გურული "ჰერცოგი" _ არკადი ხინთიბიძე

ისტორია

გურული "ჰერცოგი" _ არკადი ხინთიბიძე

2017 ივლ 13 14:04:17

ქართულ კინოში იყვნენ ადამიანები, ვინც მის ჩამოყალიბების და განვითარების საქმეში უზარმაზარი წვლილი შეიტანეს.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ენთუზიასტებისა და პროფესიონალების გარეშე ჩვენი კინო იმ სახით, როგორც ჩვენამდე მოვიდა, არ იქნებოდა. ამიტომაც ძალზე დასანანია, როცა ფართო აუდიტორიამ და ხანდახან თვით კინოს მესვეურებმაც კი არაფერი იციან მათ შესახებ, თუმცა საიდან უნდა იცოდნენ?! ბევრ ჩვენს კინომცოდნესა თუ კინოისტორიკოსს (ისინი კი დაჩაჩანაკებული ქართული კინოს ფონზე ისე მომრავლდნენ, ქვა რომ ააგდო, აუცილებლად რომელიმე მათგანს მოხვდება), ამოჩემებული ჰყავთ რამდენიმე უცხოელი და ქართველი კინომოღვაწე და არღანივით ატრიალებენ მათ სახელებს.

მათ შესახებ იქმნება წიგნები, კეთდება დოკუმენტური ფილმები, ყველაზე მოდურ და ფეშენებლურ ადგილზე იდგმება ძეგლებიც კი. კინომცოდნეებს სხვა ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი სახელების გაგონებაც არ სურთ და მათზე წერაც დროის დაკარგვად მიჩნიათ. ბუნებრივია, ცნობილი მოღვაწეებისა და მათი ხელოვნების მიმართ არავის არაფერი საწინააღმდეგო არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რა დააშავა იმ ადამიანთა მთელმა კოჰორტამ, რომელთაც ქართული კინოს ტრადიციებს ჩაუყარეს საფუძველი, მაგრამ მათი სახელები ჩრდილშია მოქცეული, არ არსებობს არც მათი სახელობის ქუჩა, სკვერი ან თუნდაც ბიუსტი (ძეგლს ვინღა ჩივის)?

ამ კოჰორტის ერთ-ერთი დავიწყებული წარმომადგენელია არკადი (კაკო) ხინთიბიძე; დღევანდელ და თუნდაც ჩემი თაობის ადამიანებს ეს სახელი ბევრ არაფერს ეუბნება, მაგრამ მის მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმები _ "წუნა და წრუწუნა", "ჩხიკვთა ქორწილი" და "მტრობა" მაყურებელთა უდიდესი ნაწილის საყვარელი ნაწარმოებებია.

არკადი ხინთიბიძე იყო ქართული მუნჯი და ხმოვანი კინოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სახასიათო მსახიობი. მის მიერ განსახიერებული კოლორიტული და ბობოქარი ტემპერამენტით დაჯილდოებული გმირები _ ყარამანი ("ვინ არის დამნაშავე?"), ივანე აზნაური ("ჯანყი გურიაში"), ტიტიკო ("დარიკო"), ენაბლე ტუსაღი ("უკანასკნელი მასკარადი"), მიქელა ("დაკარგული სამოთხე") და მრავალი სხვა სამსახიობო ოსტატობის ნამდვილი საგანძურია (თუმცა, როდის გასულა ჩვენ ტელევიზიებით დახუნძლულ ტელესივრცეში რომელიმე ეს ფილმი უკანასკნელად ,ალბათ მეტნაკლებად "დარიკოს" გარდა, მე არ მახსოვს).

 50 წელზე მეტი გავიდა არკადი ხინთიბიძის ტრაგიკული გარდაცვალებიდან. მან სამსახიობო კარიერა გურიის ერთი სოფლის სცენაზე დაიწყო. იქამდე კი დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და 1918 წელს საომრად წავიდა. თავად იუმორით აღწერდა ამ ამბავს: "ქუთაისში... იმ დროს მოწაფეობას მოქარგული ენით ჯარში იწვევდნენ. ასეთ მიტინგზე მეც მოვხვდი... მე და ჩემსავით გულუბრყვილო ათიოდე მოწაფე გამოვცხადდით მეორე დღეს რკინიგზის სადგურზე... ჩვენ ჩაგვთვალეს მოხალისეებად და გაგვგზავნეს ბათუმში. მე მოვხვდი ტყვიამფრქვეველთა ასეულში. ერთი თვის მომზადების შემდეგ, წაგვიყვანეს ფრონტზე და 15 დღის ბრძოლის შემდეგ ჩავაბარეთ ბათუმი და გამოვიქეცი იქიდან უკანასკნელი მატარებლით. დიდი ბრძოლა არ გადამიტანია, მაგრამ შიში კი იმდენი ვჭამე, რომ მოქმედი ჯარი მივატოვე და მივაშურე მეორე მესაზღვრე ბატალიონის შტაბს, სადაც უბრალო მწერლად მოვეწყვე."

ჯარის შემდეგ ის მასწავლებლად გაამწესეს სოფელ ნაგომარში, სადაც ორი წელი იმუშავა, მაგრამ, მისივე თქმით, ის "ვერაფერი მასწავლებელი" იყო და ხინთიბიძე თეატრს დაუბრუნდა. 1923 წელს დღევანდელი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის შენობაში განლაგებულ "წითელ თეატრის" დასში ჩაირიცხა. ახალგაზრდა მსახიობი რუსეთიდან ახლად ჩამოსულმა და სტანისლავსკის სისტემის მიმდევარმა ალექსანდრე წუწუნავამ შეამჩნია და მის მიერ დადგმულ სპექტაკლებში _ "ვინ არის დამნაშავე?" და "ჯანყი გურიაში", ათამაშა. ამ როლებით მან "გურულ აზნაურთა უნიჭიერესი შემსრულებლის" სახელი დაიმკვიდრა, ხოლო სპექტაკლები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ რეჟისორმა მათი ეკრანიზაცია გადაწყვიტა.

ფილმში "ვინ არის დამნაშავე" (სხვა სახელია "უაილდ ვესტის მხედარი" და მოგვითხრობს გურული მხედრების თავგადასავალზე ამერიკაში) წუწუნავამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი _ ყარამანის როლი არკადი ხინთიბიძეს მისცა. ამან, მსახიობის თქმით, "დიდი მითქმა-მოთქმა" გამოიწვია, რადგან სცენაზე ამ როლს მშვენივრად ასრულებდა, თურმე, სანდრო ჟორჟოლიანი და ის ითვლებოდა ფავორიტად. მაგრამ რეჟისორმა საკუთარი არჩევანი ახალგაზრდა ხინთიბიძეზე შეაჩერა და არც წააგო. "სიხარულისაგან 15 დღე მაინც არ მიძინიაო", იხსენებდა მსახიობი.

ამ ფილმში ხინთიბიძე, ისევე როგორც ყველგან, ძალიან ბუნებრივია, ის თითქოს არც კი თამაშობს, არამედ ცხოვრობს და კამერასაც, როგორც იტყვიან, ის უყვარდა. მას გააჩნდა ღმერთისაგან ბოძებული აქტიორული ნიჭი, რომელსაც ვერსად და ვერანაირი სახსრებით ვერ შეიძენ.

წუწუნავასთან თანამშრომლობამ ბევრი რამ მისცა ხინთიბიძეს და კარი გაუხსნა დიდ კინემატოგრაფში (ის თეატრალურ სცენაზე აღარ დაბრუნებულა). მსახიობი დიდი მოწიწებით იხსენებდა საკუთარ მასწავლებელს: "ბევრ რეჟისორთან მიმუშავია, მაგრამ ისეთი კმაყოფილება, როგორიც ალექსანდრე წუწუნავასთან მიმიღია, კინოში არც ერთთან არ მიგრძვნია. უნდა ითქვას, რომ მისი კინოზე ჩამოცილება დიდი შეცდომა იყო. ნამდვილი ქართული ფილმების დამდგმელი იყო და თან და თან უკეთესი ხელოვანი გახდებოდა ის კინემატოგრაფიაში, რომ დასცლოდა" (სტილი დაცულია).

კინოსტუდიაში მოღვაწეობის პარალელურად არკადი ხინთიბიძემ 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

იგი ცნობილ და მოთხოვნად მსახიობად იქცა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არა ყველასთვის. 1934 წელს ხინთიბიძის მეგობრის სიკო ფალავანდიშვილის ფილმის "ჟუჟუნას მზითევის" გადაღებისას თბილისში ჩამოვიდა სერგეი ეიზენშტეინი და კონსულტაციას უწევდა რეჟისორს. "ეიზენშტეინმა მე დამბრაკა, _ იხსენებდა ხინთიბიძე, _ და ურჩია სხვა მსახიობის, "ტიპაჟის" აყვანა", მაგრამ საბოლოოდ რეჟისორმა თავისი გაიტანა და ხინთიბიძის მიერ განსახიერებული მუნჯი კოლმეურნეს სახე გამორჩეულია მის კარიერაში. თუმცა, საუკეთესო როლი ჯერ კიდევ წინ იყო _ ეს არის აზნაური მიქელა კალმახიძე დავით რონდელის ფილმში "დაკარგული სამოთხე". ვისაც ახსოვს ეს სურათი, ვერასოდეს დაივიწყებს ქეიფიდან წამოსული აზნაურების სიმღერას_  "ზესტაფონო გშორდები", როცა ხინთიბიძის გმირი გზა და გზა ტოვებს ნათხოვარ ტანსაცმელს და შემდეგ როგორი მეფური, ამაყი მიხვრა-მოხვრით შედის საკუთარ ეზოში.

1941 წელს მსახიობმა თავისი ბოლო როლი შეასრულა სიკო დოლიძის ფილმში _ "მეგობრობა", რის შემდეგ ის რეჟისურაზე გადაერთო. მუშაობდა როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ ფილმებზე, მათ შორის "დავით გურამიშვილი" (მეორე რეჟისორად), "საბჭოთა საქართველო", "ჩრდილი გზაზე".

მულტიპლიკაციაში არკადი ხინთიბიძე 50 წელს გადაცილებული მივიდა, მას არც სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და არც სპეციალური განათლება მიღებული, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მისთვის, შეექმნა ქართულ ტრადიციებსა და ფესვებზე დაფუძნებული მსოფლიო შედევრების დონის ფილმები. მან გაამდიდრა ქართული მულტიპლიკაცია ახალი გმირებით, გამომსახველობითი ხერხებით, პლასტიკით, განუმეორებელი ხიბლით, ისე, რომ მის ფილმებს სხვებისაგან აუცილებლად გამოარჩევთ. რაც მთავარია, რეჟისორმა მულტიპლიკაცია გადააქცია საინტერესო სანახაობად ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის.

კინოსტუდიაში არკადი ხინთიბიძე დიდი პოპულარულობითა და სიყვარულით სარგებლობდა (განსაკუთრებით ქალბატონებში, რომლებიც მასში შეყვარებულნი იყვნენ). ყოველთვის გემოვნებით ჩაცმული, შინაგანი არისტოკრატულობა გამოარჩევდა ღარიბი გურული გლეხის ოჯახში დაბადებულ კაცს. ამისთვის მას მეტსახელი _ "ჰერცოგი" შეარქვეს. საკუთარ დაბადების დღეებს, თურმე, კინოსტუდიაში იხდიდა ხოლმე და ლამის მთელი კოლექტივი იქ იკრიბებოდა. იგი ცდილობდა ყველას დახმარებოდა, განსაკუთრებით კი დამწყებ მულტიპლიკატორებს. ცნობილი ანიმატორი ბონდო შოშიტაიშვილი იხსენებდა, რომ როცა ის სხვა მის კოლეგებთან ერთად, მოსკოვიდან ჩამოვიდა, რეჟისორები მათ გაურბოდნენ და სამუშაოდ არ იწვევდნენ, რადგან მათი აზრით, გამოუცდელ ახალგაზრდებს შეეძლოთ ზიანი მიეყენებინა მომავალი ფილმისათვის. პირველი ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდებს დახმარების ხელი გაუწოდა და სამუშაოზე აიყვანა, არკადი ხინთიბიძე იყო.

1963 წლის აგვისტოში მისი თვითმკვლელობის ამბავმა თავზარი დასცა ყველას _ დღემდე უცნობია, რატომ დაასრულა ასე სიცოცხლე ამ ნიჭიერმა, თვითმყოფადმა და ფართო დიაპაზონის მქონე ხელოვანმა, რომელსაც, ალბათ, კიდევ მრავალი შედევრის შექმნა შეეძლო.

რაც შეეხება ჩვენი მედიის მესვეურთ, ხშირად გამიგია მათგან ფრაზა, რომ ესა თუ ის თემა საზოგადოების დაკვეთა არ არისო. რანაირად უნდა მოდიოდეს დაკვეთა, თუ ეს საზოგადოება ინფორმირებული არ იქნება ამა თუ იმ თემის შესახებ, თუ არ მოიძიებ და მიაწოდებ ინფორმაციას?! ეს კი, მგონია, ვისაც ამდაგვარი საქმეების კეთება ევალება, მათი გაუნათლებლობისა და შეზღუდული შესაძლებლობის ბრალია.

 ირაკლი მახარაძე




 ახალი ამბები
  • „პრინციპი ძალაშია _ოპოზიციას დესტაბილიზაცია ნებისმიერ ფასად სურს“_ საყვარელიძე„ოპოზიცია არეულობის მოწყობას გეგმავს. ფიქრობთ, ამ აქციას სხვა ფუნქცია გააჩნია?! გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციის ჩასატარებლად  ისეთი ადგილი შეარჩია, საიდანაც  სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩაშლას შეეცდება“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.  მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა ნებისმიერ ფასად სურთ. „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პარტიის წევრებს მოძღვრავს, რომ „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. აღნიშნულის გაკეთება სააკაშვილსა და მისი პარტიას წევრებს იმიტომ სურთ, რომ ხელისუფლება გააღიზიანონ და ძალის გამოყენებამდე მიიყვანონ. პრინციპი, რომ ოპოზიციამ ნებისმიერ ფასად დაიწყოს დესტაბილიზაცია, ძალაში რჩება, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს“, _ აღნიშნა საყვარელიძემ. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ აქცია, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად,  16 დეკემბერს თელავში ... ...
  • ავარიის შედეგად ლანჩხუთში მეოთხე კლასის მოსწავლე დაშავდალანჩხუთში,  ცენტრალური ავტომაგისტრალის სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე დღეს, ნაშუადღევს  მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი  ქუთაისშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო გიმნაზიის მეოთხე კლასის მოსწავლეს,  რომელიც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, გზის გადაკვეთისას  დისტრიბუციის მანქანა დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედიკოსები ამბობენ, ავარიის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო აუცილებელი გახდა რეანემობილით მოზარდის ქუთაისში ... ...
  • ქვემო ქართლში გარემოს დაბინძურების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა მეორე შეხვედრა გამართა11 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებულმა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა („საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად გამართა რიგით მეორე გასვლით სამუშაო შეხვედრა კომპანია RMG-ის (RMG Copper და RMG Gold) წარმომადგენლებთან. სამუშაო ჯგუფის წევრები კომპანიაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ქვემო ქართლში კერძოდ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში კომპანია RMG-ის საქმიანობის შედეგად გამოწვეული გარემოს დაბინძურების მაღალი დონის, მოსახლეობისა და საზოგადოებრვი ჯგუფების აქტიურობის ფონზე 2018 წლის გაზაფხულზე კომპანია RMG-ის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გარემოს დაცვითი ღონისძიებების როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ვალდებულებები დაეკისრა. დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების უმეტესობა წყალდაცვით ღონისძიებებს უკავშირდება. 2018 წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის შემდგომ შეიქმნა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი. რომელიც შედგება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან: „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“. მათი მუშაობის შედეგად შედგა რიგით მეორე გასვლითი სამუშაო შეხვედრა მომპოვებელი კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების კუთხით. ტერიტორიაზე დაწყებული პროექტების დათვალიერებისას, სამუშაო ჯგუფის წევრებს, „საყდრისის კომიტეტიდან“ ჰქონდათ შენიშვნები და კითხვები: „ჩვენ არ დავუშვებთ რომ კომპანიის აქტიურობა გარემოსდაცვითი მიმართულებით იყოს მხოლოდ ერთჯერადი ან ფასადური კომპანიამ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს.“ საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით: „ჩვენ უკვე მეორედ ჩამოვედით სამუშაო ჯგუფის ფორმატში გარემოდაცვითი მიმართულებით შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე გასაცნობათ. უნდა ითქვას რომ სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს თუმცა ამ ეტაპზე მათ ეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია. შედეგიანობის შეფასებას მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ თუ შევძლებთ. შესრულებული თუ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას რა თქმა უნდა ჩვენ გაგვიჩნდა კონკრეტული კითხვები და მას აუცილებლად დავსვათ უახლოესს ხანში პარლამენტში სამუშაო ჯგუფისა და არემჯის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. სადაც ასევე ვისაუბრებთ ჯგუფის მომავალ აქტივობებზეც. რაც მთავარია ჩვენ არ დავუშვებთ რომ კომპანიის აქტიურობა გარემოსდაცვითი მიმართულებით იყოს მხოლოდ ერთჯერადი ან ფასადური კომპანიამ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს". „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო -კვლევითი პლატფორმის“: „ვიმედოვნებთ სახელმწიფო კონტროლით და ჩვენი რეკომენდაციებით კომპანიია ბოლომდე მიიყვანს ყველა ვალდებულების შესრულებას. დათვალირებებისას წაქრმოქმნილი შეკითხვები, კომენტარები, პრეტენზიები და პრობლემურ საკითხები კომპანიას უახლოეს მომავალში წარედგინება.“ პლატფორმის წარმომადგენლის, ნიკოლოზ წიქარიძის განცხადებით: „რიგით მეორე მონიტორინგის შეხვედრა გაიმართა RMG-ს საწამოში, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენი ხდევები სასარგებლო წიაღისეულის ათვისებასთან დაკავშირებით, ეფუძნება მწვანეთა მსოფლმხედველობას, შესაბამისად რადიკალურად განსხვავდება საქართველოში ამ დარგში დღეს არსებული სახელმწიფო ეკონომიკური ხედვებისგან, ასევე კომპანიის პოზიციებისგან, თუმცა ვინაიდან დღეს დაბინძურების საკითხი გაცილებით მწვავედ დგას, სამუშაო ჯგუფში ჩვენი ჩართულობის მთავარ მიზანს წარმოადგენს კომპანიის იძულება მინიმუმამდე დაიყვანოს დაბინძურება რეგიონში. დათვალიერების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია დაწყებულ სამუშაოებს აგრძელებს, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა დაბინძურების აღმოფხვრისათვის მნიშვნელოვანი არცერთი ღონისძიება დასრულებული არ არის, შესაბამისად სანამ პირწმინდად არ იქნება შესრულებული უკლებლივ ყველა ვალდებულება და არ გამოიცდება ყველა დანადგარი, მანამდე ნაადრევია საუბარი ღონისძიებების ეფექტურობაზე და დაბინძურების აღმოფხვრაზე. ვიმედოვნებთ სახელმწიფო კონტროლით და ჩვენი რეკომენდაციებით კომპანიია ბოლომდე მიიყვანს ყველა ვალდებულების შესრულებას. დათვალირებებისას წაქრმოქმნილი შეკითხვები, კომენტარები, პრეტენზიები და პრობლემურ საკითხები კომპანიას უახლოეს მომავალში წარედგინება. ასევე საზოგადოებისთვის წარსადგენად მომზადდება ანგარიში.“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით კი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს კომპანიის საქმიანობას, გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით. „მისასალმებელია, რომ კომპანიის მხრიდან საქმიანობა დაწყებულია და სამინისტროს მიერ დაკისრებული ვალდებულებების პროგრამით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს. ეს არის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს, კომპანია “RMG“-ს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სწორი თანამშრომლობის შედეგი. ახლო მომავალში პარლამენტში გვექნება რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში ვისაუბრებთ თუ რა კეთდება და როგორი ეფექტი ექნება ამას გარემოს დაცვის კუთხით. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს კომპანიის საქმიანობას გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით“, - განაცხადა კახა კუჭავამ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, წლის ბოლომდე გეგმავს საქართველოს პარლამენტში ღია სამუშაო შეხვედრას კომპანიის წარმომადგენლებთან, ასევე მოწვეული იქნება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მოხდება კომპანიის მხრიდან გაწეული სამუშაოების შეფასება. შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფი მოამზადებს და გაასაჯაროვებს 2018 წელს სამუშაო ჯგუფის საქმიანობისა და მონიტორინგის შედეგების შესახებ ... ...
  • ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „ოცნებაში“ საკადრო ცვლილებები დაიწყებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მმართველ პარტიაში ახალი სახეები გამოჩნდებიან. კობახიძე არ აკონკრეტებს, ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება და ვინ შემოემატება მმართველ პარტიას, თუმცა აღნიშნავს, რომ გუნდის განახლება აუცილებელია. „აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი გუნდის განახლება, გაჯანსაღება, ახალი სისხლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის შედეგებს სათანადო დროს,  ქართული საზოგადოება იხილავს. ბოლოო ჯამში, მთავარი არის ის, რომ მმართველობის თითოეულმა რგოლმა სათანადოდ იმუშაოს. ხარვეზსა და ჩამორჩენას ჩარევა სჭირდება“, _ აღნიშნა ... ...
  • „ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ“_ ოპოზიცია აქციის ჩასატარებლად ემზადება“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაზე  „გურია ნიუსთან“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებული აქციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უარის თქმის მიუხედავად, ოპოზიცია საკუთარი დღის წესრიგით იმოქმედებს და აქციის ჩატარების ადგილმდებარეობას თავად განსაზღვრავს. „თელავის ცენტრალურ ხელისუფლებას სურს, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს მშვიდობიანი აქცია, როლის ჩატარებას ვგეგმავთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომის მიხედვით ვიმოქმედებთ. აქციის ადგილმდებარეობის შეცვლა დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე და საჭიროებაზე, რომელსაც გარემოება მოითხოვს“,_ აღნიშნა ქარდავამ.   _ კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ოპოზიციის მიერ დაანონსებული მშვიდობიანი აქცია „ძალა ერთობაშიას“ მომხრეებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს?_ ქარდავა გვპასუხობს, რომ აღნიშნულის პროვოცირებას  საქართველოს ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუწყოს. „ქართული ოცნებას“ მომხრეები არ ჰყავს, ჰყავს მხოლოდ აქტივისტები. „გაერთიანებულ ოპოზიციას“  მომხრეები გვყავს. არ ვისურვებ, რომ დაპირისპირება მოხდეს და ამის პროვოცირებას ხელი საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყოს. მათთვის იქნება საზიანო თუ ასეთ სისულელეს ჩაიდენენ“,_ აღნიშნა ქარდავამ.  16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციას ... ...

არქივი

ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...