"გურიის ვარძია" _ ადგილი, სადაც ადამიანი გამუდმებით უფლის გვერდითაა

ისტორია

"გურიის ვარძია" _ ადგილი, სადაც ადამიანი გამუდმებით უფლის გვერდითაა

31 იან. 2019, 10:13:10

უდაბნოს მონასტერი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუაგანახლების ჩრდილოეთით, გურიის სერის სამხრეთ ციცაბო კალთაზე, ამაღლების მთის ფერდობზე.

უდაბნო დაუსახლებელ, უშენ ადგილს ნიშნავს. მეუდაბნოეობა ბერ-მონაზვნობის ის სახე იყო, როდესაც განდეგილი განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა. საბოლოოდ მეუდაბნოეობა სამონასტრო წესად შეიცვალა.

უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი უძველესია გურიაში, თუმცა ზუსტად დათარიღებული არ არის. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით უდაბნოს მონასტრის დამაარსებელი არის იოსებ ტუსკია, რომელიც XVIII საუკუნეში იყო უდაბნოს წინამძღვარი.

სინამდვილეში მონასტერი უფრო ადრინდელი უნდა იყოს. ზოგი მეცნიერი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, მაგრამ ამ ეპოქის სხვა ძეგლი გურიაში გარდა ვაშნარისა და პეტრასი არ მოიპოვება. დათარიღებას ართულებს ის ფაქტი, რომ მონასტერი მრავალჯერ გადაუკეთებიათ, ხოლო აღდგენის დროს სამშენებლოდ ძველი ნანგრევი გამოუყენებიათ.

 სამონასტრო კომპლექსი მოიცავდა ორ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერთათვის.

მონასტრის ერთი ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. მისი აგების თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით ეკლესია მე-6 საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. შესასვლელის თავზე ნახევრად წრიულ ორნამენტში ჩასმულია ჯვარი. ორივე მხარეს ქვის საჯდომებია მოწყობილი. საკურთხეველი ქვისაა. აფსიდისა და სამხრეთის მხარე მასიური კლდეა, მშენებლებს მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთ კედლის ნახევარ აუგიათ. ნაგებია კარგად გათლილი, ღია ფერის კვადრებით და შემკულია რელიეფური გამოსახულებებით.

ამის გარდა მთაგრეხილის ქვედა ნაწილში კიდევ ოთხი გამოქვაბულია, რომელთაც ერთი მხრიდან ხელოვნურად აქვთ მიცემული აფსიდის ფორმა და სავარაუდოდ სალოცავის მოვალეობას ასრულებდა. კლდეში გამოკვეთილი ეკლესიისა და სენაკების გამო უდაბნოს გურიის ვარძიას უწოდებდნენ. ქვაბულებში მოსაგრე დაყუდებულ მამებს ადგილობრივი მოსახლეობა „მწოლელა“, „ჩოქელა“ და „მდგომელა“ ბერებად მოიხსენიებდა. 

ფერდობის ზედა ნაწილში, მღვიმე ეკლესიიდან 200 მეტრის დაშორებით მდებარეობდა მეორე ეკლესია. ეს იყო თლილი ქვისგან ნაგები, უგუმბათო, ვრცელი, დარბაზული ტიპის ნაგებობა ღრმა ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ნაგები იყო კარგად დამუშავებული მოყვითალო ფერის კვადრებით. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აუგიათ 1858 წელს წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე, არქიმანდრიტ გაბრიელ ტუსკიას წინამძღვრობის დროს შემდგომში გურიის ეპისკოპოსი).

ეკლესია დაანგრია ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1958 წელს სამშენებლო მასალების მოპოვების საბაბით. ნგრევას გადარჩა აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლები, იქვე იყო მოგროვებული მონგრეული ქვების ნაწილი. 2006 წელს, ახალი ეკლესიის აშენების საბაბით მოხდა შემორჩენილი კედლების დემონტაჟი, აშენდა ახალი ეკლესია, ხოლო ძველი ქვებით მოეწყო საყრდენი კედელი.

 უდაბნოს მონასტერი ცნობილი იყო საგანმანათლებლო მოღვაწეობით. აქ სწავლობდნენ საღვთო სჯულს, ფილოსოფიას, ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას და სხვა. დიმიტრი ბაქრაძეს უდაბნოს სავანეში უნახავს ათამდე ბიჭი, რომლებიც წერა-კითხვას ეუფლებოდნენ. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები, მათ შორის მონასტრის წინამძღვარი იოსებ ტუსკია, რომელსაც შემოქმედის გულანი გადაუწერია.

ხელნაწერებს უდაბნოს წიგნთსაცავში ინახავდნენ. მონასტერს ჰქონდა მდიდარი წიგნსაცავი, სადაც ძველი ქართული ხელნაწერები ინახებოდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „უდაბნოს მრავალთავი”, რომელიც არ ჩამოუვარდება უძველეს ქართულ ხელნაწერს - 864 წელს გადაწერილ სინურ მრავალთავს. „უდაბნოს მრავალთავი“ 1920 წელს აკაკი შანიძემ აღმოაჩინა. პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნების მიხედვით ის IX საუკუნეს მიეკუთვნება. იგი XVI საუკუნეში ჩამოუტანია ნიკოლოზ ჯუმათელს კლარჯეთის მონასტრების მოლოცვის შემდგომ. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მრავალთავი შესაძლოა ადგილზე იყოს გადაწერილი.

უდაბნოს, ასევე, გააჩნდა ნაბეჭდი წიგნების მნიშვნელოვანი ფონდი. ეს წიგნები სხვადასხვა დროს შეუწირავთ იმერეთის მეფეებს, დედოფლებს, კათოლიკოსებს და სხვებს. აქვე ინახებოდა ძველთაძველი, მდიდრულად შემკული ბაქარისეული ბიბლია (1743 წ.). იგი ოქროთი მოვარაყებულ ხავერდის ყდაშია ჩასმული და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. დიმიტრი ბაქრაძემ უდაბნოს მონასტერში აღმოაჩინა უდაბნოს 29 გუჯარის კრებული. მასში ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავებისა და სხვა სამღვდელოთა თუ ერისკაცთა შემოწირულობანი უდაბნოსადმი, მათ შორის მნიშვნელოვანი დოკუმენტია XVII საუკუნის „ანაწერი და ანდერძი გურიის უდაბნოს მამისა იოსებისა“, სადაც აღწერილია უდაბნოს მონასტრის ქონება.

1989 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ თბილისში საეკლესიო მუზეუმისთვის უდაბნოს მონასტრიდან ჩაიტანეს მრავალი საეკლესიო ნივთი, მათ შორის გამოირჩეოდა ბრწყინვალე ოსტატობით ნაქარგი სამღვდელმთავრო შესამოსლები.

1958 წელს ეკლესიის დანგრევის შემდეგ განადგურდა მონასტრის სიძველეები: ხელნაწერები, წიგნები, ხატები. გადარჩა მხოლოდ წმ. იოანე ნათლისმცემლის ვერცხლით მოჭედილი ხატი.

 1846-1921 წლებში სავანეში მოღვაწეობდნენ წინამძღვრები: არქიმანდრიტი გაბრიელი (ტუსკია) _ 1846-1856 წწ. (შემდგომში გურიის ეპისკოპოსი); არქიმანდრიტი თომა _ 1857-1885 წწ; არქიმანდრიტი გერასიმე _ 1886-1900 წწ; არქიმანდრიტი არსენი _ 1901-1921 წწ.

 ამჟამად, მონასტერს, არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე) ხელმძღვანელობს, რომელიც მიიჩნევს, რომ "ბერობა არ არის თვითმიზანი, მონაზვნობა ღვთაებრივი ცხოვრების წესია":

"მონასტერი განსაკუთრებული ბრძოლის ველია. მონასტერში წასვლის სურვილი უჩნდება მას, ვისაც სულიერი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს. მონასტერში ადამიანი გამუდმებით უფლის გვერდითაა. მე აღარ მაკმაყოფილებდა მხოლოდ შაბათ-კვირას ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე სიარული. მინდოდა მუდამ ღვთის სახლში ვყოფილიყავი და უფლის სიტყვა გამეგო. უფალთან მიახლება არის მიახლება განძთან. ამით ადამიანის სული ძალიან დიდი წყალობით ივსება და მდიდრდება. 

მატერიალური გასამრჯელო ვერ შეედრება იმას, რასაც უფალი გპირდება. "უფროის ოქროისა და ანთრაკისა", - ბრძანებს მაცხოვარი. ამქვეყნიური სიმდიდრეები გამოხატულია ოქროთი და ანთრაკით, რის გამოც ადამიანები იხიბლებიან. 

მონაზვნობა ამქვეყნიური განგებით ცხოვრების წესი კი არა, ღვთაებრივი ცხოვრების წესია, რომელიც უფალმა დაგვიდგინა. ბევრი ადამიანი ვერც კი უგებს ამგვარი ცხოვრების წესს. მეტიც - უკვირთ, თუ რატომ არ ქმნიან ადამიანები ოჯახებს და რატომ მიდიან მონასტერში. 

როცა ადამიანს ცხოვრებისეული მიზანი აქვს, ის ბევრ რამეს თმობს... სასუფეველში მოხვედრა კი ყველაზე დიდი მიზანია და "სასუფეველი თქვენშია", - ბრძანებს უფალი, ღმერთთან ყოფნაშია სასუფეველი.

 

მონაზვნობა სრულყოფილების ძიებაა. სახარებაში ლაპარაკია უფლისა და მდიდარი ჭაბუკის საუბარზე. ჭაბუკი უფალს ეკითხება, - რა გააკეთოს ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად. უფალი ბრძანებს: "იცხოვრე მცნებების დაცვით". ჭაბუკი პასუხობს: ამ მცნებებს სიყრმიდანვე ვიცავდიო. უფალს შეუყვარდა ჭაბუკი და შესთავაზა - თუ გინდა იყო სრულყოფილი, დატოვე ყველაფერი და მე შემომიდექიო. მონაზვნობა შესთავაზა. მონაზვნობა არ არის ერთადერთი გზა ცხონებისა. მონაზვნობას სრულყოფილებამდე აჰყავს ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველაფერი დიდი გარჯით მოდის. საკუთარ თავთან ჭიდილის შედეგად იძენ მონაზვნურ სულს. 

ხშირია ბერმონაზვნური ცხოვრების დროს სულიერი ბრძოლა. თუნდაც წუთისოფლის არდათმობის, ეჭვის, სიძულვილის, ვნების, ზოგჯერ უდარდელობაც კი შეიძლება შემოგეპაროს, მაგრამ "სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ". ამიტომაც მონაზვნად აღკვეცის დროს, ლოცვის კანონთან ერთად, მას ეძლევა სულიერი იარაღი - სკვნილი, ბერის ცხოვრების წესი ლოცვაა. 

ლოცვა - უფალთან საუბარი და კავშირია. მონაზონი ყოველთვის უნდა ცდილობდეს საკუთარი აზრების მხილებას, საკუთარი თავის მიმართ უნდობლობით უნდა განიმსჭვალოს და არ უნდა შეიქმნას განსაკუთრებული წარმოდგენა ყველაფრის ცოდნის გამო", _ ამბობს მამა მარკოზი  ჟურნალ "კარიბჭისთვის" მიცემულ ინტერვიუში.  




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...