გურია _ ,,ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი”

ისტორია

გურია _ ,,ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი”

6 მაი. 2020, 17:05:02

,,ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი” - ასე მოიხსენიებდნენ გაზეთები გურიას. საქართველოში ოზურგეთის მაზრა ერთ-ერთი განათლებული და განვითარებული კუთხე იყო, ,,საქართველოს საფრანგეთი”, როგორც მას ჟურნალ ,,მოგზაურის” ჟურნალისტმა კონსტანტინე გვარამაძემ უწოდა. რუსული გაზეთი ,,ნოვოსტი” კი წერდა, რომ ,,გურია ერთი უკულტურესი კუთხეა არა თუ კავკასიაში, არამედ მთელ რუსეთში.”

სავსებით სამართლიანიად აღნიშნავს თედო სახოკია, რომ სწორედ სოფლის მასწავლებლების, პროგრესისა და განათლების ამ მებაირახტრეების მეოხობით გაითქვა გურიამ მთელ საქართველოსა და მთელს რუსეთის იმპერიაში ,,დაწინაურებული პროვინციის სახელი.” სახოკია სვამს კითხვას ,,ვის წყალობით დაიქსელა გურია სკოლებითა და წიგნსაცავ-სამკითხველოებით?.. ვის უნდა უმადლოდეს გურული, რომ თითქმის ყოველი სოფელი საუკეთესო შარაგზით არის შეერთებული მეორე სოფელთან?...” და თავად პასუხობს - ეს არის სოფლის მასწავლებელი.

აპოლონ წულაძის ცნობით, ,,,1883 წლიდან გურიის ცხოვრების ახალი ეპოქა იწყება – ხანა კულტურული ცხოვრების დასაწყისის. ბატონყმობა გაუქმებულია, გლეხების დიდ ნაწილს თავი უკვე დახსნილი აქვს. გურული გლეხი შედარებით თავს თავისუფლად გრძნობს. ,,აზატობას” იწყებს, მასაც კაცათ მოაქვს თავი. მას უკვე აინტერესებს გაზეთი (ყველა გაზეთს ,,დროებას” უძახის. გაზეთ ,,დროების” შეჩვევის გამო). აინტერესებს საგარეო პოლიტიკა. სწამს და სწყურია სწავლა. ამდენ ხანს სასოფლო სკოლები ან არ არის, ან თუ არის, სოფლის კანცელარიასთან ერთად. მწერალი მწერალიც არის და მასწავლებელიც. ამ წლიდან გურიას ევლინებიან ნამდვილი მასწავლებლები. თავისი საქმის ოსტატები და ამავე დროს არა ,,ჩინოვნიკები” არა 20 რიცხვის მომლოდინენი, არამედ მოღვაწენი. მაშინდელი მასწავლებელი მასწავლებელიც არის, ექიმიც, ვექილიც, მწერალიც, შუამდგომელიც, ქომაგიც და ამავე დროს მთელი საზოგადოების მოტირალ-მოცინარი. ტირილში მიცვალებულის გლეხურათ დამტირებელი, ქორწილში – მომლოცავი და ლხინის ,,არიფიონთაგანი”. უსათუოდ ამით აიხსნება ის, რომ სასოფლო სკოლას გლეხმა უწოდა სოფლის სკოლა, მასწავლებელს კი სოფლის მასწავლებელი და ჭეშმარიტათ, რომ ასეც იყო. სკოლა სოფლისათვის იყო და მასწავლებელიც მთელი სოფლის მასწავლებელი გახლდათ. ამ მასწავლებლებმა შემოიღეს (1887 წლიდან) საღამოს კურსები, საცა საღამოობით მოწაფის მამა და ბაბუაც სწავლობენ წერა-კითხვას. ამ მასწავლებლებმა ჩაუყარეს საფუძველი ბიბლიოთეკა-სამკითხველოს. ამ მასწავლებლებმა დაიწყეს გაზეთში კორესპონდენციის წერა და სახალხო წიგნაკების თარგმნა და ბეჭდვა...

1884 წლიდან გურიას პირველად მოევლინა საოსტატო სემინარია-დამთავრებული მასწავლებლები. მომავალ მასწავლებლებს, სემინარიაშივე ჰქონდათ წრე. ამ წრემ გადასწყვიტა, რომ არ დაფანტულიყვნენ და რამდენადაც ამის ნებას მთავრობა მისცემდა, იმდენად ცდილიყვნენ ერთ-ერთ პროვინციაში მოეყარათ ყველას თავი, ერთი მეორისთვის მიეცათ მხარი. პირველ რიგში გადაწყვიტეს გურიიდან დაეწყოთ. ამისთვის გურულმაც და არაგურულმაც სამოქმედოთ გურია აირჩია და მთავრობას გურიაში სთხოვა ადგილი. მთავრობაც დათანხმდა და ამრიგათ, გურიაში მოვიდნენ: არსენ წითლიძე (სემინარიაში წრის მეთაური). თვით გურული (დაიწყო არა თავის სოფელ აკეთში, არამედ ჩოხატაურში). რაჭველი დავით კერესელიძე – ლანჩხუთში, ციციშვილი... ქართლელი – ბასილეთში, ქიქოძე გერასიმე – თავის სოფელ ბახვში, სიმონ ჯორბენაძე – გურული ნიგოითში, ალექსანდრე მგელაძე – დვაბზუში. ამ წრეს დახვდა უკვე გამოცდილი მასწავლებლები ცოლ-ქმარი გიგო და ნინო შარაშიძენი. 2-3 წელიწადში წრეს მიემატა: სომეხი (გორელი) გიორგი ზაზოროვი და დარჩა ჯვარცმაში 20 წელზე მეტი. გიორგი ბოკერია, იმერელი, ჩოხატაურში. იმერელი სიმონ ორჯონიკიძე – ბასილეთში. იმერელი ჭუმბურიძე სიმონ – ჩოჩხათში, ტრიფონ თაბუკაშვილი (იმერელი) – სურებსი. ისიდორე რამიშვილი – ძიმითში და სხვა. ყველა ამათ ერთი მეორეში ჰქონდათ მჭიდრო კავშირი. ეცნობოდნენ ერთი მეორის სწავლების მეთოდს, არცევდნენ გაკვეთილებს, ბჭობდნენ, კამათობდნენ, არ ეძებდნენ უკეთეს ადგილს და ერთ ადგილას აყვარებდნენ ხალხს თავს. ზოგ მათგანს მოესწრო ორისა და სამი თაობის აღზრდა და ერთ სოფელში იღვაწეს 50 წელიწადი, გამუდმებით.. ეს მასწავლებლები ყოველთვის ცდილობდნენ ნიჭიერ მოწაფეს სოფლის კლასის შემდეგაც სწავლა განეგრძო.

ამზადებდნენ თვითონ და სხვა სასწავლებელში თვითონ მიყავდათ და ეგზამენს აჭერინებდნენ. ზოგ ღარიბ მოწაფეს თავის ხარჯითაც ზდრიდნენ. არსენ წითლიძე თავისი 25 მანეთი ჯამაგირიდან თავის ერთ ღარიბ მოწაფეთაგანს, მეგრელიშვილს (დღეს ცნობილი აგრონომი, მევენახე-მეღვინე) – ზრდიდა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში და თვესი 7 მანეთს უგზავნიდა. ასეთი მაგალითები სხვაც ბევრია. ზოგ მოწაფეს სკოლის დარაჯათ აყენებდნენ, ერთ-ორ წელიწადს ,,სტოროჟს” ამზადებდნენ, ჯამაგირს შეუნახავდნენ და მერე სხვა სასწავლებელში აგზავნიდნენ... ასეთი იყო ამ სოფლის სკოლის მასწავლებლის ტიპი ძველად”.

1905 წლის ამბოხის შემდეგ კიმ რეპრესიების დროს განსაკუთრებით დაზარალდა სოფლის ინტელეგენცია, უმთავრესად მასწავლებლები, რომლებიც გლეხობას გვერდში დაუდგნენ.




 ახალი ამბები
  • "პასუხი ერთ კვირაში გვეცოდინება" _ ბავშვთა ინტოქსიკაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში17-18 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღებში 200-ზე მეტი ბავშვი მოწამლა ბაღებში შეტანილმა ხორცმა. როგორც მაშინ ითქვა, ვითარება უმძიმესი იყო, მაგრამ ფაქტს მუნიციპალიტეტის მერია და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი დღეების განმავლობაში მალავდა. "გურია ნიუსი" სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს ესაუბრა, რომელმაც არ დაადასტურა ოზურგეთში გავრცელებულ ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვები ხორცით მოიწამლნენ. _ ფაქტი არის ნამდვილად _ 11 საბავშვო ბაღის 80-მდე ბავშვს აქვს მოწამვლის სიმპტომი. თუმცა, ენტეროვირუსია ეს თუ სხვა რამ, ჯერ არ არის დადასტურებული. ეპიდემიოლოგები ცალკე მუშაობენ, ასევე, ვმუშაობთ ჩვენც. ხორცით მოწამვლის ფაქტი არ ყოფილა. ერთი ბავშვი ბათუმში გადაიყვანეს და დაუდასტურდა ენტეროვირუსი, _ გვითხრა ერქომაიშვილმა და დასძინა, რომ ინფორმაცია არავის დაუმალავს, პირიქით, ეს ყველაფერი სკოლამდელი აღზრდის ცენტრის და სეს-ის რეგიონული სამსახურის მიერ 18 ოქტომბერს, დილით გახმაურდა. რა მოხდა სინამდვილეში, როდის გახმაურდა ბავშვების მოწამვლის ფაქტი და რა მდგომარეობაა დღეისთვის, ამის შესახებ "გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს, მაკა ჭყონიას ესაუბრა: _ 16 ოქტომბერს, პარასკევს, როცა ჩვეულებრივად დასრულდა სამუშაო დღე და აღსაზრდელები შინ დაბრუნდნენ, არანაირი შეტყობინება ან რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ, არსად გახმაურებულა _ ის დღე, ჩვეულებრივ, მშვიდობიანად დასრულდა. არ ყოფილა არც ერთი ფაქტი იმისა, რომელიმე მშობელს სადმე ეთქვა ან დაერეკა, რომ ბავშვს ჰქონდა ინტოქსიკაციის ნიშნები. შაბათს, 17 ოქტომბერს, სოფელ ვაკიჯვრის მენეჯერმა, სოფო რუსიეშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ოთხ ბავშვს ჰქონდა ღებინება და მაღალი ტემპერატურა... მაშინვე დავიწყე მოკვლევა. ქსელში შევედი, "მენეჯერთა ჯგუფში", დავიხმარე ცენტრის თანამშრომელი ხატია ყაზაიშვილი, რომ საქმე უფრო დამეჩქარებინა და ყველა ბაღის მენეჯერს მივმართე, ხომ არ იყო ანალოგიური მდგომარეობა მათთან. იმ მომენტისთვის არავის ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა, თანდათან დაიწყო ინფორმაციების მოწოდება, რომ მსგავსი ვითარება, უფრო კი დიარეა აღენიშნებოდათ ბავშვებს სხვადასხვა სოფელში, ასევე, ქალაქშიც. სასწრაფოდ მივმართე სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს. აუცილებელი იყო ოპერატიული მოქმედება. ეს ყველაფერი ჯგუფშიც თანმიმდევრულად არის ასახული. დავურეკე ეპიდემიოლოგიურ ცენტრში, მაია ქუტიძეს. რა დამალვაზე საუბრობენ?! შეიძლება ეს ვინმეს აზრად მოუვიდეს?! ხაზგასმით ვამბობ, ეს ამბავი ჩვენ გავახმაურეთ. მომდევნო დილას, ანუ 18 ოქტომბერს, კვირას, სეს-ის ხელმძღვანელმა, მანანა ერქომაიშვილმა დაიბარა ყველა მენეჯერი და შევუდექით საქმეს. ყველა ნიუანსი მოიკვლიეს და ეს ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მივაწოდეთ. მოვიკითხე, კლინიკაში თუ იყო ვინმე გადაყვანილი. ჯერჯერობით, ასეთი ოთხი შემთხვევაა. ერთი ბავშვი დაბრუნდა შინ; როგორც ექიმებისგან ვიცი, სამი ისევ კლინიკაშია. ერთ ბავშვს, რომელიც ბათუმში გადაიყვანეს, ენტეროვირუსი დაუდგინდა. სხვა მხრივ, ჯერჯერობით, ყველგან სტაბილური მდგომარეობაა. მენეჯერები ყოველ საათში რეკავენ და აზუსტებენ ინფორმაციას, რაიმე ხომ არ ხდება და ზოგადად, რა მდგომარეობაა. ვიზუალურად ყველაფერი მწყობრშია. ახლა მთავარი ლაბორატორიული პასუხებია და ეს პასუხი ერთ კვირაში გვეცოდინება. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, მაქსიმალურ სიფრთხილეზე ვართ ორიენტირებული, თუმცა, შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ. ჭყონიამ, ასევე, ისაუბრა წყლისა და საკვები პროდუქტის ხარისხისა და ჰიგიენის წესების დაცვაზე: _ ჩვენ როგორც რძის და ხორცის, ასევე, ბოსტნეულის და ხილის თითო მომწოდებელი გვყავს ანუ ორი კომპანია. ყველა ბაღში შეტანილია მათი პროდუქტი. გასაკვირია, თუ რაიმემ მოწამვლა გამოიწვია, ეს მოხდა 11 ბაღში და დანარჩენ 23-ში არა? _ იქნებ, წყალმა გამოიწვია მოწამვლა? _ მიუხედავად იმისა, რომ წყლის ლაბორატორიული ანალიზი ყოველ ექვს თვეში ტარდება და ბაღებში სწავლა ისე არ იწყება, თუ წყლის ლაბორატორიული ანალიზი არ ჩატარდა. სასმელი და საკვების მოსამზადებელი წყალი მრავალი წელია, ბაღებში გარედან შეგვაქვს _ ვყიდულობთ. ახლაც, რომელ ბაღშიც უნდა შეხვიდეთ, ნახავთ იქ სპეციალურ ბალონებში. ონკანის წყალს არც ერთი ბავშვი არ სვამს, ახლა კი არა, უკვე რამდენი წელია. მიუხედავად იმისა, რომ აქაც ზედმიწევნით დაცულია ჰიგიენის პირობები. სანამ საბოლოო დასკვნა არ დაიდება, რასაც სულმოუთქმელად ველით, მეტს ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ. პარალელურად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა და ამის შესახებ განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბაღების გაერთიანებამ დაიწყო მოკვლევა: "გამომდინარე იქიდან, რომ გამორიცხულიყო საკვებით მოწამვლა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საბავშვო ბაღებში დაუყოვნებლივ შესულიყო სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები, შემოწმების მიზნით. დაზუსტებული ინფორმაციით, ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ _ 3. ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი სახლში აგრძელებს მკურნალობას. აქვე განვმარტავთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი, კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, შევიდა 2 დღით ადრე. სანამ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ფაქტის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენენ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება", _ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "გურია ნიუსი" ესაუბრა კლინიკა "მედალფას" პედიატრიული სამსახურის კოორდინატორს, მარიკა ზარნაძეს: _ გუშინ დილიდან დღეს დილამდე (18-19 ოქტომბერი. რედ.) გადაუდებელ ამბულატორიაში გატარდა 15 პაციენტი. აქედან 9 ქალაქის მცხოვრებია და 6 _ სოფლის. გაუმჯობესებული მდგომარეობით ისინი გაეწერნენ ბინაზე. რაც შეხება ინფექციურ განყოფილებას, ოთხი პაციენტიდან გაეწერა ერთი და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, იქ რჩება სამი ბავშვი, _ გვითხრა მარიკა ზარნაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით არც ერთი დადებითი პასუხი არ მოსულა: _ გუშინ საღამომდე რაც მივიღეთ (საუბარია 18 ოქტომბრის საღამოს მდგომარეობის მიხედვით. რედ) ყველა პასუხი იყო უარყოფითი, _ გვითხრა ზარნაძემ. სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსმა, მანანა ერქომაიშვილმა 19 ოქტომბრისთვის ჩვენთან ასეთი კომენტარი გააკეთა: _ გურიის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. არაგეგმური ინსპექტირების ფარგლებში დადგინდა სურსათის მიმწოდებლები, რომლებიც საბავშვო ბაღებს 8 დღის მარაგს აწვდიან; გაიცა დამატებითი მითითებები გენერალური რეცხვა-დეზინფექციისა და პერსონალის ენტერობაქტერიებზე კვლევის შესახებ; ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული დასკვნა მიღებისთანავე გასაჯაროვდება. მან, ასევე, თქვა, რომ ძალიან ბევრი ზარი შევიდა ბავშვების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით. მშობლები და ზოგადად, საზოგადოება ინტერესდება აღნიშნული ფაქტით. _ მინდა ყველას საჯაროდ განვუმარტო, რომ სურსათის ნიმუშების გამოკვლევა მოხდება ლაბორატორიაში და გამოკვლევის შედეგებს აუცილებლად გაცნობებთ. მანამდე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. ბავშვს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, როგორც მშობელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დაუდგინეს გასტროენტეროკოლიტი, რომელიც უმთავრესად ვითარდება მწვავე ინფექციებისა და ენტეროინტოქსიკაციის შემთხვევაში. ლაბორატორიული კვლევის პასუხები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი და მაშინვე გავასაჯაროებთ, _ განაცხადა ერქომაიშვილმა. კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები, რომელთა შესახებ ლაბორატორიული დასკვნა მიღებისთანავე გასაჯაროვდება. ჯერჯერობით, ვარაუდის დონეზეც არ არის ცნობილი, რა გახდა ბავშვთა ინტოქსიკაციის მიზეზი. როგორც სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია და ასევე, სხვადასხვა ბაღის მენეჯერები ამბობენ, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ არ მომხდარა ისე, ერთ რომელიმე, ცალკეულ ჯგუფში ან საბავშვო ბაღში ყველა ბავშვს ჰქონოდა ინტოქსიკაციის ნიშნები. საკვები კი ყველგან ერთნაირად მიიღეს. _ ამიტომ ახლა ყველა კითხვას პასუხი უტყუარმა ლაბორატორიულმა დასკვნამ უნდა გასცეს, _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ... ...
  • ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბანკზე თავდამსხმელს ჯერ კიდევ ეძებენშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად. პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს“,- აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...