"გავიცანი გადაბრაწული ციცაი მერილუ" _ უცნობი ფაქტები გურული მოჯირითეების შესახებ

ისტორია

"გავიცანი გადაბრაწული ციცაი მერილუ" _ უცნობი ფაქტები გურული მოჯირითეების შესახებ

2017 აგვ 7 11:43:58

 2003 წლის 18 სექტემბერს ვაიომინგის შტატის პატარა ქალაქ ქოუდიში შედგა ქოუდისა და ლანჩხუთის დაძმობილების აქტის ხელმოწერა. ამ მოვლენის ერთ-ერთი ორგანიზატორი თავად გახლდით, ამავე დროს გრანტის მეშვეობით საშუალება მომეცა ჩამეტარებინა კვლევა_ძიება ქ. ქოუდის ბაფალო ბილის ისტორიულ ცენტრში, სადაც გურული მხედრების შესახებ უამრავი მასალა მოვიპოვე.

ამ ქალაქს 1896 წელს საფუძველი ჩაუყარა უილიამ ფრედერიქ ქოუდიმ, იგივე ბაფალო ბილმა, გურული მოჯირითეების ,,ხაზეინმა”, მხედრების უმრავლესობა კი ლანჩხუთიდან იყო, ამიტომაც დაუკავშირდა ეს ორი ქალაქი ერთმანეთს. დაძმობილების ამ ღირსშესანიშნავ ამბავს წინ უძღოდა გურული ცხენოსნების განსაცვიფრებელი ისტორია, რომელიც 1892 წელს დაიწყო, მაშინ პირველად ქართველი მხედრები ინგლისში შეუერთდნენ ბაფალო ბილის უაილდ უესთ შოუს_ველური დასავლეთის შოუს, ხოლო 1893 წელს კი ისინი აშშ_ში ჩავიდნენ.

ქართველი ცხენოსნების გამოსვლა უაილდ უესთ შოუს მთავარ წარმოდგენად ითვლებოდა. ასეთივე ინტერესს მხოლოდ ინდიელები და ქაუბოები იმსახურებდნენ, მიუხედავად იმისა რომ იქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საყურადღებოა, რომ ყოველი რესპექტაბელური შოუ თავს მოვალედ თვლიდა, რათა აუცილებლად ჰყოლოდა ე.წ. კაზაკების ჯგუფი. გურულებს სხვადასხვა მიზეზთა გამო ეძახდნენ კაზაკებს, უმთავრესი ის გახლდათ რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და აქედან გამომდინარე ყოველი მისი მოქალაქე რუსად მოიაზრებოდა.

გურულები 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ამერიკული ცირკებისა და შოუების არენებზე, მოიარეს თითქმის მთელი მსოფლიო, მოიპოვეს საყოველთაო აღიარება და დიდი გავლენა იქონიეს ქაუბოებზე. ,,ველური” დასავლეთის ცნობილი  მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი წერდა: `ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა. კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა ქაუბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში.~

საქართველოში გავრცელებული აზრის მიუხედავად, გურულებს საზღვარგარეთ საკუთარი ცხენები არ მიჰყავდათ (მარტო ერთი მხედრის გადაყვანა ევროპიდან ამერიკაში ჯდებოდა 320 დოლარი, რაც მაშინ უზარმაზარი თანხა იყო. თანაც რამდენადაც ვიცი, არსებობდა კარანტინი ცხოველების შეყვანაზე ამერიკაში), მათ შოუს ცხენები ეძლეოდათ. ლონდონის Daily  Telegraph--ის 1892 წლის 2 ივნისის ნომერში ვკითხულობთ:”...მათ თან არ ჩამოუყვანიათ თავისი ბანჯგვლიანი, ველური პატარა ბედაურები. ერლს ქორთში ისინი თავის სასწაულებრივ ტრიუკებს წარმოადგენენ ინდიელთა პონებზე”. აღნიშნავდნენ რა, რომ კაზაკებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ ცხენზე (განსაკუთრებით აოცებდათ თავყირა დგომი გაჭენებულ ცხენზე), ამავე დროს მიუთითებდნენ რომ მათ არ შეუძლიათ გაუხედნავ ცხენზე ჯირითი ისე, როგორც ქაუბოებს და ინდიელებს, ამიტომაც ხშირად გურულებს ბრწყინვალე აკრობატებს უწოდებდნენ. ამერიკელი ისტორიკოსი სერა ჯეი ბლექსთოუნი წერდა, რომ შოუს ცხენებს სჭირდებოდათ გარკვეული დრო, რათა მიჩვეულიყვნენ იმ უცნაურ ილეთებს, რასაც გურული ,,კაზაკები” აკეთებდნენ.

,,... ქალაქში ჩამევიდა დიდი ცირკი იანკები შოვს რომ უძახიან კვირა დღე იყო. მე და ჩემი აფხანაკები სეირის საყურებლათ.... ვეებერთელა ვაკე ადგილი იყო. ირგვლივ ხალხი იჯდა. ამფერი ცირკი მისდღემჩი არ მქონდა ნახული. იმხელა იყო კაცი კაცს ხმას ვერ მიაწდენდა... ჯირითობდენ სალდათები გერმანელები ფრანცუზები.... სიდან არ იყვენ ჩამოსულები... ინდიელები გამოჩდენ ღრიალით დააყაჩაღენ თეთრი ფერმერები. მერე მევიდა ჯარი. სულზე მიუსწრენ. ჯარი სროლილობდა ტყვიას და ყვიროდენ სა გაგვექცევა მაი ინდიელებიო....  ერთიანად გაჟუჟეს იგენი. ატყდა დიდი ტაში. ყმაყოფილი დავრჩით.“ (ეს ნაწყვეტი ამოღებულია უცნობი გურული მოჯირითეს დღიურიდან, რომელსაც ჩემმა ქალიშვილმა სალომემ მიაკვლია ნიუ_იორკში. ეს დღიური გამოვეცი სათაურით ,,ერთხელ ამერიკაში”).

თავის დროზე ჩვენი ცოდნა ,,ველური” დასავლეთის, ინდიელებისა და ინდიელთა ომების შესახებ მხოლოდ გერმანულ-რუმინულ-იუგოსლავიური წარმოების მდარე და უსუსური ვესთერნებით, გოიკო მიტიჩითა და ლეონარდ პელტიერით შემოიფარგლებოდა. მას შემდეგ რაც მე_19 საუკუნის ბოლოს ინდიელები ,,მოარჯულეს” და ცოცხლად გადარჩენილები რეზერვაციებში შეყარეს (დღეს თეთრკანიანები ინანიებენ ძველ ცოდვებს და პატიებას სთხოვენ ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას), ბევრი მათგანის სულისმოსათქმელ და ფულის გასაკეთებელ საშუალებად ველური დასავლეთის შოუ იქცა. ბევრი ცნობილი ინდიელთა ბელადი და მეომარი, მათ შორის მჯდომარე ხარი, შავი ცხენ_ირემი და ჯერონიმო, ამ წარმოდგენებში მონაწილეობდა. ხშირად ისინი თავისი პოპულარობით ჩრდილავდნენ ამერიკის ყოვლისშემძლე ადამიანებს. მაგალითად, 1905 წელს ჯერონიმო, როგორც საპატიო სტუმარი, მიიწვიეს პრეზიდენტ თეოდორ რუზველთის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ აღლუმში. როგორც თანამედროვეები აღნიშნავენ პრეზიდენტი აღარავის აღარ ახსოვდა. ყველას სურდა ჯერონიმოს გასაუბრებოდა და ხელით შეხებოდა. ამ ლეგენდარულმა მეომარმა იმ დღეს უამრავი ავტოგრაფი დაარიგა_თითო 25 ცენტად. ინაუგურაციის შემდეგ ჯერონიმო შეხვდა პრეზიდენტს და სთხოვა რეზერვაციიდან საკუთარ სახლში, არიზონაში დაებრუნებინა, მაგრამ პრეზიდენტმა იგი უარით გაისტუმრა. ცნობილია ფოუნი ბილის შოუს 1905 წლის პლაკატი (ჩემი დაინტერესება გურული ,,კაზაკებისადმი” ჟურნალ National Geographic -ში დაბეჭდილი ამ პლაკატით დაიწყო), სადაც ცენტრში გამოსახულია პრერიის ინდიელთა თავსაბურავით შემკობილი აპაჩი ჯერონიმო (სინამდვილეში აპაჩები პრერიებში არ ბინადრობდნენ და ასეთ თავსაბურავს არ ატარებდნენ), პლაკატის მარცხენა მხარეს, ზედა კუთხეში კი გამოსახულია ,,კაზაკი პრინცი” ლუკა ჩხარტიშვილი (prince /ინგლ./-თავადი. ასე მოიხსენიებდნენ მოჯირითეთა გუნდების მეთაურებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წარმომავლობა ჰქონდათ, მოჯირითეები კი უმთავრესად გლეხები იყვნენ. ეს, რაღა თქმა უნდა, კეთდებოდა მაყურებელთა ინტერესის გასაღვივებლად).

საერთოდ, ურთიერთობა გურულებსა და შოუს სხვა მონაწილეებს შორის თბილი იყო. ყველაზე უფრო ჩვენებურები ბურებთან და ინდიელებთან მეგობრობდნენ. ამერიკული გაზეთი New York Daily Tribune 1901 წლის 14 აპრილს იუწყებოდა: `პრინც ლუკას ბრწყინვალე ჯირითი მთავარი სანახაობაა ბაფალო ბილის შოუსი. პრინცი ჩამოვიდა ბათუმიდან... იგი შოუს შეუერთდა 9 წლის წინათ. ლუკამ გვითხრა, რომ პრინცი მას თანამემამულეებმა შეარქვეს, ისევე როგორც ინდიელები არქმევენ თავის ბელადებს სახელებს, თუმცა იგი თავადი არ არის, მაგრამ ეს წოდება არავისთვის შურის საგანი არ გამხდარა... მთელ შოუში არ მოიძებნება მასზე უფრო ამაყი ადამიანი, მისი ყველაზე დიდი მეგობარია ინდიელთა ბელადი შავი მელია...”

გასაჭირში გურულები და ინდიელები ხშირად ეხმარებოდნენ ერთმანეთს. აი, რას წერს უცნობი გურული მოჯირითე: ,,ფილადელფიაში ჩევედით მეორეჯერ მოვხთი იქინე ბევრი ნაცნობები დამხთა. გავიცანი ერ გადაბრაწული ციცაი მერილუ... მე მანიკოს ვუძახდი ჩვენებურათ. გადმეკიდა ერ იტალიელი აი ჩემი ქალიაო მანიკომ უთხრა დამთავრდა ჩვენს შორის ყოლისფერი დამეთხუეო, მაშვინ მთლა გასკტა გულზე არ დიეთხუა მე გასუმ მე გაჭუმო უჩივის. რა ბიძია ყრუი ხომ არ ხარ არ უნდიხარ მეთქი ვუთხარი რაცხა მომაძახა იტალიურად. რას პრაწავ მაგ თვალებს მეთქი გამეიწია მომიქნია მუშტი და მომხთა თვალში ეგონა დავეცემოდი. ცალი თვალი დამეფსო მარა უცფათ ვდღლიზე და ვაყრევინე კპილები გამოენთო მისი აფხანიკები ბედად შოვის კაცები იყვენ ორი მექსიკელი და ინდიელი შეიქნა ნამეტარი ბდღვნაი ძლივს გაგვაშორეს”. მაგრამ იქვე აღნიშნავს: ,,ინდიელებს უყვართ ნამეტარი სმაი და ...ზოგიერთი ინდიელი რუსივითაა ეიმყრალებენ ვისკით პირს მთლა დაკარქავენ გონებას ნამეტარი გლახა თრობა იციენ...” სიფხიზლით მაინცდამაინც არც გურულები გამოირჩეოდნენ, ერთი ამერიკული გაზეთი აღწერს შემთხვევას, როდესაც დილაუთენია ცხრის ნახევარზე ვინმე მიულერის სალუნში იქ მყოფთ შიშის ზარი დასცა წითელი ღვინით გამომთვრალმა კაზაკმა. იგი ხანჯლით ემუქრებოდა მოქალაქეებს და სალუნიდან აგდებდა, მისი ამხანაგები ცდილობდნენ მის დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ. მოვიდა პოლიციელი და მთვრალი ხანჯლით მისკენაც გაიწია. იგი წაიყვანეს პოლიციაში და ელოდებოდნენ მის გამოფხიზლებას, რათა დაეკითხათ.

`...აქ გაიმართა დოღი კაზაკებს, ინდიელებს, მექსიკელებსა და არაბებს შორის, რომელიც ველური სტეპების მაცხოვრებელთა გამარჯვებით დასრულდა.~ (Minneapolis Journal 1896 წ. 15 სექტემბერი) წაგებისაგან გულმოსული ინდიელები ხშირად ჩხუბს იწყებდნენ გურულებთან, თუმცა ბოლოს ყველაფერი სუფრით მთავრდებოდა.

გურულებისა და ინდიელების მადის შესახებ წერდნენ, რომ მათ ქვა რომ გადააყლაპო, იმასაც მოინელებენო. ბაფალო ბილის შოუს მთავარი მზარეული ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობდა:,, ...ჩვენ ყოველდღე ვამზადებთ 800_დან 1000_მდე ბიფშტექსს... ო, ბიჭები ბიფშტექსის ნამდვილი მტრები არიან! კაზაკებს და ინდიელებს ხორცი უნდათ სამჯერ დღეში და ისინი მას ღებულობენ!”

შოუს უკლებლივ ყველა მონაწილე_ქაუბოი, ინდიელი, არაბი თუ მექსიკელი ჟურნალ_გაზეთებს უყვებოდა გამოგონილ, უმეტესწილად სისხლიან ისტორიებს საკუთარი თავის შესახებ, არც გურულები ჩამორჩებოდნენ მათ. სხვადასხვა გაზეთებისათვის მიცემულ ინტერვიუში ლუკა ჩხარტიშვილი სიამაყით ჰყვებოდა თუ როგორ მოკლა თავდაცვის მიზნით დონის კაზაკი, სხვადასხვა ვერსიაში მოკლულ მტერთა რიცხვიც იცვლებოდა ერთიდან ოცამდე.

გურულების და ინდიელების ურთიერთობის ყველაზე საინტერესო მაგალითი გაზეთმა შტ. St. Louis Daily Globe Democrat –მა დაბეჭდა (თავისუფალ დროს ისინი ერთად თამაშობდნენ ბანქოს, მაგიდის ჩოგბურთს და რა თქმა უნდა, სვამდნენ). მისი თქმით ამერიკაში შეიქმნა ყველაზე უცნაური გოლფ_კლუბი, რომელშიც გაერთიანებული იყო ფოუნი ბილის უაილდ უესთ შოუს 9 წევრი: ინდიელები, ფილიპინელები, იაპონელები, მექსიკელები და ამერიკელი ქაუბოები. კლუბის პრეზიდენტად კი არჩეულია პრინცი ლუკა. ასე რომ, გურული გლეხები და ამერიკელი აბორიგენები ერთად ეზიარნენ შოტლანდიელების მიერ შემოღებულ ამ არისტოკრატიულ სპორტს...

ამერიკაში ყოფნისას დაძმობილებისადმი მიძღვნილ დიდ სუფრაზე შევხვდი მონტანას შტატში მცხოვრებ ქროუს ინდიელთა ბელადს უილიამ ბიგ დეის, რომელიც ოჯახითურთ გვეწვია. ბევრი ვისაუბრეთ, ვაჩუქე ჩემი წიგნის ,,უაილდ უესთის მხედრები” ინგლისური ვარიანტი, ვაჩვენე სხვადასხვა ფოტოები; ერთ_ერთ მათგანზე, სადაც ინდიელები და გურულები არიან გამოსახულნი, მან ქროუს ინდიელი ,,ცეცხლოვანი დათვი” ამოიცნო. ბიგ დეიმ მითხრა რომ მის ბავშვობაში მონტანას შტატში, ვაიომინგის საზღვართან ახლოს, ცხოვრობდა ერთი წვერებიანი კაცი, რომელსაც ,,რაშენს” ანუ რუსს ეძახდნენ, სავარაუდოდ იგი უაილდ უესთ შოუში გამოდიოდა. ისიც მითხრა რომ მას გრძელი ხმალი ჰქონდაო. სამწუხაროდ ,,რაშენის” არც სახელი და არც გვარი არ იცოდა. მორიგი სადღეგრძელოს შემდეგ ბელადს ვუთხარი რომ ჩვენ ალბათ ნათესავები ვართ მეთქი (მხოლოდ მაშინ დაეტყო მის აუღელვებელ სახეს გაკვირვება), რადგან არსებობს ჰიპოტეზა, რომ უხსოვარ დროს ინდიელთა შორეული წინაპრები ამერიკის კონტინენტზე ზუსტად კავაკასიიდან გადასახლდნენ. აღმოჩნდა, რომ ინდიელებს ჩვენებურად უყვართ მწვანილი და მისალმებისას ერთმანეთს გამარჯვებას უსურვებენ...

ბოლოს ქართული ღვინით, ბიზონის სტეიკითა და ახლადშეძენილი ,,ნათესავით” კმაყოფილი ბელადი თბილად დაგვემშვიდობა.

 ირაკლი მახარაძე

 




 ახალი ამბები
  • "ამიერიდან, ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვლება" _ რა გეგმები აქვს ლადო აფხაზავას"უღრმესი მადლობა ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენთაგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის" _ წერს სოციალურ ქსელში მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელებული ლადო აფხაზავა. მისივე თქმით,  მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგი, რომელიც დუბაიში დღეს გამოვლინდა, საქართველოში აუცილებლად ჩამოვა: "ვულოცავ  პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას. ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს. მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე. ამიერიდან, ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველაფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო ასპარეზზე. მე უკვე მიზნად დავისახე მეტი საერთოშაორისო ცოდნა და გამოცდილება მოვიზიდო საქართველოში და ამით ხელი შევუწყო უკეთეს განათლებას. ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება. კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას!!! ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში!" _ წერს ... ...
  • მიხეილ ბატიაშვილი: ლადო აფხაზავა გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ყველანი“ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა." _ განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. დღეს, დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. გამარჯვებული გახდა პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან.  2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება ... ...
  • მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი გახდაკენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა. "პიტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს. შეცვალო სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ცუდი ინტერნეტი და 58 მოსწავლეზე მხოლოდ ერთი მასწავლებელი მოდის, იოლი ამოცანა არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებმა, სკოლამდე რომ მიაღწიონ, 7 კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით გზაზე, რომელიც წვიმის სეზონზე გაუვალი ხდება. პიტერმა შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები სკოლაში, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პეტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. ამჟამად პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი ემზადება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური გამოფენისთვის, რომელიც წელს, არიზონაში, აშშ-ში გაიმართება. პიტერი და მისი კოლეგები დასვენების დღეებში ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან. სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა. იტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს", _ წერს მასზე "ბათუმელები". პიტერმა ჯილდოდ მილიონი დოლარი მიიღო. ამ კონკურსზე წელს პირველად მონაწილეობდა საქართველო, რომლის წარმომადგენელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო ათ მასწავლებელში დასახელდა და დღეს, დუბაიში, დაჯილდოების ცერემონიალზე იმყოფებოდა. ლადომ მოახერხა და ორი დღის განმავლობაში, მსოფლიოს საქართველო სხვა კუთხით გააცნო _ იქ მყოფ კოლეგებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა და მასტერკლაებიც ჩაატარა. "მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი საქართველოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელმა, ლადო აფხაზავამ მის გულშემატკივრებს გუშინ გამოუგზავნა. ამავე თემაზე: რა ხდება დუბაიში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულის დასახელებამდე (ვიდეო) "მილიონი ჩემთვის არ მინდა" _ 24 მარტს მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება „ჩემი ქორწინების დღეს დედა გარდაიცვალა“ _ რა ხდება ლადო აფხაზავას პირად ცხოვრებაში (ექსკლუზივი) რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ლანჩხუთის გამგებელმა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელებული პედაგოგი ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...