გიორგი პაპაშვილის ამერიკა _ ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს

ისტორია

გიორგი პაპაშვილის ამერიკა _ ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს

26 ოქტ. 2018, 09:15:30

გიორგი პაპაშვილი (1898 - 1978)   დაიბადა სოფელ კობიანთკარში. მისი მონაყოლის მიხედვით, დედა ტრაგიკულად გარდაეცვალა, მამას კი არ ჰქონდა სახსრები რათა ის სკოლაში შეეყვანა. ამიტომ მას ტყავზე მუშაობა და ხანჯლების კეთება შეასწავლა. 1921 წელს ის ჯარში მსახურობდა. როცა წითელი არმია საქართველოში შემოვიდა, გიორგი მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. იქ მან ორი წელი დაჰყო, სადაც მისი სიტყვებით თხრიდა ჭებს, მუშაობდა ტაქსის მძღოლად და ანატოლიის ველებზე ტახებზე ნადირობდა. შემდეგ სხვადასხვა გზით მოახერხა ვიზის შოვნა და ამერიკაში ჩასვლა. ნიუ იორკში რამდენიმე ღამე სიმონ სიდამონ-ერისთავის ოჯახთან ერთად ნაქირავებ ოთახში გაათია. შემდეგ კალიფორნიისკენ აიღო გეზი. პაპაშვილმა მრავალი სხვადასხვა სამუშაო გამოიცვალა _ იყო მზარეული, ჭურჭლის მრეცხავი, მუშაობდა ლითონ ჩამოსასხმელ საამქროში. ერთხანს ჰოლიუვუდშიც კი მოღვაწეობდა. როგორც თავად წერდა.

,,როცა კაზაკი დასჭირდებოდათ, მხოლოდ მაშინ დამიძახებდნენ ხოლმე”-ო.  მსახიობობაზე მალევე აიყარა გული: ,,ცხენის ჭენება და ჩოხის და ბუხრის ქუდის ტარება თუ მინდოდა, ბარემ შინ, კობიანთკარში, დავრჩენილიყავ. მე სხვა რაღაცის საძებნელად ჩამოვედი ამერიკაში და სჯობს, ის ვიპოვო მეთქი”. მისი ავტობიოგრაფიული წიგნი ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს” Anything Can Happen (1945), რომელიც მან ამერიკელ მეუღლესთან ჰელენთან ერთად დაწერა ნამდვილ ლიტერატურულ სენსაციად იქცა, ის 1.5 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და გადაითარგმნა დაახლოებით, 20 ენაზე. ,,სულ რამდენიმე წიგნმა შეძლო შეერთებული შტატები ასე ეგზოტკურად დაეხატა”, _ წერდა ჟურნალი TIME (8 იანვარი, 1945).

საკუთარ მწერლურ გამოცდილებაზე ის მწერალ აკაკი ბელიაშვილს ასე უყვებოდა: ,,მე რისი მწერალი ვარ. ჩემი ცოლო სწერამს, მე ვუამბობ ხოლმე და ეგაა მწერალი, მე კი არა”. გამოსვლისთანავე ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს” თვის საუკეთესო წიგნად აღიარეს. როცა ეს სიახლე ჰელენს შეატყობინეს, გიორგი სახლის სახურავს არემონტებდა. ,,ამ ამბავს როცა გაიგებდა შემეშინდა სიხარულისგან სახურავიდან არ ჩამოვარდნილიყო, ამიტომ ვუთხარი, ჩამოდი ახალი ამბავი უნდა გითხრა-თქო,” _ იხსენებდა ჰელენ პაპაშვილი.

ამ ბესთსელერის გარდა პაპაშვილები ასევე რამოდენიმე წიგნის ავტორები არიან. 1952 წელს წიგნის მიხედვით გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი (რეჟ. ჯორჯ სითონი), სადაც მთავარი როლი ,,ოსკაროსანმა” ხოსე ფერერმა შეასრულა. თვით ავტორი პაწაწინა ეპიზოდურ როლში გამოჩნდა. თუმცა ფილმმა დადებითი რეცენზიები მიიღო, ეს მაინც საშუალო დონის ნაწარმოებია. ფილმმა ვერ შეძლო გადმოეცა ის მიმზიდველობა, რაც წიგნს გააჩნდაო, აცხადებდა ზოგიერთი კრიტიკოსი.  1961 წელს ხრუშჩოვისეული დათბობის პერიოდში გიორგი პაპაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, მოინახულა საკუთარი სოფელი, ახლობლები.…მაშინ მისი რომანის ქართული თარგმანი, რომლის სახელწოდებაც ასე ჟღერდა ,,ქვეყანა, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს” ჯერ კიდევ არ იყო გამოსული. ავტორს მხოლოდ რამდენიმე გადათარგმნილი თავი აჩვენეს.  გიორგი პაპაშვილმა ქანდაკებაში მუშაობა მოწიფულ ასაკში დაიწყო. ის საკუთარ ფერმაში სხვადასხვა მრავალფეროვანი მასალისაგან კვეთდა ქანდაკებებს, რომელთა დიდი ნაწილი ქართული ფოლკლორით იყო შთაგონებული და გამოსახავდა ზღაპრულ პერსონაჟებს, მის ნაივურ შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ქანდაკებებს. პაპაშვილი იყო ამერიკელ მოქანდაკეთა კავშირის წევრი; მისი სახელი შეტანილია Who's Who in American Arts და Who's Who in American Literature of the 20th Century.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...