კადეტთა კორპუსის ისტორია

ისტორია

კადეტთა კორპუსის ისტორია

2018 დეკ 25 15:57:32

(გაგრძელება)კადეტთა კორპუსის შემადგენლობა ძალიან ჭრელი იყო. ვის არ შეხვდებოდით იქ: ქართველებს, სომხებს, ყაბარდოელებს, ოსებს, სპარსელებს, რუსებს, თათრებს და ა.შ. მათი ენაც განსაკუთრებული გახლდათ, ეს იყო ნაზავი სხვადასხვა ენიდან თუ დიალექტიდან ნასესხები სიტყვებისა, რასაც ემატებოდა თბილისური ,,სლენგი” და ასევე კორპუსში დაბადებული სიტყვები და გამოთქმები. მთავარია, ყოველი კადეტს, მათაც კი, ვინც ქართულს არ ფლობდა, მიაჩნდა ღირსების საქმედ, რათა რუსულად ესაუბრა ქართული აქცენტით.

კადეტთა კორპუსი საზოგადოებისა და პრესის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. აი, მაგალითად, ,,ივერიის” (1886, #59) ცნობით 1886 წელს თურმე კადეტთა კორპუსში 74 ქართველი ყმაწვილი სწავლობდა. გაზეთები რეგულარულად აქვეყნებდნენ კურსდამთავრებულ ქართველთა გვარებსაც. იგივე ,,ივერია” (1889, #110) იუწყებოდა: ,,კადეტის კორპუსში წელს სწავლა დაუმთავრებია 48 ყმაწვილს. ამათ შორის შვიდი ქართველია: ანდრონიკაშვილი, გაბაშვილი, ვახვახიშვილი, მანსვეტოვი, მახვილაძე, ციციშვილი და ერისთავი”. ისიც უნდა დავამატო, რომ ყველა კურსდამთავრებული სამხედრო კარიერას არ გაჰყოლია, ბევრი მათგანი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი დადგა.

კორპუსის იუბილესაც ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ ხოლმე. 25 წლის იუბილე კადეტთა კორპუსის ეკლესიაში იქნა გადახდილი, რომელსაც დაესწრო კავკასიის მთავარმართებელი გოლიცინი, გენერლები, პედაგოგები. პარაკლისი გადაიხადა ეპისკოპოსმა კირიონმა (,,ცნობის ფურცელი”, 1900, #1293).

ადგილობრივი თუ სატახტო ქალაქიდან ჩამოსული ინსპექტორებისა თუ მაღალი წოდების სტუმრების გარდა, კადეტთა კორპუსს უცხოელი სამეფო გვარის წევრებიც სტუმრობდნენ. ერთ ასეთი საპატიო სტუმრის მისვლას აღწერს გაზეთი ,,ივერია”  (1890, #88). როცა თბილისში ჩამოსული იყო იტალიის ტახტის მემკვიდრე პრინცი ვიქტორ-ემანული. მან სხვა დაწესებულებებთან ერთად კადეტთა კორპუსიც მოინახულა: ,,(პრინცი) ორ საათზე გაემგზავრა კადეტების კორპუსში, სადაც აგრეთვე დაუხვდნენ ამ სასწავლებლის უფროსნი. აქ მისმა უმაღლესობამ დაათვალიერა საწოლო ოთახები, კლასები, სადაც ამ დროს ეგზამენები იყო, და შემდეგ გავიდა კორპუსის ეზოში, სადაც უყურებდა კადეტების გიმნასტიკას და სხვ.”

შესამოწმებლად ჩამოსული ინსპექტორები ტფილისის კადეტთა კორპუსში დისციპლინისა და წესრიგის მაღალ დონეზე მიუთითებდნენ, მაგრამ მიუხედავად მშვენივრად დაყენებული აღმზრდელობითი მუშაობისა, კადეტთა კორპუსში ყოველთვის ყველაფერი რიგზე არ ყოფილა: ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს თუთუნის მოწევა იყო. საქმე იმაშია, რომ ბევრი ყმაწვილი, რომელსაც კორპუსში იღებდნენ, უკვე სიგარეტს ეწეოდა. ამ მავნე ჩვევეისგან გადაჩვევა კი, მკაცრი დისციპლინის მიუხედავად, ძალიან ძნელი იყო. მაგრამ ჩატარებული აღმზრდელობითი მუშაობის შედეგად სიგარეტის მწეველთა რიცხვი წლიდან-წლამდე კლებულობდა.

ენერგიით სავსე კადეტები, როგორც ახალგაზრდებს შეეფერებათ ისე ერთობოდნენ. მაგალითად, ყველა კლასს საკუთარი ფალავანი ჰყავდა და მათ შორის მუდმივად იმართებოდა შეჯიბრი ჩხუბში. კადეტებს საკუთარი უჩვეულო ,,ტრადიცია” ჰქონდათ - შენობის ფანჯრიდან დროშის გამოკიდვისა. ეს კი შემდეგში გამოიხატებოდა: კადეტს, რომელიც დროშის როლს თამაშობდა, ფანჯრიდან თავით ქვევით გამოჰკიდებდნენ, ამასთან ფეხისგულებზე უღიტინებდნენ, საცოდავი კადეტი ყვიროდა, ხელებს იქნევდა და შველას ითხოვდა. გოლოვინზე მიმავალი გაოგნებული ხალხი ტეხდა ერთ ვაი-უშველებელს, უყვიროდა, ლანძღავდა კადეტებს, ისინი კი აინუნშიაც არ აგდებდნენ მათ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მთავრდებოდა და პატარა ეგზეკუციის შემდეგ ,,ცოცხალ დროშას” ოთახში აბრუნებდნენ.

ერთხელ, კადეტთა დიდი ნაწილი მოიწამლა ნამცხვრებით:  ,,ორშაბათს 24 თებერვალს, ქალაქში ხმები გავრცელდა, კადეტთა კორპუსის მოსწავლენი საჭმლით მოიწამლენო. ხმები გამართლდა და გამოირკვა შემდეგი: კორპუსში 225 მოსწავლეა. ამათში 176 მოსწავლე კვირას, 23 თებერვალს, ნასადილევს ავად გახდა; დააწყებინათ ნაწლავების ტკივილი, პირის ღებინება და ფაღარათობა. მოსწავლენი ავად გახდენ სადილის გათავების შემდეგ 2-3 საათის უკან. სადილზე მოსწავლეებმა სჭამეს ალიხანოვის საკანდიტეროდან (ვორონცოვის ძეგლთან) მოტანილი კვერი ,,ნაპოლეონი”, რომელიც კრემისაგან იყო დამზადებული. (,,სასოფლო გაზეთი”, 1914, #8. სხვათაშორის, საკინდიტროს პირველი  პატრონი ჯერ კიდევ 1904 წელს რევოლუციონერმა ტერორისტებმა მოკლეს); იყო სუიციდის ფაქტიც: ,,ჩვენი გზის” (1907, #29) მიხედვით მე-7 კლასის მოსაწავლე ნიკ. ჟღენტმა თავი მოიკლა; ,,ჩვენი გაზეთი”  (1910, #11) აღწერს შემთხვევას, როცა სასწავლებელში წითელათი დაავადდა 65 მოსწავლე და კორპუსის ხელმძღვანელობა იძულებული იყო მოსწავლეები დროებით დაეთხოვა.

სწავლითაც ზოგიერთი კადეტი მაინცდამაინც თავს არ იკლავდა. არსებობს მოგონება მოსწავლე გიორგი ბაქრაძეზე, რომელიც ორი წელი იჯდა მესამე კლასში. ის საერთოდ არ სწავლობდა, სამაგიეროდ იყო კარგი მეთევზე, მებადური და მისი მაგიდის უჯრაში ყველაფერს ნახავდით სასწავლო წიგნებისა და რვეულების გარდა: ცოცხალი კუ, თევზაობისთვის საჭირო ნივთები... ის მუდამ რაღაცას ჩხირკედელაობდა, ხან ბადეს კემსავდა, ხან დახეულ ფეხსაცმელს კერავდა.... ერთხელაც გამოიძახეს დაფასთან და სთხოვეს მოეყოლა ,,ბაიორინიზმის” (XX საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც შეიქმნა ცნობილი ინგლისელი პოეტის ჯორჯ გორდონ ბაირონის შემოქმედების გავლენით; დამახასიათებელია რომანტიკული ინდივიდუალიზმი, ეროვნული განთავისუფლების იდეა, პოლიტიკური პროტესტი ფეოდალურ-მონარქიული რეჟიმის წინააღმდეგ და სხვა) შესახებ. ბაქრაძემაც, რომელიც პუშკინი მიაჩნდა ყველაზე დიდი პოეტად, არ დააყოვნა: ,,ვიცი მე, პუშკინი დიდი მწერალია, ზის, წერს და ამ დროს მოდის ეს ,,ბაირონიზმი” და ეუბნება მას: ესე დაწერე, ასე დაწერე. გადაშენდი აქედან! მე თვითონ კარგად ვიცი როგორ უნდა ვწერო, -პასუხობს მას პუშკინი”.  საბოლოოდ, ბაქრაძე სასწავლებლიდან გარიცხეს, მაგრამ ის მაინც გახდა ოფიცერი და პირველ მსოფლიო ომში დააჯილდოვეს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით.

დროთა განმავლობაში კადეტთა რიცხვი იზრდებოდა. 1914 წელს მათმა რაოდენობამ უკვე 421 ადამიანს მიაღწია. თავად შენობა გათვალისწინებული იყო 350 ადამიანზე. ამიტომ კავკასიის სამხედრო ოლქის ოფიცრებისა და ჩინოვნიკების თხოვნის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი შენობის აშენებისა, რომელშიც მოთავსდებოდა 500 კაცი. ქართველმა თავად-აზნაურობამ წინადადებით მიმართა იმპერატორს გამოეყო 20 დესეტინა მიწა ახალი შენობის აღსამართავად. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ჯერ პირველმა მსოფლიო ომმა და შემდეგ ბოლშევიკურმა გადატრიალებამ ეს გეგმები ჩაშალა. თავად კადეტთა კორპუსმა კი არსებობა 1918 წელს შეწყვიტა.

გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა” (1918, #1) იუწყებოდა, რომ  სამხედრო გიმნაზიაში (ყოფილ კადეტთა კორპუსში) სამხედრო პირთათვის გაიხსნა ქართული ენის კურსები. ,,22 ივლისს, საღ. 8 საათზე... შტაბის უფროსის ზაქარიაძისა და მორიგ გენერლის პოლკ. კაკაბაძის ინიციატორობით გაიხსნა ქართული ენის კურსები.... კურსების გახსნას დაესწრო სამხედრო მინისტრი გ. გიორგაძე, რომელმაც მიულოცა მსმენელთ საქმის დაწყება და მადლობა მოახსენა კურსების დამაარსებელთ და მასწავლებელთ”.

კორპუსის დახურვის შემდეგ შენობაში ვინ არ ბინადრობდა - ელექტროტექნიკურ მოწყობილობათა ინსტიტუტი, საერთო საცხოვრებელი, საბავშვო ბაღი და ბანკი.

მომდევნო წლებში კადეტთა კორპუსის შენობა კომუნალურ სახლად იქცა. იქ შეასახლეს უამრავი ოჯახი, რომელთაც საერთო სამზარეულო და ტუალეტი ჰქონდა. ამის თაობაზე გალაკტიონ ტაბიძე დღიურში წერდა: ,,სრულიად არ შვენის „კადეტების კორპუსს“, რომ ის საცხოვრებელი სახლია, გარდა ამისა სახლის ფართი რემონტს საჭიროებს”. 

აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე იხსენებდა: ,,ჩვენი პირველი ბინა თბილისში კადეტთა კორპუსის შენობაში იყო. ეს ის დიდი, ძველებური ორსართულიანი სახლია, რომელსაც მთელი კვარტალი უჭირავს რუსთაველის პროსპექტისა... XIX საუკუნის შუა ათეული წლების ნაგებობაა, რომელსაც მას შემდეგ არც უცვლია სახე. ჩვენი ბინა ქვემო მხარეს იყო - მესანგრეთა (ახლანდელი ძნელაძის)  ქუჩაზე, ბელეტაჟში. მეხსიერებაში განსაკუთრებით ჩამრჩა არაჩვეულებრივად ღრმა რაფები სარკმელებისა (მაშინდელი სახლების კედლები, თითქმის ყოველთვის, ძალიან სქელია), იმიტომ რომ ამ რაფაზე ,,მთლიანად” ვთავსდებოდი და ვთამაშობდი - ეს ჩემი ოთახივით იყო...

უზარმაზარი ეზო. უამრავი მდგმური - კადეტთა კორპუსის გაუქმების შემდეგ შენობის უმეტესი ნაწილი ბინებად გამოიყენეს, რუსთაველის პროსპექტის მხარეს კი ერთხანს განათლების კომისარიატი იყო მოთავსებული”.

კადეტთა კორპუსში მამაპაპურად გაკეთებული ავეჯიც იდგა, რომელთაგან ზოგი დაიტაცეს და ზოგიერთი კი, გაუგებარი მიზეზით, ეზოში გაიტანეს და დაწვეს. უზარმაზარი კოცონი იყოო, იხსენებდა ერთი თვითმხილველი. ასევე ამბობენ, რომ ერთ-ერთმა მფლობელმა, რომელმაც სარდაფის მოწესრიგება დაიწყო, იქ ადამიანის ძვლები აღმოაჩინა.

2005 წელს კადეტთა კორპუსის ყოფილი შენობა მხატვარმა ზურაბ წერეთელმა იყიდა. 2007 წელს დაიწყო შენობის რეკონსტრუქცია. ისტორიულ ნაგებობას საძირკველი, საყრდენი კედლები გაუმაგრეს, დაამონტაჟეს სავენტილაციო სისტემა, განათება და გათბობა.

შენობას შეუნარჩუნდა გარეგანი სახე. შიდა სივრცე მთლიანად გადაკეთდა და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გალერეა ახალი ტიპის საგამოფენო დარბაზებით. თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიზნით მუზეუმში გამოყოფილია საექსპოზიციო დარბაზი XXI საუკუნის თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოსაფენად. საგამოფენო სივრცის გამოყენება შეუძლია ყველა მსურველს - როგორც ქართველ მხატვრებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ხელოვანებს. მუზეუმში გამოყოფილია სივრცე საკონფერენციო დარბაზისთვის. მუშაობს სამხატვრო სალონი, რესტორანი ,,აკადემია”. შესაბამისად განახლებულია და საექსპოზიციოდ გამოყენებულია მუზეუმის ეზოც. შენობის ეზოში განთავსდა ზურაბ წერეთლის ქანდაკება ,,სიყვარულის ვაშლი”. ეს არის ბრინჯაოს 145 ჰორელიეფით ერთ კომპოზიციად შეკრული ცხრამეტრიანი დიამეტრის სიმაღლის საინჟინრო კონსტრუქცია.

 ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აკმაყოფილებს XXI საუკუნის თანამედროვე მსოფლიო დონის სტანდარტებს და გახდება ხიდი თანამედროვე ქართველი და უცხოელი ხელოვანების დაახლოების გზაზე.

 კადეტთა კორპუსის ქართველ კურსდამთავრებულ სამხედროთა სია:

1. ამალახვარი გივი ივანეს ძე, თავადი (25.04.1874 -15 ნოემბერი, 1943).

გენერალ-მაიორი (28 სექტემბერი, 1917) დაამთავრა 1894 წელს;

2.  ბენაშვილი ანდრო მიხეილის ძე (23.03.1867 - 28.06.1941).

გენერალ-მაიორი (02.04.1917) - დაამთავრა 1885 წელს;

3. გაბაშვილი ალექსანდრე გ. (09.01.1875-27.01.1937).

გენერალ-მაიორი (02.04.1917) დაამთავრა 1892 წელს;

4. გედევანიშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე, თავადი (16.02.1870 - 1933).

გენერალ-მაიორი (21 დეკემბერი, 1916) - დაამთავრა 1888 წელს;

5. დუმბაძე იოსებ ანტონის ძე (03.01.1865 - 1914 წლის შემდეგ).

გენერალურ-მაიორი (06.12.1913) - დაამთავრა 1882;

6. დუმბაძე სამსონ ანტონის ძე (02/02/1986 - 1919 წლის შემდეგ).

გენერალ-მაიორი (22 მარტი, 1915) დაამთავრა 1883 წელს;

7. იმნაძე ევგენი სიმონის ძე (04.12.1875 - 1944 წლის შემდეგ).

გენერალ-მაიორი (06.12.1916) დაამთავრა 1893 წელს;

8. ქორქაშვილი გიორგი პეტრეს ძე (23.01.1865 - 19.10.1916).

გენერალ-მაიორი (06.12.1909) დაამთავრა 1882 წელს;

9. მდივანი ზაქარია ასლანის ძე(05.09.1867 - აპრილი 18, 1933).

გენერალ-მაიორი (18.01.1915) დაამთავრა 1884 წელს;

10. მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე, თავადი (15.10.1867 - 20.01.1928).

გენერალ-ლეიტენანტი (1915 წლის 10 ივნისი) დაამთავრა 1886 წელს;

11. მიქელაძე ვიაჩესლავ არტემის ძე, თავადი (08.03.1875-27.08.1951).

გენერალ-მაიორი (08.10.1916) - დაამთავრა 1892 წელს;

12. ნიჟარაძე კონსტანტინე კონსტანტინეს ძე, თავადი (26.09.1869-1939).

გენერალ-მაიორი (16.07.1916) დაამთავრა 1888 წელს;

13. ოდიშელიძე ილია ზურაბის ძე (25.03.1865-1925).

ლეიტენანტი გენერალი (11/10/1916) - დაამთავრა 1887;

14. ფურცელაძე გიორგი მიხეილის ძე (29.10.1867-31.08.1924).

გენერალ-მაიორი (1915 წლის 15 თებერვალი) - დაამთავრა 1886 წელს;

15. თეთრუაშვილი ვასილი გაბრიელის ძე (08.04.1872-07.05.1915).

გენერალ-მაიორი (27 მაისი, 1915, სიკვდილის შემდეგ) დაამთავრა 1891 წელს;

16. თულაშვილი გიორგი ლევანის ძე (01.06.1867 - 1918 წლის შემდეგ).

გენერალ-მაიორი (02.04.1917) - დაამთავრა 1884 წ;

17. თუმანიშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე, თავადი (29.07.1880 - 26.10.1917).

გენერალ-მაიორი (30 აგვისტო, 1917);

18. თუმანიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე, თავადი (13.02.1868 - შემდეგ 1921).

გენერალ-მაიორი (06.12.1914) - დაამთავრა 1885 წელს;

19. წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე, თავადი (08.11.1865-20.05.1923).

გენერალ-მაიორი (10 აპრილი, 1915) დაამთავრა 1884 წელს;

20. ალექსანდრე ჭავჭავაძე, თავადი (04.07.1870-1930).

გენერალ-მაიორი (1717 წლის 9 აგვისტო) დაამთავრა 1890 წელს;

21. ჭავჭავაძე დავით ზაქარიას ძე (12.09.1878- 1917 შემდეგ).

გენერალ-მაიორი (05.10.1917) - დაამთავრა 1897 წელს;

22. ჩივაძე კონსტანტინე ალექსანდრეს ძე(20.05.1866 - 1918 წლის შემდეგ).

გენერალ-მაიორი (06.12.1908) - დაამთავრა 1882 წელს;

23. ერისთავი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე, თავადი (05.07.1873 - 10.02.1955).

გენერალ-მაიორი (22 მარტი, 1915) დაამთავრა 1892 წელს;

24. მუსხელიშვილი იაკობ ლევანის ძე (09/09/1865 -21/01/1936).

გენერალ-მაიორი (1818 წლის 9 მარტი) - დაამთავრა 1884 წელს;

25. კვინიტაძე გიორგი ივანეს ძე (1984 წლის 21 აგვისტო -7 აგვისტო, 1970).

გენერალ-მაიორი (14.05.1918) დაამთავრა 1894 წელს;

26. აბხაზი დავით ილიას ძე, თავადი (03.06.1866-დან 1918 წლამდე).

გენერალ-მაიორი (1918 წლის 29 ივლისი) დაამთავრა 1883 წელს.




 ახალი ამბები
  • მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესმაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მთაწმინდაზე სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი  დღეს დილით ნახეს. ცხედარს ამ წუთებში, ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება ადგენს, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • "200 განცხადება დავწერე, მაგრამ არავინ მაქცევს ყურადღებას"ლანჩხუთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, ნასახლარზე, ხანძარს გადარჩენილი რკინის საქანელებია შემორჩენილი, თითქოს ერთ დროს ძლიერი ოჯახის სიმბოლოდ. ახლა ამ ეზოში პატარა სახლი დგას, რომლის დიასახლისი, თამარ შანიძე უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს. მისი თქმით, სახლში წყალი ჩამოდის და ჯერჯერობით, დამხმარეც არავინ ჩანს. შანიძეების ოჯახის ტრაგედია 25 წლის წინ დაიწყო. "სახლი 1993 წელს დაგვეწვა, მაშინ არც საწვავი იყო, არც ტრანსპორტი და სახანძროს მოსვლამდე ჩვენი სახლი მთლიანად დაიწვა. აგურით ნაშენები სახლი იყო, მაგრამ შიგნითა ნაწილი მთლიანად _ ხის. ამით არ დასრულებულა ჩემი ოჯახის უბედურება _ ორი წლის შემდეგ დაიწყო ის, რაც ბევრად მეტია სახლის დაწვაზე. ამ ტრაგედიამ გაანადგურა ჩვენი ოჯახი _ ჩვენს ავტომობილს მანქანა დაეჯახა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ჩემი შვილები _ 19 წლის შაკო და 20 წლის ალეკო უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს... შაკო 13 დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", _ გვიყვება თამარ შანიძე, რომელიც საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს. შვილის დაკრძალვიდან მეორე დღეს დედამ რკინის ქალამნები ჩაიცვა მეორე შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მოახერხა კიდეც, თუმცა, სამი წლის შემდეგ მეორე შვილი მოუკლეს... ამ ტრაგიკული ბედის ქალბატონს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, ძალიან უმძიმს საკუთარ პრობლემებზე საუბარი, მით უმეტეს, დახმარების თხოვნა, თუმცა, სხვა გამოსავალიც აღარ დარჩა. სახლი, რომელშიც ქალბატონი თამარი ცხოვრობს, ორი ოთახისგან შედგება. სახურავი მთლიანად უვარგისია, რის გამოც ჭერზე აკრული ხის მასალა დამპალია. დამპალია ფანჯრებიც, რომლის ნაწილზე პოლიეთილენის პარკებია მიმაგრებული: "ფაქტობრივად, ტყუილად ახურავს შიფერი, წვიმაში წყალს ვერ იკავებს, რის გამოც ყველგან წყალი ჩამოდის. შუა ღამით რაღაც ბრახუნმა გამაღვიძა, თავიდან ყაჩაღები მეგონა. ჩემგან რა უნდა წაეღოთ, მაგრამ მაინც ძალიან შემეშინდა. თურმე, ჭერზე აკრული "ლამინატი" ჩამოვარდნილა. საწოლი სამზარეულოში გამოვიტანე, ზემოთ ბეტონია და წვიმა მარტო აქ არ ჩამოდის. არც გათბობა მაქვს, შეშის მოტანა მე არ შემიძლია. გაზქურას ვანთებ ხოლმე, გავთბები და მალევე ვრთავ, ბევრი რომ არ დამიწვას. შევწვები საწოლში და ვარ ასე. კედელზეც "ადეალა" მაქვს მიფარებული, რომ არ გავიყინო", _ საკუთარი გასაჭირის მოყოლისას ოჯახის დიასახლისს თვალებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდის. თამარ შანიძის თქმით, სოციალური დახმარება გადამოწმების მიზნით შეუჩერეს, რის შემდეგაც მაღალი ქულა დაუფიქსირდა: "ერთი ქათამიც არ დადის ჩემს ეზოში, მეზობლის ხბოს თუ ჩემად ასაღებენ, არ ვიცი, აბა, ამ პირობებში როგორ მომცეს 77 ათასი ქულა?!" თამარის თქმით, როცა ბოლო სტიქიის დროს ლანჩხუთში სახლები გადახურეს, ის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა, მის სახლში წყალი სტიქიამდეც ჩამოდიოდა და ყურადღება არავის მიუქცევია: "ამ სტიქიამდეც რომ ჩამომდიოდა სახლში წყალი, მომხედა ვინმემ?! შვილიშვილი რომ მოვა, სად უნდა დავაწვინო?! დავატარებ საწოლს იქეთ-აქეთ. ოთხი წლის პენსია მაქვს წინასწარ გამოტანილი, ყოველდღე გამაყუჩებელ წამალს ვსვამ. თავზე მაწვიმს. 200 განცხადება დავწერე, მაგრამ არავინ მაქცევს ყურადღებას", _ ამბობს ქალბატონი თამარი, რომლის სახლშიც მიუხედავად მძიმე ყოფითი პირობებისა საოცარი სისუფთავე სუფევს. "გურია ნიუსი" თამარ შანიძის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს კახა კვიტაიშვილს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს ქალბატონს: "ვიმყოფებოდით კიდეც ამ ქალბატონის ოჯახში, მერიც ინფორმირებულია ამ საკითხთან დაკავშირებით და ვაპირებთ, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გავუწიოთ მას", _ გვითხრა ... ...
  • სამი სოფელი და ერთი დაბა _ ოზურგეთის მერს წარმომადგენელი ჯერ არ ჰყავს2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (ბახვი, ძიმითი, დვაბზუ) და ერთ დაბაში (ლაითური) მერს თავისი წარმომადგენელი არ ჰყავს. ამ ადგილებზე ორჯერ იყო გამოცხადებული ვაკანსია, მაგრამ უშედეგოდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლაშა თავაძის თქმით, გამოცხადებული იყო ღია კონკურსი, მაგრამ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია სათანადო კანდიდატი. მისივე თქმით, კონკურსში მონაწილე პირებმა ბარიერი ვერ გადალახეს: _ ამ დრომდე კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს იმ პირებმა, რომლებიც აპირებდნენ ბახვში, დვაბზუში, ძიმითსა და დაბა ლაითურში დაეკავებინათ მერის წარმომადგენლის პოსტები, _ გვითხრა ლაშა თავაძემ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სოფელ ბახვში მერის წარმომადგენლის თანაშემწის ვაკანსიაზე განაცხადი ჰქონდა შეტანილი გოჩა შარაშენიძეს. შარაშენიძე "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ბახვის რწმუნებული იყო, ეს ადგილი შეინარჩუნა მან "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგაც, თუმცა, დიდხანს ვერა _ მაშინდელმა გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ იგი გაათავისუფლა. გოჩა შარაშენიძემ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტების დახმარებით კონსტანტინე შარაშენიძეს სასამართლო პროცესი მოუგო. შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გახდა და შარაშენიძე მის წარმომადგენლად დანიშნა სოფელ ბახვში. 2017 წელს ამ პოსტზე გოჩა შარაშენიძის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. იმავე წელს არჩეულმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ სოფლებში წარმომადგენლების დანიშვნა კონკურსის წესით განახორციელა, თუმცა, გოჩა შარაშენიძეს ამ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიუღია. გოჩა შარაშენიძე საპრეზიდენტო არჩევნების დროს "თავისუფალი ზონის" დამკვირვებელი იყო. _ მერის წარმომადგენლის ვაკანსიაზე აღარ შევიტანე განაცხადი, რადგან აზრი არ ჰქონდა", _ გვითხრა გოჩა შარაშენიძემ. _ რატომ არ ჰქონდა აზრი? _ ადამიანს როცა არ უნდა დანიშვნა, რა აზრი აქვს იმ კონკურსში მონაწილეობას? საერთოდ, დღევანდელ ქვეყანაში რამეს აქვს აზრი? არ აქვს და მეც აღარ ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას". შარაშენიძე ამბობს, რომ მერთან აღარ აქვს პრობლემა და ისინი შერიგდნენ. _ დაპირისპირების ამბავი არ არის. ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა რომც შემომთავაზონ ვაკანტური ადგილის დაკავება, მე მაინც არ ვაპირებ მაგათთან მუშაობას. ისინი ანგრევენ ამ ქვეყანას და ამ დანგრევაში მონაწილეობას არ ვაპირებ! _ გვითხრა გოჩა შარაშენიძემ. ლაშა თავაძის თქმით, გოჩა შარაშენიძეს და ირაკლი ცქვიტინიძეს განაცხადი ჰქონდათ შეტანილი მერის წარმომადგენლის თანაშემწის ვაკანსიაზე. კომისიის წევრებმა ყველაზე მეტი ქულა ირაკლი ცქვიტინიძეს დაუწერეს. საკრებულოს წევრი დაბა ლაითურიდან გია ჩაგანავა ამბობს, რომ ორჯერ იყო კონკურსი გამოცხადებული, მაგრამ ამ დრომდე დაბა ლაითურს არ ჰყავს მერის წარმომადგენელი. "ზუსტად ამ საკითხით არ ვარ დაინტერესებული. ჯერჯერობით, ვაკანტურია ეს ადგილი და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", _ ამბობს ჩაგანავა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოცხადდება კონკურსი ... ...
  • ფანჩატურში ახალი სკამი გაჩნდაქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს _  ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსმა“ ამ კვირის დასაწყისში გაავრცელა. ხუთშაბათს ფანჩატურში ერთი სკამი გამოჩნდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სკამი ე.წ. ჭადრების ბაღიდან მოიტანეს ბავშვებმა. ამ ეტაპზე მარტო ერთი სკამია მოტანილი. სკამები და მაგიდა ადგილობრივებმა აიღეს.  “მოსვენება არ გვქონდა, დავისვენეთ, რაც ეს სკამები და მაგიდა ავიღეთ. დროებით შევინახეთ და გაზაფხულზე დავდგამთ. ის, რაც ხდებოდა ფაჩანტურში, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. დაღამებამდე თამაშობდნენ ჩვენთვის უცნობი ბავშვები კარტს, იყო ყვირილი, ხმაური. ამასწინათ მაგიდას ცეცხლიც კი გაუკიდეს, რატომ და რისთვის, ვერ გავიგეთ. დილიდან საღამომდე აქ იყვნენ. სანაგვედ აქციეს ყველაფერი, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ და დარწმუნდეთ ჩვენს ნათქვამში“, _ გვითხრეს ადგილობრივებმა ... ...
  • გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ჩვენი ინფორმაციით, ამ პოსტზე, გიორგი ჩხაიძეს დავით ცერვაძე ჩაანაცვლებს. ცერცვაძე გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს წლების წინ ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან დღემდე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს "სატისის" დირექტორია. ცერვაძის დანიშვნის შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია "გურია ნიუსთან" საუბრისას გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრის გენერალურმა დირექტორმა ეკა გალდავამც დაუდასტურა. გალდავამ, ასევე, დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ კომპანიის გურიის სერვისცენტრში სხვა სტრუქტურული ცვლილებებიც ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...