იმერული ამბები

ისტორია

იმერული ამბები

2019 სექ 16 17:19:02

1926 წელს ნიუ-იორკში, ბრუკლინის მუზეუმში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე დავით კაკაბაძის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, ისეთ ხელოვანთა გვერდით, როგორებიც არიან ვასილი კანდინსკი, ჟან არპი, მარქს ერნსტი, ჯორჯ დე კირიკო, ხუან მირო, პაბლო პიკასო, ჯინო სევერინი, პიტ მონდრიანი და სხვები. აბსტრაქტული ხელოვნების ამ გამოფენას ცნობილი მეცენატი და თანამედროვე ხელოვნების შექმნის აქტიური მონაწილე ქეთრინ დრაიერი ხელმძღვანელობდა. სწორედ დრაიერმა შეარჩია გამოფენისთვის დავით კაკაბაძის ნამუშევრები. იგი კაკაბაძის შესახებ წერდა: ხელოვანმა „მიაღწია რიგ შესანიშნავ შედეგებს სკულპტურაში, სკულპტურულ რელიეფსა და ფერწერაში, როგორც აკვარელით, ისე ზეთით. ის იყო იმ პირველ ხელოვანთა შორის, ვინც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველმა შემოიტანა პოლიქრომია თავის აბსტრაქტულ სკულპტურულ ფორმებში“. დრაიერი იმასაც აღნიშნავდა, რომ დავით კაკაბაძის ნამუშევართა ორიგინალური, მომხიბვლელი სტილი განაპირობა საქართველოს უსაზღვრო სიყვარულმა, რომელიც ჩანდა არა კაკაბაძის ნამუშევრების გამოსახულებათა თუ სიუჟეტის თავისებურებაში, ეთნოგრაფიულ თუ ისტორიულ პეიზაჟებში, არამედ მის მიერ გამოყენებულ ფორმასა და ფერის ხასიათში. (ეკატერინე მეტრეველი, ჟურნალი ,,ჩემი სამყარო”). აი, ასეთ უდიდეს ხელოვანს კომუნისტები ფორმალისტს უწოდებდნენ, სამხატვრო აკადემიიდან აგდებდნენ და ყოველნაირად ხელს უშლიდნენ საქმიანობაში.

1913 წლის ივნისში, რომანოვების დინასტიის გამეფების 300 წლისთავის გამო, ქუთაისის სათათბირომ გადაწყვიტა ახლად გახსნილ საავადმყოფოს დარქმეოდა ,,რომანოვების გვარის საავადმყოფო”, ქალაქის უღარიბეს მოსახლეობას საჩუქრად დარიგებოდა 300 მანეთი, ქალაქის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები განთავისუფლებულიყვნენ სასწავლო წლის მეორე ნახევრის სწავლის ქირის გადასახადისაგან, მცირე შემოსავლის მქონე გადასახადის გადამხდელებს, სამი ათასი მანეთის საერთო ოდენობით ჰპატიებოდათ ბეგარა, მოეწყოთ ილუმინაცია და საზეიმო წირვა-ლოცვა ხმოსანთა მონაწილეობით.

ყველას ახსოვს კლასიკად ქცეული ფილმი ,,დაკარგული სამოთხე”. თუ ასეა, ლაზარიას მამალიც გეხსომებათ. მამალი ეკუთვნოდა ვინმე ნანუშა ჭრელაშვილს. გადაღებების დროს ეს მამალი შეუძლოდ გამხდარა (რა ჭირდა ამის შესახებ მედიცინა და დოკუმენტები დუმან), ამიტომაც გადაღებები შეუწყვეტიათ და როგორც ჯგუფის ნაღდი წევრი თბილისში გააქანეს სამკურნალოდ. მკურნალობის შემდეგ, საღსალამათი მამალი ისევ დააბრუნეს ბაღდათში და გადაღებები გაგრძელდა.

სოფელ ქარჩხაბში ყოფილა ჩასიძებული ოჩბელი აზნაური კონსტანტინე ჩხეიძე. ის ამიერკავკასიის რკინიგზაზე ერთ-ერთი პირველი მემანქანე ყოფილა. სიმპატიური, წარმოსადეგი, სწორნაკვთებიანი, ევროპულად ჩაცმული. ერთხელ ორთქმავლით რომ მიდიოდა, არწივს მოჰკრა თვალი, გადმოიღო თოფი, რომელსაც ყოველთვის თან დაატარებდა, გაქანებული მატარებლიდან დაუმიზნა, ესროლა და ძირს ჩამოაგდო. შემდეგ ვითომც არაფერიაო, გააჩერა მატარებელი დ ჩამოვიდა მოკლული ნადავლის ასაღებად. განრიგს არ დაგიდევდათ და არც არასოდეს აგვიანებდა, თურმე გიჟივით დააქროლებდა მატარებელს და ეს ყველამ იცოდა - ეს ჩხეიძე მართავს ორთქმავალსო! ის ახალგაზრდა - ოცდაჩვიდმეტი წლისა გარდაიცვალა.

,,ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ქუთაისი, მის ხსოვნაში ზმანებად რჩება ამ ქალაქის ნაზი გაზაფხულისა და ლამაზი ქალების სურათი, მწვანე იმერეთო! საუკუნეებით ჟღერდა ჩონგური შენს სადიდებლად, მაგრამ მხოლოდ აკაკის ათქმევინა დიდი ქებათ-ქება და იქამდის, ვიდრე შენი ლამაზი ასულნი ხიბლავენ შენს ვაჟებს, ვიდრე რიონი მოშხუის მწვანე ხეობით და მისი დაუდეგარი ტალღები მიისწრაფიან შავი ზღვისაკენ, ცოცხალი იქნება აკაკის სიმღერაც”. _ არტურ ლაისტი.




 ახალი ამბები
  • კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა _ ბოლნისის მერიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა. მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს ... ...
  • 25 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან და თაფლი საჩუქრად მრევლს დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზიარების შემდეგ მრევლს თაფლი დაურიგდა. საჩუქარი მრევლმა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით მიიღო. "ეს ის მცირედია, რითაც გვინდოდა, გაგვეხარებინეთ. ისეთ სიტკბოებას გისურვებთ ცხოვრებაში, როგორი ტკბილიც თაფლია", _ მიმართა მეუფე იოსებმა მრევლს. 25 წლის წინ 7 აპრილს მიტროპოლიტი იოსები შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად ... ...
  • პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე ... ...
  • კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს _ ლევან რატიანიკორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან ... ...
  • თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტაკორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. „ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...