,,ინგლისელებმა ბურთი და შავი ქვაი ერთად წეიღეს იქინე და დაარქვეს რეგბი"

gurianews.com

ისტორია

,,ინგლისელებმა ბურთი და შავი ქვაი ერთად წეიღეს იქინე და დაარქვეს რეგბი"

2017 სექ 1 11:25:40

,,ინგლისელებმა ბურთი და შავი ქვაი ერთად წეიღეს იქინე და დაარქვეს რეგბი”, – ამბობს შუხუთელი შაკო ორაგველიძე, დოკუმენტური ფილმის ,,ლელოს შემობრუნება” (1984) წამყვანი და მთავარი გმირი. ბურთში ის ლელოს გულისხმობს, ხოლო სინამდვილეში ,,მოგვპარეს” თუ არა ინგლისელებმა ლელობურთი, ეს კიდევ დასადგენია...

,,ლელოს შემობრუნება” ჩემი და პაატა ტაბაღუას სადიპლომო ნამუშევარია. ფილმის სცენარისტი და სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი რეჟისორი ლერი სიხარულიძე გახლდათ, რომელმაც ახლადგამოჩეკილ რეჟისორებს ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობის შანსი მოგვცა. ფილმზე მუშაობისას ლანჩხუთის რაიონი და მისი გამორჩეული მცხოვრებლები გავიცანი (რა ჯობდა იმნაძნებში, ორაგველიძნებში, ფირცხალაიშვილებსა და სხვა ოჯახებში ქეიფს) და რაც მთავარია – ის, რაც ხუთი წლის განმავლობაში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას ჩემი პროფესიით ვერ ან არ შევისწავლე, ფილმის გადაღებისას, პრაქტიკული მეცადინეობისას ავინაზღაურე და ახლა თუ რეჟისურაში რაიმე გამეგება, ეს ყველაფერი ლერის დამსახურებაა.

,,ლელო” უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გატანას ნიშნავს, ძველად კი თურმე ლელობურთის მაგვარ თამაშს კილაშურს ეძახდნენ. ნ. ღოღობერიძის ცნობით, ბახვში ზოგიერთი ლელობურთს ,,ზედაურ-ქვედაურობას” ეძახდა. სერგი ჟღენტის ,,გურულ კილოში” ვკითხულობთ: ,,...გაჩთა მიორეხელ კიდომ თამაშობა. ქვედაბახველები ცოტა იყვენ: საცხა წასული იყვენ დღეობაზე. ზედაბახველები ბეური იყვენ. იშონეს დროი და წაგუართუენ ბულთი. გეიქცენ და მივსდევთ. რომ დევედევნეთ, დაგვიჭრენ აი თუთხმეტი კაცი და ზრუგზე შესმული წაგვიყვანენ კარქა მანძილზე. ზედაბახველებმა ჩვენზე თქუენ: ევიყვანოთ და კანცელარიაში დავანწყვტიოთო. ამ დროს ანტონა ნაკაიძემ მეიგდო ბულთ ხელში და გუუწვა ბაღდადისკენ, მარა მისი დაწევა აღარ იქნა. ბახვში ატანილი ბულთი ქე დააბრუნა ანტონამ”.
აპოლონ წულაძის მიხედვით ლელოს, იგივე გატანიე ბურთს თამაშობდნენ ორგვარს: ,,ღლეტით” და ,,არა ღლეტით” ან ,,უღლეტია”... ბურთის ტყავი სპეციალურად იკერებოდა (და დღესაც ისევე იკერება) და შემდეგ ივსება რიონის სილით და ნახერხით, ამიტომაც ბურთი იწონიდა დაახლოებით ერთ ფუთს (16 კილოგრამს). სავარაუდოდ, ბურთი ყოველთვის ასეთი მძიმე არ ყოფილა, რადგან ხშირად, როცა ლელოს თამაში მდინარის პირას მიმდინარეობდა, მოთამაშეთა ის მხარე, რომლის ლელო მდინარის ქვემოთ იყო, სპეციალურად აგდებდა ბურთს წყალში, რათა დინებას ის რაღაც მანძილზე წაეღო. ბურთი მძიმე რომ ყოფილიყო, ის ხომ აუცილებლად ჩაიძირებოდა. აპოლონ წულაძის მონათხრობის მიხედვით ,,ხშირად, რომ ბურთი მდინარეში ჩავარდებოდა, ბურთის თამაშით დამთვრალი, გაბრუებული მოთამაშეებიც წყალში ჩაყვინთავდნენ, აბა, ღობეს ვინ ერიდებოდა - ,,პინტრიშით” გაჰქონდათ, ეზოს ზიანს აყენებდნენ, მაგრამ ზარალის ანაზღაურებას არავინ მოითხოვდა...”

გადმოცემის თანახმად, სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე შიგ აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა ალადასტურის, თაფლის, ბროწეულის წვენის და კიდევ სხვადასხვა ინგრედიენტების ნაზავია. ამ ნაზავს მოთამაშეებს თამაშის წინ ასმევენ, რადგან ის, როგორც ამბობენ, ადამიანს ძალას და გამბედაობას მატებს. ამ ტრადიციას არც დღევანდელი ლელობურთელები არღვევენ (უნდა გავამხილო, რომ ჩვენს ფილმში ნაჩვენები ზოგიერთი რიტუალი ბუნებაში არ არსებობდა, ის ლერის მოგონილია; რომელი, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ხალხმა ის სახალხო რიტუალად აქცია, ეს კი ბევრის მანიშნებელია).

ლელობურთის თამაში აღდგომის დღესასწაულზე იმართებოდა, მაგრამ კომუნისტების დროს თამაში პირველ მაისს დაამთხვიეს (ერთი ჯურუყვეთელი გლეხის გამოთქმა რომ ვიხმაროთ - ,,აღდგომის მოადგილეა პირველი მაისიო”). თუმცა, აღსანიშნავია, რომ თურმე გურულებსა და მეგრელებს შორის, ანუ კუთხეებს შორის შეჯიბრი–თამაში ყოველ წელს ფოთში იმართებოდა პირველ მაისს. ერთ ასეთ თამაშს აღწერს ,,კვალი” (#20, 1897): ,,მუდამ ხმა დადიოდა 1 მაისი ფოთელებისათვის მეტად შესამჩნევი დღე არისო... აქ ჯიბრობით ბურთაობა სცოდნიათ მეგრელებსა და გურულებს... ნაშუადღევს 4 საათზე ბურთი გაგორდა და ზედ მეგრელების შტვენა-კიჟინას საზღვარი არ ჰქონია. კაციან-ბურთიანად უეცრად უნდა მიეტანათ ლელოზე, მაგრამ შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა... და ნახევარი საათის განმავლობაში ბურთი ლელოზე მიარბენინეს. გულდაწყვეტილი მეგრელები ერთმანეთს ებაასებოდნენ: ,,დევიღუპეთ კოჩი, გურულებმა მორჯგინესო”.

ლანჩხუთში, კერძოდ კი სოფელ შუხუთში, თამაში სოფლის შუაგულში, ზედ საავტომობილო ტრასასთან მდებარე ცაცხვის ქვეშ იწყება და როგორც ჩვენი ფილმის გმირი იძახის – ტრასა, უკაცრავად ვარ, მარა იკეტება. მოწინააღმდგეთა მიზანია ლელო საკუთარ მხარეს გაიტანონ – ქვემოურებმა ჟორდანიას ღელეში, ზემოურებმა კი ე. წ. ,,უკან ღელეში” (ჩოხატაურლები ლელობურთის განკუთვნილ ადგილს ,,სათამაშო ეწერს” უწოდებდნენ).

ვლასა მგელაძე ასე აღწერს ლელობურთის თამაშს: ,,დაჩაქურებულ, დაკოტავებულ მობურთალების შუა გუგუნავების ეკლესიის კარის მიძღვარი იდგა, რომელმაც მთვარესავით დიდი, მრგვალი ბურთი აკურთხა. ბურთი მოხუცებულ მამა-შვილმა ზევით ააგდეს და წრიდან გავიდენ, მაყურებელთა შორის დადგენ (ჩვენ ფილმშიც ბურთი თამაშში არა საეკლესიო პირს, როგორც ახლა ხდება, არამედ ვეტერან ლელობურთელებს – კოსტა ორაგველიძეს და გირგოლ აფხაძეს შეაქვთ – ი.მ.). როგორც მწევრები ბუჩქიდან გამოვარდნილ კურდღელს, ისე მიესიენ გურულები ბურთს და შეიქნა ბდღვნა, ღლეტა, ყვირილი, ყიჟინა...”

ვლასა მგელაძის მიხედვით მობურთალები ლამის ყაბალახ-ჩაქურებში გამოწყობილნი თამაშობდნენ, შეიძლება ზოგჯერ ასეც იყო, მაგრამ როგორც წესი, მოთამაშეები ძველ ტანსაცმელს იცვამდნენ, ანდა წინასწარ ტილოსაგან იკერავდნენ, რათა ამ ორომტრიალში ტანზე არ შემოეგლიჯ-შემოეხიათ ყოველდღიური ტანსაცმელი.
ახლა აპოლონ წულაძეს მოვუსმინოთ: ,,...მოქიშპე მხარეები ცდილობენ ბურთი ხელთ ეგდოთ და გაქცეულიყვნენ ლელოსაკენ, მოწინააღმდეგე გამოუდგება.... ცხადია (ყოველი მხარე) ცდილობს თავისი ლელოსკენ წაიღოს ბურთი... მეტად კარგი საყურებელი და წარმტაცი თამაში ერთი სოფლის ცოლიანებისა და უცოლოების შეჯიბრება იყო... უცოლოები გაიხდიდნენ ჩოხას, შემოიხსნდნენ ქამარ-ხანჯალს, გადასცემდნენ გასათხოვარ ქალიშვილებს, ქალიშვილები ჩოხას კაბაზე გადაიცვამდნენ, ქამარ-ხანჯლით ვაჟურად მოირთვებოდნენ... ახალმოყვანილებიც ასევე მოირთვებოდნენ თავიანთი ქმრების ჩოხა-ქუდით, ქამარ-ხანჯლით. ქალებიც ბურთის მოთამაშეებს დასდევდნენ და თავისიანებს ამხნევედნენ, გასათხოვარი – უცოლოებს, გათხოვილები ქმრებს... შეუძახებდნენ: აბა, ბიჭებო, თქვენ იცით, მარჯვედ იყავით, თვარა თუ მაჭამეთ სირცხვილი და ,,ყაზილარებმა” გაჯობათ, ქალები გაგექცევათ, აბა, ბიჭებო! არ გაჯობოს ცოლიანებმა, თვარა, უცოლოდ დარჩებით და სხვა.”
ცნობილია, რომ ლელობურთში ხანდახან გურული ქალბატონებიც მონაწილეობდნენ. ისტორიამ შემოგვინახა მათი სახელები: ელპიტე გოგოლაშვილი, ათინო ბაჯელიძე, ელისაბედ ანდღულაძე, ლისა შავიშვილი...

თამაშის მსვლელობისას აკრძალული იყო წესების დარღვევა, როგორიცაა მოწინააღმდეგის ფიზიკური შეურაცხყოფა თუ გინება, მაგრამ აზარტში შესულ გურულებს ძალიან ხშირად წესების დაცვა ავიწყდებოდათ, იყო ერთი გაწევ-გამოწევა და ხელჩართული ჩხუბი... ლელოს თამაშის დროს თუ ვინმე წაიქცა, თამაში ჩერდება. ხშირად წაქცეული - ბურთის, ამ ,,განძის” ბედნიერი და ამავე დროს საცოდავი მფლობელია, რადგან მას ზემოდან მოთამაშეების რამდენიმე იარუსი აწვება. მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს ბურთის წართმევას, მომხრე კი მოთამაშის ბურთიანად ან მხოლოდ ბურთის გათავისუფლებას. თამაშის შეჩერებისას მოთამაშეები ხელების მაღლა აწევით აფრთხილებენ ყველას. ,,იყო ყვირილი: ,,გაშალეთ ბურთი! – ნუ იღლიტებით! არიქა დაიხჩვა კაცი, გეიშალეთ!” ფეხით გამოათრევდნენ თავპირ დასისხლიანებულ გულშეღონებულ მობურთალს, მარა მაგიორ ათი შედიოდა შეკრულ წრეში ბურთის გამოსატანად, გამოსაღლეტად.”
თურმე ხანდახან მოთამაშეები ეშმაკობასაც მიმართავდნენ –ორომტრიალში ჩუმად გააპარებდნენ ბურთიან კაცს, რომელიც, თუ გაუმართლებდა, საკუთარ ლელოში გაიტანდა ბურთს, მაგრამ ვაი მისი ბრალი თუ ,,შპიონს” შეამჩნევდნენ, მას გახურებული გურულების უზარმაზარი მასა ისე დაედევნებოდა, როგორც ფუტკრების გუნდი დედა ფუტკარს...
ყოფილა შემთხვევები რომ ბურთი შუაზე გაუჭრიათ: ,,შეიქნა ყვირილი: ბურთი გასჭრეს, ბურთიო! და, თავპირ დასისხლიანებული, ტანისამოს შემოხეულ-შემოწეკვილი ხალხი ზე წამოდგენ, წრე დაიშალა, ბურთაობა გათავდა.”

ზოგიერთ რაიონში ლელობურთში ცხენოსნებიც იყვნენ ჩართულნი. ისევ სერგი ჟღენტს მოვუსმინოთ: ,,აქანე ტევრში დიდი თამაშობა იცოდენ. ქვედაბახვს ორი საზოგადოება რომ მოსულიყო, ბულთს ვერ წაართუმდა. ერხელ ესოფ ქიქოძემ მეინდომა, ცხენით წიეღო ბულთი, მარა არ გაატანენ. ცხენზე რომ იჟდა და მიაჭენებდა, დიეწია აგია თენეიშვილმა, შამუახტა ცხენზე, გადმუაგდო ძირს. შეიქნა ნამეტარი ბდღვნაი, ნამეტარი წეკვა, მარა ქვედაბახვს მაინც ვერ წაართუეს ბულთი”.

თამაშის დამთავრების შემდეგ გამარჯვებული მხარის წარმომადგენლები, დამარცხებულებთან ერთად, მიდიან რომელიმე ახლადგარდაცვლილი ახალგაზრდას საფლავზე, ბურთს დებენ საფლავის ქვაზე, პატივს მიაგებენ და შესანდობარს შესვამენ (სავარაუდოდ, ეს უფრო გვიანდელი რიტუალია, რომელმაც ფეხი, ალბათ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიკიდა). დღესაც რომ გახვიდეთ სასაფლაოზე, იქ ნახავთ საფლავებზე დადებულ ბურთებს, რომელთაგან ზოგიერთი ჟამთასვლამ ლამის მთლიანად გაანადგურა...

მახსოვს, როცა ფილმი მოსკოვში შაბოლოვკაზე ჩასაბარებლად და დასამტკიცებლად ჩავიტანეთ (კომუნისტების დროს კი, როგორც ,,ოქროს ურდოში” ისე ჩადიოდა ლამის ყველა პროფესიის ადამიანი, რადგან რუსებისაგან უნდა მიგეღო ,,დაბრო”, თორემ სხვა შემთხვევაში ფილმს თაროზე შემოდებდნენ), სეანსის დროს ჩემს უკან რამდენიმე რუსი იჯდა და ერთმანეთს ეჩურჩულებოდა. როცა ლელობურთის თამაშს ადევნებდნენ თვალყურს, ერთმა მეორეს გადაულაპარაკა: Если эти грузины так умеют играть, то как они смогут воевать  - თუ ამ ქართველებმა ასე იციან თამაში, მაშინ როგორი ბრძოლა ეცოდინებათო... საბოლოოდ, ფილმი გარკვეული ხნით შემოდეს თაროზე, ამას ვერც კოტე მახარაძის უბადლო რუსულმა გახმოვანებამ უშველა და აკრაძალვის საბაბად ანტიალკოჰოლური კამპანია დაასახელეს – ფილმში კი ბლომად იყო ღვინოსთან დაკავშირებული, სარიტუალო თუ ყოფითი სცენები.

ასეა თუ ისე, ერთი რამ უდავოა - ლელობურთი არასოდეს ყოფილა ხალხისთვის მხოლოდ გართობის საშუალება. ისტორიულმა საჭიროებებმა და გარემოებებმა, აგრესიული მეზობლებით გარშემორტყმულმა სივრცემ გამოიწვია აუცილებლობა საქართველოში და კერძოდ, გურიაში საწვრთნელ ელემენტებზე აგებული აქტიური თამაშების დამკვიდრებისა, როგორიცაა ლელობურთი, ჭაკუნობა, ხელგაკვრიე, მაია, ფირალობიე, და მრავალი სხვა. ტ. მამალაძე საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ ,,თამაშთა გავლენა ჩანს ამ კუთხის მცხოვრებთა ხასიათზეც. გურულები მოქნილები, ცქვიტები, გამბედავები, საზრიანები, გონებამახვილები არიან. ამ თვისებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო გურულებისათვის საყვარელმა თამაშებმაც...” ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ წინაპართა მიერ დანერგილი და შემონახული ეს თამაშობანი არ დავკარგოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ.

გამოყენებული ლიტერატურა:
სერგი ჟღენტი, ,,გურული კილო”, 1936.
აპოლონ წულაძე, ეთნგრაფიული გურია, თბილისი, 2009.
Мамаладзе Т., Народные обычаи и поверья гурийцев. Тифлис, 1893 г.
ვლასა მგელაძე, მოგონებები, წიგნი მეორე, პარიზი, 1972.
გურია მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბილისი, 1980.


ნახვა: 840


 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 24 მაისის შეწყალების აქტით, 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ  დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა. ქორიძის განმარტებით, შეწყალებულებიდან საპატიმროს 84 დღესვე დატოვებს. 54 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სულ 1347 მსჯავდებულის საქმე განიხილეს. რაც შეეხება იმ მსჯავდებულებს, რომლებიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიან, ასეთი 216 საქმე განხილვაშია, თუმცა მორატორიუმის გამო კომისიამ მათი განხილვა დროებით გადადო.  ცნობილია, რომ  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე, 3655 მსჯავრდებული შეიწყალა. ბოლოს, პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი კრიტიკის მიზეზი აპრილში, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკლელობის შემდეგ გახდა, მკვლელობა წარსულში ნსამართლევმა და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა ჩაიდინა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებასთან ... ...
  • ,,ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება“_ ჭიჭინაძე ბრალდებებს პასუხობსმმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობდეს. ჭიჭინაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არამართლზომიერია. ჭიჭინაძე სამართალდამცველების მხრიდან  ნარკოტიკების ე.წ. ჩადების პოლიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკები, შესაძლოა, მხოლოდ ისეთ ადამიანს ჩაუდონ, რომელიც კრიმინალად არის მიჩნეული. ,,როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და რომელიმე მაღალჩინოსნის მიმართ ასეთი ბრალდებები გააჟღერო.  ნარკოდანაშაულის მფარველობა არის უდიდესი დანაშაული, ამიტომ ამ თემაზე  კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება. ეს არამართლზომიერი და არაადეკვატური ბრალდებაა. პირდაპირ გეტყვით, თქვენ იცით, რომ ვისაც იჭერენ, იმაზე ამბობენ ჩაუდესო, საზოგადოებაც ძალიან სცოდავს, რადგან სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, თითქოს შს სამინისტროს შეგნებულად  ჩადის დანაშაულს და ვიღაცებს უდებს. არ შეიძლება,  შს სამინისტრო, ვისაც  ქუჩაში დაინახავს, ყველას უდებდეს. შესაძლოა, რაღაც მომენტში ჩადება არსებობს, მაგრამ ეს იმ მომენტში შესაძლებელია მოხდეს, როდესაც ადამიანი კრიმინალად არის მიჩნეული. ამერიკა ომს აწყობდა და ისე ებრძოდა ნარკოგამსაღებლებს, თუ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსკენ მივისწრაფით, დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ნარკორეალიზატორებს“,_ გვითხრა ... ...
  • აქცია ლანჩხუთში ავტობანზე მომუშავე კომპანიის წინააღმდეგამ წუთებში ლანჩხუთში, ლესა-ნიგვზიანის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე აქციას მართავს  ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა. როგორც ისინი „გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, მათ პრეტენზიები აქვთ ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ იტალიურ ფირმა „ტოდინისთან“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მათი საყანე ფართობების ღობეები დააზიანა და თუ ხარვეზი არ გამოსწორდა, შემოდგომაზე მოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. „ჩვენი სოფლის საყანე ფართობები სწორედ იმ ტერიტორიაზეა, რომელი გზითაც აღნიშნული კომპანია სარგებლობს ავტობანზე მუშაობისას. 300 ჰექტარი უკვე დახნულ-დათესილი გვაქვს, მაგრამ თუ ყურადღება არ მოგვაქციეს, მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება. ვითხოვთ „ტოდინიმ“ ან მათ მიერვე დაზიანებული ღობეები შეგვიკეთონ, ან დარაჯი დააყენონ, რომ საქონელი არ შევიდეს ყანებში“, _ ამბობენ აქციის მონაწილეები. აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და სოფლის მაჟორიტარი, სპარტაკ კვაჭაძეც იმყოფებოდა. „ჩვენ მოსახლეობისგან მომავალი კვირის სამშაბათამდე ვითხოვეთ ვადა. დიდი ალბათობით, შევთანხმდებით, რომ საყანე ფართობებთან, სადაც ღობეებია დაზიანებული, დარაჯი დადგეს, რომ ნათესებში პირუტყვი არ შევიდეს, _ გვითხრა ... ...
  • ,,ნარკორეალიზატორებს ხელისუფლებაში ძლიერი მფარველები ჰყავთ“_ ძაბირაძე ნარკოპოლიტიკაზეპოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საუბრისას აცხადებს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მომხმარებელთა რაოდენობას შეამცირებს. ამასთან, ძაბირაძის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობს და ხელს აფარებს. პოლიტოლოგი  ხელისუფლებას  მოუწოდებს ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი რეგულაციები გაატაროს. ,,ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, ალბათ, სწორი ნაბიჯი იქნება, მაგრამ უფრო შორს წასვლა, მგონია, რომ დაუშვებელია. ვფიქრობ, პარალელურად რეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გამკაცრდეს. ვერავინ  დამაჯერებს, რომ შს სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია სარფიჭალაში მყოფ ბარიგებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ  ნარკოტიკების გავრცელებას და მის ტრანზიტს  ხელისუფლება მფარველობს, იგივე ბრალდება ისმოდა ,,ნაციონალების“ მიმართ. რეალურად ნარკოტიკების ტრანზიტი ყოველთვის იყო და დღესაც ხდება, რასაც ძალიან ძლიერი მფარველები ჰყავს. ხელისუფლებას თუ უნდა ნარკორეალიზატორების მფარველობასთან დაკავშირებით ეჭვი გაქარწყლდეს,  ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იქნება, რომ ნარკორეალიზატორბეის წინააღმდეგ დაიწყოს სერიოზული ბრძოლა“, _ გვითხრა ... ...
  • "მიხელ სააკაშვილი უარს ამბობს დაქირავებულ ადვოკატზე _ არ სურს ჩართული ვიყო პროცესში"ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კერძო ადვოკატი აღარ დაიცავს. სასამართლო სხდომაზე დღეს სააკაშვილის ინტერესების დამცველი გიორგი ჩივიაშვილი დასკვნითი სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა ადვოკატმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან პოზიციის შეთანხმების შემდეგ, მას კერძო ადვოკატი აღარ სჭირდება. “საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იქნა შეფასებული პოლიტიკურ დევნად.  მიხელ სააკაშვილი უარს ამბობს დაქირავებულ ადვოკატზე, ეს მისი პოზიციაა, არ სურს, რომ ჩართული ვიყო პროცესში. მე აღარ წარმოვადგენ ამ საქმეში მის პოზიციებს”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. პროკურორის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. ... ...

არქივი

ზაფრანი

250 სინათლის წლის მოშორებით 5 მზიანი პლანეტა აღმოაჩინეს

კაცობრიობა აგრძელებს კოსმოსის საიდუმლოებების შესწავლას....

ამერიკა ჩინელებმა აღმოაჩინეს?

როგორც ჩანს, გეოგრაფიის და ისტორიის...

გაზიანი სასმელები ქალებში ინსულტს იწვევს

იაპონელმა ეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხშირად...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...