კადეტთა კორპუსის ისტორია

ისტორია

კადეტთა კორპუსის ისტორია

2018 დეკ 24 18:30:58

უცხო სიტყვათა ლექსიკონი სიტყვა კადეტის მნიშვნელობას ასე გადმოცემს: ,,რევოლუციამდელ რუსეთში: კადეტთა კორპუსის მოსწავლე. კადეტთა კორპუსი - დახურული ტიპის სამხედრო საშუალო სასწავლებელი, რომელშიც თავად-აზნაურთა შვილებს ამზადებდნენ ოფიცრებად”.  რუსეთის იმპერიაში ტერმინი ,,კადეტი” (ფრანგ. cadet - უმცროსი, არასრულწლოვანი) ჯერ კიდევ იმპერატორ პეტრე I-ის მმართველობის დროს შემოვიდა საფრანგეთიდან. თვით ეს ტერმინი ნაწარმოებია გასკონური კილოკავიდან capdet, რომელიც თავად მომდინარეობს ლათინური capitellum -დან, რაც ,,პატარა კაპიტანს”  ნიშნავს.

რუსეთის იმპერიაში დაახლოებით 50 კადეტთა კორპუსი ან სამხედრო-სასწავლო დაწესებულება არსებობდა. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, 1918 წლისთვის, ყველა კორპუსი დაიხურა, მაგრამ საზღვარგარეთ მოქმედებდა თეთრი ემიგრაციის მიერ გახსნილი ექვსი სასწავლებელი.

თბილისში გახსნილი კადეტთა კორპუსი პირველი სასწავლო დაწესებულება იყო, რომელიც ამიერკავკასიისთვის სამხედრო კადრების მომზადების ყველა სტანდარტს შეესაბამებოდა.

სამხედრო სასწავლებლის გასხნა თბილისში ჯერ კიდევ XIX საუკუნის ოციან წლებში იგეგმებოდა. 1827 წელს ოფიცრებმა და ჩინოვნიკებმა, რომლებიც სამსახურს კავკასიაში გადიოდნენ, მიმართეს იმპერატორ ნიკოლოზ I-ს თხოვნით 150 კაციანი კადეტთა კორპუსის გახსნის შესახებ. მაგრამ კავკასიის ჯარების მაშინდელ სარდალს ივან პასკევიჩ-ერივანსკის სხვა შეხედულება ჰქონდა ამის თაობაზე და ასეთი სასწავლებლის გახსნა მიზანშეუწონლად და ნაადრევად მიაჩნდა. მისი აზრით, ჯერ ერთი რომ კავკასიაში ძალიან ცოტა იყო შესაბამისი ცოდნით ა.ღჭურვილი მასწავლებლები, მეორე, საქართველოს მოსახლეობა არ იყო ჯერ კიდევ ადაპტირებული რუსულ ჩვევებსა და ადათებთან, და მესამეც - მოსახლეობამ რუსული ენა არ იცოდა. ახლა ოდნავ წინ გადავინაცვლებ და გეტყვით რომ რუსული ენის არცოდნა, უკვე დიდი ხნის შექმნილ კადეტთა კორპუსში, პრობლემებს უქმნიდა სასწავლებლის დირექციას. იმის გამო, რომ დიდი ნაწილი მოსწავლეებისა ქართველები იყვნენ, ოფიცერ-დამრიგებლების დახმარების მიუხედავად, მათ დროის ყველაზე დიდი ნაწილი რუსული ენის შესწავლაში ეხარჯებოდათ. ამის გამო ხშირად სხვა საგნებში მომზადებას ისინი ვერ ასწრებდნენ. მაგალითად, 1914 წლის იანვარში, მეორე როტის მთელი განყოფილებამ უარი განაცხადა რუსულ ენაში წერით გაკვეთილზე, რადგან მათ არ ჰქონდათ საგანი მომზადებული.

კადეტთა კორპუსის ისტორია 1871 წელს დაიწყო, როცა ქალაქში დაწყებითი სამხედრო სკოლა გაიხსნა. 1875 წლის 7 ივლისს ის სამხედრო გიმნაზიად გადაკეთდა, სადაც უკვე 200 მოსწავლე სწავლობდა. ამ გიმნაზიის ბაზაზე კი 1882 წელს უკვე კადეტთა კორპუსი ჩამოყალიბდა (სხვათაშორის, კადეტთა კორპუსის გახსნამ ხელი შეუშალა საქართველოში უნივერსიტეტის გახსნას. საქმე იმაშია, რომ როცა იმპერატორი ალექსანდრე II თბილისში ჩამოვიდა, თერგდალეულთა ინიციატივით დაიწერა მოთხოვნა უნივერსიტეტის გახსნის შესახებ, მაგრამ მეფისნაცვლისა და ქართველი თავადაზნაურობის წარჩინებული, მაგრამ რეაქციული წარმომადგენლების (გიორგი და ივანე მუხრანბატონები, იასე ჭავაჭავაძე, ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, გრიგოლ ორბელიანი და სხვები) მეცადინეობითა და ზეგავლენით თავადაზნაურთა მარშალმა რევაზ ანდრონიკაშვილმა შეცვალა ადრესის პროექტი და უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნა სთხოვა) .

გაზეთ ,,ცნობის ფურცლის” (1898, #642) მიხედვით ,,იმ ჟამად მთავარმართებლად ბრძანდებოდა მათი იმპერატორებითი უმაღლესობა დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე, რომლის მეცადინეობით ეს კორპუსი დაარსებულ იქმნა თანახმად უმაღლესის ბრძანების.... სულ საშტატო ადგილია 262 კაცისთვის. ამ რიგათ სამხედრო პროგიმნაზია გადაკეთებულ იქმნა სამხედრო გიმნაზიად, და რადგან ყოველივე ეს დიდი მთავრის მეცადინეობით გაკეთდა, ამის გამო კორპუსის დამაარსებლად ითვლება მისი უმაღლესობა. 1882 წ. სამხედრო გიმნაზია გადაკეთებულ იქმნა კორპუსად... პირველად 1881 წ. დაასრულა კურსი სულ 16 კაცმა. მას შემდეგ აგერ მე-19-ე რიგობა ასრულებს კურსს. დღეს კორპუსში სწავლობს 352 კაცი სახელმწიფო ხარჯზე და 32 კაცი გარედან მოსიარულე”.

აღსანიშნავია, რომ პირველი ორი სასწავლებლის ადგილმდებაროება უცნობია, კადეტთა კორპუსი კი გოლოვინის (თანამდეროვე რუსთაველის) გამზირის №31-ში განთავსდა (აშენდა 1860 წელს, არქიტექტორი უცნობია. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს და სხვა სამხედრო დანიშნულების შენობები სამხედრო უწყებისა და მათი არქიტექტორ-ინჟინრების მიერ არის აშენებული, ამიტომაც ხშირად არქიტექტორის ვინაობა არ იყო გახმაურებული). 1909 წლის 30 დეკემბერს კადეტთა კორპუსს დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სახელი მიენიჭა. მიხეილი, იმპერატორ ნიკოლოზ I-ს მეოთხე ვაჟი, 1862-82 წლებში გახლდათ კავკასიის მეფისნაცვალი, მთავარსარდალი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც იმავე, 1909 წლის დეკემბერში კანში (საფრანგეთი) გარდაიცვალა.

კორპუსის შტატი დაკომპლექტდა რუსეთის იმპერიაში მიღებული სტანდარტის მიხედვით: სასწავლებელს გენერალი ან პოლკოვნიკი ხელმძღვანელობდა; ყმაწვილებს სამხედრო საქმეს კლასის ინსპექტორები და მათი დამხმარეები - ასეულის მეთაურები და აღმზრდელი ოფიცრები ასწავლიდნენ. კორპუსის მოსწავლეები განთავსებულნი იყვნენ სამ როტაში.. კადეტთა კორპუსის გარემო მაქსიმალურად იყო მიმსგავსებული სამხედრო ცხოვრებას. შტატში ირიცხებოდა მედოლე, მებუკე, ექიმები და ფერშლები. აუცილებელი იყო კორპუსს ჰქონოდა საკუთარი ეკლესია (ის განლაგებული იყო შენობის მეორე სართულზე (ნიკოლოზ II-ის ვაჟის, ალექსის დაბადებასთან დაკავშირებით კადეტთა კორპუსის შენობაში გადაიხადეს ,,სამადლობელი პარაკლისი და ითქვა მრავალ-ჟამიერი მათ იმპერატორებით-უდიდებულესობათ, უმაღლესად ახალ შობილისა... პარაკლის-მრავალ-ჟამიერის შემდეგ გაისმა აღტაცებული ,,ურა” მოწაფეთა”. ( ,,ივერია”, 1904, #190); ასევე იყო ეკლესია მანგლისში, კადეტთა საზაფხულო ბანაკში) , მღვდელი, დიაკვანი და მეფსალმუნე. როგორც ამბობენ, თბილისის კადეტთა კორპუსის დაფინანსება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო რუსეთის იმპერიაში და ის ათეულში შედიოდა (აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგადად კადეტთა კორპუსის დაფინანსება რუსეთის მთავრობას ძალიან ძვირი უჯდებოდა, თუმცა როგორც ამბობენ ეს ამად ღირდა, რადგან კადეტთა კორპუსიდან გამოსული ოფიცერი კორპუსში შეძენილ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და რაც მთავარია ოფიცრის სულს და შემართებას გადასცემდა სხვა სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულებს თუ სამოქალაქო პირებს, რომლებიც იმპერიის საჯარისო ნაწილებში სამსახურს გადიოდნენ. ამ კადეტურ ,,საფუარზე” გაფუვდა რუსეთის იმპერიის ოფიცერთა დიდებული ცომი, როგორც ამას წერს კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული მწერალი ს. დვიგუბსკი ). ყოველწლიურად ხაზინა მასწავლებელთა ხელფასისთვის გასცემდა 32 850 რუბლს. დამატებით გამოყოფილი იყო ხარჯი სხვადასხვა კონფესიების მღვდელმსახურთათვის, რადგან, კადეტთა შორის სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები იყვნენ.

 კადეტთა სხვა სასწავლებლების მსგავსად თბილისის კადეტთა კორპუსში შემდეგ საგნებს ასწავლიდნენ:

1. საღვთო სჯული.

2. რუსული ენა.

3. ფრანგული და გერმანული ენები (ზოგან ინგლისური ენა).

4. მათემატიკა (არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია და ა. შ.).

5. საწყისი ინფორმაცია ბუნებისმეტყველების ისტორიის შესახებ.

6. ფიზიკა.

7. კოსმოგრაფია (ასტრონომია).

8. ქიმია.

9. გეოგრაფია.

10. ისტორია.

11. სამართალ,ცოდნეობა.

12. მართლწერა.

13. ხატვა და ხაზვა.

ასევე: სამწყობრო მომზადება და ფიზკულტურა: ტანვარჯიში და სხვადასხვა თამაშები, ფარიკაობა, ცურვა, ცეკვა, სიმღერა, მუსიკა და ა. შ.. 1911-12 წლებში მეოთხე კლასიდან შემოიღეს მიზანში სროლა.

თუმცა კადეტობაზე ხელი თითქმის ნებისმიერ მსურველს მიუწვდებოდა (სწავლა სახელმწიფო ხარჯზე ხდებოდა), მაგრამ კორპუსში უპირატესობა ენიჭებოდა თავად-აზნაურთა და ოფიცრის შვილებს, ექვსი წლის ასაკიდან. ბევრს ჰქონდა იქ მოხვედრის სურვილი (კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებულებს განსაკუთრებული პრივილეგიები ენიჭებოდათ: სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მათ უგამოცდოდ შეეძლოთ ჩაებარებინათ რუსეთის იმპერიის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში), მაგრამ ხშირად დაბალი წოდება არ უწყობდა ხელს. შალვა მაღლაკელიძე, ცნობილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ვერმახტის ქართველი გენერალი იგონებდა, რომ მამამისის, ნიკოს ოცნება იყო მისი შვილი კადეტთა სკოლაში ენახა. როცა შალვა ექვსი წლის გახდა დახმარებისთვის მამამ მიმართა ნაუმ ლორთქიფანიძეს. ახლა მოვუსმინოთ მაღლაკელიძეს: ,,(ლორთქიფანიძე) იყო პირველი იურისტი და (მამამ) უთხრა, მე და შენს პატარა ძმას ალექსანდრეს ერთი ძუძუ გვაქვს ნაწოვი, დედაჩემისო. დამეხმარე, მინდა რომ ჩემი ბიჭი კადეტთა კორპუსში მომიწყოო. შენ რომ პატარაობისას პაგონები გეკეთა და „ჩესტს“ რომ იღებდიო, ისე მინდა ჩემს შვილსაც ჰქონდესო. ხარჯს არ დავერიდებიო. – ნიკოია გასულელდიო – უპასუხნია ნაუმ ლორთქიფანიძეს – შენ შვილს ვინ მიიღებს კადეტთა კორპუსშიო. ეს ჩვენთვის არის, თავადაზნაურებისთვისო. შენ გლეხიკაცი ხარ და მეტრიკაც არა გაქვსო, მეტრიკა ხომ უნდა მიიტანოო. ფულს გავიღებ, ნაუმ-ჩემოო – უპასუხნია მამაჩემს. ფული არ ჭრისო, უთქვამს ლორთქიფანიძეს, ღირსება ჭრისო. ყაძახი ხარ შენ, ყაძახიო. მე შენ გირჩევ, შეძლებული კაცი ხარ, ვენახი გაქვს, სამოყიანი თოხი უყიდე, მიეცი ხელშიო. სამოყიანი თოხი არის თქვენი, ყაძახების საქმეო”. ასე და ამდაგვარად შალვას მამამ ნიკომ ოცნება ვერ აისრულა, მაგრამ მისი შვილი მაინც ცნობილი სამხედრო პირი გახდა.

გაგრძელება იქნება




 ახალი ამბები
  • სოფელ ლიხაურში მცხოვრებლები შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოს ითხოვენოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ კიდევ ერთი ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხი განიხილა.  სოფელ ლიხაურის მოსახლეობის ინიციატივაა, რომ სოფელში მცხოვრები შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო მოეწყოს. როგორც პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნანა ღაჟონიამ ბიუროს განუმარტა, პეტიცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფელში მცხოვრები შშმ პირთა ინტეგრაციას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნას. როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, საკითხს საკრებულოს დარგობრივი კომისია ... ...
  • ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭაჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაბის სტატუსი მიენიჭა. „მთელი ეს წლები ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას. მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები  და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე. მზარდი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს, უკვე შემუშავებულია სივრცითი განითარების გეგმა და ვმუშაობთ ბახმაროს ეკონომუკიური განვითრების გეგმაზე, რათა სწორად განვსაზღვროთ კურორტის ინფარასტრუქტურული პრიორიტეტები. შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომრაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა, წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და  სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე - დამსვენებლებს“ _ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრნა  მაია ცქიტიშვილმა.  ბახმაროსთვის დაბის სტატუსის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ ჩოხატაურში 24_ე ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნება. მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, ბახმაროში მერის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ... ...
  • პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყებასასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. „ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500 ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ როგორ მოხდება, რა რაოდენობები იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. მინისტრის თქმით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ ხედვას ... ...
  • კურორტი გომის მთა შემოქმედის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცევაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კურორტ გომის მთის შემოქმედის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცევის შესახებ ისაუბრეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გომის მთის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შემუშავდა. “გეგმის დამტკიცებამდე, საჭირო გახდა კურორტ გომის მთისთვის დასახლების სტატუსის მინიჭება. შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება „დადგენილ იქნას შემოქმედის ადმინისტრაციული საზღვრები, სადაც მოქცეული იქნება კურორტ გომის მთის ტერიტორია“, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ. აღნიშნული წინადადების მოწონების თაობაზე საკრებულოს მორიგ სხდომაზე ... ...
  • ვინ გახდა ლანჩხუთის საპატიო მოქალაქესაქართველოს ომისა და სამხედრო ვეტერანების ცენტრალური კავშირის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს,  გივი ებრალიძეს, მერის, ალექსანდრე სარიშვილის გადაწყვეტილებით , საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მერმა პირადად  გადაუხადა მადლობა გივი ებრალიძეს გაწეული ღვაწლისთვის და საპატიო მოქალაქის მოწმობა ... ...

არქივი

ზაფრანი

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...

ლუდის რიტუალები საქართველოში

ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას...

როგორი, რასთან, რამდენი

მიღებულია, რომ თეთრი ღვინო თევზეულსა...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...