გურული ტერორისტი მეტსახელად "ციმბირელი პაპა"

gurianews.com

ისტორია

გურული ტერორისტი მეტსახელად "ციმბირელი პაპა"

2018 იან 22 18:13:47

1905 წელს გურიის კომიტეტმა გაავრცელა დავალება, რომ ისეთი ხალხი მოეძებნათ, რომლებიც ტერორისტული აქტების შესრულებას შეძლებდნენ. იწყება გურული ტერორის ექსპანსია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. ტერორისტული აქტების მოწყობაში, ბანკების, ფოსტებისა და მატარებლების ძარცვაში გურულებს ბადალი არა ჰყავდათ.  საყოველთაოდ ცნობილია შემოქმედელი ფირალის და ტერორისტის ნესტორ კალანდარიშვილის, იგივე `ციმბირელი პაპას სახელი, რომელიც პარტიებს და მრწამსს, როგორც ხელთათმანს ისე იცვლიდა. ციმბირელ პარტიზანებს შორის ისეთივე პოპულარობით სარგებლობდა, როგორითაც ნესტორ მახნო უკრაინელ აჯანყებულებში. კალანდარიშვილი ნაღდი ბოევიკი იყო, რომელიც თავგამოდებით ებრძოდა "რევოლუციის მტრებს" და რუსულ თვითმპყრობელობას. მას არაერთი ბრწყინვალე ოპერაცია აქვს ჩატარებული; ტერორისტულ და ექსპროპრიაციულ საქმეებში კალანდარიშვილს კამოს ადარებდნენ, თუმცა კამო, ჩემი ღრმა რწმენით, მაინც ბოლშევიკების მიერ ზედმეტად გაპიარებული პიროვნებაა.

ნესტორ კალანდარიშვილის მიერ იყო დაგეგმილი გემი “პუშკინის” გაძარცვა, რომელიც იდეალური სიზუსტით განხორციელდა. 10-კაციანი ჯგუფი ბაუმიდან გამოსულ თბომავალიში მესამე კლასის ბილეთებით შევიდა, მეორე 10 კაციანი ჯგუფი მეორე კლასის ტრიუმში მოეწყო, მესამე ათკაციანი ჯგუფი - მოწიწებით მისდევდა ორი მაღალი რანგის ,,მღვდელს”, რომლებიც ათონის მთაზე მოსალოცად მიდიოდნენ. ამ ,,სასულიერო პირთაგან” ერთ-ერთი სოსო დავრიშევი იყო, ცნობილი რევოლუციონერი და ტერორისტი. ღრმა მოწიწების გამოხატავად სასულიერო პირები საკუთარ კაიუტაში სასაუბროდ თავად გემის კაპიტანმა მიიწვია.

როცა გემი სოხუმს მიუახლოვდა, მოულოდნელად ბაქანზე ყუმბარა გასკდა, ამ ნიშანზე შეიარაღებულმა ტერორისტებმა გემის მგზავრები და გემის ეკიპაჟიც რესტორნის დარბაზში შეიყვანეს, კაპიტანი კი ტრიუმში ჩაკეტეს. ოდესის ბანკისთვის განკუთვნილი ასიგნაციები ტერორისტებმა ნაპირზე გადაზიდეს, სადაც მათ თავადი შერვაშიძე შეხვდა და ნაძარცვი დააბინავა.

მეორე მაგალითი: სოციალ-ფედერალისტების მიერ შვეიცარიაში ნაყიდი იარაღი ოდესიდან გემი ,,ლიბავათი” უნდა გადმოეტანათ. დატვირთული გემი კონსტანტინოპოლში უნდა შესულიყო. მის დასახვედრად იქ ჩავიდა ნეხტორ კალანდარიშვილი, რომელმაც შეიტყო რომ მთავრობა გემს ელოდებოდა. კალანდარიშვილმა სპეციალურად შეძენილი კატერით ქალაქიდან 150 ვერსის მოშორებით მისცურა გემთან, გააჩერა. შემდეგ სხვა ფერად გადაღება, სახელი შეუცვალა და პორტში ისე შევიდა, არავინ დაეჭვებულა.

ბოლოს ნესტორ კალანდარიშვილი ბოლშევიკებს მიეკედლა და 1922 წლის 6 მარტს იაკუტსკის მახლობლად ბრძოლაში მოკლეს.


ნახვა: 936


 ახალი ამბები
  • დაკითხვიდან ერთი კვირის შემდეგ პროკურატურამ კითხვებს არ უპასუხა _ რატომ დამალა პროკურატურამ გამოძიებაინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძესთან და ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან მთავარ საგამოძიებო ორგანოს კითხვები აქვს. საუბარია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტსა და დიდი ოდენობით თანხების მითვისებაზე. აღნიშნულ გადაცდომებზე გამოძიება  პროკურატურაში უკვე მიმდინარეობს. ყოფილი მინისტრების საქმის შესწავლასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ მთავარ პროკურატურას, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაუკავშირდა, თუმცა, პროკურატურამ მაშინ ჩვენს კითხვებს პასუხი არ გასცა. როგორც გუშინ ფინანსთა და  ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  პროკურატურაში გამოკითხვაზე, დაახლოებით, 20 დღის წინ იმყოფებოდა, შესაბამისად, ,,გურია ნიუსის“ კითხვაზე მთავარ საგამოძიებო ორგანოს, დაკითხვიდან, დაახლოებით, 10 დღის შემდეგ, პასუხი უნდა ჰქონოდა. "პროკურატურაში გახლდით, სადღაც 20 დღის წინ. ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. პროკურატურამ მთხოვა ჩემი მოსაზრება დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, მინდა აღვნიშნო, რომ იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე, ყველა იმ მოსაზრებაზე, რაც გამაჩნდა და ყველა იმ კითხვაზე, რაც იყო დასმული მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გავეცი",_თქვა ქუმსიშვილმა. უფრო ზუსტად, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, როცა ,,გურია ნიუსი“ ყოფილი მინისტრების საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით დეტალებს პროკურატურაში აზუსტებდა. საგამოძიებო ორგანოში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მოიძიებდნენ, თუმცა, მთავარ პროკურატურაში  ჩვენს კითხვებს აღარ უპასუხეს. მაშინ „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არც ყოფილმა მინისტრებმა უპასუხეს. თუ რატომ არ გასაჯაროვდა აღნიშნული ინფორმაცია ერთი კვირით ადრე და რატომ არ უპასუხეს ,,გურია ნიუისის“ შეკითხვებს მთავარ პროკურატურაში? _ამ კითხვებით მთავარ საგამოძიებო ორგანოს მივმართეთ. როგორც მთავარ პროკურატურაში გვითხრეს, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ. ,,გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მიმდინარეობს გამოძიება და თქვენ მიერ დასახელებული პირები გამოიკითხნენ პროკურატურაში,  დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით“,_გვითხრეს მთავარ პროკურატურაში. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, გაფლანგვა _ როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ყოფილ მინისტრებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და შედეგების შესახებ საზოგადოებას უმალვე ... ...
  • ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზეც მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის გარე პერიმეტრზე, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა. საქართველოს მასშტაბით, ტყისპირა პერიმეტრებზე „მოიზიდე და გაანადგურე“ ტექნოლოგიის სადგურები განლაგდა, რაც უზრუნველყოფს ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მავნებლის გავრცელების შემცირებას. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები. მერაბ ჭანუყვაძე: „სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს კვლავ აქტიურად აგრძელებს. კერძოდ, ტყის გარე პერიმეტრზე მიმდინარეობს აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება. გურიაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის გარე პერიმეტრზე, ჯამში 15 ათასამდე ფერომონი დამონტაჟდა. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს სიმინდის საყანე ფართობების შეწამვლაც. ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ აღნიშნული სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება“. ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიული რუკაზე და ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით, იგეგმება ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია. ... ...
  • “დაბრძანდით, ერთი დაბრძანდით“ - საკრებულო სხდომა ხმაურით დაიწყო“დამნაშავეები სხედხართ ახლა საკრებულოს დარბაზში და არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებთ“, _ თქვა საკრებულოს დეპუტატმა დავით მჟავანაძემ საკრებულოს მორიგ სხდომაზე. “ნაცმოძრაობის“ წევრები დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვდნენ “ქართული ოცნებისგან“, რასაც მცირეხნიანი კამათი და დაპირისპირება მოჰყვა. ამავე თემაზე: "ნაცმოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნაცმოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. დეპუტატმა დავით მჟავანაძემ სხდომაზე კითხვა დასვა _ იღებს თუ არა პასუხისმგებლობას დეპუტატ ბესო ქათამაძის სცემის ფაქტზე "ქართული ოცნება"? ასევე, დაინტერესდა, სად იმყოფებოდა საკრებულოს თამჯდომარე. "ეს ადამიანი გაურბის პასუხისმგებლობას. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით", _ თქვა მჟავანაძემ. "ბატონი დავით დარჩია იმყოფება თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტზე და ამის გამო არ ესწრება სხდომას", _თქვა დარჩიას მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მცირე კამათის შემდეგ  "ნაცმოძრაობის წევრებმა" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ... ...
  • "დაველოდოთ გამოძიებას" _ ჰქონდა თუ არა პროკურატურას შეკითხვები ნოდარ ჯავახიშვილთან (ექსკლუზივი)საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში დაიბარეს. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებსა და შესყიდვებზე ჰქონდა: "ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს“, _  განაცხადა ალავიძემ. ყოფილ მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია და არ ის უთქვამს, კონკრეტულად რას იძიებს პროკურატურა მისი წინამორბედის, ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილეა. ნოდარ ჯავახიშვილი კი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები არ ჰქონია: _ თუ ჩემს პერიოდს შეეხებოდა, მე დამიბარებდნენ. არავის არ ჰქონია ჩემთან მსგავს საკითხზე შეკითხვები. ასეთი რამ როდესმე გაგიგიათ? _  საქართველოში, იმ უსამართლობის პერიოდშიც კი, რაც გვქონდა, არ ყოფილა, რომ სხვის საქმეზე სხვა დაებარებინოთ დაკითხვაზე, _ აღნიშნა ჯავახიშვილმა. _ ბატონო ნოდარ, ხართ პირადად პასუხისმგებელი ყველა იმ პროექტზე და შესყიდვაზე, რომელიც თქვენი მინისტრობისას გახორციელდა? _ რასაკვირველია ვარ, მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში. _ თქვენ ხართ აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. შეგიმოწმებიათ თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა მაშინ, როცა ის ალავიძეს ებარა? _ არა. მე მორალური უფლებაც არ მაქვს იმ სისტემის აუდიტი ვატარო, სადაც თვითონ ვმუშოაბდი. ამიტომ, ეგ ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდის. მართალია, აუდიტის სამსახურმა შეამოწმა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგრამ მე შეგნებულად არ ვინტერესდები ამ თემით. _ ალავიძის მუშაობას როგორ აფასებთ? _ რამდენადაც თქვენგან გავიგე, მიდის გამოძიება და ჩემი  შეფასება აღარ არის საინტერესო. გვაქვს საშუალება დაველოდოთ გამოძიებას და იმის შეფასება მოვიღოთ. _ როგორც ყოფილ მინისტრს და სფეროს მცოდნეს, გქონდათ კითხვები ალავიძის მინისტრობის დროს გახორციელებულ პროექტებზე? _ ნამდვილად არ ვუყურებდი მაგას. მე ვუყურებდი მაშინ, როცა მინისტრი ვიყავი. _ ბატონო ნოდარ, ალავიძის მინისტრობისას სამინისტროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ის ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც თქვენ დროს... ნუთუ არ დაინტერესებულხართ და სიტუაცია არ მოგიკითხავთ? _ მერე? მე მინისტრის პოსტი რომ ჩავაბარე იქ დამთავრდა ჩემი შეფასება სამინისტროს მართვასა და შეფასებაში, _ გვითხრა ნოდარ ჯავახიშვილმა. ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი გამოძიების მიმდინარეობაზე ზურა ალავიძისგან გაგვეგო, თუმცა, ყოფილმა მინისტრმა "გურია ნიუსის" ზარებს არ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე...

ხუთი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე

კუბომედუზა _ უდავო ლიდერი, ყველაზე...

უკვდავების გასაღები

ადამიანი ოდითგან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ...

სიძუნწე დაავადებებს იწვევს

დადგენილია, რომ ძუნწობასა და სნეულებებს...

ქალთევზა _ მითი თუ სინამდვილე

უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს უამრავი...

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი

ბრიტანელი ბენ ლი, რომელიც ვიოლინოზე...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...