გერმანიის III რაიხის არმიის ქართული ლეგიონი _ 1941-1945

gurianews.com

ისტორია

გერმანიის III რაიხის არმიის ქართული ლეგიონი _ 1941-1945

2018 მაი 9 10:00:05

9 მაისი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეა. საბჭოთა საქართველომ, მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად, ყველა საბჭოთა რესპუბლიკაზე მეტი მსხვერპლი გაიღო. ქართველები დიდი წარმატებით არა მარტო ფაშისტური გერმანიის წინაღმდეგ იბრძოდნენ, არამედ ვერმახტის შემადგენლობაშიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ჩვენს მცდელობას არ წარმოადგენს მტყუანისა და მართალის გარჩევა, ეს არის ისტორიული ფაქტი გერმანიის მესამე რაიხის ქართული ლეგიონი, რომელშიც, სავარაუდოდ, 30 000 ქართველი იბრძოდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა და პოლონეთის დაცემის შემდეგ ქართული შენაერთი მესამე რაიხის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა, რომელიც საბჭოთა კავშირზე თავდასხმისათვის ემზადებოდა. ნაცისტების აღმოსავლური კამპანიის ერთ-ერთი მიზანი მრავალეროვანი სახელმწიფოს დაშლა იყო. ამ პოლიტიკის გასატარებლად გერმანელებს განზრახული ჰქონდათ მარიონეტული მთავრობების შექმნა, რომლებიც მთლიანად მესამე რაიხს დაექვემდებარებოდნენ. ამიტომ ევროპის დაპყრობილ ტერიტორიებზე დაიწყეს ეროვნული ორგანიზაციების შექმნა, რომლებსაც ბოლშევიზმისაგან დამონებული ხალხები უნდა ეხსნა.

1938 წელს ბერლინში შეიქმნა "ქართული ბიურო”, რომელიც "კავკასიურ ბიუროდ” გადაკეთდა.

1939 წელს რომში ჩატარდა ვარშავის, პრაღისა და ბერლინის ქართული ნაციონალური ორგანიზაციების საერთო ყრილობა, სადაც გადაწყდა "ქართული ნაციონალური კომიტეტის” დაარსება. 1940 წლის ზაფხულში ქართველებმა მოლაპარაკება დაიწყეს კავკასიელ მთიელთა ემიგრაციის ლიდერ ჰაიდარ ბამატთან საერთო-კავკასიური ფაშისტური პარტიის შექმნის შესახებ. მომავალი გათავისუფლებული საქართველოს ხელისუფლების ლიდერად შეირჩა დიდი თავადი ბაგრატიონ-მუხრანელი.

საბჭოეთთან ომის დაწყების შემდეგ ჰიტლერელებმა გადაწყვიტეს წითელარმიელ ტყვეთაგან და ემიგრანტებისგან შეექმნათ სამხედრო ფორმირებები, რომლებიც ისევე შეებრძოლებოდნენ წითელ არმიას, როგორც გერმანელი ჯარისკაცები.  ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი (სადაც ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ) პოლონეთის დასახლება კრუშნაში იყო. მალე ქართული ლეგიონის შტაბი ლიტვის ქალაქ მარიამპოლეში გადაიტანეს და 1942 წლის იანვარში მის მეთაურად პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე დანიშნეს. პროპაგანდისტული მიზნებისათვის შტაბთან აგრეთვე შეიქმნა "ქართული ნაციონალური კომიტეტი”, რომელიც დევნილი ხელისუფლების ფუნქციებს ასრულებდა. ოკუპირებული ტერიტორიების გერმანელმა გამგებელმა ჩინოვნიკებმა არაორაზროვნად მიანიშნეს ნაციონალური კომიტეტის წევრებს, რომ ომის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ხორვატიისა და სლოვაკეთის მსგავსად დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს სტატუსის აღდგენა.

  ყველა ეროვნების ლეგიონერებს, მათ შორის ქართველებსაც გერმანული სამხედრო ფორმით მოსავდნენ, რომელსაც საგანგებოდ შერჩეული განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდა. ქართველ ლეგიონერთა სამხრეები ნაცრისფერი იყო, ალისფერი არშიით, და თეთრი ან ვერცხლისფერი სირმა ამშვენებდა.

პროპაგანდისტული ეფექტის გასაძლიერებლად ზოგიერთ შენაერთს საქართველოს გამოჩენილი ისტორიული მოღვაწეების სახელები მიანიჭეს: 797-ე ბატალიონს "მეფე ერეკლე II ბაგრატიონი”, 799-ე ბატალიონს "მეფე დავით IV ბაგრატიონ-აღმაშენებელი”. 822-ს _ "თამარ მეფე”, 823-ს _ "შოთა რუსთაველი” და ა.შ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, პოლონეთში განლაგებული ვერმახტის 162-ე ქვეითთა საწვრთნელ ბანაკებში მომზადდა და აღმოსავლეთის ფრონტზე გაიგზავნა სამი სამთო-საეგერო და ორი გრენადერთა ქართული ბატალიონი, სადაც 6000 ჯარისკაცი და ოფიცერი შედიოდა. შემდგომ ქართველი ლეგიონერების მომზადების ტემპი დაჩქარდა და სხვადასხვა ბანაკში გაიწვრთნა და ფრონტზე გაიგზავნა ოც ბატალიონზე მეტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანულ ქვეითთა ბატალიონში 900-იდან 1600 კაცამდე იყო, ხოლო სამთო-მსროლელთა ბატალიონებში _ 600, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველა ქართულ ბატალიონში ჯარისკაცებისა და ოფიცრების რიცხვი 20 ათასს აჭარბებდა.

   ქართველი ემიგრანტები კარგ სამსახურს უწევდნენ აბვერსაც. საგანგებო ბანაკებში მათ ასწავლიდნენ სადაზვერვო და სადივერსიო ხერხებს. ომის დასაწყისში აბვერში გაწვრთნილი ქართველი ემიგრანტებისაგან შექმნეს ორგანიზაცია "ტამარა”, რომელსაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჯანყების მომზადება ევალებოდა. 1941 წლის ნოემბერში "ტამარას” დივერსიული ჯგუფი საგანგებო დანიშნულების ბატალიონ "ბერგმანს” (მთიელი) დაუქვემდებარეს. ბატალიონის პირველი, მეოთხე და მეხუთე ასეულები ქართველებისგან შედგებოდა, მე-2 _ ჩრდილო კავკასიელებისაგან, მე-3 _ აზერბაიჯანელებისაგან. ბატალიონი "ბერგმანი” აღმოსავლეთის ფრონტზე 1942 წლის აგვისტოს ბოლოს გაიგზავნა.  მისი პირადი შემადგენლობა არაერთხელ გადაუსვრიათ მტრის ზურგში, სადაც ისინი სადაზვერვო და სადივერსიო დავალებებს ასრულებდნენ. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ მესამე რაიხის მხარეს მებრძოლ ქართველთა საერთო რაოდენობა 30 ათასს არ აღემატებოდა.

საბრძოლო ნათლობა ქართულმა ბატალიონებმა კავკასიისთვის ბრძოლებში მიიღეს. 1942 წლის ზაფხულში კავკასიის მისადგომებთან გერმანული ჯარების შემადგენლობაში მოქმედებდა შვიდი "აღმოსავლური ბატალიონი”, რომლებშიც ირიცხებოდნენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და ჩრდილოკავკასიელები.  ამ ბატალიონებში შედიოდა ზემონახსენები "ბერგმანიც”.  1942 წლის ოქტომბერში ქართული ბატალიონი "პოლკ გეორგიენ ლეგიონ” სრული შემადგენლობით შეეცადა წითელარმიელთა მხარეს გადასვლას. 750 ქართველის, ლეგიონერის აღჭურვილობით, საბჭოთა მხარეს გადასვლა დეტალურად იყო გათვლილი და კავკასიის ფრონტის 37-ე არმიის სარდლობასთან შეთანხმებული. ლეგიონერებმა განაცხადეს, რომ არ სურთ ებრძოლონ თანამოძმეებს და მზად არიან გერმანელების იარაღი მათვე დაუმიზნონ, მაგრამ რამდენიმე მოღალატემ გასცა მათი გეგმა და ოპერაცია ჩაიშალა.

ოპერაცია "ციტადელის” დაწყებისას, ივლისის პირველ დღეებში, 198-ე დივიზიის ქართული ბატალიონი გააერთიანეს მე-4 სატანკო არმიის მე-3 სატანკო კორპუსში, რომელიც ბელგოროდიდან კურსკის მიმართულებით იგერიებდა ორიოლიდან მე-9 არმიის შეტევას. ქართული ლეგიონის მეთაური კაპიტანი ფონ მიულერი სარდლობას მოახსენებდა, რომ "ქართველმა ლეგიონერებმა თავი გამოიჩინეს ქუჩების პატრულირების დროს, ხიდების დაცვისას და პოზიციების მშენებლობისას გამართულ ბრძოლებში”. შემოდგომისთვის მე-4 სატანკო არმიაში შემავალ ქვეითთა დივიზიის ამოცანა ქალაქ ხარკოვის აღმოსავლეთით განლაგებული, საკომუნიკაციო სისტემების დაცვა და შენარჩუნება იყო. 1943 წლის აგვისტოში ფრონტის ხაზზე მყოფი ლეგიონერები ქართული შენაერთების მეთაურმა პოლკოვნიკმა შალვა მაღლაკელიძემ მოინახულა. საბჭოთა ჯარების კონტრშეტევაზე გადასვლის შემდეგ, 198-ე დივიზიის ქართველი ლეგიონერები ხარკოვის მისადგომებთან იბრძოდნენ, ვერმახტის ჯარების უკან დახევისას კი (1943 წ.) დაცვით სამსახურს ეწეოდნენ კრემენჩუგისა და კიროვოგრადის რაიონებში. კურსკისა და ბელგოროდის ბრძოლებში სხვა ქართული შენაერთებიც მონაწილეობდნენ: მომარაგების რამდენიმე ასეული, საგზაო-სამშენებლო და სადარაჯო ასეული (ოპერატიული ჯგუფი "კემპფ”-ის შემადგენლობაში).

        მიუხედავად გერმანელი სარდლობის მტკიცებისა და პროპაგანდისა, რომ ლეგიონერებსა და სხვა შენაერთებს თანაბარი სტატუსი ჰქონდათ, სინამდვილეში მათ ხშირად საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ, მათ ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთზე გზავნიდნენ. უკან დახევისას კი ძირითადი ნაწილების ზურგის დაცვას აიძულებდნენ, აღმოსავლური ბატალიონების ალყაში მოხვედრისას კი არ ჩქარობდნენ მათ გამოხსნას. ამიტომაც "აღმოსავლურ ლეგიონებში” სწრაფად დაეცა საბრძოლო სული და თავი იჩინა უიმედობამ, რასაც დეზერტირობა მოჰყვა.    1943 წელს ჰიტლერმა ყველა "აღმოსავლური ლეგიონის”, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხალხებისაგან შედგებოდა, განიარაღება და მათი პირადი შემადგენლობის სამუშაო ძალად გამოყენება გადაწყვიტა. ვერმახტის უმაღლესმა ხელისუფლებამ შეძლო, დაერწმუნებინა ფიურერი, რომ ამას შეიძლებოდა კატასტროფული შედეგი მოჰყოლოდა.

 იმ დროისთვის  სსრკ-ის ტერიტორიაზე მყოფი ქართული ბატალიონები ნორმანდიასა და ბრეტანში (ჩრდილო საფრანგეთი) გადაისროლეს, რამაც ქართველი ლეგიონერების ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ საქმე შეტაკებამდეც მივიდა. ლიტვაში დისლოცირებულ ქართულ შენაერთებში დაიწყო მასობრივი დეზერტირობა. ქართველები ლიტველ "ტყის ძმებს” _ პარტიზანებს უერთდებოდნენ, რომლებიც ფაშისტებს ებრძოდნენ, ხოლო გერმანელების ლიტვიდან გასვლისა და რუსების შემოსვლის შემდეგ წითელ არმიასთან გააგრძელეს ბრძოლა.

პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე ქართული ლეგიონების სარდლობიდან გაათავისუფლეს და ბალტიისპირეთში გერმანულ ნაწილში გადაიყვანეს. 1944 წელს მისი დამსახურების აღსანიშნავად პოლკოვნიკს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს.

ჰიტლერის 1943 წელს გამოცემული ბრძანების თანახმად, არც ერთი აღმოსავლური ლეგიონის შენაერთი ბატალიონზე დიდი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ პოლკი "ბერგმანიც” რამდენიმე ბატალიონად განაწილდა. ქართული "ბერგმანი” 1943 წლის აგვისტოში გადაიყვანეს ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც სანაპირო ზოლს იცავდა აკ-მეჩეთიდან ევპატორიის ჩათვლით. სექტემბერში ქართველები სევასტოპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაისროლეს. ბატალიონი იცავდა სანაპირო გზას ფაროსიდან ალუშტამდე და დაზვერვით სამუშაოებს ატარებდა მთებში, საბჭოთა პარტიზანებს ებრძოდა. 1943 წლის 24 ოქტომბერს საბჭოთა ჯარებმა მელიტოპოლის ჩრდილოეთით მე-6 არმიის თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიეს და ნოღაის ველების გავლით დნეპრის ქვედაწელისაკენ დაეშვნენ. მოახლოებული საფრთხე იწინასწარ-მეტყველა მე-17 გერმანული არმიის სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ე. ნეკემ და მოამზადა თავისი არმიის პერეკოპის გავლით ყირიმიდან გასვლის გეგმა. ამ ოპერაციისთვის გერმანული დივიზიები, მათ შორის 153-ე დივიზია, რომელშიც ქართული ბატალიონი "ბერგმანი” შედიოდა, ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით გადაიყვანეს.  ქართველები სივაშის ყელის სამხრეთით, სოფელ ბესჩესნოესთან დააბანაკეს, მაგრამ 28 ოქტომბერს ჰიტლერმა გააუქმა ოპერაცია. ნოემბრის დასაწყისში საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს პერეკოპის ყელი და გადალახეს სივაში. 1-ელ ოქტომბერს ქართულმა ბატალიონმა "ბერგმანმა” სივაშის რაიონში საბჭოთა ჯარების მოგერიებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის ბრძანება მიიღო. ქართული კავალერიის ესკადრონის შეტევის შემდეგ, რომელსაც თავადი  მ. დადიანი მეთაურობდა, სივაშის რაიონი საბჭოთა ჯარებისგან გაიწმინდა. მომდევნო ერთკვირიანი ბრძოლების დროს ქართული შენაერთი გერმანულ ნაწილებთან ერთად ცდილობდა, არ დაეშვა მოწინააღმდეგის ნახევარკუნძულზე შეჭრა. ამ ბრძოლების შემდეგ გენერალ-ფელდმარშალმა ე. ფონ კლაისტმა წერილობითი მადლობა გამოუცხადა ქართული ბატალიონის "ბერგმანის” მეთაურს ობერ-ლეიტენანტ ე. ბრანდს.

1943 წლის აპრილში ყირიმიდან ევაკუირებულ იქნა გერმანული სამხედრო შენაერთები, მათ შორის ბატალიონი "ბერგმანი” და სხვა ქართველი ლეგიონები: საველე ბატალიონი 1/9 და სამთო-მსროლელი ბატალიონი 11/4, მომარაგების ორი ასეული და ორი სამშენებლო ასეული. ბატალიონი "ბერგმანი” გადაისროლეს საბერძნეთში, დანარჩენები კი _ საფრანგეთში.

1944 წლის ზაფხულში გაიხსნა მეორე ფრონტი. მოკავშირეები მასირებულად გადმოსხდნენ ევროპაში, საფრანგეთის ჩრდილოეთში, ნორმანდიაში. საბჭოთა ჯარები პოლონეთისა და უნგრეთის საზღვრებს მიუახლოვდნენ. დაიწყო მესამე რაიხის აგონია. იალტის კონფერენციის დროს სხვა დოკუმენტებთან ერთად მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც საბჭოთა მხარეს უნდა გადასცემოდა ყველა ყოფილი საბჭოთა მოქალაქე ტყვე, რომლებიც მოკავშირეთა კონტროლირებად ევროპის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

შეთანხმება, რა თქმა უნდა, ქართველ ლეგიონერებსაც შეეხებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ, რას უმზადებდა მათ საბჭოთა მთავრობა. ამიტომ იოლად ბარდებოდნენ ტყვედ დასავლელ მოკავშირეებს იმ იმედით, რომ სიცოცხლეს მაინც შეინარჩუნებდნენ.

იყო სხვა შემთხვევებიც. წარუმატებელი ფსიქოლოგიური ომის წარმოების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ამერიკელების მიერ სამი სომხური და ერთი ქართული ლეგიონის დისლოცირების ადგილებში პროპაგანდისტული ფურცლების ჩამოყრა. ფურცლები ლეგიონერებს იარაღის დაყრასა და ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებას მოუწოდებდა. სამაგიეროდ ჰპირდებოდნენ, რომ მათ საბჭოთა კავშირს გადასცემდნენ. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ეს ბატალიონები იბრძოდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და ბრიტანელებმა ხელთ მხოლოდ რამდენიმე მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი და ოფიცერი იგდეს. ქართული ლეგიონის უდიდეს ნაწილს ასეთი "გაფრთხილება” არ მიუღია და ომის დასასრულს დასავლეთის ფრონტზე ნებით დაყარა იარაღი.

ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე დისლოცირებულმა ერთ-ერთმა ქართულმა ბატალიონმა 1945 წლის აპრილში აჯანყება მოაწყო. მოკავშირეთა მხარე დაიჭირა და კუნძულზე განლაგებული გერმანელების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 800 ქართველი ლეგიონერი კაპიტან ლოლაძის მეთაურობით ორი კვირის განმავლობაში ებრძოდა რიცხვმრავალ მტერს, რომლის დროსაც მებრძოლთა ორი მესამედი დაკარგა, ბოლოს კი კუნძულის გასათავისუფლებლად გადმოსროლილ კანადურ სამხედრო ფორმირებებს ჩაბარდა ტყვედ.

ომის დამთავრების შემდეგ საბჭოეთის ქვეყნების ყველა ყოფილი მოქალაქე ტყვე, მათ შორის ქართველი ტექსელელებიც, მოკავშირეებმა საბჭოთა ხელისუფლებას გადმოსცეს.


ნახვა: 341


 ახალი ამბები
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავსდღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება, მორწმუნეები სულთმოფენობის დღესასწაულს, აღდგომიდან  50-ე დღეს ზეიმობენ. ამ დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმინდა,  ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა მოციქულებსა და მორწმუნეებზე, თითოეული მათგანი კი სულიწმინდის მადლით აღავსო. „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი“... სადღესასწაულო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის (R)„საქართველო შეირჩა როგორც ქვეყანა, რომელმაც კონკრეტულ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ადამიანის უფლებათა განმტკიცების პროცესში და ამ მიმართულებით, განაგრძობს ძალისხმევას. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში იქნება ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის ამ ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეკომენდაციის სახით თავად გამოყო ის სფეროები, რომელთა გატანაც, მისი მოსაზრებით, შესაძლებელია „ექსპორტზე“, მათ შორის ერთ- ერთი არის პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებული რეფორმები და წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა.“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  პრემიერ მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს პენიტენციურ სფეროში გაწეული სამუშაოთვის და რეფორმების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის. ამ ინიციატივაში საქართველოს მიწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოზიტიურად წარმოჩენას, პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარული ვარ, რომ გვექნება შესაძლებლობა სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიური მაგალითები“.- განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შედგა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთი დასტურია -ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის. „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისის მიერ საქართველოში ვიზიტის დროს წარმოდგენილი ინიციატივის - ,,ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიური მაგალითები“ (Good Human Rights Stories) ფარგლებში, საქართველომ სხვა წარმატებულ 15 ქვეყანასთან ერთად მიიღო წინადადება, მთელს მსოფლიოში, სახელმწიფოებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. - აღნიშნა პრემიერმა. ... ...
  • საჯავახოზე მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლაცოტა ხნის წინ, ავტოავარია მოხდა ჩოხატაურში, ე.წ. საჯავახოს უღელტეხილზე. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ერთმანეთს ორო ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ჩოხატაურელი მამაკაცი, სოფელ შუა ამაღლებაში მცხოვრები ნ.კ. ემსხვერპლა. მომხდარზე უკვე დაწყებულია ... ...
  • ავარიის გამო წეროვანთან რამდენიმე კილომეტრიანი საცობიაამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულოა ავტობანზე. წეროვნთან მომხდარი ავარიის გამო გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია. როგორც "გურია ნიუსს" თვითმხილველებმა უთხრეს, მსუბუქი ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შემდეგაც მსუბუქი მიკროავტობუსი, რომელშიც მგზავრები ისხდნენ, საპირისპირო გზაზე მომავალ სატვირთოს დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟაჟებია ... ...
  • „ერეკლე მეფის ჩამოყვანილი ივანოვი ვარ და საქართველოზე ვმღერი“ _ოზურგეთული ზეიმის წინა ქრონიკადღეს, დილაადრიან, ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ზეიმის დაწყებამდე,  ქალაქის  ერთ-ერთ ცენტრალურ   ადგილას, ღია ცის ქვეშ,  ორი   მამაკაცის  კარგად შეწყობილი  სიმღერა _ „ქართველო,  ხელი ხმალს იკარ“ _ ისმოდა. როცა მივუახლოვდი, ერთმა სასწრაფოდ შეწყვიტა სიმღერა: „უკვე სურათი გადაგვიღე? ასკანელი კაცი ვარ, მზიანში ვცხოვრობ, ივანოვი ვარ გვარად. აბა, ივანიშვილობა ღმერთმა დამიფაროს.  იცი, როდიდან ვარ საქართველოში? ერეკლე მეფემ რომ თათრების წინააღმდეგ  საბრძოლველად გამოგვიძახა.  მე ქართველი ვარ, სიმღერას სახალხო ლოტბარი ჯემალ ჭელიძე მასწავლიდა. ვიმღერებ კიდევ ცოტა ხანს, მერე კი წავალ და ხვალიდან ასკანაში შრომას შევუდგები. აბა, რავა გგონია... ჰარალალე,   ,,თოფი ვერაფერს დამაკლებს, თუ ხელში ხმალი მიჭირავს“... „ ჰე, ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალე“ _ ასე, საუბარის და სიმღერის მონაცვლეობით, კითხვის დაუსმელად გაგვეცნო  ასკანელი ტარიელ ივანოვი. _ ბატონო ტარიელ, ივანიშვილობა რატომ დაგიფაროთ ღმერთმა? _ რატომ  გეღიმებათ? იმიტომ, რომ პუტინი მეორე  ჰიტლერია. ვერც „ედიკამ“ გააგდო აქიდან, ვერც _ მიშამ და ვერც აი ივანიშვილი უშობა რამეს, ძაან ყველაფერს რომ გვპირდებოდა.   ვინც საქართველოს  დამოუკიდებლობას ებრძვის, არავინ მიყვარს.  მე მიყვარს მეფე ერეკლე და საქართველო... აგერ, ჩემ წინ რომ კაცი ზის, თემურ შათირიშვილი, ჩემზე უკეთ თუ არა, ნაკლებად არ მღერის. ჩვენ ასე აღვნიშნეთ ამ დილით ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის  100 წლის იუბილე. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, _ გვითხრა ტარიელ ივანოვმა და კვლავ გააგრძელა ... ...

არქივი

ზაფრანი

აღმოჩენა, რომელმაც, შესაძლოა, შეცვალოს მსოფლიო ისტორია

დინოზავრის სახეობამ, რომელის ნარჩენებიც ცოტა...

საინტერესო ფაქტები ცაციების შესახებ

1) მსოფლიოს მოსახლეობის 10% ცაციაა....

როგორ შეიქმნა დედამიწა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლესი კვლევების...

სამოთხის ფრინველი

სამოთხის ფრინველი – ზღაპრულად ლამაზი...

როგორ მოვიპოვოთ წარმატება

იყავით იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც...

წითელი ხახვი კიბოს წინააღმდეგ

იცით თუ არა, რომ წითელი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...