ საფუძვლიანი კურსი, ადგილზე ნახოს, ისწავლოს, დააკვირდეს მოსწავლე ამა თუ იმ პროფესიას. აირჩიოს,  რა უნდა და თუ სურვილი ექნება, გააგრძელოს სწავლა კოლეჯში, _ გვითხრა ქალატონმა ნანა ჯოლიამ. პროფესიული განათლების შესახებ შეხედულებებსა და მის მნიშვნელობაზე ხაზგასმას მეტ-ნაკლები აზრობრივი დატვირთვით ახდენენ   კონკრეტული მოქალაქეები, წარმატებული ფერმერები, უფროსი თაობის ადამიანები თუ კონკრტულად ამ სექტორში დასაქმებული რიგითი თუ ხელმძღვანელი პირები. თუმცა, როგორც გამოიკვეთა,  პროფესიული განათლების მიმართულებით, გამორჩეულად  უტყუარი ალღო მაინც გამოცდილ ფერმერებს გააჩნიათ. ამიტომ  ძალზე უპრიანი იქნება მათი აზრის გათვალისწინება პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ცვლილებებისას, რაც გლობალური საკითხია და ბუნებრივია,  მისი ხელაღებით და უცებ  ფორმირება არ ... ...
  • ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავი​დან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში ... ...
  • „ვიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც“„ვიბრუნებთ აფხაზეთს,ვიბრუნებთ სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც",_ ამის შესახებ ქართველი წინასწარმატყველი,  ლელა კაკულია მის ახალ ვიდეო მიმართვაში აცხადებს. აღნიშნული ვიდეო მიმართვა ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?