გივი და ოთარ ზალდასტანიშვილები (ზალდასტანი)

ისტორია

გივი და ოთარ ზალდასტანიშვილები (ზალდასტანი)

20 სექ. 2017, 20:01:47

გივი და ოთარ ზალდასტანიშვილების მამა სოლომონი საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მასვე ეკუთვნის ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება ,,საქართველოს 1924 წლის ამბოხება”. აჯანყების დამარცხების შემდეგ ის საფრანგეთში გაიქცა, სადაც სულ მალე ოჯახის წევრები ჩავიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრ სხვა ემიგრანტთა მსგავსად ის საბჭოთა არმიის წინააღმდეგ იბრძოდა. სოლომონი აქტიურად მონაწილეობდა ქართველ ტყვეთა განთავისუფლების საქმეში. რუმინეთში სამხედრო ტყვეთა ბანაკში გერმანელებმა მას ნება მისცეს 500 ქართველიდან მხოლოდ 90 გაეყვანა. მაშინ სოლომონმა განაცხადა _ ოთხას ქართველს სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებო, თუ ვერაფერი ვუშველე, მაშინ მეც მათთან დავრჩებიო. მისი ძალისხმევის შედეგად ხუთასივე ტყვე იქნა გათავისუფლებული, მაგრამ თვითონ ზალდასტანიშვილი ავად გახდა და 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 1947 წელს სოლომონ ზალდასტანიშვილის მეუღლე ორ ვაჟიშვილთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.

გივი ზალდასტანიშვილმა (1919-2007) დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, ის სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა, სოლიდური კაპიტალის დაგროვების შემდეგ მან ბოსტონში მაღაზიათა ქსელი გახსნა, შემდეგ კარიბის ზღვის აუზში ერთ პატარა კუნძულზე მიწა შეიძინა და სასტუმროები ააგო. ასევე ნიუ ჰემფშირის შტატში შეისყიდა ადგილი და სახლების მშენებლობა წამოიწყო. სხვა ქართველების მსგავსად ის საქართველოზე ფიქრობდა, მას სურდა, რათა ქართველ ახალგაზრდებს მაღალი დონის განათლება მიეღოთ არა უცხოეთში, არამედ საქართველოში. ამიტომაც, 2001 წელს გივი ზალდასტანმა თბილისში ქართულ-ამერიკული აკადემია დააარსა. მისმა უმცროსმა ძმამ ოთარმა (1922-2005) პარიზის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა, სწავლობდა სორბონისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში ოთარ ზალდასტანიშვილმა ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად 1952 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში. ის იყო უილოკის კოლეჯის, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ბრუქსის სკოლის კურატორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, კითხულობდა ლექციებს აეროდინამიკაში, გამოქვეყნებული ჰქონდა უამრავი თეორიული ნაშრომი და იყო ბევრი პატენტის ავტორი (მათ შორის ფოლადის კონსტრუქციების დამუშავებაში). ,,ის იყო ბრწყინვალე მათემატიკოსი და მეცნიერი”, _ ამბობდა მამის შესახებ ელიზაბეთ ზალდასტანი. სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად ის მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში Zaldastani Associates Incorporated, ჯერ პრეზიდენტად, შემდეგ კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ.  ოთარ ზალდასტანიშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ათასამდე ცნობილი ნაგებობის და პროექტის ავტორია, მათ შორისაა სასტუმრო Copley Place, ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონი, მრავალსართულიანი შენობები ერაყში, ალჟირში, საუდის არაბეთში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო გადაწყვეტა და ორიგინალური იდეა. ის სამჯერ იყო არჩეული აშშ-ში საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტად. ოთარ ზალდასტანიშვილი ძმასთან და სხვა ქართველებთან (მათ შორის იყო ჯონ შალიკაშვილი) ერთად აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროექტებზე შავ ზღვაზე, კერძოდ სუფსაში. როცა გივი ზალდასტანიშვილმა სწავლების პროცესის გაუმჯობესების ამაღლების მიზნით თბილისში ამერიკული აკადემია დაარსა, ამ საქმეში ოთარიც ჩაერთო. მისი დახმარებით საუკეთესო სტუდენტები სწავლას ამერიკის სახვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებდნენ.




 ახალი ამბები
  • გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 21-22 სექტემბერს +24,+26, ხოლო 23-25 სექტემბერს +27, +29 გრადუსი ... ...
  • უცხოელ ბიზნესმენებს ფიზიკურად გაუსწორდნენ- ფაქტზე 4 პირია დაკავებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო (R)აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში  გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით - 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება  მომენტალური პრიზით, მათ შორის:  PSP-ს, „ნიკორას" და" სუფთა სახლის" ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით  - 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და  0%-იანი საკომისიო ტარიფით - ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე. აქციის სუპერ პრიზს -  20,000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის. თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი: ·         ინტერნეტ და მობაილბანკიდან - www.tbconline.ge ·         ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე - 032 2 272727 გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილილიდან და სერვის ცენტრიდან. თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და, გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT,  ისრაელის გზავნილები World com finance. აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ... ...
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...