"კაპიტანი ჯორჯანი" _ ვინ იყო სოციალ-დემოკრატი ალექსი გოგოხია

gurianews.com

ისტორია

"კაპიტანი ჯორჯანი" _ ვინ იყო სოციალ-დემოკრატი ალექსი გოგოხია

2017 ნოე 9 10:58:03

XIX საუკუნეში სასულიერო სემინარიიდან ,,მგლის ბილეთით” გარიცხვა ჩვეულებრივი ამბავი იყო. 1894 წელს დემონსტრაციის გამო სასწავლებლიდან სხვა 83 სემინარიელთან ერთად გააგდეს მომავალი სოციალ-დემოკრატი ალექსი გოგოხია (1871-1940), რომელიც შემდეგ ამერიკაში გადაბარგდა.

1897 წელს იგი დაუკავშირდა ცნობილ მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილს და შეუერთდა ბაფალო ბილის ,,ველური დასავლეთის” შოუს. ლუკასთან ერთად იგი 1899 წლის სეზონის ბოლომდე მუშაობდა, 1900 წლიდან კი დამოუკიდებლად, საკუთარ ჯგუფთან ერთად დაიწყო მუშაობა. მაშინ გადაიკეთა გვარი და გახდა ალექსი ჯორჯიანი ანუ ქართველი. იგი გამოდიოდა სხვადასხვა სახელებით _კაპიტანი ჯორჯიანი, პოლკოვნიკი ჯორჯიანი, `პრინცი~ ჯორჯიანი. როგორც ამბობენ, 1903-05 წლებში ის აკონტროლებდა ყველა გურულ მოჯირითეს და არაბ აკრობატს ამერიკის ტერიტორიაზე. მაგრამ საცირკო საქმიანობას ხელი არ შეუშლია მისი რევოლუციური საქმიანობისთვის.

მეფის ,,ოხრანკის” ერთ დოკუმენტში (1902 წლის 4 აპრილი) ვკითხულობთ: ,,...გამოირკვა იმ პირთა ფართო წრე, რომლებთანაც დასაგმობი მიწერ-მოწერა და ურთიერთობა ჰქონდათ ნოე ჟორდანიასთან... გამორკვეულია აგრეთვე ნოე ჟორდანიას ურთიერთობა ემიგრანტ ალექსი გოგოხიასთან, რომელიც... თანახმად პოლიციის დეპარტამენტის ცნობებისა, სხვისი პასპორტით ჩამოვიდა 1900 წელს ბათუმში, ნიუ იორკელი და შვეიცარიელი ჩვენი ემიგრანტ-რევოლუციონერების დავალებით და ჩამოიტანა ორი ყუთი რევოლუციონური ლიტერატურა”. 1907 წელს ჯორჯიანი ამერიკის სოციალისტური პარტიის წევრი გახდა. პოლიტიკური საქმიანობისთვის ამერიკის მთავრობამ მას ლამის დეპორტაციაც დაუპირა, მაგრამ ბოლოს ჯორჯიანისთვის ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა.  საინტერესოა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და პირადად ნოე ჟორდანიამ ალექსი ჯორჯიანს შესთავაზა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩის პოსტი ამერიკაში, მაგრამ მან უარი განუცხადა. ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი 1940 წელს, მინეაპოლისში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.



 ახალი ამბები
  • ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარესოზურგეთის მუბიციპალიტეტის სოფელ ნატაბებში საზოგადოებრივი ცენტრის ფოიედან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. აღნიშნული იბფორმაცია დაგვიდასტურა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ნატანებში ჯონი ღლონტმა. მისი თქმით, უკვე დაიწყო მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. ღლონტის თქმით, არსებობს ვიდეოკამერის ჩანაწერები. "აპარატი დაზიანებულია, თუმცა თანხასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, ჯერჯერობით, თანხის დაუდგენელია ... ...
  • ზვიად მამალაძე ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიესჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ ზვიად მამალაძე აირჩიეს. მას მხარი სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან მხარი 32-მა  დეპუტატმა დაუჭირა. მამალაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა სურდა და ეს ღიადაც დაადასტურა, თუმცა, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გამართულ უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით გუდავაძე წამოაყენეს და აირჩიეს კიდეც. ზვიად მამალაძე წინა მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ... ...
  • ვინ არის საფინანსო კომისიის ახალი თავმჯდომარე, რომელიც ძველ ჩვევებს ვერ ღალატობსჩოხატაურის მეოთხე მოწვევის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პროფესიით გეოლოგი აკაკი ყაჭეიშვილი გახდა. მას მხარი სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან 30-მა დეპუტატმა დაუჭირა. ყაჭეიშვილმა, რომელიც „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს, სოფელ გოგოლესუბნის გამგებელი იყო, 2014 წელს ამავე სოფელში კენჭი დამოუკიდებლად იყარა და „ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და მაჟორიტარის მანდატი მმართველი გუნდის სახელით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დროს მედიის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა _ კამერაზე ხელსაც გვიფარებდა, საარჩევნო კამპანიის დროს გამგეობაში „ნაცმოძრაობის“ ატრიბუტიკიანი მაისურით დადიოდა და არც შეურაცხყოფებს ერიდებოდა. როგორც ჩანს, ის ჩვეულებას ახლაც ვერ ღალატობს _ მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფოტოს გადაღების უფლება არ მოგვცა. არადა, საჯარო სივრცეში, მით უმეტეს საკრებულოს სხდომაზე გადაღების უფლება არათუ ჟურნალისტს, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს საკრებულოს წევრმა, რომელიც თავად არის ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დაცვის გარანტი, რაც, როგორც ჩანს, მისთვის ... ...
  • სოციალური კომისიის თავმჯდომარედ ელისო ჭიჭინაძე აირჩიესლანჩხუთის საკრებულოში სოციალური კომისიის თავმჯდომარედ ლესის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჭიჭინაძე აირჩიეს. ჭიჭინაძის კანდიდატურას კენჭისყრაში მონაწილე 27 დეპუტატიდან 21-მა დაუჭირა ... ...
  • ქონების მართვის კომისია ლაშა თოლორდავას ჩააბარესგუთურის მაჟორიტარ დეპუტატს, ლაშა თოლორდავას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა ქონების მართვის კომისიაა ჩააბარეს. მას მხარი 35-მა დეპუტატმა დაუჭირა. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. თოლორდავა, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მას თანამდებობაზე ყოფნა წინა მოწვევის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზეც უნდოდა, თუმცა, მაშინ მისი კანდიდატურა არ გასულა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...

ციტრუსების დიეტა

ცივ ამინდში ორგანიზმს ვიტამინები აკლდება,...

ჭრელა ხარი

ჩინეთის პროვინცია იუნანში ძველი დროიდან...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...