გურიაში ,,ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი”


ისტორია

გურიაში ,,ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი”

17 ოქტ. 2020, 16:12:04

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ზოგადად გურიაში ,,ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი”, ანუ ამ მხარეში ფართოდ ყოფილა გავრცელებული მარცვლელული კულტურები. ამასვე ამოწმებს გერმანელი მეცნიერ-მოგზაური აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი,  რომელმაც საქართველოში 1843 წელს იმოგზაურა: ,,უპირველესად უნდა აღვნიშნო, რომ გურია, ალბათ, არის ყველაზე ნაყოფიერი ზოლი მთელ კავკასიაში. მიწას გაუნოყიერებლად ორი მოსავალი მოაქვს წელიწადში! შემოდგომაზე მიწას ადვილად აბრუნებენ ორწვერა კავის მსგავსი იარაღით, რომელშიც ორი ხარია შებმული; შემდეგ თესენ ხორბალს, რომელსაც უკვე აპრილში იღებენ. მერე მას ხელახლა ხნავენ და ფარცხით ფარცხავენ (შეკრულია ტოტებისაგან); ახლა კი თესენ ფეტვს ან სიმინდს, რომელიც სექტემბერში მოდის. აქ თამბაქოსაც აშენებენ”.  სოფელ არჩეულის მკვიდრის ანტონ ტუღუშის გადმოცემით თუთუნი კარგად ხარობდა დაბლობ და მაღალ ადგილებში. ,,უყ და ქვაქვიშნარ ნიადაგზე”.  (ჩაწერილია 1982 წელს). სიმინდისაგან კი მეფის მთავრობის დროს არაყსაც ხდიდნენ (გურული ბურბონი!), თურმე ერთი ფუთი სიმინდი 40-50 კაპიკი ღირდა, რაც იაფი იყო. ,,გაარჩევდი სიმინდს და ნალიაში შეყრიდი. გავამსებდით ნალიებს და გაზაფხულზე ამევიტანდით სიმინდს შინ. ზამთარში იქინე ვტიებდით. მარა იგი არ ყოფილა, ვინმეს მეეპაროს იქინე სიმინდი, ნალიები დაკეტილი არ იყო ბოქლომით...

40-50 კაპეიკი ღირდა ფუთი სიმინდი ნიკოლოზაის დროს. იეფი იყო. ჩვენ ზოგჯერ სიმინდიდან არაყს ვხთიდით. არ დაფუტროსო, დავღერღავდით სიმინდს, იქედან გამოვხთიდით არაყს და ვყიდდით. არაყიდან მეტ ფულს ვაკეთებდით. ბოთლი არაყი 10 შაური ღირდა. ერთი ფუთი სიმინდიდან 2-3 ბოთლი არაყი გემევიდოდა. ლანჩხუთის ბაზარზე ვყიდდით”. მთხრობელი ვალერიან ურუშაძე, სოფელი ორაგვე (ჩაწერილია 1982 წელს). 

გაზეთი ,,ცნობის ფურცელი” (#76, 1897): ,,ლანჩხუთი განთქმულია მთელს გურიაში მოსავალით: სიმინდით, ღომით, ღვინით და ამიტომაც ლანჩხუთს ძლიერ ეტანებიან უცხოელი ბერძნები და სხვანი და საუცხოვოდაც ვაჭრობენ და დიდძალ ფულსაც იგებენ”. ამის გარდა ლანჩხუთში ძლიერ განვითარებული ყოფილა მეაბრეშუმეობა. საერთოდ, გურიაში სატანსაცმლე მასალის ნედლეული ადგილზე მოიპოვებოდა. მატყლი ძირითადად ახალციხიდან შემოჰქონდათ, ხოლო აბრეშუმის პარკი თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა. სოფელ ჩიბათის მაგალითზე XX საუკუნის დასაწყისში გაზეთ ,,კვალის” ცნობით თითოეულ ოჯახზე ორი თუმნის პარკი მოდიოდა. იქ  მოყვანილი აბრეშუმის პარკი საქართველოს ფარგლებს გარეთ – მოსკოვში, პეტერბურგში, ვარშავაში – იყიდებოდა. ამ საქმიანობის საუკეთესო ადგილად სწორედ ლანჩხუთი ითვლეობდა. 

 რაც შეეხება ღომს _ სოფელ არჩეულის მკვიდრის, ბენია მოისწრაფიშვილის გადმოცემით:

,,უწინ ჩვენთან, სანამ სიმინდი შემოვიდოდა, თესავდენ ღომს. ჩვენთან იყო ღომის შემდეგი ჯიშები: თეთრი, ყვითელი ღომი, ბარამულაი, ძირდაბალაი. ძირდაბალაი დაბალს იზდებოდა, თეთრი მაღალზე ადიოდა. ბარამულაი და ყვითელი ღომი საშვალოს იზდებოდა. თეთრი ღომი სხვილკაკლება იყო, ორ მეტრომდი იზდებოდა. თეთრი ღომის ჩალას ინახავდენ. სტუმარი რომ მევიდოდა, ცეხლის პირში დუუგებდენ და დააწვენდენ. სიმინდის შემოსლამდე ხალხი ამით იკვებებოდა”.

ახლა შუხუთელ გიორგი ლომაძეს მოვუსმინოთ:

,,ღომს ყველგან ვთესავდით. 6 ურემი გადმომქონდა. კაცები ვმღეროდით ქვეით, ჩხავერის ღვინო, ხაპს შევწვადით და ზეით ღომი ხმებოდა. ღომს ჩალას მოვაყრიდით დავბურდნიდით, ერთი ღამე უნდა წყობა, მერე გამევიღებდით და ხულაში ვინახავდით. ორი კაცი გავაწყობდით, ცეხლმა ნალია არ დაწვასო. წყალიც კი გვედგა რომ დაგვჭირვებოდა... ხელით ვშინჯავდით გამხმარი იყო თუ არა. მერე გავხსნიდით, დოუდგამდით გოდორს და გამევიტანდით. მერე როცხა ცეხავდენ გააწყობდენ ჩელტზე...”

იმავე სოფლის მკვიდრის კოსტა ორაგველიძეს თქმით:

,,...ცეხვთენ მერე საცეხველით. ქვაი იყო ამოთლილი, გვალი ქვაი. წრილი ფსკერი ქონდა და თავი ფართო და დამარხული მიწაში, აგერ იყო გაკეთებული ხეი, უმ დასცემოდა, მორე იყო გაყრილი და აი წოწინარობდა. ქალც უნდა გიეცეხვა. შედგებოდა ქალი ზეთ და ქი იყო გამოკიდული, ფეხეფს ათამაშებდა და ცეხვდა”.

 რაიონის ტერიტორიაზე ადგილი აქვს ნიადაგების ვერტიკალურ ზონალობას. შავი ზღვის სანაპიროზე ვიწრო ზოლად გვხვდება ქვიშიანი ნიადაგები, რომლის წარმოშობა ზღვისა და მდინარეების მოქმედებას მიეწერება. ქვიშიან ნიადაგებს მოსდევს ჭაობი და ჭაობტორფიანი ადგილები, რომლებიც უმეტესად პალიასტომის ტბის აღმოსავლეთით და იმნათის ტბის სანაპიროებზე გვხვდება.

რაიონის მდინარეთა ხეობებში ფართოდ არის გავრცელებული ახალგაზრდა ალუვიური ნიადაგები . მათ კარგი გამოყენება აქვთ სიმინდის, ბოსტნეულის და საერთოდ ერთწლიანი კულტურების მოშენებისათვის. რაიონის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უკავია ეწერ ნიადაგებს. გორაკ-ბორცვიან ნაწილში 50 მეტრიდან 500 მეტრამდე გავრცელებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები, რომელთა წარმოშობა ვულკანური ქანების გამოფიტვის პროცესს მიეწერება.

ეს ნიადაგები დიდი რაოდენობით შეიცავენ რკინისა და ალუმინიუმის ქანებს, რომელიც წითელ ფერს აძლევს მას. რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიგოითის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე კირქვებისა და გავრცელებამ ხელი შეუწყო ნეშომპალა-კარბონატული ნადაგების განვითარებას, რომელზეც კარგად ხარობს თამბაქო, დაფნა და ვაზი.




 ახალი ამბები
  • „მობილიზებული ვართ ქვიშა-მარილის მარაგით“: ამინდის გაუარესების მოლოდინი გურიაშიგურიაში, კერძოდ, ოზურგეთში, დღეს, დილიდან უმნიშვნელოდ წვიმს, თუმცა სინოპტიკოსთა ცნობით, ამინდის მაქსიმალური გაუარესებაა მოლსალოდნელი. „გურია ნიუსი“ „გზამშენი-18“-ის დირექტორს, თემურ ჯახვას ესაუბრა და ჰკითხა,  პირველ რიგში, როგორ  ემზადებიან საგზაო უსაფრთხოებისთვის, ტრანსპორტის გადაადგილებისას. _ დიახ, ვიცით, რომ მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ზამთარია და ისედაც ცხადია, რომ ასეთი რამ მოხდება. ჩვენ მობილიზებული ვართ. დაწესებულია სადღეღამისო მორიგეობა. გაგვაჩნია ქვიშა-მარილის სამყოფი მარაგი, როგორც ოზურგეთში, ისე ჩოხატაურში. შესაძლოა, სადმე რაიმე შეფერხება მოხდეს, რისგანაც არავინაა დაზღვეული,    თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით ,    ეს დიდხანს არ გაგრძელდეს, _ განაცხადა თემურ  ჯახვამ „გურია ... ...
  • პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართავაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება. ამასთან, ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და ვაქცინის საერთაშორისო ... ...
  • შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ი.ბ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფს და ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 11 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ,,ალფა PVP" ამოიღეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მიერ შემდგომი გასაღების მიზნით სხვადასხვა ადგილზე განთავსებული, 8 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "ალფა PVP". წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ" ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის " ბ" ქვეპუნქტით ... ...
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....