გურიის პრეზიდენტი - "ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი"

ისტორია

გურიის პრეზიდენტი - "ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი"

2019 სექ 30 17:29:30

ბოლშევიკებს და კომუნისტებს მშვენივრად გამოსდიოდათ ტვინის გამორეცხვა, ბევრი მათ მიერ დაწყებული საქმე დღესაც ინერციით (ამდენი წლის განვლის შემდეგ) მიექანება. ბევრი ადამიანი, რომელიც გადაკარგეს და ამორეცხეს ადამიანთა მეხსიერებიდან, დღემდე ჩვენთვის დაკარგულად ითვლება. ამ ადამიანებმა კი სიცოცხლე გასწირეს ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს, როცა თითქოს არაფერი უშლის მათ დაბრუნებას და სათანადო პატივის მიგებას, ისინი ისევ ჩრდილში არიან. ერთ-ერთი მათგანია ბენია ჩხიკვიშვილი.

როცა საქართველო გააწითლეს, ბოლშევიკებმა მაშინვე დაიწყეს ისტორიის გადაწერა. ცნობილი ბოლშევიკი ბარონ ბიბილეიშვილი საკუთარ მემუარებში ,,მეოთხედი საუკუნის მანძილზე” (1926) დიდ დროს უთმობს გურიის რესპუბლიკას. ის წერს.: ,,1905 წლის რევოლუციის დროს საქართველოს ცალკე მაზრებში და ოლქებში შემოიღეს საკუთარი რევოლუციონური თვითმმართველობა... ეს რესპუბლიკები იოლად მიდიოდენ უპრეზიდენტოდ, რადგან ,,პრეზიდენტობას” იქ პარტიული კომიტეტი სწევდა...” თუ რატომ და რისთვის იტყუებოდა ბიბინეიშვილი, სავსებით გასაგებია, რათა მიეჩქმალა გურიის პრეზიდენტის ბენია ჩხიკვიშვილის სახელი, მარა ამ დღევანდელ საზოგადოებას, ისტორიკოსებს, ხელისუფლებას რა სჭირთ, ასეთი გამოჩენილი ადამიანის ბიოგრაფია რომ აქვთ მიჩუმათებული? ვითომ გაუნათლებლობას დავაბრალო? არა მგონია, აქ როგორც ჩანს, რაღაც სხვა დინებებია. უმრავლეობას ნოე ჟორდანია და მისი მთავრობა ჰყავთ ათვალისწუნებული და ბენია კი იქ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო...

ახლა ორიოდე სიტყვით ამ დიდი პიროვნების ბიოგრაფიის ზოგიერთ უცნობ დეტალზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

ბენია ჩხიკვიშვილს სხვანაირად გურიის მეფესაც უწოდებდნენ. მისი თაოსნობით 1905 წელს დაშალეს ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოიწვიეს ,,გურიის დროებითი პარლამენტი”. თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან 958 ხმა მიიღო, მას ხშირად უწოდებდნენ ,,დროებითი პარლამენტის პრეზიდენტსაც”.

ის ყოველთვის შეიარაღებული რაზმელების თანხლებით გადაადგილდებოდა და ყოველი შემხვედრი მას მოწიწებით გზას უთმობდა. მას ,,ყველანი უგონებდნენ და სიტყვის შეუბრუნებლად ასრულებდნენ იმის განკარგულებას”. ერთხელ ვინმე სიმონ კიღურაძემ ჩხიკვიშვილის დაუკითხავად შეადგინა თხოვნა, რათა კაზაკებს ოზურგეთი დაეტოვებინათ. ეს ამბავი გაიგო ბენიამ, დაიბარა კიღურაძე და 24 საათით დააპატიმრა. იმ დროს კი ის, ჯერ 25 წლისაც არ იყო. მისი გავლენა ვრცელდებოდა არა მარტო ოზურგეთის მაზრაზე, არამედ რკინიგზაზეც, რომელიც ხან გაფიცულთა, ხან კიდევ ხელისუფლების ხელში იყო. ჩხიკვიშვილის ერთი ზარიც კი საკმარისი იყო, რომ ბათუმიდან ან სამტრედიიდან მისთვის სადელეგატო მატარებელი მიეწოდებინათ. თურმე ჩხიკვიშვილი თავად ანაწილებდა ნავთსა და სურსათს და ამარაგებდა ოზურგეთს. ცნობილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ვერმახტის ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე მოგონებებში წერდა მის შესახებ: ,,ბენია ჩხიკვიშვილი, ცნობილია როგორც გურიის პრეზიდენტი. ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი იყო. აჯანყებისთვის გამოდგებოდა, იარაღსაც იხმარდა, სკოლა არ უნდოდა მაგისთვის, გურიაში უდიდესი სახელი ჰქონდა. კატორღიდან დაბრუნდა, ხმა ქონდა ჩახლეჩილი, არწივისებური ცხვირი, წვერები, ულვაშები, ვეებერთელა კაცი”. სხვათაშორის, მის შესახებ ამბობდნენ, რომ გურიაში ,,ბენია ჩხიკვიშვილი (,,კაცი მარჯვე და მომქმედი”), რომ არ ყოფილიყო, ათჯერ უარესი უბედურება დატრიალდებოდაო”. ოზურგეთის მამასახლისის, ვასილ ხუნდაძის თქმით, ,,ვიცნობ ბ. ჩხიკვიშვილსაც, როგორც კაცს ჭკვიანს, პატიოსანს, წინდახედულს, აუჩქარებელს და მშვიდს. ის მუდამ წინააღმდეგი იყო ტერორისა და სხვა რამ ძალადობისა”.

ემილ ვანდერველდე, ბელგიის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი, ბელგიის სამეფოს იუსტიციისა და სახელმწიფო მინისტრი, რომელმაც 1920 წელს სხვა სოციალისტებთან ერთად საქართველოში იმოგზაურა, აღნიშნავდა: ,,ნათქვამია, რომ ხალხს რელიგია, ენა და რასა აყალიბებს. საქართველოს ეკლესიას რუსეთის წმინდა სინოდის წინაშე უკან არასდროს დაუხევია. ხალხურმა ენამ რუსიფიკაციის მცდელობისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. ასი მცხოვრებიდან სამი მეოთხედი წარმოშობით ქართველია და როცა მსურს, მათი სინატიფე, დახვეწილი გარეგნობა, ამაყი, ვაჟკაცური მშვენიერება გავიხსენო, ვუყურებ სურათს, რომელიც თბილისის თავმა (ჩხიკვიშვილმა -ი.მ.) მომცა, სადაც იგი ეროვნულ სამოსში გამოწყობილი, კავკასიის სასაზღვრო სვეტის გვერდით დგას.”
ერთხელ ერთ ქურდს გურიიდან გასახლება ელოდა. ამ დროს სასამართლოზე წამოდგა ბენია ჩხიკვიშვილი და განაცხადა: ,,ამხანაგებო, გადასახლება ამ კაცისა უსამართლობა იქნება. ბევრი ხანი არ არის, რაც ქურდობა არა თუ სათაკილოდ, საპატიო საქმედ მიგვაჩნდა და ბევრი ჩვენგანიც მას ჩადიოდა. ეხლა დრო და აზრი შევიცვალეთ. ერთ წუთს ყველანი ხომ არ გარდაიქმნებიან, დავაცადოთ ამ კაცსაც, მივსცეთ ძმური დარიგება და თუ არ გასწორდა, მერე სხვა რამ მოვიგონოთო”. ქურდი გაათავისუფლეს...




 ახალი ამბები
  • მიწას, რომლით სარგებლობაც ოზურგეთის ბაზრის ყოფილ დირექტორს სურს, მოდავე გამოუჩნდადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ  განხილულ საკითხს, რომელიც  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული,  გურიის ქუჩაზე  (აგრარული ბაზრის ტერიტორია) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის  უფლებით  გადაცემაზე, ოზურგეთის მერიისთვის თანხმობის  მიცემას შეეხებოდა, სადავო გახდა. ბიუროს სხდომაზე გამოცხადდნენ ქალბატონები, რომლებმაც   თქვეს, რომ მათაც აქვთ სურვილი, ეს მიწა და შენობა  სარგებლობის უფლებით აიღონ. _ათი წელია, იქ ვმუშაობთ. ჯერ ერთი, გვეგონა, რომ უკვე გაყიდული იყო, რადგან ყოველ თვეში დიდძალ თანხას ვიხდით, სამას ლარს.  უნარშეზღუდული შვილიშვილი მყავს. კი ვიცი, რომ სულ ფულიანს აქვს უპირატესობა, მაგრამ ცოტა გლეხებსაც მოგვხედეთ, _ ტირილით განაცხადა ქალბატონმა ჟუჟუნა ხელაძემ. _მოქალაქე, რომელმაც წარმოადგინა განცხადება, რომ ეს ადგილი სარგებლობის უფლებით გადასცენ, ჰქონდა ამის უფლება, თუმცა, საკრებულომ კარგად რომ შეასრულა თავისი მოვალეობა და გასაჯაროებულია ეს, ამ სხდომაზეც ამიტომ იმყოფებით. ჩვენ საჯაროობას უზრუნველვყოფთ, _ მიმართა ქალბატონებს დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ. _ფულს ვის უხდიდით? _ შეეკითხა  ქალბატონ ჟუჟუნას დეპუტატი ეროდი გორდელაძე. _ბაზრის დირექციას, _ იყო პასუხი. ოზურგეთის საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა,  ნანა სიხარულიძემ განაცხადა, რომ იქ მისი შვილიც მუშაობს და ანალოგიური სურვილი აქვს, რომ თავადაც სარგებლობის უფლებით მოიხმარონ. ბიუროს წევრებმა გამოთქვეს თვალსაზრისი და ქალბატონებს რჩევის სახით განუმარტეს, რომ კარგი იქნება, თუ ორივე მხარე მოილაპარაკებს და შეთანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აუქციონის წესით მოხდეს  გასხვისება და სულ სხვამ შეიძინოს. საკმაო მსჯელობის შემდეგ,  ბიუროს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ეს საკითხი  განიხილონ  5 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დაიბარეს ქალბატონებიც, რომლებიც ასევე ითხოვენ აღნიშნული მიწის სარგებლობის უფლებით  გადაცემას და მერიას განცხადებითაც მიმართეს. „გურია ნიუსი“   დაინტერესდა და ბიუროს სხდომის შემდეგ გავარკვიეთ, ვინ იყო კონკრეტული პირი, ვისაც ამ მიწის დამასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით აღება სურს. _ეს პიროვნება, გვარად შალამბერიძე, ოზურგეთის აგრარული ბაზრის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორია. სწორდ ასეთ პოზიციაზე ნამყოფი ადამიანები ფლობენ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელზეც წვდომა არ აქვს, ვთქვათ, ქალბატონ ჟუჟუნა ხელაძეს და მის მეგობრებს, რომლებიც იქ დღემდე ვაჭრობენ, თვეში სამას ს ლარს იხდიან და  მიწაც და შენობაც   აქამდე  გაყიდული თუ ბაზრის დირექციის საკუთრება ეგონათ, _ გვითხრა ... ...
  • კახა კუჭავა: მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა“დღეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით, არამხოლოდ ჩვენ და უკრაინის დელეგაცია, ბევრი სხვაც ცდილობს, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდეს. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ამ კუთხით საბჭო იყოს პრინციპული და მიიღოს ეს გადაწყვეტილება",-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა. კახა კუჭავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მიზეზი ბევრია, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ყველანაირი შეთანხმების თუ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა, ყირიმის ანექსია და იმ ნორმების და წესების დარღვევა, რომელიც ევროპის საბჭოში მოქმედებს. „ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის, რადგან დადგა საკითხი რუსეთის უფლებამოსილების არცნობის არა მხოლოდ შინაარსობრივ ნაწილში, არამედ პროცედურულ ნაწილშიც. მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა, რომ მათ მხარი დაგვიჭირონ და არ მოხდეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობა. სამწუხაროდ, ყველა საბჭოს წევრი ქვეყანა არ იზიარებს ამ პოზიციას და იქნება ძალიან საინტერესო დებატები ამ კუთხით, რომ გადავარწმუნოთ სხვები, თუმცა, ფაქტი არის, რომ ეს ის საკითხებია, რომელიც ადარდებს საბჭოს ძალიან დიდ ნაწილს და ჩვენ ამ კუთხით ვიქნებით ძალიან პრინციპულები. დღეს იქნება, ხვალ თუ ნებისმიერ სხვა დღეს, ყოველთვის ვიქნებით იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთს მიეცეს საშუალება იფუნქციონიროს იმ ორგანოში, სადაც მისი ადგილი არ არის. გამომდინარე იქედან, თუ რამდენად არაეთიკურად და ყველანაირი სამართლებრივი ნორმების დარღვევით იქცევა არა მხოლოდ ამ უწყების, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართაც",-განაცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ... ...
  • დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდებადედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს. კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ ერთი წლის შემდეგ დამტენებით სარგებლობა ფასიანი გახდება. „ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებპლატფორმა - WWW.CHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული. კონკრეტულ ადგილებზე უკვე დამონტაჟებულია 28 დამტენი, ასევე, 12 -ის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის შემდეგ, დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება. ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული კომპანია გვეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რეგისტრაციის შემდეგ, პრიორიტეტი იმ ადგილს ენიჭება, სადაც  მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა მეტია.        ... ...
  • პიტ ოლსონი: ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პუტინის მარიონეტიარესპუბლიკელმა  კონგრესმენმა პიტ ოლსონმა,  ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა. კონგრესმენმა  ივანიშვილი ტელესერიალ - "სეზამის ქუჩის" მარიონეტ თოჯინას შეადარა და განაცხადა, რომ  რუსეთის პრეზიდენტი ბედნიერია იმით, რომ საქართველოს რესურსებს აკონტროლებს. პიტერ ოლსონმა, კონგრესმენებს  საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ამსახველი ფოტო აჩვენა და ქართველი აქტივისტების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. კონგრესმენმა ბიძინა ივანიშვილი უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა, "ქალბატონო თავმჯდომარევ, კითხვა მაქვს: რა საერთო აქვთ გრაუჩ ოსკარს [ნაგვის ურნაში მცხოვრები თოჯინა ამერიკული სატელევიზიო შოუდან] და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? პასუხი ასეთია, ორივენი მარიონეტები არიან, რომლებმაც ააოხრეს თავიანთი სახლები. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და გაანადგურა ადამიანის ძირითადი უფლებები. კომპანიამ ტეხასიდან შექმნა შესანიშნავი სამუშაო ადგილები ამერიკასა და საქართველოში. მათ შექმნეს თავისუფლება. ასე იყო, სანამ საქართველოს ხელისუფლებამ მათ არ წაართვა აღჭურვილობა. ახლა ისინი იქ საერთოდ ვერ ატარებენ ბურღვით სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ აკონტროლებს საქართველოს ნავთობს. ეს მარიონეტი, ოლიგარქი ივანიშვილი, კიდევ უფრო მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე. დროა, გამოვფხიზლდეთ. ეს ფოტო აჩვენებს, რომ საპროტესტო გამოსვლებს საქართველოში მხარდაჭერა სჭირდება. შემომიერთდით, ავიმაღლოთ ჩვენი ხმა საქართველოში თავისუფლებისთვის", - განაცხადა  პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. ... ...
  • კობახიძე: კონგრესმენ ოლსონის განცხადება ხელს ვლადიმერ პუტინს აძლევსირაკლი კობახიძის განცხადებით, კონგრესმენ ოლსონის მიერ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადება ხელს ვლადიმერ პუტინს აძლევს. მან ასევე აღნიშნა, რომ კონგრესმენი იმ ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდეს, რაც კონგრესმენმა ოლსონმა გამოიყენა. „კონგრესმენ ოლსონს განცხადებაში ჰყავს ნახსენები პუტინი და თუ ვინმეს აძლევს ხელს კონკრეტული კონგრესემენის ასეთი განცხადება ეს არის სწორედ ვლადიმერ პუტინი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმენი ასეთი ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდეს. ეს არის მიუღებელი და ასეთი რამ აზიანებს ზოგადად აღქმას საზოგადოებაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ვინმეს აძლევს ეს ხელს, ეს არის ვლადიმერ პუტინი. მოვუწოდებ კონკრეტულ კონგრესმენს, რომ არ გააკეთოს პუტინის სასარგებლო განცხადებები“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილი  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტად მოიხსენია. გარდა ამისა, ოლსონმა  კონგრესმენებს მოუწოდა, ხმა აიმაღლონ საქართველოში თავისუფლების დასაცავად. მმართველმა გუნდმა კონგრესმენებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით აშშ-ში შეხვედრები ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

როგორ შევაყვაროთ თავი სასურველ მამაკაცს

როცა მის მხარზე გეძინებათ -...

ყველაზე გავრცელებული ადამიანური შეცდომები

ხელფასის პირველივე კვირაში დახარჯვა. გზის...

როგორ დავიცვათ ბავშვის უსაფრთხოება

ესაუბრეთ ბავშვებს მათთვის არაკომფორტულ განცდებზე...

საშიში პროდუქტები ბავშვებისთვის

კანფეტები, განსაკუთრებით – მკვეთრი ფერების,...

იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლო

იაპონელი ქალები დარწმუნებულები არიან, რომ...

მსმელი ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ

აშშ-ის, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ...