"გურიაში თითქმის ყველა ნიჭიერია" _ გრიგოლ რობაქიძე

ისტორია

"გურიაში თითქმის ყველა ნიჭიერია" _ გრიგოლ რობაქიძე

2017 ივლ 4 13:32:27

"ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე - გაშლილი სინთეზია. მოქნილი მთები ბახმაროსაკენ თანდათან ზვიადობით ამართული: თვალუწვდენელი ჭალანი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით გაფენილი. მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდინარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი ამ სამმუხროვან ლანდშაფტს ერთს ესთეტიკურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით.

განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: იქ ვერ მონახავთ ერთ მყვირალა ფერს. ვერ იხილავთ ვერცერთ უხეშ ხაზს. იქ ყოველი ნაკვეთი რბილია - ნაზი, მჩატე, მსუბუქი, ნარნარი: თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით არ არის აღმართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით, განსაკუთრებით კეკლუცია ჩაქვის მახლობელი მიდამო. ხოლო ეს სიკეკლუცე უფრო რბილად მოდუმებულია, ვიდრე სიკეკლუცე იმერეთული ხტომით ნაყარი. 

ძველი მესხეთის ნატეხია გურია, ამის ნიშანი ბევრია. თავდაპირველად „ქართული“, გურული ქართული ლაკონურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით. საქართველოს არცერთ კუთხეში ასე სხარტულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში. გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამატულია: მოკლე, მკაფიო, მკვეთილი, ჭლეული, თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვა ქართველებზე უფრო იციან. „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი სიტყვები, რაც საქართველოს სხვა კუთხეებისათვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაიფის ჟამს გვხვდება. ძველ მესხთა შაირობა ცნობილია - თაობიდან თაობაზე გადადის. შაირობა გურულებისათვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საამო გასეირნება.

ამაყია გურული, გურიაში ძალზე არის განვითარებული გრძნობა თავის თავისღირსებისა. არისტოკრატობა - „რჩეულობა“ -გურულთა „რასის“მთავარი ნაკადია. ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არის: ყოველ გურულს აქვს თავის გამოჩენა. სიამაყე და გამორჩეულობა რბილ გურულს სასტიკადა ჰხდის. ფირალად გავარდნა გურიაში ჩვეული მოვლენაა - ფირალობას კი უმთავრესად ხასიათი უდევს საფუძვლად. გურულს გარეგნობაც რჩეული უყვარს.

ცნობილია გურულის სიღარიბე, მიუხედავად ამისა საქართველოს ვერც ერთ სხვა კუთხეში ვერ მონახავთ გურული „ოდის“ თანაკოხტაობას კეკლუცად მორთული ეზოთი. გურია მემკვიდრეა ნელი და მაგარი წინაპრის. მას მხოლოდ „ემჩატება“ კულტურული სვლა. მისი სიფიცხე მხოლოდ ჟესტია არისტოკრატული ზვიადობის. გურულის გენია პლასტიკური ზოლებით იკვეთება, ხალხთა შორის გურული ესპანელებს ემსგავსება თავისი ქედმაღლური ტემპერამენტით. 

გურიაში თითქმის ყველა ნიჭიერია, ჩემი მისაზრებით გურულის ნიჭი ჯერ კიდევ მემკვიდრეობის პოტენციით იშლება, გურიაში თითქმის ერთნაირად ნიჭიერნი არიან ყველანი, მაგრამ როცა გურული მემკვიდრეობას მხოლოდ „გამოიყენებს“ ახალი ძალების ამოძრავებით, მაშინ აუცილებლად აისახება ის მანძილი, რომელიც კულტურის ვითარებით თავს ჰყოფს - „შემოქმედ პიროვნებასა“ და „ფართო მასსას“ შორის. 

როგორ? - გურია და არისტოკრატია?! გურია და „წარჩინების“ პათოსი?! განა გურიამ არ განამტკიცა საქართველოში სოციალისტური სწავლა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგებოდა არისტოკრატული წარჩინების მიდრეკილებას?! და მართლაც, სოციალ-დემოკრატია საქართველოში გურულებმა შექმნეს, ჯერ მარტო თაოსანთა გვარები: ინგოროყვა, ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ოთხი რამიშვილი, ცინცაძეები, ბენია ჩხიკვიშვილი, შარაშიძეები, ხომერიკი, ნინიძე, ჟორჟოლიანი, დოლიძეები, ლალიანი-მამულაშვილი...მემკვიდრენი ძლევამოსილი წინაპრის, რომელნიც ნივთიერი ყოფის უმწეობას განიცდიან.

გურულს სხვაზე მეტად ესაჭიროება მდიდარი მატერიალური ყოფა ისტორიულ თანდათანობას ისინი ვერ შეურიგდებიან, ამისათვის მათ აკლიათ უკულტუროს თმენა და „გემოს არცოდნა“ - როდემდე ვიცადოთ?! აი, მათი დამახასიათებელი საკითხი. სწორედ, ასეთ მემკვიდრეებს წარმოადგენენ გურულები, ისინი გამოვიდნენ სოციალისტებიდან, რადგან სულით უაღრესად აზნაურნი არიან და ყოფით ღარიბნი. მიუხედავად იმისა, რომ გურულები სოციალისტური სამოსელით გვეჩვენებიან, მათი ფსიქიკა მაინც აზნაურულია, ყველაფერი შეიძლება ამოშალო გურულში, მაგრამ „წარმატებულობის“ და „ერთგულობის“ გრძნობას მათში ვერავინ ამოშლის. გურულის სიამაყე - „პათოსია მანძილის“, იგულისხმება „ჩემსა“ და „სხვებს“ შორის".

გრიგოლ რობაქიძე

გურია და გურულები

წყარო




 ახალი ამბები
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...
  • IRI-ის კვლევა _ გამოკითხულთა უმრავლესობა საპენსიო რეფორმას მახარს უჭერს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა. (R) წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...