გურიის მეფე _ "ამ სიმაღლის კაცი ქალაქში რაფერ დავიმალები?"

ისტორია

გურიის მეფე _ "ამ სიმაღლის კაცი ქალაქში რაფერ დავიმალები?"

2017 ივნ 20 10:02:00

 ,,(გურულები) საგრძნობლად განსხვავდებიან... თავიანთი ნათესავებისაგან. თუ სხვა კუთხის ქართველები უპირატესად ვაჭრები არიან – პროფესიით და ხასიათითაც, - გურია ხელოვანთა ქვეყანაა, ცხოვრების ხელოვანთა”, - ასე წერდა გენერალ მაკსუდ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის მონაწილე, გერმანელი თადარიგის ოფიცერი, ვინმე ედუარდ იუონი.

ცხრაასიანი წლების დასაწყისში გურია, რომელიც პოლიციური რუსეთის იმპერიის პაწაწინა ნაწილს წარმოადგენდა, ფაქტიურად გახდა დამოუკიდებელი, რომელსაც მეფის მთავრობა ვეღარ განაგებდა. გურიის გლეხთა რევოლუციური მოძრაობა 1905 წელს ე. წ. გურიის რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. მის მსგავსად საქართველოს სხვადასხვა ნაწილებში წარმოიშვა ნაძალადევის, გორის, ჭიათურის, ყვირილის, ზუგდიდის და სხვა რესპუბლიკები, რომელთაც სულ მცირე ხნით იარსებეს. მაგრამ არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია ისეთი წარმატება და საყოველთაო ყურადღება, როგორც გურიის რესპუბლიკას. ეს იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც არ მოეძებნება ანალოგი გლეხთა მოძრაობის ისტორიაში, როგორც რუსეთი იმპერიაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 ოცნება, რომელსაც რუსული ინტელიგენციისა რამდენიმე თაობა გადაჰყვა, საქართველოში ასრულდა. გლეხთა ფართო მასებში რევოლუციურმა შეგნებამ გაიღვიძა და გურიამ რევოლუცია განახორციელა _ ფაქტობრივად მოიშორა მეფის მთავრობის ზეგავლენა. თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა მთავრობა ,,რესპუბლიკას”, ნათლად ჩანს პოდპოლკოვნიკ როჟანოვის მიერ შედგენილ შიდა მოხმარების ჩანაწერებში, სადაც ,,გურიის მოძრაობას” მთელი თავი აქვს დათმობილი. სხვათაშორის, იქ მითითებულია, რომ ,,გურული” ეტიმოლოგიურად ნიშნავს ,,მუდმივ ყაჩაღს” (!) და რომ ქართველთა შორის გურულები ყველაზე განვითარებული და მებრძოლი ხალხია.

 ,,გურულს იარაღი ხელში და წინ მტერი, _ აი, მისი საქმე” _ ასე წერდა როჟანოვამდე კარგა ხნით ადრე გიორგი წერეთელი.

მალევე გლეხთა მოძრაობის საერთო ხელმძღვანელობა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ აიღო, რომელმაც `გლეხთა მასების რევოლუციურ რელსებზე გადაყვანა და სოციალიზმის პრინციპების განვითარება შეძლო. დაარსდა `გლეხთა კომიტეტები’, რომლებიც ქმნიდნენ საკუთარ ადმინისტრაციას, სასამართლოებს, იარაღის სახელოსნოებს, შეიარაღებულ შენაერთებს, სტამბებს, აშენებდნენ გზებს, სამკითხველოებსა და სკოლებს, განაგებდნენ სასკოლო განათლებას, აწესებდნენ გადასახადებს, ფასებს და სხვა. მოკლედ რომ მოვჭრა, კომიტეტები აუქმებდნენ სოფლის ადმინისტრაციულ დაწესებულებებს და თვითონ იღებდნენ ხელში ხელისუფლების ფუნქციებს.

1904 წელს კავკასიის მეფისნაცვალი პეტერბურგში გაგზავნილ მოხსენებაში წერდა: „არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ გურულები არიან ავანგარდი რევოლუციური მოძრაობის განვითარებისა მთელ კავკასიაში".

გურულებმა 1904 წლის დასაწყისიდან მიზნად დაისახეს თავიანთი სოციალ-დემოკრატიული კლასთა თანასწორუფლებიანობის იდეების ცხოვრებაში გატარება, კაპიტალიზმის განადგურება და არსებული წესწყობილების შეცვლა დაშინების, ძალმომრეობის და ტერორის სახით. მოხსენებაში არაფერი იყო გადაჭარბებულიო, _ სიამაყით აცხადებდა ცნობილი მენშევიკი გრიშა ურატაძე.

როგორც ყველგან და ყოველთვის, გურულები აქაც გამოირჩეოდნენ ორიგინალურობით და მათ საკუთარი პრეზიდენტიც კი ჰყავდათ _ ბენია ჩხიკვიშვილი. მას სხვანაირად გურიის მეფესაც უწოდებდნენ. მისი გავლენა ვრცელდებოდა არა მარტო ოზურგეთის მაზრაზე, არამედ დასავლეთ საქართველოს რკინიგზაზეც, რომელიც ხან გაფიცულთა, ხან კიდევ ხელისუფლების ხელში იყო. ჩხიკვიშვილის ერთი ზარიც კი საკმარისი იყო, რომ ბათუმიდან ან სამტრედიიდან მისთვის სადელეგატო მატარებელი მიეწოდებინათ. ჩხიკვიშვილი ყოველთვის შეიარაღებული რაზმელების თანხლებით გადაადგილდებოდა და ყოველი შემხვედრი მას მოწიწებით გზას უთმობდა. იმ დროს კი ის ჯერ 25 წლისაც არ იყო.

ამ პიროვნებაზე, რომელმაც მთელი სიცოცხლე საქართველოსთვის ბრძოლას დაუთმო, ჩვენი ისტორიოგრაფია, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დიდად არასოდეს ამახვილებდა ყურადღებას და არც ახლა სწყალობს მაინცდამაინც. პროფესიით მასწავლებელი, ბენია ჩხიკვიშვილი, ქუთაისში გაეცნო სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას, ავრცელებდა პარტიის არალეგარულ ფურცლებსა და ლიტერატურას. ის შესანიშნავი ორატორი ყოფილა და მის მოსასმენად ხალხი სპეციალურად იკრიბებოდა. მოღვაწეობდა ბათუმში, კახეთსა და შემდეგ გურიაში. ბათუმში ყოფნისას მან გამოავლინა არაჩვეულებრივი ორგანიზატორული ნიჭი, დაგეგმა და თავად მონაწილეობდა რუსების მიერ დატყვევებული ამხანაგის გამოხსნაში, რაც განუხორციელებლად მიაჩნდა უმრავლესობას. ჩხიკვიშვილმა ბრწყინვალედ გაართვა ამ საქმეს თავი და თვით სამხედრო წრეებში აუმაღლა რეიტინგი ,,ყოვლის შემძლე” ბათუმის კომიტეტს, ხოლო ბენია ჩხიკვიშვილს ,,ბარცხანის გენერალ-გუბერნატორი” შეარქვეს.

ის მონაწილეობდა 1904 წლის იაპონიასთან ომთან დაკავშირებით ჩატარებული აღლუმის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში. მაშინ პოლიციასთან შეტაკება მოხდა. ჩხიკვიშვილს ხელში დროშა ეჭირა და პოლიციელების მცდელობის მიუხედავად, მას დროშა ხელიდან ვერ გააგდებინეს. ისიდორე რამიშვილი იგონებდა: ერთხელ ბათუმში, მისი ბინის ჩხრეკისას მასთან მოულოდნელად ღიღინით შემოვიდა ბენია ჩხიკვიშვილი, რომელსაც ჯიბეები გატენილი ჰქონდა არალეგალური ლიტერატურით. დაინახა თუ არა პოლიცია, ის არ დაიბნა და შეწუხებული სახით რამიშვილს შეეკითხა: ,,ხომ არ იცი, სად არის მღვდელი სიმონ თოთიბაძე, მამა მიკვდება უზიარებელიო.” ეს თქვა, მიტრიალდა და სწრაფად გაშორდა იქაურობას. უკან დაედევნენ – სტოი, სტოი, უყვიროდნენ, მარა რას მიეწეოდნენ, ჩიტივით მიფრინავდაო.

1905 წლის 20 ოქტომბერს ოზურგეთიდან 14 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ნასაკირალთან გურულმა წითელრაზმელებმა კაზაკე-პლასტუნებს ბრძოლა გაუმართეს, რომლებიც დაამარცხეს და უკუაგდეს. დოკუმენტების მიხედვით, ნასაკირალის ბრძოლას ხელმძღვანელობდა გურიის კომიტეტი, კერძოდ კი  ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ ბენია ჩხიკვიშვილი, უსარგებლო მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, უარზე იყო ნასაკირალის უღელტეხილზე თავდასხმის მოწყობისა, მაგრამ რაკი უმრავლესობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ის დაემორჩილა, თავად წავიდა ნასაკირალზე და იქ შეკრებილ რაზმელებს დავალება მისცა – ვინ სად უნდა ყოფილიყო და როგორ ემოქმედა...

1905 წლის იანვარში სადამსჯელო რაზმებმა სისხლში ჩაახშვეს გურულების გამოსვლები და გურიის რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. კომიტეტის დადგენილების საწინააღმდეგოდ პრეზიდენტი ბენია ჩხიკვიშვილი გურიაში დარჩა. ის მაღალი ტანის კაცი იყო და თურმე ხუმრობით ამბობდა: ,,ამ სიმაღლის კაცი ქალაქში რაფერ დავიმალები?”

გურიის დატოვება ,,თავისთვის შეუძლებლად მიიჩნია და განაგრძობდა გურიაში მუშაობას, აქა-იქ მინგრეულ ორგანიზაციების აღდგენას და ამ მიზნით ერთი კუთხიდან მეორეში გადადიოდა,” – აღნიშნავდა ნოე რამიშვილი.

ერთი ასეთი მგზავრობის დროს, 1906 წლის 19 თებერვალს, სოფელ აკეთში ის შემთხვევით კაზაკთა პატრულს გადაეყარა, რომელმაც ის მაშინვე დააპატიმრა. ჩხიკვიშვილი გადააგზავნეს ოზურგეთში, სადაც მაშინვე ამოცნობილ იქნა.

აღსანიშნავია, ,,გურიის რესპუბლიკის” და მისი მთავრობის სასამართლო თბილისიდან ოდესაში იქნა გადატანილი, რადგან სასამართლოს წევრებს გურული ტერორისტების თავდასხმების ეშინოდათ. ამას გარდა, დაახლოებით სამოცამდე მოწმემ განცხადებით მიმართა მეფისნაცვალს, რომ ისინი თბილისში არ ჩამოვლენ, რადგან მათი მოკვლის საშიშროება არსებობდა. ტერორისტებს ოთხი მოწმე უკვე მოკლული ჰყავდათ. ამის გამო სასამართლომ შუამდგომლობა აღძრა იუსტიციის მინისტრის წინაშე, რათა საქმე რუსეთის რომელიმე ქალაქში გადატანილიყო. შუამდგომლობა შეწყნარებულ იქნა და საქმე გადაეცა ოდესის სასამართლო პალატას. ოდესაში საქმის გადატანის ერთ-ერთ მიზეზად ბენია ჩხიკვიშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც ასახელებენ, რის შედეგად ,,პროცესი დემონსტრაციად გადაიქცაო”. საბოლოოდ, ჩხიკვიშვილსა და მის თანამებრძოლებს სხვადასხვა ვადით გადასახლება მიუსაჯეს. ეს რომ კომუნისტების მმართველობის დროს მომხდარიყო, არც ერთს არ გაუშვებდნენ ცოცხალს....

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ გადასახლებიდან დაბრუნებული ჩხიკვიშვილი შავი ზღვისპირეთის რკინიგზის მუშათა რწმუნებულად გაიგზავნა, სოხუმის დემოკრატიულმა თვითმართველობამ კი ის ქალაქის თავად აირჩია. ჩხიკვიშვილი მენშევიკური მთავრობის ერთ-ერთ გავლენიან პირად იქცა: მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად და პირველ და უკანასკნელ სახალხოდ არჩეულ თბილისის მერად. როგორც აღნიშნავენ, მის დროს დედაქალაქი ,,საგრძნობლად გაეროვნულდა და წინ წავიდა”. მერად ყოფნისას ჩხიკვიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ფიროსმანის სურათების შეგროვებაში. როცა ცნობილი მხატვარი დ საზოგადო მოღვაწე დიმიტრი შევარდნაძე თბილისის დუქნებსა და სამიკიტნოებში ფიროსმანის ტილოების აგროვებდა, ერთი მიკიტანს ფიროსმანის ნახატების ძვირფასი კოლექცია აღმოაჩნდა, მაგრამ მან უარი განაცხადა გაყიდვაზე. შევარდნაძემ მიმართა ბენია ჩხიკვიშვილს, სურათებ არ ყიდისო, მაშინ ბენია დაემუქრა მიკიტანს - დუქანს დაგიხურავო. სურათები შეძენილ იქნა, მაგრამ მოგვიანებით, როცა დუქნებს გადასახადები დაადეს, ის მიკიტანი მივიდა ჩხიკვიშვილთან და მოითხოვა გადასახადებისაგან გათავისუფლება, - სურათები ხომ გამაყიდვინეო და უნდა ითქვას, მიაღწია კიდევაც მიზანს.

ბენია ჩხიკვიშვილი, როგორც ქუთაისის საგუბერნიო კომისარი, იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ქუთაისის გუბერნიასა და აფხაზეთში, მან გამოაჩინა ადმინისტრატორის ჩინებული თვისებები და 1920 წელს ბათუმის ოლქის შემოერთებისას გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა. საინტერესოა, რომ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საქართველოში თავი მოიყარა რუსეთის ბოლშევიკურ ქაოსს გამოქცეულმა რუსული ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა. ერთ-ერთი მათგანი იყო პოეტი ოსიპ მანდელშტამი, რომელიც ბათუმში ჩამოვიდა, მაგრამ როგორც საეჭვო პირი დაკავებულ იქნა. მის გასათავისუფლებლად ტიციან ტაბიძემ და ნიკოლო მიწიშვილმა გუბერნატორ ბენია ჩხიკვიშვილს მიმართეს. ჩხიკვიშვილმა ბრძანა მანდელშტამის მიყვანა, - იგონებდა მიწიშვილი, -,,შემოვიდა კბილებჩაცვენილი, მელოტი, დაბალი და ჩამომხმარი ურია, რომელსაც ფეხზე დახეული წუღები ეცვა, ტანზე წვირიანი ბლუზა და მუხლებმოგრეხილი შარვალი. სანახაობა უწვერ-ულვაშო და ბიბლიური. ახედ-დახედა ჩხიკვიშვილმა, მოგვიბრუნდა ჩვენ და გვითხრა ქართულად: _ მე მართლა კაცი მეგონა და ეს რა საშინელება ყოფილა, ე სახლკარდასაქცევი.... შემდეგ დააჯინა, თავაზიანად, დიპლომატიურად გამოარკვია, რომ ის მართლაც პოეტია და ბოდიში მოუხადა”.

ჩხიკვიშვილის ბრძანებით ,,მანდელშტამმა მიიღო ფული, რომელიც შემოსავდა შიშველ პოეტს და წესიერად აცხოვრებდა ერთი თვის განმავლობაში.”

1921 წლის თებერვალში ჩხიკვიშვილი აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა. როცა 1921 წელს წითელ არმიასთან ბრძოლები მიმდინარეობდა გერონტი ქიქოძე მომსწრე გახდა ერთი ამბავისა: ,,რუს ტყვეებს შორის მძიმედ დაჭრილები ერივნენ. ერთი მათგანი რატომღაც, ერთი სახლის აივანზე დაეწვინათ სოლოლაკში. ერთი ფეხი დაჩეჩქვილი ჰქონდა და სისხლისგან იცლებოდა. გაფითრებული ტუჩებით პაპიროსი ითხოვა. ბენია ჩხიკვიშვილმა, რომლის ვაჟკაცურ გარეგნობას და ხასიათს მაღალი ცილინდრი და თეთრი ხელთათმანები ნაკლებად შეეფერებოდა, პორტსიგარი მიაწოდა. ვიღაცამ უთხრა, პაპიროსით თბილისის გენერალ-გუბერნატორი გიმასპინძლდებაო. მომაკვდავმა ეს ცნობა გულგრილად მიიღო, მხოლოდ თამბაქო ხარბად მოსწია...”

გასაბჭოების შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილი ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ 1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად უკან ფარულად დაბრუნდა. მას შეეძლო ამისთვის დროებით მაინც თავი აერიდებინა, რადგან მძიმედ იყო ავად, მაგრამ თავს ვალდებულად თვლიდა, რომ საკუთარ ქვეყანას დახმარებოდა. ის დააპატიმრეს, სხვა ქართველებთან ერთად სუზდალის ციხეში ჩასვეს, ცოტა ხანში კი საქართველოში გამოამგზავრეს და სადღაც რუსეთის ტერიტორიაზე ნოე ხომერიკთან, გოგიტა ფაღავასთან, გიორგი წინამძღვრიშვილთან და ვასო ნოდიასთან ერთად დახვრიტეს... ისინი, `როგორც ამბობენ, ვაჟკაცურად შეხვდნენ სიკვდილს,” - წერდა გერონტი ქიქოძე.

ნოე რამიშვილი პარიზში გამომავალ ჟურნალში ,,ბრძოლა” (#3, 1925) წერდა: ,,საქართველოს ჯალათებმა ბ. ჩხიკვიშვილი დახვრიტეს, მაგრამ შეუძლებელია ხიშტით იდეის დამორჩილება, აგრეთვე 24 წლის განუწყვეტელ ბრძოლის წაშლა. საქართველოს სოციალ-დემოკრატია და მასთან ერთად მთელი ქართველი ერი არ დაივიწყებს ბ. ჩხიკვიშვილის მოღვაწეობას და ამ უშიშარ რაინდის სახელი სამუდამოთ უკვდავი დარჩება”.

P.S. ვრცლად გურიის რესპუბლიკისა და მისი პრეზიდენტის შესახებ წაიკითხეთ ჩემს წიგნში ,,გურიის რესპუბლიკა”.

                                                 ირაკლი მახარაძე




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...