გურიის სასამართლო

ისტორია

გურიის სასამართლო

2017 სექ 18 15:35:08

ერთ-ერთი მთავარი, რაც გურულებმა ცხრაასიანი წლების დასაწყისში თვითმმართველობის პერიოდში დააფუძნეს იყო სახალხო-რევოლუციური სასამართლო. ორიოდე სიტყვით მინდა მასზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელსაც ლუიჯი ვილარი ადამიანის ინსტიტუციების ყველაზე პრიმიტიულ ფორმას უწოდებს და ასევე უნიკალურს თანამედროვე დროისთვის. კორუმპირებულ რუსულ სასამართლო სისტემას გურულებში ყველანაირი ნდობა ჰქონდა დაკარგული. ოზურგეთის მაზრაში სამი რუსული სასამართლო მოქმედებდა – ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში.  ბოიკოტის შედეგად სამივე უმოქმედოდ იყო, არა თუ ახალი საქმეები, არამედ რაც ძველი იყო, ისიც უკან გამოჰქონდა ყველას. ,,ოზურგეთის მოსამართლეს უფროსებისთვის მოუხსენებია, რომ ხალხი ჩემთან აღარ დადის, მე არაფერსა მთხოვს და საქმე არაფერი მაქვსო,” – წერდა გაზეთი ,,საქართველო” (პარიზი, #15 1905). სასამართლოები საქმის წარმოებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ვერავინ კისრულობდა უწყებების ჩაბარებას. მოწმეები სასამართლოში არ ცხადდებოდნენ და ა. შ. ერთმა გურულმა კრიმ-გირეისთან შეხვედრაზე განაცხადა: ,,სამართალი რომ არ გვაქვს და მოსამართლეები არ გვყავს ეს ყველასათვის ცხადია. ჩვენი მოსამართლეები სიტყვით არიან მსაჯულები, თორემ მათი მოქმედება ხელაღებით უსამართლობაა. კანონებს გვიწერენ ვიღაც-ვიღაცა ჩინოვნიკები, რომლებსაც ჩვენი ცხოვრების ავან-ჩავანი არ გაეგებათ... ხშირად მოსამართლეებს ჩვენი ენა არ ესმით და პირადი თხოვნით მიმართვა არ შეიძლება. უნდა წახვიდე და აწერიო ვინმე ,,აბლაკატს” (ადვოკატი – ი. მ.) თხოვნა და ამაში ცალკე ფული იხადო. გარდა ამისა სამართალში ქრთამი უნდა ხარჯო და ვინ იცის კიდევ როდის ეღირსება საქმის გარჩევას... მოვითხოვთ ხალხისაგან ამორჩეული ნაფიცი მსაჯულების შემოღებას. ყველა სასამართლოებში საქმის წარმოება ადგილობრივ ენაზე უნდა სწარმოებდეს და მსაჯულმა უნდა იცოდეს მომჩივნის ენა.” მას შემდეგ რაც გურულებმა საკუთარი სასამართლო შექმნეს, გურიის არც ერთი მცხოვრებელი აღარ ეკარებოდა რუსულ მართლმსაჯულებას. სამოქალაქო და სისხლის სამართლი საქმეები ირჩეოდა სახალხო სასამართლოში ყოველ კვირას, ხალხის თანდასწრებით. ყოველი სოფელი დემოკრატიულ საწყისებზე ირჩევდა მოსამართლეს. კორუფციას რომ არ ჰქონოდა ადგილი მოსამართლეები ხშირად იცვლებოდნენ. ნიკო მარი იუწყებოდა, რომ ,,ქაღალდზე საქმის წარმოება სრულებით მოსპობილია. სასამართლო უსასყიდლოდ არჩევს საქმეებს. სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინვე სისრულეში მოჰყავთ. საოჯახო საქმეებში, მაგ., გაყრის დროს ძმები თვითონ უნდა მორიგდნენ მედიატორეებით, მედიატორეების გადაწყვეტილებაზე შეიძლება საჩივარი საზოგადოების კრებაზე.

ზოგიერთ შემთხვევაში თვით საზოგადოება ირჩევს მსაჯულებს ამა თუ იმ საქმის გადასაწყვეტად. საზოგადოებას შეუძლიან არჩეულ მსაჯულების გადაწყვეტილება უარჰყოს და თვითონ მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას დაადგეს. ...ჯერ მაგალითი არ ყოფილა იმისი, რომ ვისმე დაემალოს რამე ავაზაკობა, გამოძიებას თვით საზოგადოება ახდენს, არჩეულ კომისიის საშუალებით. ჯერ მაგალითი არ ყოფილა, რომ ქურდი, ან ავაზაკი არ აღმოეჩინოს ხალხს და ამ მხრივ ყველა მადლიერი რჩება ამ სასამართლოში.” სახალხო სასამართლოს თავად-აზნაურებიც კი მიმართავდნენ, რადგან ის სწრაფად და უფრო სამართლიანად არჩევდა საქმეებს რუსული სასამართლოსგან განსხვავებით, სადაც პროცესები ხანდახან 8-10 წელიწადს გაგრძელებულა; ყოფილა შემთხვევები, როცა ამ ხნის განმავლობასი მომჩივან-მოპასუხეებიც და მოწმეებიც გარდაცვლილან და მერე დაუწყია სასამართლოს საქმის გარჩევა.

თუ როგორ მუშაობდა გურულების სასამართლო, მაგალითისთვის ასეთ ფაქტს მოვიტან: სოფელ აკეთში ორი ებრაელი გაძარცვეს. დამნაშავეების გამოსარკვევად დაუყონებლივ ,,გამოიყო ქურდების მომნახველი კომისია დათიკო შევარდნაძის ხელმძღვანელობით.” სულ მალე გაირკვა, რომ მძარცველები წითელრაზმელები ყოფილან. ნაგომარში მრავალრიცხოვან კრებას წარუდგინეს ქურდები მამხილებელი საბუთებით – ფულითა და გატაცებული ნივთებით. საბოლოოდ, კრებამ თითოეულ მათგანს შეუფარდა ბოიკოტი ერთი წლის ვადით, რაც მკაცრად ყოფილა შესრულებული. უამრავი თვითმხილველისა და მოწმის ჩვენებით, გურიის თვითმართველობის პერიოდში, ძარცვა-გლეჯა და ავაზაკობა ლამის მთლიანად ამოიძირკვა, დამყარდა სრული წესრიგი. თავად მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ლუიჯი ვილარისთან საუბარში განაცხადა, რომ გურული სასამართლო ,,მართლმსაჯულებას ბევრად უფრო პატიოსნად და ეფექტურად ახორციელებს, ვიდრე ამას სახელმწიფო სასამართლოები აკეთებენ.” გურული სასამართლოს პოპულარობა გასცდა გურიის ფარგლებს და მისი გამოცდილება საქართველოს დედაქალაქშიც გაიზიარეს. ,,ცნობის ფურცელი” (#2948, 1905) იუწყებოდა: ,,გურიის სახალხო სასამართლომ ჩვენამდისაც მოახწია და აქაც იჩინა თავი. ამ დღეებში ჯიბგირები... ქუჩა-ქუჩა ატარეს სახედრებით. ამ ფაქტით შეძრწუნებული ჯიბგირები შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს, როგორ უშველონ თავიანთ საქმეს. ამოირჩიეს რწმუნებულნი, გაჰგზავნეს პროგრესიულ პარტიებთან და შეუთვალეს, ჩვენ ამ ხელობით ვცხოვრობთ და სანამ სხვა ხელობას თქვენ თვითონ არ გვიშოვნით, ვერ დავანებებთ ამ ხელობას თავსაო. ჯიბგირებმა აგრეთვე დაადგინეს, სანამ ამ პარტიებიდან პასუხი მოვიდოდეთ, ჯიბგირს თავი გაანებონ.”

გურიის ზოგიერთ საზოგადოებაში სასამართლოს მიერ გამოტანილ სასჯელს ,,დამამცირებელი ფორმები” ჰქონდა: ღალატში შემჩნეული ქალი – მთლად შიშველი, საყვარელს მხრებზე აკიდებული უნდა წაეყვანა ქმრის სახლამდე, ან ვირზე შემჯდარ შიშველ საყვარლებს მთელი სოფელი უნდა ჩამოევლოთ და საკუთარი ცოდვის შესახებ ყველასთვის მოეთხროთ; ჩექმების ქურდს აიძულებდნენ ხელებზე წამოეცვა მოპარული ნივთი და ისე გაევლო მთელი სოფელი და მრავალი სხვა. დროთა განმავლობაში მსგავსი განაჩენების გამოტანა შეაჩერეს. (მსგავს მეთოდებს იყენებდნენ საქართველოს სხვა მხარეებში და ამას იმით ამართლებდნენ, რომ ,,ესეთი გასამართლება გურიაში სცოდინაითო.”) თუ ყაჩაღობასა და ქურდობაში ეჭვმიტანილი აღიარებდა დანაშაულს – პირველ შემთხვევაში მას აპატიებდნენ, მაგრამ აფრთხილებდნენ, რომ თუ ის არ შეეშვებოდა ამ საქმეს, ორმაგად დასჯიდნენ. ღამ-ღამობით სპეციალურად შერჩეული პირები ქურდის სახლთან მიდიოდნენ და ახსენებდნენ, რომ ისინი გამოსწორების გზაზე დამდგარიყვნენ. არსებობდა დასჯის სხვადასხვა მეთოდი – დამნაშავეებს საჯაროდ უნდა მოეხადათ ბოდიში, მათ აგზავნიდნენ საზოგადოებრივ სამუშაოზე, ხანდახან მუშაობა მსუბუქი ბორკილებით უხდებოდათ (ბორკილები ფეხებზე ადებდნენ ექვსი თვით ან ერთი წლით), მათ სხვადასხვა დროით ასახლებდნენ სოფლიდან, იშვიათად გურიის ფარგლებს გარეთ. სასამართლოს იშვიათად გამოჰქონდა სიკვდილით დასჯის განაჩენი (უმთავრესად ჯაშუშობისთვის), რადგან სიკვდილით დასჯა მიაჩნდათ გადამეტებულ სისასტიკედ და რომ გურიის თავისუფალ ხალხს არ შეუძლია იკისროს ჯალათის როლი. როგორც ჩანს, თავადების, მემამულეებისა და ჯაშუშების მკვლელობას ჯალათობის კლასიფიკაცია არ ეძლეოდა...

მძიმე და გახმაურებულ დანაშაულის დროს რამდენიმე რაიონის მცხოვრებლები იკრიბებოდნენ და ისე წყვეტდნენ საქმეს. 1905 წლის აგვისტოში გაიქურდა ჯუმათის მთავარანგელოზის მონასტერი. ექვსი შეიარაღებული მძარცველი შევარდა მონასტერში, დაჭრა წინამძღვარი და გაიტაცა 15 ათასი მანეთის ღირებულების ხატები და სხვა ძვირფასეულობა. მთელი გურია ფეხზე დადგა და ,,დიდი მეცადინეობის შემდეგ როგორც იქნა მიაგნეს ავაზაკებს. ეს ავაზაკები ბრძანდებიან სოფ. აცანიდან... კომისიამ ავაზაკები დამტვრეული ნივთებით წარუდგინა კრებას. 4 სექტემბერს კრებას დაესწრო არანაკლებ 3000-4000 ქალისა და კაცისა. ავაზაკებმა კრებას აუხსნეს, თუ როგორ ჩაიდინეს ეს საზიზღარი დანაშაულობა. ერთი დამნაშავე წილოსანი სპარსეთში გაპარულიყო და იქიდან მოიყვანეს.” აღსანიშნავია, რომ ყველა მოპარული ნივთი უკან ვერ დაიბრუნეს, ალბათ, მძარცველებმა მათი რეალიზაცია მოასწრეს. როცა მიდგა ჯერი სასჯელის გამოტანაზე, განხეთქილებამ იჩინა თავი – ზოგი მოითხოვდა სიკვდილით დასჯას, საუკუნო ბოიკოტს. ერთმა დამსწრეთაგანმა მათი გამართლება მოითხოვა, რადგან ,,სოციალ-დემოკრატებმა სინათლე დაგვანახეს და სასჯელის კი არა, საჩუქრის ღირსნი არიანო.” საბოლოოდ მძარცველებს ორი წლით მონასტერში დამწყვდევა მიუსაჯეს (გურულები დასასჯელად ციხეს არ იყენებდნენ) და როგორც აღნიშნავდნენ, ეს ჩაითვალა უმაღლეს სასჯელად, რადგან ,,გურულებს არ უყვართ მღვდლები და ბერები და მათთან ერთად ცხოვრება გაუსაძლისად მიაჩნიათო.” შემდეგ გაიმართა ბჭობა ნაძარცვი ნივთების თაობაზე. გამოითქვა აზრი, რომ მთელი ეს ქონება კომიტეტს გურულებისთვის იარაღის შესაძენათ გადასცემოდა. ამაზე კომიტეტმა უარი განაცხადა და შესთავაზა შექმნილიყო კომისია, რომელიც ამ ქონებას ხალხის საჭიროებისათვის გამოიყენებდა. საინტერესოა, რომ ასეთი სასამართლოები გურიის რესპუბლიკის დამხობის შემდეგადაც იმართებოდა და მოსახლეობა აქტიურად ებრძოდა ქურდებსა და მძარცველებს. 1908 წლის გაზეთ ,,ეკალში” ვკითხულობთ: ,,სოფ. ციხისფერდში (გურიანთის საზოგადოება) ღამით გაძარცვეს ეკლესია, ქურდებმა წაიღეს რამდენიმე ხატი და სხვადასხვა ნივთები, ამას მოყვა რეპრესიები. მეორე დღეს ხალხს გადაახდევინეს 161 მანეთი ნივთების ფასი, ითხოვდნენ სასტიკად ქურდებს. ათი დღის განმავლობაში ყრილობები ყრილობებზე იმართებოდა. ხალხმა ქურდები აღმოაჩინა და პოლიციას გადასცა. ნასაკირალზე ეტლები გაძარცვეს... ქურდები ნახეს, რამდენიმე გაიქცა და რამდენიმე ხალხმა მთავრობას ჩააბარა. ს. ლიხაურში გაძარცვეს ორი დუქანი; ხალხის მხრივ ენერგიული ზომებია მიღებული ქურდების აღმოსაჩენათ. აკეთის საზოგადოებაში გაძარცვეს მეწაღის დუქანი. მიქელ გაბრიელის საზოგადოებიდან ხალხმა ქურდები ამოიყვანა ოზურგეთში. ქურდებს ნაპარევი ნივთები ზურგზე ჰქონდა დაკრული. ხალხმა ქურდები გამომძიებელს გადასცა. ჩოხატაურში შანტაჟისტებმა ბავშვის მოტაცება მოინდომეს ამ დღეებში, მაგრამ ხალხმა გაუგო და დაიჭირა...” მძარცველები არავის ეპუებოდნენ - 1905 წლის 29 მაისს შეიარაღებული პირები ნატანებიდან ეტლით მიმავალ თვით მაზრის უფროსს ქელბაქიანს დახვდნენ და წაართვეს ხმალი, რევოლვერი, ფული, საათი და სხვა ნივთები. მაზრის პოლიცია ფეხზე დადგა, ერთი მძარცველი რამდენიმე დღის შემდეგ თავად ქელბაქიანმა შეიპყრო ოზურგეთის ბაზარში. ყაჩაღებთან ბრძოლის ეფექტურობისათვის სხვადასხვა სასოფლო საზოგადოებიდან იქმნებოდა კომისიები და ისინი თავად ეძებდნენ ყაჩაღებს. 

გურიიდან განდევნილი ქურდები და ავაზაკები გადადიოდნენ სხვა მაზრებში და ადგილობრივ კრიმინალურ ელემენტებთან ერთად ეწეოდნენ ძარცვა-გლეჯას. ვლადიმერ სტაროსელსკის მოჰყავს რამდენიმე მაგალითი: ,,ჭიათურაში გაძარცვეს ფოსტის კანტორა, წაიღეს 40 000 მან., რომელიც მარგანეცის მრეწველების მიერ  იყო გაგზავნილი მადნის მუშებისათვის, იქვე ორჯერ გაძარცვეს ერთი მარგანეცის მრეწველთაგანი; ქუთაისში დღისით-მზისით, ხალხით სავეს ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში, აზოვო-დონის ბანკის მენადეს წაართვეს ზანდუკი ფულით... ზესტაფონში მოჰკლეს სადგურის მოლარე ზალდასტანაშვილი. ამ ბოროტ-მოქმედებათაგანი მხოლოდ ერთი იყო აღმოჩენილი პოლიციის მიერ და იპოვა აზოვო-დონის ბანკის ზანდუკი ფულით. მაგრამ გამტაცებელნი მიიმალნენ... (1905 წლის) ოქტომბრის გასულს და ნოემბერში ამ მძარცველებათა უმეტესი ნაწილი შეპყრობილ იქმნა და მრავალი იმათგანი თვით ხალხმა დასაჯა სიკვდილით. პოლიციას ხელში რჩებოდა მხოლოდ ტყვიით დახვრეტილთა გვამები, რომლებსაც აწყობდნენ დიდ საურმე გზაზე.”




 ახალი ამბები
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...